შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

კახა გალდავა: „მასწავლებელს დღეს უწევს შეითავსოს მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, მეგობრის და ამავე დროს ჯანსაღი კრიტიკოსის ფუნქცია“

20/10/2022

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი კახა გალდავა, 15 წელია პედაგოგია. იგი, ამჟამად, ისტორიას ასწავლის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში, როგორც სამშვიდობო განათლების ტრენერი აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად ნდობის აღდგენაზე მუშაობს და არაერთი კვლევის ავტორია. კახა გალდავამ, ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ თავის მოსწავლეებთან ერთად დააარსა.

ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი და ქუჩაში ბავშვი შემხვდა, ნახევრად შიშველი და ხელგაწვდილი. იმდენად ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ეს გახშირებული ყოველდღიურობა იყო, რომ ჩემ მოსწავლეებთან ვთქვი და იქვე ისიც ვიკითხე, ასეთ ბავშვებს როგორ შეიძლება დავეხმაროთ-თქო?! რაღაცნაირად ერთდროულად გაჩნდა იდეა, 1 ლარის „ჩელენჯის“ გაკეთების… იქნებ ასე დავეხმაროთ ადამიანებს-თქო. მერე იმ დღესვე ფონდის იდეა გაჩნდა და დავიწყეთ ფიქრი წესდების შედგენაზე. სახელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეებისთვის ეს რევოლუციური მუხტი იქნებოდა, რომელსაც მათ გულში ანთებული სიკეთე იწვევდა. ამიტომ დავიწყეთ  “სიკეთის რევოლუცია”

– როდის დაიწყო თქვენი პედაგოგიური კარიერა და იყო თუ არა თქვენი მიზანი მასწავლებელი ყოფილიყავით?

– მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას 15 წლის წინ შევუდექი. თითქოს ეს არც მისწავლია, თავიდანვე იყო ჩემში. სესილია თაყაიშვილი ამბობდა, მასწავლებლად უნდა დაიბადოო, ჰოდა ალბათ ჩემში თავიდანვე იყო რაღაც მარცვალი, რომლის აღმოცენებას და მოვლას 15 წლის მანძილზე ყოველდღიური ზრუნვის ხარჯზე ვახდენ. როდესაც სკოლას ვამთავრებდი უკვე ვიცოდი, რომ რამდენიმე წელში სკოლაში დავბრუნდებოდი და ზუსტად 5 წელში იქ სადაც სკოლა დავასრულე დავბრუნდი მასწავლებლად.

– 15 წლიანი გამოცდილების, სწავლის და განვითარების ფონზე, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა თქვენში, როგორ განვითარდით პროფესიულად?

– სკოლაში მუშაობის 15 წელი ეიძლება  არც ბევრია და მაგრამ  არც  ცოტაა. ყოველ წელს ვხვდები, რომ ცვლილებები აუცილებელია. ეიძლება წელს რასაც აკეთებ იმ მეთოდებიდან არცერთი არ იყოს ემდეგი წლისთვის სასარგებლო და მისაღები. მოსწავლეთა განვითარების დონე და ინდივიდუალური საჭიროებები მუდმივად იცვლება. რაც არ უნდა მრავალფეროვანი გეჩვენებოდეს მასწავლებელს განხორციელებული აქტივობები, ეიძლება საერთოდ არ იმუშაოს უ მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებებს არ იცნობ და არ ითვალისწინებ. დღეს, მასწავლებლობა გაცილებირთულია ვიდრე ემი ბავშვობის პერიოდში, ოთხმოცდაათიანებში იყო. დღეს მწვავედ დგას ემიგრაციაში მყოფი მშობლების ვილების საკითხი. მასწავლებელს დღეს უწევს ეითავსოს მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, მეგობრის და ამავე დროს ჯანსაღი კრიტიკოსის ფუნქცია. ვფიქრობ, რომ ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებლის მთავარი გამოწვევა მარტო საგნის კარგად ცოდნა კი არა, არამედ სოციალური უნარების განვითარებისთვის ზრუნვაა. ამიტომ ყოველი წლის ბოლოს ვაჯამებ ემ ატარებულ სამუშაოებს და განვლილი  წლის შეფასების საფუძველზე ვგეგმავ ახალ სასწავლო წელს

– რა მეთოდებს იყენებთ საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოგარჩევთ სხვა პედაგოგებისგან?

– საგაკვეთილო პროცესი მთლიანად აგებული მაქვს ჰუმანურ პედაგოგიკაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღეს ვიღას უკვირს მასწავლებელი რომ არ ყვირის, არ ჩხუბობს, შეურაცხყოფას არ აყენებს ბავშვებს და დისკრიმინაციას არ უწევს სხვადასხვა სახითო, მაგრამ დამიჯერეთ დღეს ამის არაერთი მაგალითი და გამოვლინებაა ჩვენ ქვეყანაში. ჩემი გაკვეთილი არასოდეს არის ერთნაირი. ვცდილობ სხვადასხვა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობებით, ფილმებით, დისკუსიით, მოვლენათა ანალიზით, არგუმენტირებული მსჯელობით, კონსტრუქტივისტული მიდგომებით და სწავლა – სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლებით გავიდეთ ფონს. თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლეს მადლობას ვუხდი, როცა შეცდომას უშვებს გაკვეთილზე, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება მისცე მოსწავლეს ეფექტური უკუკავშირი და იქვე ვეუბნები, რომ მან საშუალება მისცა საკუთარ თავსაც და დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომ აქ, საკუთარ მოედანზე მოახდინონ, ის ცვლილებები, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი მოქალაქეები.

– თქვენს მიერ მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციებში მიღებულ მონაწილეობასა და გამოცდილებაზე  რომ გვიამბოთ.

– მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე ორჯერ მივიღე მონაწილეობა მომხსენებლის ამპლუაში. ასევე, სამჯერ ქვეყნის გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებზე, ერთხელ ერევანში 2019 წელს და ორჯერ სტამბულში 2020 და 2021 წლებში. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის, რადგან ისე არაფერი ზრდის მასწავლებელს პროფესიულად, როგორც თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

– თქვენ მიერ შედგენილ სასკოლო კურიკულუმზეც რომ გვიამბოთ.

– ორი წელია ვმუშაობ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო დანერგვის ექსპერტად, ისტორიის მიმართულებით. შესაბამისად აქტიურად ვარ ჩართული ქოუჩინგის პროცესში. ვითანამშრომლე 32 სკოლის 52 ისტორიის მასწავლებელთან და შევადგინეთ ინდივიდუალურად სასკოლო კურიკულუმები. რა თქმა უნდა აქტიურად მივიღე მონაწილეობა მათი დანერგვის ეტაპზე და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით ერთად ვაფასებდით მიღწეულ შედეგს.  ასევე მონაწილეობა მივიღე სასკოლო კურიკულუმის შედგენაშიც. მე და ჩემმა კოლეგა ბექა კვაჭაძემ შევადგინეთ თემატური მატრიცა “გვიანი შუა საუკუნეები და ადრეული ახალი დრო” რომელიც საქართველოს ყველა სკოლაში სასკოლო კურიკულუმის ნაწილი გახდა. გარდა ჩართული სკოლებისა, არაჩართული სკოლებისთვის განვახორციელე პროექტი “იყავი ჩემი მასწავლებელი ერთი დღით” სხვადასხვა სკოლებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავდიოდი და ვატარებდი გაკვეთილს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით და ასე ვეხმარებოდი მასწავლებლებს დაეგეგმათ და დაენერგათ სასკოლო კურიკულუმი თავიანთ სკოლებში.

როგორ მოხდა თქვენი წარდგენა “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე”?

– მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პირველმა გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ წარმადგინა. თავიდან არ მინდოდა აპლიკაციის შევსება, მაგრამ ჩემმა დირექტორმა ქალბატონმა ხათუნა ფაილაძემ და დირექტორის მოადგილე ქალბატონმა ციური ხურცილავამ არ მომცეს გასაქანი და ალპიკაციაც შევავსე. ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, რომელიც უნდა გამოჩნდეს.

– მიზეზი რა იყო რის გამოც არ გინდოდათ აპლიკაციის შევსება?

– ვფიქრობ, რომ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ღვაწლმოსილი მასწავლებლები უნდა წარადგინონ. მასწავლებლები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე მოსწავლეთა პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას შეალიეს. მასწავლებლები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ემსახურებიან და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა ერის და თაობების წინაშე. რა თქმა უნდა მივესალმები ახალგაზრდების წახალისებას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასწავლებელს მაღალი სტანდარტები სჭირდება. მიუხედავად იმისა 15 წელია სკოლაში ვარ და ჩემ საქმეს კარგად ვემსახურები, მაინც მქონდა გულწრფელი თავმდაბლობის მომენტი და არა მოჩვენებითი თავის დაფასების.

– რას უკავშირებთ თქვენს წარმატებას?

ამაზე მოკლედ და მარტივად გიპასუხებთ – მოსწავლეების სიყვარულს, საქმისადმი თავდადებას და მიღწეულ შედეგებს, რომელსაც ყოველ წელს ჩემი მოსწავლეები აჩვენებენ.

 

ავტორი: დავით მათიაშვილი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი

 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting