შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 2

23 წლის ბატუტზე მხტომელი თეონა ჯანჯღავა   ევროპის, საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატების აქტიური მონაწილეა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს სოფიაში 15-16-წლიანთა სინქრონულ ხტომებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის ნებართვა მიიღო. „ამ გამარჯვებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს არის ადგილი სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ. სპორტი ჩემს ცხოვრებაში ხუთი წლიდან […]

ანასტასია ლელაძე ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლეა, რომელიც წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით 95% დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი ამ მნიშვნელოვან მოვლენასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და განვლილ გზაზე საკუთარ ემოციებსაც გვიზიარებს. ანასტასიას თქმით, ამერიკული და ქართული განათლების სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, სწორედ ამიტომ მომზადების პერიოდი არც თუ ისე მარტივი […]

ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ. „არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ […]

პანდემიამ სწავლის კურსი რადიკალურად შეცვალა.  სწავლების ორი რეჟიმი გამოიკვეთა. პირველი ეს არის ჰიბრიდული, რომელიც მოიცავს, როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სწავლებას ერთდროულად. ხოლო მეორე  სრულ ონლაინ სწავლებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ რეჟიმშია. ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს. ეს საკითხი სტუდენტთა შორის აზრთასხვაობას იწვევს. თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება და რამდენადაა დაცული რეგულაციები უნივერსიტეტებში, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ […]

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შრიფტების შექმნის იდეა თავდაპირველად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაჩნდა და მან სამი ეტაპი მოიცვა. პირველ ეტაპისთვის გადაწყდა შექმნილიყო ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერი შრიფტი. იდეის ავტორები გახლდნენ ნიაზ დიასამიძე, დავით მაისურაძე და ზვიად კორდაძე, რომლის საადვოკატო ფირმამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შრიფტების შექმნის იდეის რეალობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე შეიქმნა ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შრიფტები, როგორიცაა […]

„ჩემი თავი უფრო მოთხრობების ავტორად მიმაჩნია, თუმცა  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიჩნდება იდეა, რომელიც მოთხრობის ფარგლებს სცდება და საჭიროებს, რომ განივრცოს, „აკუმის“  შემთხვევაშიც ასე მოხდა.“ ნანა აბულაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მისმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ავტორის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ნანა, ამბობს იგი 13 წლიდან წერს, პირველი […]

ჩემი რესპონდენტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი ვაჟა ფურცელაძეა. იგი სკოლის ასაკიდან მეორადი ნივთებისგან სკულპტურების შექმნითაა გატაცებული. წარმოშობით გურჯაანელი სტუდენტის ნამუშევრებმა საზოგადოებისგან სიმპათია დაიმსახურა და მასზე რამდენიმე სატელევიზიო რეპორტაჟი და საგაზეთო სტატიაც დაიბეჭდა. პრიველად როდის მოგივიდათ სკულპტურების შექმნის იდეა და რა იყო ინსპირაციის წყარო? ასე, რადიკალურად გამოხატული იდეა არ […]

ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი ჯულიარდის სკოლის (ნიუ-იორკი) კურსდამთავრებულია. მას კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ: „ახალგაზრდა ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის“. იგი გვიყვება თავისი პროფესიის შესახებ და გვიზიარებს საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს. მის მიერ 2013 წელს ჩაწერილმა სადებიუტო ალბომმა “Opus 13” დიდი წარმატება ჰპოვა. ამ ალბომთან […]

ჩემი რესპონდენტი მხატვარი, ფერმწერი, არტ-ვილა გარიყულას ხელმძღვანელი ყარამან ქუთათელაძეა. უკვე 20 წელზე მეტია, რაც მხატვარი მის მიერვე დაარსებულ „თანამედროვე ხელოვნების ცენტრს“ ხელმძღვანელობს. ყოველ წელს იმართება ფესტივალები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომლებშიც ახალგაზრდები და უცხოელი სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას. ამ სივრცის ისტორიასა და მიზნებზე, თუ სხვა საინტერესო თემებზე ბატონი ყარამანი თავად გვესაუბრა. – ბატონო ყარამან მოკლედ მოგვიყევით […]

თეკლე მამაცაშვილი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სასკოლო ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და IBSU-ს 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. იგი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. ორი წლის წინ, თეკლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ერთ-ერთი გამარჯვებულიც იყო და ერთი წლის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, ამერიკაში სწავლობდა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და წარმატებით […]


რადიო IBSU

რადიო IBSU

Current track
TITLE
ARTIST