შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მარიამ კიპაროიძის ჩანახატი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან (ფოტორეპორტაჟი)
20/07/2023
ამბობენ, წელიწადის დროებსაც აქვთ სიკვდილის და დაბადების პერიოდი. ზამთარი-სიკვდილია,ზაფხული დაბადება. დედამიწაზე დაბადება მწვანე ფერით იწყება, ბათუმის ფერიც და ჩემი ზაფხულიც მწვანეა.
2023 წლის ივლისის, განსაკუთრებით ხალხმრავალი და ხმაურიანია ბათუმში. ზღვა, ბულვარი, ბაღები ისეთივე მიმზიდველია, როგორიც ყოველთვის.
ზღვის ქალაქში, მასთან ახლოს გაშენებლი ბოტანიკური ბაღი ვნახე, სადაც სხვასასხვა ჯიშის ხე-მცენარეებია თავმოყრილი და მე, ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთი სიტყვისა – საოცარია.
ესთეტიური გარემოს გარდა ჩემი ყურადღება იქ მყოფმა აზიელმა თუ ევროპელმა დამსვენებლებმა მიიქციეს, რომლებიც უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ქართველები. ბათუმში მაცხოვრებლების თქმით, მათი მრავალრიცხოვნობა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.
საქართველოს მზე და ზაფხული კი ინახავს მათ ოჯახებს და ათბობს ყველას, ვინც ცივ ზაფხულს გამოექცა.
ჩემი ქვეყნის ზაფხული თბილია, აქ დავიბადეთ.
რაც შეეხება ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, იგი 100 წელზე მეტი ხნისაა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია – 111 ჰექტარზეა გაშლილი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. ამ ბაღში აბაღში, ერთნაირად ხარობს კანარის ფინიკის პალმა თუ იაპონური საკურა. ბაღს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და 48 000 ფურცელზე მეტი ჰერბარიუმი.
ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის. ბაღს სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი უკავია და ზღვის დონიდან 220 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება.
ოდესღაც ეს ტერიტორია კოლხური ტიპის ტყეს ეკავა, რომლის ზედა იარუსში წიფელი, წაბლი, ცაცხვი ჭარბობდა, ხოლო ქვეტყეში – წყავი, შქერი. 2037 მერქნიანი მცენარიდან 104 კავკასიური წარმოშობისაა, 1504 შემოტანილია. მცენარეები წარმოშობის ადგილის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი: ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის და კავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებებში.
მასალის ავტორი: მარიამ კიპაროიძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი