შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი […]

ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, […]

17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი […]

“მომწონს ის, რომ ეს სფერო ითხოვს მუდმივ განვითარებას. თუ გაჩერდი, დაიკარგები” – ასე ახასიათებს სოციალურ მედია მენეჯმენტს ანნა ტარუაშვილი, რომელიც ამ მიმართულებას 2019 წლიდან შეისწავლის და როგორც სოციალური მედია მენეჯერი, დღემდე ამ სფეროშია დასაქმებული. სოციალური მედია მენეჯმენტი სოციალური ქსელების სრულყოფილ ცოდნასა და მათ მართვას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მენეჯერის მოვალეობა ძირითადად იმით განისაზღვრება თუ რამდენად დიდ […]

არაფორმალური განათლების გზით მიღწეულ წარმატებებსა და შესაძლო დაბრკოლებებზე 20 წლის იეკუბ ჩეპუი გვესაუბრება. იგი პოლონეთში, ქალაქ ზაბჟეში ცხოვრობს. იეკუბი დისტანციურად პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ განვითარებად კომპანიაში ფრონტენდ დეველოპერის (კომპიუტერული კოდირების სპეციალისტი) პოზიციაზე მუშაობს, თუმცა, კლასიკური განათლება არასოდეს მიუღია. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ინფორმაცია განსხვავებული, არაკლასიკური წყაროებიდან მიეღო და სწავლა ასე უფრო უმარტივდებოდა. „პროგრამირების შესწავლის დაწყებასთან ერთად, […]

გადაშლილ წიგნზე გაშლილი ფერადი სახლების ქალაქი, რომელსაც პატარა, თავგადასავლების მაძიებელი, მწვანეკაბიანი გოგონა, უზარმაზარი გასაღებით ხელში, აღტაცებით შესცქერის. 15 წლის გოგონას სწორედ ეს ნახატი გახდა ამ სტატიის ინსპირაცია.  „წიგნი და ჯადოსნური სამყარო“ ასე ჰქვია ნახატს, რომელმაც ნუცა ფურცელაძეს ფერად, ჯადოსნურ სამყაროში მომახვედრა და თქვენთვის გაცნობის სურვილი გამიჩინა. ნუცა თავისი ნახატებიდან შემოსული თანხის უმეტეს ნაწილს ბერი ანდრიას […]

თბილისის ერთ-ერთი ფერდის უდიდესი მონაკვეთი, რომლის 500 000 კუბური მეტრის მოწყვეტის საშიშროება დამდგარია და შესაძლებელია, ზარალითა და ფატალური შედეგით დასრულდეს. მიწის მოწყვეტის საფრთხე კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე ქანებს შორის დაწყებული ცვლილება დაახლოებით 19 მეტრის სიგრძისაა და სიგანე კი 5 მეტრს  აჭარბებს. ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პირობები ხელისშემწყობია მეწყრული პროცესებისთვის. ამ ტერიტორიაზე რომ […]

მარინა უშვერიძე სამოქალაქო განათლების კონსულტანტი და ორგანიზაციის „PH International – საქართველო“ წარმომადგენელია. ის უკვე მრავალი წელია საქართველოში სამოქალაქო განათლების ხარისხიანი სწავლებისა და სახელმძღვანელოებში არსებული საკითხების პრაქტიკულად განხორციელებისათვის მუშაობს. საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლება 15 წელია, რაც ისწავლება, თუმცა, მარინა უშვერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ საგნის სწავლების ხარისხია და არა უბრალოდ სასწავლო პროგრამაში არსებობა. მათმა ორგანიზაციამ ბოლო […]

,,წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და ყველა ხავსი, ზანდურის სახლისკენ მიმავალ გზაზე მყარი შემხვდა“ მანონი ახვლედიანი ზანდურის სახლის დამფუძნებელი   მოგვიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ?  მე ვარ მანონი ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშიდან. ვარ პედაგოგი. სხვადასხვა საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ყველაზე პირველი საამაყო საქმე ბავშვებთან და სკოლასთან ურთიერთობაა. ვარ ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ღვირიშისა და ნაკურალეშის […]

თაზო ზარიძე ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, მედიისა და კომუნიკაციის განხრით. მან 2021 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი აიღო და გადაწყვიტა, რომ  მაგისტრატურაზე სწავლა ბუდაპეშტში გაეგრძელებინა. თაზო, რამდენადაც ვიცი, ბაკალავრის ხარისხის მიღების  და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტე, რომ სწავლა უცხოეთში გაგეგრძელებინა. რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის […]


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST