შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
რეენა, ჰამდანი და ონოლია – მე და საქართველო (აუდიო)
20/07/2023
რეენა ფიჯიდანაა, ჰამდენი მალდივის რესპუბლიკიდან, ხოლო ონოლია მალავიიდან. სამივე მათგანი IBSU-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თეკლა გვარამია, დაინტერესდა თუ რა მოსწონთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში.
რეენა, ფიჯიდანაა და IBSU-ში, უკვე ერთი წელია, მენეჯმენტს სწავლობს. მას ენატრება სამშობლო, ტროპიკული საკვები, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები. მისი ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და განლაგებულია 330-ზე მეტ კუნძულზე, რომელთაგან დასახლებული მხოლოდ მესამედია. 1970 წლიდან ფიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაეროს წევრია. რეენას, საქართველოში, სავაჭრო ცენტრებში სიარული უყვარს.
მოუსმინეთ რას ამბობს რეენა საქართველოზე.
ჰამდანი, რეენას მსგავსად IBSU-ში მენეჯმენტზე სწავლობს და ოჯახი ენატრება. მისი სამშობლო მალდივის რესპუბლიკაა, სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მალდივის არქიპელაგი 1190 მცირე კუნძულს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. მალდივიაში ცხელი და ნესტიანი კლიმატია, უხვი მცენარეული საფარი კი ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს მოიცავს, ხოლო ოკეანეში ბევრი თევზი და კუ ბინადრობს. ჰამდანს საქართველოში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებული ე.წ. “საცხობები” მოსწონს.
მოუსმინეთ რას ამბობს ჰამდანი საქართველოზე.
ონოლია მალავის რესპუბლიკიდანაა და IBSU-ში კომპიუტერულ მეცნიერებებს ეუფლება. იგი აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნიდანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.მალავიში აღმოჩენილი ქვის იარაღები ასაკით ერთ მილიონ წლამდეა და თანამედროვე ტიპის პირველი ადამიანები დაახლოებით 50-60 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.
ონოლიას IBSU-ში ყოფნისას ოჯახი და დედა ენატრება-ხოლმე, საქართველოში კი ხალხი მოსწონს.
მოუსმინეთ რას ამბობს ონოლია საქართველოზე.
მასალის ავტორი: თეკლა გვარამია
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მსგავსი თემები:
კარიშმა კრიშნა – მე და საქართველო (აუდიო)