შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

რადიო გადაცემა “საუბრები ჟურნალისტიკაზე” – გადაცემა 5

27/01/2023

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები ანი ჭედია და მარიამ წივილაძე, რადიო გადაცემის “საუბრები ჟურნალისტიკაზე სტუმრები იყვნენ. რა სჭირდება დამწყებ ჟურნალისტს მოტივაციისთვის, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და სხვა მომიჯნავე პროფესიებს შორის, როგორია პროდიუსერის თუ ჟურნალისტის საქმიანობა კადრს მიღმა – ამ და სხვა თემებზე კითხვები თამარ ჩხიკვაძემ მოამზადა, რომელიც IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია.

მარიამ წივილაძე: „ვთლი, რომ სტუდენტობის დროს უფრო მეტად უნდა ჩავრთულიყავი ჟურნალისტიკის პროცესში, უფრო მეტი სტაჟირება უნდა გამევლო, ჯობია რაღაც ცოდნა დააგროვო იმაში რაც გიყვარს, ვიდრე რაღაც მხრივ  ფინანსურად იყო გამართული.“

ანი ჭედია: „ვამბობთ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს  ხალხის მაჯის ცემაზე გვიდევს თითი და სწორედ ეს მაკლდა იმ პერიოდში როდესაც სოციალურ მედიაში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებს ვგეგმავდით, ჩემთვის მაინც უფრო საჭირო იყო გამეკეთებინა რისერჩები, მქონოდა უშუალო კონტაქტები რეპსონდენტებთან რომლებისგან პასუხს ზოგჯერ იღებ, ზოგჯერ ვერა და ამ ყველაფრის გაკეთება ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting