შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნინი შაორშაძის ზაფხული მზის ქალაქში – შიაულიაიში (ფოტორეპორტაჟი)
18/07/2023
შიაულიაი, ვილნიუსიდან 215 კილომეტრში მდებარეობს. მას “მზის ქალაქის” სახელით იცნობენ, რასაც 1236 წელს “მზის ომში” გამარჯვებას უკავშირებენ. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შიაულიაის “მზის ქალაქს” ეძახიან ისაა, რომ ამ ქალაქს მრავალფერვანი კულტურა აქვს.
ქალაქის კულტურული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია შიაულიაის ეროვნული დრამის თეატი, უნიკალური მუზეუმები. მათ შორის – ფოტოგრაფიის, რადიოსა და ტელევიზიის, ველოსიპედების და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კატებისაც კი.
შიაულიაიის ერთ-ერთი სიმბოლო “მზის ბიჭუნას ქანდაკებაა, რომლის დანახვისას თბილისში, თავისუფლების მოედანზე განთავსებული წმინდა გიორგის მონუმენტი გამახსენდა.
ეს ქალაქი ცნობილია ევროპის ერთ-ერთი უძველესი საცალფეხო ბულვარით, სადაც ტურისტებს შეუძლიათ იპოვონ როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, ასევე თანამედროვე ქუჩის ხელოვნების კომბინაცია.
შიაულიაი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქია ჩრდილოეთ ლიეტუვაში.
მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი