შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მარი ლეთოდიანი
ანასტასია გურაშვილი
ანა ძაბახიძე
ანანო ქრისტესიაშვილი
ირინა ჯაფარიძე
ბათუმში დასვენების შემდეგ საზაფხულო მოგზაურობას ევროპაში, კერძოდ , საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქ სალონიკში ვაგრძელებ. თვითმფრინავის დაშვების მომენტიდან ყველაფერს დეტალურად ვაკვირდები და ვათვალიერებ – ადამიანებს, აქიტექტურას, ღირსშესანიშნაობებს, ქუჩებს, სამზარეულოს… ემოციები ფოტოებში გადამაქვს. მომწონს სალონიკური ცხოვრების რიტმი – რუტინული, სამსახურის შემდეგ ოჯახებთან ერთად ზღვის სანაპიროებზე მოწყობილი ბარბექიუები, ერთმანეთის პატივისცემა და სტუმართმოყვარე დამოკიდებულებაში გამოხატული. მომწონს და […]
ადგილი რომელსაც მე ვეწვიე არის ჯუთა, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, მდინარე სნოს წყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ყოველთვის მინდოდა სალაშქროდ წავსულიყავი საქართველოს ლამაზ მთებში და ეს დღეც ამ ზაფხულს დადგა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები გავუდექით გზას ჭაუხის ტბისკენ. თავგადასავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თბილისიდან ტრანსპორტმა იმ გზის შესახვებთან მიგვიყვანა, სადაც სოფელ ჯუთაში ასასვლელი იწყება. გადავწყვიტეთ ავტოსტოპით გაგვეგრძელებინა გზა. საბედნიეროდ გაგვიმართლა და კეთილსინდისიერმა ადამიანებმა […]
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე სავანელი გიზირებთ ფოტოებს ზუგდიდის დადიანების სასახლიდან, რომელიც 1921 წელს დაფუძნდა. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების […]
გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე. სამ დღეზე უკვე გიამბეთ და ახლა გავაგრძელებ. დღე 4 – შიულიაის ახალგაზრდა ტექნიკოსთა ცენტრში. ეს ვიზიტი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც მანქანების შესახებ ბევრი […]
რეენა ფიჯიდანაა, ჰამდენი მალდივის რესპუბლიკიდან, ხოლო ონოლია მალავიიდან. სამივე მათგანი IBSU-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თეკლა გვარამია, დაინტერესდა თუ რა მოსწონთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში. რეენა, ფიჯიდანაა და IBSU-ში, უკვე ერთი წელია, მენეჯმენტს სწავლობს. მას ენატრება სამშობლო, ტროპიკული საკვები, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები. მისი ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და განლაგებულია 330-ზე მეტ კუნძულზე, რომელთაგან […]