შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 3

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ლუკა ამბალიას ინტერვიუს გმირია ნინო თათარაშვილი. ამ ვიდეოში თქვენ გაიცნობთ ხელოვანს, ვისთვისაც თავისუფლება შემოქმედებაში ყოფნაა, შექმნა მასისგან გამორჩეული პერსონაჟები – “ტიპჩიკები” და აქვს დიდი ოცნება. ნინო თათარაშვილის პორტრეტი 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მობილური ტელეფონებით ახალი ამბების გაშუქებას პრაქტიკული დავალებების შესრულებისას სწავლობენ. ამჯერად, ისინი, IBSU-ს ამერიკათმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო კვლევით კონფერენციას ესწრებიან, რომელიც აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გახსნა. კონფერენცია სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.

ქეთი ფანქველაშვილი IBSU-ს ეკონომიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. იგი ფიქრობს, რომ 2023 წელი, უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო და იმ ღონისძიებებზე საუბრობს რაც დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ეთა სულუხიამ ჩაწერა.  – მეც ისეთივე სტუდენტი ვარ როგორც ყველა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტს. ჩემი […]

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გახსნილი გზაა, რომ “შინ ევროპაში” გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ.  ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ცალკეულ ქვეყნებს არ შესწევთ ძალა […]

8 ნოემბერს ვცდილობდი ახალი ამბებისგან მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი. არ ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, ტელევიზორს ხომ რასაკვირველია, არაფრის დიდებით ჩავრთავდი. საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენებისგან დამცავი ველი შევუქმენი, რომ დაზღვეული ვყოფილიყავი უარყოფითი პასუხის სწრაფად გაგებისგან. ასე იშვიათად თუ მაშინებს რამე. მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან დიდი და გარდამტეხია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი მომენტი […]

სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – სოლოლაკში მდებარეობს, “გალერეა 27”-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას. გალერეა, 2013 წელს მხატვარმა ნინო ყვავილაშვილმა დააფუძნა და სავსეა როგორც მის მიერ, ასევე სხვა ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. სივრცის მენეჯერი, ნუცა ერისთავი, გვიყვება, რომ გალერეის […]

 IBSU-ს მედია ცენტრში, სტუდენტებს შეხვდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ყუფარაძე, რომელიც მეშვიდე წელია აუდიტორიას სპორტულ ამბებს აცნობს. საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მერაბ ყუფარაძემ მონაწილეობა მიიღო IBSU რადიოს გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”. სადაც მომავალ კოლეგებს მარიამ ქობალიასა და ელენე სავანელს, კარიერული წინსვლის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა. მერაბ ყუფარაძემ სტუდენტებს ურჩია ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებისას ბევრი იშრომონ და […]

როგორ დაგეგმონ დრო და არ დააგვიანონ ლექციებზე – ამ საკითხზე მსჯელობდნენ სტუდენტები, დღეს, IBSU რადიოს პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ანა მაზიაშვილის სტუმრები იყვნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მეორეკურსელები მარიამ შეყრილაძე და ნინო ბოლქვაძე. რადიო გადაცემა დროის დაგეგმვაზე გადაცემის წამყვანი: ანა მაზიაშვილი გადაცემის სტუმარი:მარიამ შეყრილაძე გადაცემის სტუმარი: ნინო ბოლქვაძე

IBSU რადიომ, “მედია ცენტრის” მხარდაჭერით, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეს, სტუდიაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები: ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, მარიამ ქობალია და ანა ჩალაშვილი. გადაცემაში თავიანთ სამომავლო პროექტზე ისაუბრეს ამავე პროგრამის მეორეკურსელებმა გვანცა რომანაძემ და ანა სეფერთელაძემ. გვანცა გოგიაშვილი ანა მაზიაშვილი ნათია შენგელია ანა ჩალაშვილი

IBSU-ს “მედია ცენტრში” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სატელევიზიო წარმოების პრაქტიკულ უნარებს სწავლობენ. დღეს, პირველკურსელებმა წამყვანის ამპლუა მოირგეს. მეორე, მესამე და მეოთხეკურსელები კი ოპერატორებისა და პროდიუსერების როლში იყვნენ. ერთობლივი მუშაობა ყველასთვის საინტერესო და სახალისო გამოდგა. სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting