შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 23

    ხუდონჰესის მიმართულებით კონფლიქტი არ წყდება ადგილობრივ მოსახლეობას, მშენებლ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. ზურაბ ნიჟარაძემ, ხაიშის თემის წარმომადგენელმა, 17 მარტს გაავრცელა ვიდეო მიმართვა ხაიშის თემის სახელით, სადაც სვანეთში მომხდარ ბოლო მოვლენებზე საუბრობს. „დაახლოებით ათი დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. […]

    ქავთარაძის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდამცველები რეკრეაციულ ზონაში დევლოპერული კომპანია მ2-ის მშენებლობას აპროტესტებენ. რეკრეაციული ზონის დაცვის გარდა, პროტესტის  კიდევ ერთი მიზეზი იქ არსებული გერმანელი ტყვეების საფლავებია.   საქმე ეხება ოთხ 12-სართულიან შენობას, რომელთა აშენებასაც კომპანია მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე გეგმავს. 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიამ 2008 წელს შეიძინა, დღეს სარეკრეაციო ზონის სტატუსს ატარებს.   […]

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. დარიალის ხეობა სწორედ ის ადგილია, სადაც საზღვარი ივლება საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ სასაზღვრო გამშვებ პუნტზე მუშაობა ძალიან რთული კლიმატური პირობების გამო, ზამთარში ძნელია. ამ განსაკუთრებულ […]

ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ  განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთაც ყველა ეპოქაში საზოგადოება სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა. მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, ამ ადამიანებს იარლიყს აკრავდნენ და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ დილეგებში აცხოვრებდნენ სიცოცხლის ბოლომდე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა, ისინი მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროება […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting