შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ინფლუენსერობა – გავლენის პროფესია
17/06/2024
ინფლუენსერების როლი სოციალური მარკეტინგის მზარდი ტენდენციაში
მარიამ ლეთოდიანი
სალომე კევლიშვილი
თეკლა გვარამია
სოციალურ ქსელებს დღეს ათასობით ინფლუენსერი ჰყავს. მათ შორის, მაგალითად, ცნობილი მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები. მაგრამ იმისთვის, რომ გახდე ინფლუენსერი, სულაც არ არის საჭირო იყო ცნობილი.
კერძოდ, ვინ არიან ისინი?
სოციალური მედიის ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, გავლენა მოახდინონ პოტენციურ მყიდველებზე და სოციალური ქსელების დახმარებით შესთავაზონ და რეკომენდაცია გაუწიონ სხვადასხვა პროდუქტს. ბრენდებს უყვართ სოციალური მედიის ინფლუენსერები, რადგან მათ შეუძლიათ შექმნან ტენდენციები და წაახალისონ თავიანთი მიმდევრები, რომ შეიძინონ პროდუქტები, რომლებსაც ხელს თავად უწყობენ. ინფლუენსერებს აქვთ კომუნიკაციისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის საუკეთესო უნარები. ისინი აცდუნებენ თავიანთ მიმდევრებს და აღიარებულნი არიან თავიანთი დარგის ექსპერტებად.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ინფლუენსერებს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა აქვთ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. იმასთან ერთად თუ რამდენად დიდი აუდიტორია ჰყავს ინფლუენსერს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,
რამდენად დიდი დობით სარგებლობს ეს ადამიანი ხალხში, საზოგადოებაში, მის აუდიტორიაში.”- ახალგაზრდა ინფლუენსერი თაკო ლოჩოშვილი. თაკოს იმედი და მოლოდინი აქვს, რომ სამომავლოდ კომპანიები უფრო დააფასებენ ინფლუენსერების შრომას.
რა არის ინფლუენსერ-მარკეტინგი?
ინფლუენსერ მარკეტინგი ცნობილი ადამიანების დიდი გავლენის შედეგად შეიქმნა. იგი არის ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგია, მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესნა დაადგინა, რომ მათი გაყიდვები ჩვეულებრივ იზრდება, როდესაც ცნობილი ადამიანი ხელს უწყობს მათი პროდუქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ჯერ კიდევ ბევრია შემთხვევა, როდესაც კომპანიები, განსაკუთრებით მაღალი დონის ბრენდები, იყენებენ ცნობილ სახეებს, როგორც ინფლუენსერს. მაგალითად, პირველმა ქართულმა საჭმლის სტარტაპმა „TASTEIT”-მა ინფლუენსერის ლაშა FOX-ის დახმარებით უფრო გაითქვა სახელი. წუთნახევრიანი ვიდეოს განთავსების შემდეგ 1000 მიმდევარი შემოემატა მათ აპლიკაციას .
მარიკა კარტოზიას აუდიო კომენტარი 🎧 (დააწკაპეთ)
ცნობილი ადამიანების ინფლუენსერად გამოყენებას ერთი პრობლემა აქვს – მათ შეიძლება არ ჰქონდეთ სანდოობა პროდუქტის სამიზნე აუდიტორიაში. ერთ-ერთმა პირველმა “Beauty” ინფლუენსერი თაკო საზინამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, თუ ის რეკომენდაციას გაუწევს სახის საცხს, მაგრამ მცირე შანსი ექნება გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებსაც სააგარაკე ფართის ყიდვა სჭირდებათ. ფაქტობრივად, ინფლუენსერებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული მედია, ეს გამოიწვია იმანაც, რომ ხალხი ტელევიზიას აღარ უყურებს. მათ ურჩევნიათ, ინფლუენსერისგან მიიღონ ინფორმაცია, ვიდრე ჟურნალისტის მომზადებულ მედიაპროდუქტს გაეცნონ. ამ ცვლილებებმა ტელევიზიაში რეკლამების რაოდენობაც შეამცირა. ამერიკული მარკეტინგული კვლევების კომპანია EMARKETER-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში 2021 წლიდან მედია რეკლამები 28%-ით შემცირდა.
საინტერესოა, თუ რა გავლენა აქვს ინფლუენსერს მომხმარებლის ქცევაზე?!
OBERLO- წარმოადეგნს ამერიკულ ონლაინ პლატფორმას, რომელიც ობიექტებს საშუალებას აძლევს შეიტანონ პროდუქტები ნებისმიერ მაღაზიაში. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საზოგადოების 74% გადაწყვეტილებას ინფლუენსერზე დაყრდნობით იღებს, 49% დამოკიდებულია პროდუქტის რეკომენდაციაზე, ხოლო მოსახლეობის 42% რეკლამის ნახვის შემდეგ ყიდულობს პროდუქტს (იხ. დენიელ სრელფოლის ანალიტიკური მასალა THE COMPLETE GUIDE TO GETTING STARTED WITH INFLUENCER MARKETING). პანდემიის შემდეგ კი რეკლამისათვის ინფლუენსერებს უფრო მეტ ფულს უხდიან, ვიდრე – მედიას (იხ. სარა ლიბოუს ნალიტიკური მასალა Influencer spend is growing faster than social ad spend).
2022 წლის ანალიტიკური მოანცემების თანახმად საქონლის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას მომხმარებლის უდიდესი ნაწილი (74%) ინფლუენსერებზე დაყრდნობით იღებს. პანდემიის შემდეგ კი რეკლამისათვის ინფლუენსერებს უფრო მეტ ფულს უხდიან, ვიდრე – მედიას.
დღეს ინფლუენსერ მარკეტინგის უდიდესი ნაწილი სოციალურ მედიაში გვხვდება, ძირითადად მიკრო-ინფლუენსერებითა და ბლოგერებით. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ინფლუენსერს სოციალურ სივრცეში თავისი ნიშა აქვს დაჭერილი. ყოველ მათგანს ინდივიდუალური კონტენტი და აუდიტორია ჰყავს, რაც ბაზრის მოთხოვნებს ამრავალფეროვნებს. როგორც ქართველმა ინფლუენსერმა ნიკა ბაქრაძემ ონლაინ მედია “Entrepreneur Georgia” – სთან თქვა, თავისუფალი ფორმატით, ბიუჯეტის გამოყოფისა და სააგენტოების დაქირავების გარეშეც ბრენდებმა შესაძლოა დიდი წარმატება მოიპოვონ. “დღევანდელ სამყაროში კონტენტი არამხოლოდ მარკეტინგის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, არამედ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თვითგამოხატვის საშუალებაა.” – ნიკა ბაქრაძე
სოციალურ მედიაში ბლოგერებსა და ინფლუენსერებს (ძირითადად მიკრო ბლოგერებს) ყველაზე აუთენტური და აქტიური ურთიერთობა აქვთ თავიანთ გულშემატკივრებთან. მრავალმხრივ საუკეთესო ინფლუენსერებმა თავიანთი რეპუტაცია ააშენეს ინტერნეტით, რადგან იყვნენ ექსპერტები გარკვეულ ნიშებში. ისინი ჰგვანან ძირითადი აზრების ლიდერებს, მაგრამ, როგორც წესი, თავიანთი რეპუტაცია უფრო არაფორმალურად მოიპოვეს ონლაინ აქტივობით. მათ შექმნეს ეს რეპუტაცია სოციალური შეტყობინებების, ბლოგის, დაწერილი პოსტების, მათ მიერ ნასაუბრევი პოდკასტებისა და ვიდეოების საშუალებით, რომლებსაც ისინი ქმნიან და ავრცელებენ თავიანთ იუთუბ ან სხვა სოციალურ არხებზე.
თემის შესახებ მომზადებული მოკლე ვიდეო 🎥 – (დააწკაპეთ)
2022 წელს მარკეტოლოგებმა თორნიკე ხოშტარიამ, ნუგზარ თოდუამ და არიან მატინმა ჩაატარეს კვლევა (სოციალური მედიის ინფლუენსერების გავლენა ბრენდის ცნობადობაზე: ემპირიული კვლევა სოციალური მედიის ქართველი მომხმარებლებისგან), რომელიც შეეხებოდა ინფლუენსერების გავლენას სოციალურ მედიაში. ამ კვლევაში, დაახლოებით, 330 რესპონდენტი მონაწილეობდა, შეგროვდა შესაბამისი მონაცემები და შედეგად 3 ჰიპოთეზა გამოიკვეთა: ინფლუენსერის შიდა მახასიათებლები დადებით გავლენას ახდენს ბრენდის ცნობადობაზე.გარე მახასიათებლები ნდობას იწვევს დასპონსორებული კონტენტის მიმართ და ასევე გარე მახასიათებელი პოზიტიურ გავლენას ახდენს ბრენდის იმიჯზე.
ამრიგად, უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროს განვითარებამ სოციალური ქსელების დანიშნულება ერთმნიშვნელოვნად გაზარდა. სოციალურ მედიაში ახალი ცნება „ინფლუენსერი“ გაჩნდა. ინფლუენსერები უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მათ ინფორმირებასა და შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.