შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU მედია ცენტრს “ფორმულას” სპორტული ჟურნალისტი მერაბ ყუფარაძე ესტუმრა

02/11/2023

 IBSU-ს მედია ცენტრში, სტუდენტებს შეხვდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ყუფარაძე, რომელიც მეშვიდე წელია აუდიტორიას სპორტულ ამბებს აცნობს.
საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მერაბ ყუფარაძემ მონაწილეობა მიიღო IBSU რადიოს გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”.
სადაც მომავალ კოლეგებს მარიამ ქობალიასა და ელენე სავანელს, კარიერული წინსვლის შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა.
მერაბ ყუფარაძემ სტუდენტებს ურჩია ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებისას ბევრი იშრომონ და არ დანებდნენ, მიუხედავად წინააღმდეგობისა.

რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting