შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

“ჩემი და ხატვის ისტორია, ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან ვხატავ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს,“ – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი მარიამ ცისკარიშვილი. მისი ნამუშევრები განსახვავებული სტილით და ხასიათით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი და სამომავლო გეგმებსაც მას უკავშირებს. მარიამ რამ გადაგაწყვეტინა რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა? სულ მინდოდა რომ მხატვარი […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდულ რეჟიმში სრულდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციები და გამოცდები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორიაში. სექტემბრიდან კი უნივერსიტეტი მზად არის სწავლა სრულად აუდიტორიებში განაახლოს.  ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს, სტუდენტები და ლექტორები აფიქსირებენ. ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტის, გიორგი ახალკაცის აზრით, უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რადგან საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების […]

ანა მიქიაშვილი განათლების ფსიქოლოგია. როდესაც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასების მოსწავლე იყო, მის თანაკლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი „ხუთიანს“ მიიღებდნენ. ანასთვის მშობლებს არასდროს არაფერი მიუციათ „ხუთიანის“ გამო. შოკოლადსაც კი არ შეჰპირებიან კარგი სწავლისთვის. იმ დროს გული სწყდებოდა, ახლა კი მშვიდადაა, რადგან ზუსტად იცის, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა, რომ მისთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, […]

17 წლის გეგი თაბაგარმა, მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ატაცში (ძელის ფიცარნაგიდან ზევით აწევით, ერთი, განუწყვეტელი მოძრაობით) 134/138/140 კგ დაძლია, აკვრაში კი (ძელის აკვრით ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკერდიდან) 166/170/177 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი […]

“მომწონს ის, რომ ეს სფერო ითხოვს მუდმივ განვითარებას. თუ გაჩერდი, დაიკარგები” – ასე ახასიათებს სოციალურ მედია მენეჯმენტს ანნა ტარუაშვილი, რომელიც ამ მიმართულებას 2019 წლიდან შეისწავლის და როგორც სოციალური მედია მენეჯერი, დღემდე ამ სფეროშია დასაქმებული. სოციალური მედია მენეჯმენტი სოციალური ქსელების სრულყოფილ ცოდნასა და მათ მართვას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე მენეჯერის მოვალეობა ძირითადად იმით განისაზღვრება თუ რამდენად დიდ […]

უკრაინაში ომის 106-ე დღეა. ამ სტატიაში გაგაცნობთ 3 ქართულ ონლაინ-მედიასაშუალებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაშუქებულ ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი UK-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ M270 სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმა, რაც „მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ძალებს“. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „როგორც […]

არაფორმალური განათლების გზით მიღწეულ წარმატებებსა და შესაძლო დაბრკოლებებზე 20 წლის იეკუბ ჩეპუი გვესაუბრება. იგი პოლონეთში, ქალაქ ზაბჟეში ცხოვრობს. იეკუბი დისტანციურად პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ განვითარებად კომპანიაში ფრონტენდ დეველოპერის (კომპიუტერული კოდირების სპეციალისტი) პოზიციაზე მუშაობს, თუმცა, კლასიკური განათლება არასოდეს მიუღია. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ინფორმაცია განსხვავებული, არაკლასიკური წყაროებიდან მიეღო და სწავლა ასე უფრო უმარტივდებოდა. „პროგრამირების შესწავლის დაწყებასთან ერთად, […]

გადაშლილ წიგნზე გაშლილი ფერადი სახლების ქალაქი, რომელსაც პატარა, თავგადასავლების მაძიებელი, მწვანეკაბიანი გოგონა, უზარმაზარი გასაღებით ხელში, აღტაცებით შესცქერის. 15 წლის გოგონას სწორედ ეს ნახატი გახდა ამ სტატიის ინსპირაცია.  „წიგნი და ჯადოსნური სამყარო“ ასე ჰქვია ნახატს, რომელმაც ნუცა ფურცელაძეს ფერად, ჯადოსნურ სამყაროში მომახვედრა და თქვენთვის გაცნობის სურვილი გამიჩინა. ნუცა თავისი ნახატებიდან შემოსული თანხის უმეტეს ნაწილს ბერი ანდრიას […]

თბილისის ერთ-ერთი ფერდის უდიდესი მონაკვეთი, რომლის 500 000 კუბური მეტრის მოწყვეტის საშიშროება დამდგარია და შესაძლებელია, ზარალითა და ფატალური შედეგით დასრულდეს. მიწის მოწყვეტის საფრთხე კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე ქანებს შორის დაწყებული ცვლილება დაახლოებით 19 მეტრის სიგრძისაა და სიგანე კი 5 მეტრს  აჭარბებს. ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პირობები ხელისშემწყობია მეწყრული პროცესებისთვის. ამ ტერიტორიაზე რომ […]

მარინა უშვერიძე სამოქალაქო განათლების კონსულტანტი და ორგანიზაციის „PH International – საქართველო“ წარმომადგენელია. ის უკვე მრავალი წელია საქართველოში სამოქალაქო განათლების ხარისხიანი სწავლებისა და სახელმძღვანელოებში არსებული საკითხების პრაქტიკულად განხორციელებისათვის მუშაობს. საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლება 15 წელია, რაც ისწავლება, თუმცა, მარინა უშვერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ საგნის სწავლების ხარისხია და არა უბრალოდ სასწავლო პროგრამაში არსებობა. მათმა ორგანიზაციამ ბოლო […]


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST