შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 4
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელები ყოველდღიურობაზე კონცენტრირდნენ და “ქუჩის ფოტოგრაფიის” წესების დაცვით იმუშავეს. ამ მიდგომით, სტუდენტები სხვადასხვა უნარებს ანვითარებენ, იქნება ეს ფოკუსი, კადრის კომპოზიცია, დისტანცია, ბალანსი, დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა თუ კომუნიკაცია. ფოტოს ავტორი: სოფო ლოლაძე ფოტოს ავტორი: ანკა ლეჟავა ფოტოს ავტორი: ანა მაზიაშვილი ფოტოს ავტორი: ლუკა შველიძე ფოტოს ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ფოტოს ავტორი: მარიამ ეგაძე ფოტოს […]
კავკასიძეების ციხე და ეკლესია რომ წყალმა დაფარა, კიდევ ერთხელ ამიწრიალდა ფიქრი, რომ მოსასწრებია… ყველაფერი მოსასწრებია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. აქამდე, გონებაში უამრავჯერ გავლილი გზა, ახლა რეალობად იქცა და ტაო-კლარჯეთისკენ გადაიკლაკნა. თურქი მესაზღვრეები, 90-მდე ქართველი ახალგაზრდის დანახვისას, ზუსტად ხვდებიან სად მივდივართ და რატომ… ლოდინის დრო უსასრულოდ გაიწელა თითქოს, მერე ისევ გზა და დაღლილობა… გიდის ხმა გვაფხიზლებს: “პირველი გაჩერება – ხანძთა”. ტყეში პატარა ბილიკი ადის, ანჯარა წყარო კი ჩვენს დასარწყულებლად მოედინება თითქოს… ავედით და პირველი, რასაც ვხედავ – ცაა, რომლის ქვეშეთშიც დანგრეული ტაძარიც კი […]
ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, პირველი საერთაშორისო კონკურსი და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მიგრანტი ქალების თემაზე შექმნილ მასალას უკავშირდება. ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილები და პრობლემები, საქართველოში მწვავედ დგას. საზღვარგარეთ 3-4 წლით წასული ქალები იქ საბოლოოდ 10-15 წელი რჩებიან და ბევრი მიზეზის გამო, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ანო ტვლიდიანი: “ჩვენი ქვეყანა გენდერულად ძალიან მგრძნობიარეა, […]
ბათუმში დასვენების შემდეგ საზაფხულო მოგზაურობას ევროპაში, კერძოდ , საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქ სალონიკში ვაგრძელებ. თვითმფრინავის დაშვების მომენტიდან ყველაფერს დეტალურად ვაკვირდები და ვათვალიერებ – ადამიანებს, აქიტექტურას, ღირსშესანიშნაობებს, ქუჩებს, სამზარეულოს… ემოციები ფოტოებში გადამაქვს. მომწონს სალონიკური ცხოვრების რიტმი – რუტინული, სამსახურის შემდეგ ოჯახებთან ერთად ზღვის სანაპიროებზე მოწყობილი ბარბექიუები, ერთმანეთის პატივისცემა და სტუმართმოყვარე დამოკიდებულებაში გამოხატული. მომწონს და […]
ადგილი რომელსაც მე ვეწვიე არის ჯუთა, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, მდინარე სნოს წყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ყოველთვის მინდოდა სალაშქროდ წავსულიყავი საქართველოს ლამაზ მთებში და ეს დღეც ამ ზაფხულს დადგა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები გავუდექით გზას ჭაუხის ტბისკენ. თავგადასავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თბილისიდან ტრანსპორტმა იმ გზის შესახვებთან მიგვიყვანა, სადაც სოფელ ჯუთაში ასასვლელი იწყება. გადავწყვიტეთ ავტოსტოპით გაგვეგრძელებინა გზა. საბედნიეროდ გაგვიმართლა და კეთილსინდისიერმა ადამიანებმა […]
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე სავანელი გიზირებთ ფოტოებს ზუგდიდის დადიანების სასახლიდან, რომელიც 1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების […]
გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. სამ დღეზე უკვე გიამბეთ და ახლა გავაგრძელებ. დღე 4 – შიულიაის ახალგაზრდა ტექნიკოსთა ცენტრში. ეს ვიზიტი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მანქანების შესახებ ბევრი […]
რეენა ფიჯიდანაა, ჰამდენი მალდივის რესპუბლიკიდან, ხოლო ონოლია მალავიიდან. სამივე მათგანი IBSU-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თეკლა გვარამია, დაინტერესდა თუ რა მოსწონთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში. რეენა, ფიჯიდანაა და IBSU-ში, უკვე ერთი წელია, მენეჯმენტს სწავლობს. მას ენატრება სამშობლო, ტროპიკული საკვები, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები. მისი ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და განლაგებულია 330-ზე მეტ კუნძულზე, რომელთაგან […]
ამბობენ, წელიწადის დროებსაც აქვთ სიკვდილის და დაბადების პერიოდი. ზამთარი-სიკვდილია,ზაფხული დაბადება. დედამიწაზე დაბადება მწვანე ფერით იწყება, ბათუმის ფერიც და ჩემი ზაფხულიც მწვანეა. 2023 წლის ივლისის, განსაკუთრებით ხალხმრავალი და ხმაურიანია ბათუმში. ზღვა, ბულვარი, ბაღები ისეთივე მიმზიდველია, როგორიც ყოველთვის. ზღვის ქალაქში, მასთან ახლოს გაშენებლი ბოტანიკური ბაღი ვნახე, სადაც სხვასასხვა ჯიშის ხე-მცენარეებია თავმოყრილი და მე, ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთი […]
ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია და წელს იმითაა გამორჩეული, რომ გაცილებით ნაკლები საქართველოს მოქალაქე ისვენებს ზაფხულში, ვიდრე ტურისტები რუსეთი ფედერაციიდან თუ იძულებით გადაადგილებული პირები უკრაინიდან. ფასები დიდად არ განსხვავდება შარშანდელი ზაფხულის სეზონიდან – არაფერია იაფი, თუმცა განმასხვავებელი აქაც სწორედ ისაა, რომ ტაქსის მძღოლებით დაწყებული და კაფე-რესტორნებით დასრულებული, ძალიან ბევრ ადგილზე ყველაფერს რუსულად გთავაზობენ. ბათუმის სანაპიროზე, ე.წ. […]