შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ

Page: 4

,,წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და ყველა ხავსი, ზანდურის სახლისკენ მიმავალ გზაზე მყარი შემხვდა“ მანონი ახვლედიანი ზანდურის სახლის დამფუძნებელი   მოგვიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ?  მე ვარ მანონი ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშიდან. ვარ პედაგოგი. სხვადასხვა საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ყველაზე პირველი საამაყო საქმე ბავშვებთან და სკოლასთან ურთიერთობაა. ვარ ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ღვირიშისა და ნაკურალეშის […]

თაზო ზარიძე ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, მედიისა და კომუნიკაციის განხრით. მან 2021 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი აიღო და გადაწყვიტა, რომ  მაგისტრატურაზე სწავლა ბუდაპეშტში გაეგრძელებინა. თაზო, რამდენადაც ვიცი, ბაკალავრის ხარისხის მიღების  და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტე, რომ სწავლა უცხოეთში გაგეგრძელებინა. რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის […]

პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების იდეად განათლების პროპაგანდას და დეოკუპაციას თვლის, პროფესიით ჟურნალისტია და მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მისი წარმატების ერთერთი ფორმულა სწორედ ჟურნალისტიკაა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეზე, თამარ ბელქანიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში განათლებისა და კულტურის საკითხებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სპორტსა და დეოკუპაციას კურირებს. პარალელურად კი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურის კვლევათა დოქტორია.   […]

ქართული საზოგადოების  ფსიქოლოგიით დაინტერესება, შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ზურა მხეიძის დამსახურებაც არის.  როგორც მისი მსმენელები აღნიშნავენ, ის საუბრობს ყველასათვის გასაგებ, მარტივ ენაზე, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს, სიღრმისეულად ჩაწვდეს ყოველ სიტყვას და საჭიროებისამებრ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოიყენოს ის თეორიული ცოდნა, რისი შეძენის საშუალებასაც ბატონი ზურა აძლევთ. მე თავადაც მისი აქტიური მსმენელი ვარ და არაერთი საკითხისთვის შემიხედავს ახლებურად […]

  23 წლის ბატუტზე მხტომელი თეონა ჯანჯღავა   ევროპის, საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატების აქტიური მონაწილეა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს სოფიაში 15-16-წლიანთა სინქრონულ ხტომებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლიცენზია მოიპოვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის ნებართვა მიიღო. „ამ გამარჯვებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს არის ადგილი სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ. სპორტი ჩემს ცხოვრებაში ხუთი […]

ანასტასია ლელაძე ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლეა, რომელიც წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით 95% დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი ამ მნიშვნელოვან მოვლენასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და განვლილ გზაზე საკუთარ ემოციებსაც გვიზიარებს. ანასტასიას თქმით, ამერიკული და ქართული განათლების სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, სწორედ ამიტომ მომზადების პერიოდი არც თუ ისე მარტივი […]

ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ. „არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ […]

პანდემიამ სწავლის კურსი რადიკალურად შეცვალა.  სწავლების ორი რეჟიმი გამოიკვეთა. პირველი ეს არის ჰიბრიდული, რომელიც მოიცავს, როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სწავლებას ერთდროულად. ხოლო მეორე  სრულ ონლაინ სწავლებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ რეჟიმშია. ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს. ეს საკითხი სტუდენტთა შორის აზრთასხვაობას იწვევს. თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება და რამდენადაა დაცული რეგულაციები უნივერსიტეტებში, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ […]

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შრიფტების შექმნის იდეა თავდაპირველად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაჩნდა და მან სამი ეტაპი მოიცვა. პირველ ეტაპისთვის გადაწყდა შექმნილიყო ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერი შრიფტი. იდეის ავტორები გახლდნენ ნიაზ დიასამიძე, დავით მაისურაძე და ზვიად კორდაძე, რომლის საადვოკატო ფირმამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შრიფტების შექმნის იდეის რეალობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე შეიქმნა ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შრიფტები, როგორიცაა […]

„ჩემი თავი უფრო მოთხრობების ავტორად მიმაჩნია, თუმცა  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიჩნდება იდეა, რომელიც მოთხრობის ფარგლებს სცდება და საჭიროებს, რომ განივრცოს, „აკუმის“  შემთხვევაშიც ასე მოხდა.“ ნანა აბულაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მისმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ავტორის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ნანა, ამბობს იგი 13 წლიდან წერს, პირველი […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting