შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 11

ეპიზოდი 2 – როგორ აღნიშნავენ VELIKOS ანუ აღდგომას ლიეტუვაში აღდგომის აღნიშვნას ლიეტუვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სამზადისი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე იწყება. აღდგომის წინა კვირას, წმინდა კვირას უწოდებენ. სწორედ ამ დროს, ლიეტუვის ქალაქები გვთავაზობენ უამრავ გამოფენას, ატრაქციონსა და სუვენირს. ყველა კუთხეში ნახავთ მორთულ, ფერად კვერცხებს, ეროვნულ ხელნაკეთ ნივთებსა თუ სააღდგომო პალმებს. დიდი ხუთშაბათი სახლის საფუძვლიან დასუფთავებას […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.  2023 წლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა.  არჩევნები დღეს, 6 აპრილს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე უწყვეტ რეჟიმში, ონლაინ მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. იმისათვის რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვლილიყო კანდიდატს 866 ხმაზე მეტი უნდა მიეღო. ბოლო მონაცემებით, ქეთი ფანქველაშვილის […]

ეპიზოდი 1 – პირველად ევროპაში  2023 წლის 10 თებერვალს, თვითმფრინავის პირველი მანევრის შესრულებისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ იცვლებოდა. 53 დღის წინ მარტო აღმოვჩნდი, უცხოეთში, ლიეტუვის ქალაქ შიაულიაში, 12 თვით ჩემთვის ნაჩუქარ ბინაში. სწორედ ეს ბინა გავავსე სიმყუდროვით და ვავსებ ახალი ისტორიებით. მოვრთავ სააღდგომოდ, საშობაოდ და საახალწლოდ. ამჯერად, აქ გავაკეთებ ყველაფერს, რასაც ჩემს ქვეყანაში და […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა შაბათ-კვირას შეაგროვეს ინფორმაცია, თუ სად და როგორ შეიძლება გაატაროთ დრო “უიქენდზე”. მათი გმირები თავად ყვებიან, თუ რით არიან დაკავებული შედარებით თავისუფალ დროს. ანა გლოველმა და ლუკა ამბალიამ IBSU-ში აბიტურიენტებისთვის უფასო ტრენინგზე მისული ანი ადამია ჩაწერეს, რომელიც ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ანი ადამია: “მოგეხსენებათ, აბიტურიენტებისთვის ბოლო წელი […]

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაინტერესდნენ საპროტესტო აქციაზე “არა, რუსულ კანონს!” მომხდარი ერთი ფაქტით, რომლის ამსახველი რამდენიმეწამიანი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. რადიო “თავისუფლების” მასალაში ჩანს ასეთი მომენტი – ახალგაზრდა ქალი მიდის ერთ რიგად ჩამწკრივებულ სპეცრაზმელებთან, ეხება ერთ-ერთ “ფარს” და მომენტალურად სპეცრაზმის რიგიდან მას ასხამენ სპრეის. მასალაში აღწერილია რა მოიკვლიეს სტუდენტებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით.  7 მარტი, […]

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “არ დარეკო უმიზეზოდ”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა შვიდი სტუდენტი: ლიკა გოცაძე, სოფო კედელაშვილი, ანანო რუხაძე, ნინო ჯიჭარაძე, ანა მოსაშვილი, გურამ აბაშიძე და კოკა კობალაძე. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი  2021 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, 112-ში შესული 5 მილიონამდე […]

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში “არა, რუსულ კანონს!”. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა კი მათი თანატოლების მონაწილეობა გააშუქეს.  https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q საქართველოში, 7 მარტს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. […]

8-9 მარტს, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები მოთხოვნით “არა, რუსულ კანონს”. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა ჩალაშვილმა შეაგროვა ფოტოემოციები, პორტრეები და ერთ ამბად აქცია. ანა ჩალაშვილი: “ეს ის დროა, როდესაც პროტესტს გამოხატავს ყველა და განსაკუთრებით – სტუდენტები! ეს რამდენიმე დღე ჩვენი აქტიურობით გამოირჩეოდა. შარშანაც აქ ვიდექი, თბილისში, პარლამენტთან და მხარს ვუჭერდი […]

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “ისაუბრე ქართულად”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა ოთხი სტუდენტი: ავთანდილ ზარნაძე, ანანო სამხარაძე, გიორგი ჭოხონელიძე და ქეთი კვანტალიანი. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი    კამპანიის კონცეფცია #ისაუბრექართულად – ჩვენი ჯგუფის პროექტია, რომელიც  პროექტი  ისახავს ახალგაზრდებში ბარბარიზმების, უცხოური ლექსიკისა და უბრალოდ […]

მარტის დასაწყისში, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები “არა, რუსულ კანონს!”. საპროტესტო ტალღაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ და მათ შორის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები. IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა 8-9 მარტს მომხდარი მოვლენები გააშუქეს და ვიდეო რეპორთაჟი მოამზადეს. https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting