შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 15
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო. ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა IBSU-ს მედია ცენტრის სტუდიაში სატელევიზიო ჟურნალი ჩაწერეს, თემაზე “დაბრუნება”. ისინი გადაცემაში საუბრობენ იმ სიახლეებზე, რაც უნივერსიტეტში იგეგმება და გამოწვევებზე, რომლებსაც სტუდენტები პირისპირ სწავლების გაგრძელების დროს გადააწყდნენ. https://www.youtube.com/watch?v=O7I8t2Y281k&t=20s IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი: “სასტუდენტებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ხელი ძალიან შეგვიწყო და გამოწვევები მარტივად გადაგველახა. ორწლიანი შეფერხებების შემდეგ, გვინდა გაცვლითი პროგრამები […]
მარიამ გარაყანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ მას უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია. მარიამ გარაყანიძე: “არ არის მარტივი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, იცხოვრო დამოუკიდებლად, იმუშავო და გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაციაც […]
მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში წელს, პირველად იმყოფებოდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, უკვე მესამე თვეა ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯის ფილიალში, ინგლისური ენის მიმართულებით სწავლობს. მარიამი ესტონეთში სპეციალური პროგრამით იმყოფება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტებისთვის შეიქმნა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მანამდე გალის რაიონის სკოლებში სწავლობდნენ. კონკურსში მონაწილეობისთვის მარიამმა ონლაინ აპლიკაცია შეავსო, ინგლისურ ენაში ტესტირება […]
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი კახა გალდავა, 15 წელია პედაგოგია. იგი, ამჟამად, ისტორიას ასწავლის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერი აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ნდობის აღდგენაზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორია. კახა გალდავამ, ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ თავის მოსწავლეებთან ერთად დააარსა. ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში […]
“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდულ რეჟიმში სრულდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციები და გამოცდები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორიაში. სექტემბრიდან კი უნივერსიტეტი მზად არის სწავლა სრულად აუდიტორიებში განაახლოს. ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს, სტუდენტები და ლექტორები აფიქსირებენ. ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტის, გიორგი ახალკაცის აზრით, უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რადგან საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების […]
ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, […]
17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი […]
“მომწონს ის, რომ ეს სფერო ითხოვს მუდმივ განვითარებას. თუ გაჩერდი, დაიკარგები” – ასე ახასიათებს სოციალურ მედია მენეჯმენტს ანნა ტარუაშვილი, რომელიც ამ მიმართულებას 2019 წლიდან შეისწავლის და როგორც სოციალური მედია მენეჯერი, დღემდე ამ სფეროშია დასაქმებული. სოციალური მედია მენეჯმენტი სოციალური ქსელების სრულყოფილ ცოდნასა და მათ მართვას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მენეჯერის მოვალეობა ძირითადად იმით განისაზღვრება თუ რამდენად დიდ […]