შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 14

გთავაზობთ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთს, რომელიც მომზადდა საგან “გაზეთის წარმოების” ფარგლებში. პედაგოგი – მალხაზ გაგუა,   IBSU-ს ასოცირებული პროფესორი.  მთავარი გაზეთი  

„თუ სტუდენტს ქართული ენის შესასწავლად ერთი დამატებითი წელი სჭირდება, მაშინ პროგრამა თავადვე ცხადყოფს სისტემურ პრობლემას. გამოდის 12 წელი სკოლაში არასრულყოფილ განათლებას ვიღებთ“, – გოჰარ აღჯოიანი. თავად 24 წლისაა, ეთნიკურად სომეხია, წარმოშობით ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალიდან, თუმცა რამდენიმე წელია დედაქალაქში ცხოვრობს. 2017 წელს, „1+4“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 2022 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები ანი ჭედია და მარიამ წივილაძე, რადიო გადაცემის “საუბრები ჟურნალისტიკაზე სტუმრები იყვნენ. რა სჭირდება დამწყებ ჟურნალისტს მოტივაციისთვის, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და სხვა მომიჯნავე პროფესიებს შორის, როგორია პროდიუსერის თუ ჟურნალისტის საქმიანობა კადრს მიღმა – ამ და სხვა თემებზე კითხვები თამარ ჩხიკვაძემ მოამზადა, რომელიც IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამეკურსელია. მარიამ წივილაძე: „ვთლი, რომ […]

დილით ჩვეულ დროს დარეკა მაღვიძარამ. საათი 7:30-ს აჩვენებს, ვცდილობ გამოვფხიზლდე და გრძელი, დამღლელი დღისთვის მოვემზადო. ჩვევად მაქვს გაღვიძებისას ჯერ მაღვიძარას ვუთიშავ ხმას, შემდეგ კი ფანჯარაში ვიხედები, რომ გავარკვიო როგორი ამინდია. გარეთ ვიყურები და ვხედავ ირგვლივ ყველაფერი თეთრი საბნით შემოსილა. თბილისში თოვს…თან რა ლამაზად თოვს… როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ცივა, თოვლის ფიფქები […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, “ცოდნის კაფეზე” მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მოამზადეს “სატელევზიო ჟურნალი” და შეაჯამეს 2022 წელი. გადაცემაში ნახავთ: ინტერვიუს IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ქეთევან ნანობაშვილთან, უნივერსიტეტის წლის მოვლენებს, რეპორტაჟს კახეთიდან “ცოდნის კაფეს” შესახებ, მოსახლეობის გამოკითხვას მიმდინარე წელს ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, IBSU-ს სტუდენტები საუბრობენ საახალწლო ტრადიციების შესახებ და გადაცემას დაასრულებს კურიოზები, რომლებიც ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები აჭარიდან საახალწლო ტრადიციების შესახებ ჰყვებიან. აქვთ თუ არა აჭარაში მეკვლის ტრადიცია, რატომ ხარშავენ სიმინდს საახალწლოდ და ვინ არ აღნიშნავს ახალ წელს – ამ და სხვა წეს-ჩვეულებების შესახებ თავად სტუდენტები საუბრობენ. IBSU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანაუნივერსიტეტელები 2022 წლის ბოლოს ჩაწერეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. იხილეთ ვიდეო მასალა საახალწლო ტრადიციების შესახებ […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა მაზიაშვილი მონაწილეობდა “მედიის განვითარების ფონდის პროექტში” და ისწავლა როგორ აღმოაჩინოს ყალბი ამბები სოციალურ ქსელებში. მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევა შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ძროხებს უკეთებენ mRNA ვაქცინას, რაც შემდგომ რძის პროდუქტებში ხვდება და ადამიანზე ვირუსის სახით გადადის. ცნობისათვის, mRNA ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელსაც 16 წლის […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები “ფოტოჟურნალისტიკის” ლექციების ფარგლებში გრემში, სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.  გრემში, სტუდენტები სარეაბილიტაციო ცენტრ “თანადგომის” ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრებს განუცხადა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებთან მუშაობა სტაციონალურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება. “თანადგომის” სარეაბილიტაციო პროგრამა კომბინირებულ მიდგომებს ითვალისწინებს, მათ შორის არტ-თერაპიას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა […]

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნინი შაორშაძემ “მედიის განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ისწავლა – როგორ ამოიცნოს ფოტომანიპულაცია. ამის საილუსტრაციოდ, მან მოამზადა ინფოგრაფიკა რომელიც ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ფოტომანიპულაციას, თითქოს ზალუჟნი ნაცისტურ სამაჯურს ატარებდა.  კრემლის მხარდამჭერი მედიები, ზემოთაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდნენ ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდნენ, […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting