შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ანა მაზიაშვილის ჟურნალისტური გამოკვლევა ძროხების ვაქცინაციის შესახებ ყალბ ინფორმაციაზე

29/12/2022

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა მაზიაშვილი მონაწილეობდა “მედიის განვითარების ფონდის პროექტში” და ისწავლა როგორ აღმოაჩინოს ყალბი ამბები სოციალურ ქსელებში.

მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევა შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ძროხებს უკეთებენ mRNA ვაქცინას, რაც შემდგომ რძის პროდუქტებში ხვდება და ადამიანზე ვირუსის სახით გადადის.

ცნობისათვის, mRNA ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელსაც 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყენებენ.

კოვიდ პანდემიის დროს, ვაქცინაციის პროცესს ჰყავდა როგორც ბევრი მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე და შესაბამისად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ზღვა ინფორმაცია მათი სასიკეთო თუ საზიანო ზეგავლენის შესახებ.

ანა მაზიაშვილის ჟურნალისტური ქეისი შეეხება 2022 წლის 11 ოქტომბერს Facebook-ის ერთი მომხმარებლის გვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალას, რომელიც ყალბი ინფორმაციის შემცველი იყო. პოსტის მიხედვით, ავტორი ამტკიცებდა, რომ “ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ასე შემდეგ” და თან დართული ჰქონდა ფოტო, სადაც უცნობი ექიმი ძროხებს სინჯავდა.

როგორც ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, ეს ფოტო აღებული იყო ერთ-ერთი ფოტო-რესურსების ვებგვერდიდან shutterstock, რომლის ნამდვილი ავტორიც იყო მითითებული. ფოტო, თავისი შინაარსით არანაირ კავშირში იყო კოვიდ-ვაქცინაციის პროცესთან და რეალურად ვეტერინარი რანჩოზე ცხოველებს სინჯავს.

როგორ აღმოაჩინა ანა მაზიაშვილმა ეს ინფორმაციის სიყალბე ნაჩვენებია მის ვიდეო მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა მედია ცენტრის YouTube არხზე.   მედია ცენტრის YouTube- ზე

ანა მაზიაშვილის მასალის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექორის” ვებგვერდზე.

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting