შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 23

რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არაადამიანური მოპყრობის ისტორიები მრავლად გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რამდენიმე კვირის წინ სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე მოხდა. 21 თებერვალს გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ოტობაიას მცხოვრები 53 წლის გოჩა ტუფურია მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მეუღლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიიდანაა. მეუღლის ოჯახის წევრები და გარდაცვლილის ნათესავები სწორედ ორსანტიაში ცხოვრობენ. ამ ორ სოფელს ენგურზე გადებული ხიდი ყოფს, რომელიც […]

    ხუდონჰესის მიმართულებით კონფლიქტი არ წყდება ადგილობრივ მოსახლეობას, მშენებლ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. ზურაბ ნიჟარაძემ, ხაიშის თემის წარმომადგენელმა, 17 მარტს გაავრცელა ვიდეო მიმართვა ხაიშის თემის სახელით, სადაც სვანეთში მომხდარ ბოლო მოვლენებზე საუბრობს. „დაახლოებით ათი დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. […]

    ქავთარაძის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდამცველები რეკრეაციულ ზონაში დევლოპერული კომპანია მ2-ის მშენებლობას აპროტესტებენ. რეკრეაციული ზონის დაცვის გარდა, პროტესტის  კიდევ ერთი მიზეზი იქ არსებული გერმანელი ტყვეების საფლავებია.   საქმე ეხება ოთხ 12-სართულიან შენობას, რომელთა აშენებასაც კომპანია მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე გეგმავს. 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიამ 2008 წელს შეიძინა, დღეს სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს.   […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting