შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან (ფოტორეპორტაჟი)

19/07/2023

ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია და წელს იმითაა გამორჩეული, რომ გაცილებით ნაკლები საქართველოს მოქალაქე ისვენებს ზაფხულში, ვიდრე ტურისტები რუსეთი ფედერაციიდან თუ იძულებით გადაადგილებული პირები უკრაინიდან.

ფასები დიდად არ განსხვავდება შარშანდელი ზაფხულის სეზონიდან – არაფერია იაფი, თუმცა განმასხვავებელი აქაც სწორედ ისაა, რომ ტაქსის მძღოლებით დაწყებული და კაფე-რესტორნებით დასრულებული, ძალიან ბევრ ადგილზე ყველაფერს რუსულად გთავაზობენ. ბათუმის სანაპიროზე, ე.წ. “სიმინდის გამყიდველების” უმეტესობაც რუსები არიან.

ბათუმში ერთადერთი რაც უცვლელია, ეს არის მზის ჩასვლა სანაპიროზე, “ალისა და ნინოს” მოძრავი ქანდაკება და ულამაზესი ხედები სიმაღლიდან.

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან.

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან.

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან.

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან.

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან.

დავით მათიაშვილის ზაფხული საღამოს ბათუმიდან.

ვიდეო: “ალი და ნინო”-ს მოძრავი ქანდაკება ბათუმში 

ეს სკულპტურული კომპოზიცია ბათუმის ბულვარში მდებარეობს და საქართველოს შავიზღვისპირეთის ღირსშესანიშნაობაა. რვა მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისგან დამზადებული ფიგურები, ნელ-ნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი რამდენიმე წუთში ერთხელ მეორდება. ქანდაკება ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან “ალი და ნინოს” სახელს ატარებს. „ალი და ნინო“ – ს ქანდაკება 2010 წელს შეიქმნა და იგი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება.

 

მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting