შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მედია კლუბი

რადიო IBSU კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტუალურ თემებს აშუქებენ. IBSU NEWS მსმენელებს სალომე კევლიშვილმა გააცნო. რუბრიკა ”სტუდენტობა” გიორგი ერაძემ წარადგინა საკითხზე – “მოლოდონები და რეალობა სტუდენტობაზე”. გადაცემის წამყვანი ანა მაზიაშვილი იყო.  ეთერის რეჟისორი კი მარი ლეთოდიანი იყო.

ნოვრუზ ბაირამი იგივე გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტი მედინა მამედოვი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ამ ფერადი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.  ნოვრუზ ბაირამი   

BSU NEWS პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს. 30 მაისს, საინფორმაციო გამოშვებაზე მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები თეკლა გვარამია და მარიამ ლეთოდიანი.  30 მაისის IBSU NEWS-ის მთავარი ამბები:  IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პროექტის – “სტაჟირების ხელშეწყობა” – ფარგლებში, გრანთ თორნთონ აკადემიასთან თანამშრომლობით ატარებს საჯარო ლექციას: “სტაჟირება – საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.” […]

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ამ მნიშვნელოვანი დღის გადაღება გადაწყვიტეს და თავიანთი ჟურნალისტუი უნარები გაიუმჯობესეს.    IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დავით მათიაშვილი და მარი გულორდავა გადაღებაზე.  

IBSU-ს “მედია ცენტრში” ახალი და მნიშვნელოვანი თემატიკის გადაცემების მომზადებაში არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ.  2023 წლის 25 მაისს, IBSU რადიოში მარიამ გარაყანიძის, ანა ქარელისა და გიორგი მძინარაშვილის დებიუტი შედგა.  “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა დაიწყეს რადიო გადაცემათა ციკლი “კავკასია” და პირველ თემად კონფლიქტები აირჩიეს.

IBSU რადიოში, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა მარტიდან დაიწყო და მას შემდეგ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებმა საინტერესო რუბრიკები შესთავაზეს აუდიტორიას. მსმენელებს აქტუალური თემა შესთავაზა ანა ჩალაშვილმა რუბრიკაში “პროფესია”.  მსოფლიოში ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებაზე – კომპიუტერულ მეცნიერებაზე ისაუბრეს ტყუპმა დებმა, IBSU-ს სტუდენტებმა ანი და ნინი მერაბიშვილებმა. IBSUNEWS-ის ახალი ამბები აუდიტორიას თეკლა გვარამიას გააცნო. ეთერის რეჟისორი იყო ანა მაზიაშვილი, […]

IBSU რადიოში “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტური კლუბების გაცნობა გრძელდება.  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის მარიამ ლეთოდიანის სტუმრები იყვნენ თეატრის, დრამისა და მუსიკალური პერფორმანსის კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც შთამბეჭდავად ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იდეებზე. კლუბის პრეზიდემტი არტ არაქელიანი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი თათია უმეკაშვილი IBSU NEWS კი აუდიტორიას სალომე კევლიშვილმა გააცნო

გარემოს დაცვა და მყარი ნარჩენების დანაწევრება-ჩაბარების კულტურა, 21-ე საუკუნის გამოწვევაა. ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ IBSU-ს მეცია ცენტრს “ტენეს”  გენერალური მენეჯერი ირაკლი ბურჭულაძე ესტუმრა. ამჟერად,”სატელევიზიო ჟურნალის” წამყვანი იყო ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელი ეთა სულუხია. ასევე, “სატელევიზიო ჟურნალის” მორიგ გამოშვებაზე მუშაობენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გვანცა გოგიაშვილი, ანა ჩალაშვილი, ანასტასია გურაშვილი. სტუდენტებმა ამ გადაცემისთვის საინტერესო გარემოსდაცვითი ექსპერიმენტიც […]

IBSU-ს მედია ცენტრში ვიდეო წარმოების შესახებ ტრენინგებიც ციკლი დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი სატელევიზიო მონტაჟია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები დაინტერესდნენ. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარე ამავე პროგრამის პირველკურსელებს თეკლა გვარამიას, სალომე კევლიშვილს, მარიამ ლეთოდიანს, ელენე სავანელსა და თამარ როსტიაშვილს.

ანა ჩალაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია. მას შეუძლია მოამზადოს როგორც სტუდიური გადაცემები და ვიდეო რეპორტაჟები, ასევე იყოს IBSU რადიოს წამყვანი და პირდაპირი ეთერის რეჟისორი, ჩაწეროს საინტერესო ინტერვიუები და გადაიღოს ემოციური ფოტოები. ანა ჩალაშვილი, თავად არის იმის მაგალითი, რომ თანამედროვე მედია წარმოუდგენელია მულტიფუნქციური უნარების მქონე ჟურნალისტის გარეშე, ვისთვისაც ღირებულებები მნიშვნელოვანია. იგი IBSU რადიოს ამოქმედებისთანავე ჩაერთო […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting