შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 14

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მოამზადეს “სატელევზიო ჟურნალი” და შეაჯამეს 2022 წელი. გადაცემაში ნახავთ: ინტერვიუს IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ქეთევან ნანობაშვილთან, უნივერსიტეტის წლის მოვლენებს, რეპორტაჟს კახეთიდან “ცოდნის კაფეს” შესახებ, მოსახლეობის გამოკითხვას მიმდინარე წელს ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, IBSU-ს სტუდენტები საუბრობენ საახალწლო ტრადიციების შესახებ და გადაცემას დაასრულებს კურიოზები, რომლებიც ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები აჭარიდან საახალწლო ტრადიციების შესახებ ჰყვებიან. აქვთ თუ არა აჭარაში მეკვლის ტრადიცია, რატომ ხარშავენ სიმინდს საახალწლოდ და ვინ არ აღნიშნავს ახალ წელს – ამ და სხვა წეს-ჩვეულებების შესახებ თავად სტუდენტები საუბრობენ. IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანაუნივერსიტეტელები 2022 წლის ბოლოს ჩაწერეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. იხილეთ ვიდეო მასალა საახალწლო ტრადიციების შესახებ […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა მაზიაშვილი მონაწილეობდა “მედიის განვითარების ფონდის პროექტში” და ისწავლა როგორ აღმოაჩინოს ყალბი ამბები სოციალურ ქსელებში. მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევა შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ძროხებს უკეთებენ mRNA ვაქცინას, რაც შემდგომ რძის პროდუქტებში ხვდება და ადამიანზე ვირუსის სახით გადადის. ცნობისათვის, mRNA ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელსაც 16 წლის […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები “ფოტოჟურნალისტიკის” ლექციების ფარგლებში გრემში, სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.  გრემში, სტუდენტები სარეაბილიტაციო ცენტრ “თანადგომის” ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრებს განუცხადა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებთან მუშაობა სტაციონალურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება. “თანადგომის” სარეაბილიტაციო პროგრამა კომბინირებულ მიდგომებს ითვალისწინებს, მათ შორის არტ-თერაპიას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა […]

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნინი შაორშაძემ “მედიის განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ისწავლა – როგორ ამოიცნოს ფოტომანიპულაცია. ამის საილუსტრაციოდ, მან მოამზადა ინფოგრაფიკა რომელიც ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ფოტომანიპულაციას, თითქოს ზალუჟნი ნაცისტურ სამაჯურს ატარებდა.  კრემლის მხარდამჭერი მედიები, ზემოთაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდნენ ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდნენ, […]

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და სასწავლო სემესტრის დაფინანსება სკოლის ასაკიდან მარიამ თვარაძის ოცნება იყო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში განათლების მიღება სურდა. მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა, როცა Erasmus+ დაფინანსებული პროგრამით უნგრეთში, კერძოდ, სეგედის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მარიამ თვარაძე: “თავდაპირველად ორი ალტერნატივა […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის მეოთხე კურსის სტუდენტს, ლენტო ბალიაშვილს საზღვარგარეთ ცხოვრება და განათლების მიღება დაეხმარა სრულიად განსხვავებულად დაენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, მისი ხედვა და ინტერესები კი მეტად გაზრდილლიყო. მან IBSU-გან სრული დაფინანსება მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრისთვის ყოველთვიური სტიპენდიაც მიიღო. ლენტო ბალიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში, Mykolas […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა IBSU-ს მედია ცენტრის სტუდიაში სატელევიზიო ჟურნალი ჩაწერეს, თემაზე “დაბრუნება”.  ისინი გადაცემაში საუბრობენ იმ სიახლეებზე, რაც უნივერსიტეტში იგეგმება და გამოწვევებზე, რომლებსაც სტუდენტები პირისპირ სწავლების გაგრძელების დროს გადააწყდნენ.  https://www.youtube.com/watch?v=O7I8t2Y281k&t=20s IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი: “სასტუდენტებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ხელი ძალიან შეგვიწყო და გამოწვევები მარტივად გადაგველახა. ორწლიანი შეფერხებების შემდეგ, გვინდა გაცვლითი პროგრამები […]

მარიამ გარაყანიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. მარიამის გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ მას უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა შეუძლია.   მარიამ გარაყანიძე: “არ არის მარტივი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სტუდენტი, იცხოვრო დამოუკიდებლად, იმუშავო და გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაციაც […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting