შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი
11/11/2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა IBSU-ს მედია ცენტრის სტუდიაში სატელევიზიო ჟურნალი ჩაწერეს, თემაზე “დაბრუნება”.
ისინი გადაცემაში საუბრობენ იმ სიახლეებზე, რაც უნივერსიტეტში იგეგმება და გამოწვევებზე, რომლებსაც სტუდენტები პირისპირ სწავლების გაგრძელების დროს გადააწყდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=O7I8t2Y281k&t=20s
IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი: “სასტუდენტებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ხელი ძალიან შეგვიწყო და გამოწვევები მარტივად გადაგველახა. ორწლიანი შეფერხებების შემდეგ, გვინდა გაცვლითი პროგრამები განვაახლოთ”.
IBSU-ს კანცლერი ექემ დინდეროლი: “IBSU-ს მედიაცენტრში სტუდენტებს აქვთ ყველა საჭირო საშუალება, იმისათვის, რომ სანამ დაამთავრებენ სწავლას და დასაქმდებიან რომელიმე მედიასაშუალებაში მათთვის მიკროფონთან და კამერასთან მუშაობა უცხო არ იყო”.
IBSU-ს სტუდენტი ანი ეგაძე: “ჩემთვის უფრო ხარისხიანი და პროდუქტიული აღმოჩნდა აუდიტორიული სწავლება, ვინაიდან ონლაინ სწავლების დროს არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩავრთულიყავით პრაქტიკულ სამუშაოებში და გამოგვაყენებინა ის რესურსები, რასაც უნივერსიტეტი გვაძლევს”