შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ფოტოჟურნალისტიკის სასწავლო ექსკურსია გრემში

16/12/2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები “ფოტოჟურნალისტიკის” ლექციების ფარგლებში გრემში, სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

გრემში, სტუდენტები სარეაბილიტაციო ცენტრ “თანადგომის” ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრებს განუცხადა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებთან მუშაობა სტაციონალურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება.

“თანადგომის” სარეაბილიტაციო პროგრამა კომბინირებულ მიდგომებს ითვალისწინებს, მათ შორის არტ-თერაპიას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ერაძემ გადაიღო “თანადგომის” ბენეფიციარების მიერ  შექმნილი კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც როგორც სუვენირები იყიდება კიდეც. არტ-თერაპიის გარდა “თანადგომაში” იყენებენ შრომით თერაპიას, ოჯახურ თერაპიას, საგანმანათლებლო შეხვედრებს და ა.შ.

გიორგი ერაძემ ერთ-ერთი თერაპიის დროს დახატული ხელებიც გადაიღო, სადაც ჩანს რომ ბენეფიციარს თავის შესახებ ინფორმაცია ფურცელზე გადააქვს იმ სახით, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ცენტრში სარეაბილიტაციო მიდგომები მოიცავს როგროც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს.

გრემში, “ფოტოჟურნალისტიკის” გასვლითი ლექციები სტუდენტებს IBSU-ს ლექტორმა ოლიკო ცისკარაშვილმა ჩაუტარა, რომელიც მისი სტუდენტის ლუკა ამბალიას ობიექტივში მოექცა.

“თანადგომის” სარეაბოლიტაციო ცენტრიდან  რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – გრემის კომპლექსი”, რომელიც ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ მაშინვე გადაიღო როგორც კი თვალთახედვის ჰორიზონტზე გამოჩნდა.

გრემის გუმბათი რვაწახნაგაა, რომლის ფრაგმენტი ასევე ლუკა ამბალიამ გადაიღო.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელმა ეთერ სულუხიამ გრემი ღრუბლების ფონზე გადაიღო. მე-16 საუკუნეში აგებული სწორკუთხა ძეგლი ნაწილობრივ აგურით და აქა-იქ რიყის ქვითაა ნაშენი.

ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტის ანი მაზიაშვილის მიერ გადაღებულ გრემის ფოტოზე ჩანს როგორც ხუროთმოძღვრების ძეგლის ორნამენტები, ასევე ხარაჩოები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting