შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 14

გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი, თბილისის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით გრძელდება. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეწვია და ადგილზე დაათვალიერა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟინვალის წყალსაცავი ზამთარში. ჟინვალის წყალსაცავი თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე არაგვის შუა წელში, საიდანაც თბილისი და მცხეთა წყლით მარაგდება. მისი საერთო ფართობი 12,8 კილომეტრია. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” (GWP) თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება. ზამთარში, ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონე იკლებს და კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა მის  ირგვლივ. გურამ აბაშიძის გადაღებულ ფოტოებში ასახულია ტერიტორიაზე არსებული სანიტარული მდგომარეობა. ჟინვალის წყალსაცავში წასვლამდე, IBSU-ს სტუდენტი გურამ აბაშიძე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, ინტერვიუ ჩაეწერა GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან ან იმ კომპეტენტურ პირთან, ვინც მის კითხვებს ამომწურავად უპასუხებდა. რამდენიმედღიანი დაჟინებული თხოვნის შემდეგ,მის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს ასევე წერილობით უპასუხეს. გურამის ერთ-ერთი კითხვა ჟინვალის წყალსაცავსაც შეეხებოდა. წერილობითი ინტერვიუ GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან.  – თბილისის სასმელი წყლის აღება საიდან ხდება? – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება. – წყალმომარაგების სისტემაში ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია /მოდერნიზაცია რა ეტაპზეა? –  კომაპნია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობის მაღალხარისხიანი სასმელი წყლით სტაბილურად უზრუნველყოფის მიზნით მუდმივად ზრუნავს წყალმომარაგების ობიექტებისა და ქსელის განახლება-განვითარებაზე. კომპანია ყოველწლიურად ატარებს დედაქალაქის მასშატბით მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს, როგორც ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე ასევე ქალაქის ყველა რაიონში. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ 80 სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა და თბილისის ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე 30 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ინფრასტრუქტურა განაახლა, მათ შორის ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები, მუხიანის აგარაკები, 26 მაისის,  კრწანისისა და სხვა ქუჩები. კომპანია მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს დედაქალაქის  ყველა რაიონში. – თბილისის წყალმომარაგების ქსელები მთლიანად განახლებულია თუ არის ადგილები სადაც ისევ ძველი ქსელებით ხდება სასმელი წყლის მიწოდება? – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” მოხმარებლების ონკანებამდე სასმელი წყლის განაწილებასა და მიწოდებას 6000კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელით უზრუნველყოფს. აღნიშნული ქსელი მუდმივ განახლებასა და განვითარებას საჭიროებს. ქსელების რეაბილიტაცია ყოველწლიურად ეტაპობრივად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროექტებს პრიორიტეტულად ვატარებთ წყალმომარაგების სისტემის ისეთ მონაკვეთებზე, სადაც მილები მოძველებული და ამორტიზებულია.  წყალმომარაგების ქსელის მასშტაბურობიდან და სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე  წყალმომარაგების ქსელი განახლების პროცესი ხანგრძლივია და  ქსელი  მიმდინარე ეტაპზე მთლიანად განახლებული არ არის. – როგორც ვიცით, სასმელი წყლის აღების ტერიტორიებზე მაგალითად ჟინვალის წყალსაცავი, არის საპიკნიკე ადგილები, რის შედეგადაც ხდება ასაღები წყლის დაბინძურება, ამ საკითხთან დაკავშირებით რა სახის ღონისძიებები ტარდება და თუ არის ნაპოვნი გამოსავალი წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან? – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს. ჟინვალის წყალსაცავზე მოწყობილია 102 მ სიმაღლის მიწის კაშხალი, რომელიც ქმნის 500 მლნ. მ 3 მოცულობის წყალსაცავს. აღნიშნული ტერიტორია მკაცრად დაცულია და ზედამხედველობას უწევს კომპანია. GWP-ს მიერ  წყალაღება ხდება   სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან ტუმბო აგრეგატების საშუალებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება №425-ის შესაბამისად წყალაღების წერტილებში ჩატარებული ნედლი წყლის მონიტორინგის შედეგები ყოველთვის სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმატივებს. – როგორც ვიცით თქვენმა კომპანიამ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (gwp)  2006 წელს მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის ISO-9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი, ხომ ვერ გვეტყვით თუ ხორციელდება და რა შუალედებით ამ სერტიფიკატის შენარჩუნებისათვის მონიტორინგი? – ISO-ს სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად სერთიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი რის საფუძველზეც ხდება სერთიფიკატის ვადის გაგრძელება მომდევნო აუდიტამდე. აუდიტის პერიოდის გასვლის შემდეგ იწყება ხელახალი სერტიფიცირება. ამჟამად კომპანია  ემზადება ISO 9001-ის სერტიფიცირების განახლებისთვის. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორების ჩა – თუ შეიძლება აგვიხსენით ეტაპობრივად გზა რომელსაც სასმელი წყალი გადის აღებიდან ჩვენს ონკანამდე? –  დედაქალაქის წყალმომარაგება 4 ძირითად საფეხურს გადის: მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება,  მოსახლეობის უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სასმელი წყლით უზრუნველყოფა. კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან, ნატახტრის ბულაჩაურის და მისაქციელის წყალშემკრებებიდან მოიპოვებს და სათავე ნაგებობებზე ანაწილებს. სათავე ნაგებობეზე ნედლი წყალი  სასმელ წყლად დამუშავების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. სასმელი წყლის ხარისხი ჯივიპის ლაბორატორებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება. ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყალი დედაქალაქის  რეზერვუარში ნაწილდება და  წყალმომარაგების  ქსელის საშუალებით მოსახლეობის ონკანებამდე მიდის. – თუ გქონიათ შემთხვევა როდესაც სასმელი წყლის მასობრივი დაბინძურება მოხდა, (იგულისხმება ფორს მაჟორის დროს მომხდარი დახიანებების დროს წარმოქმნილი ქსელების დაზიანებები) და როგორი იყო თქვენი რეაგირება? – მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. – ავარიული დაზიანებებისა თუ მილების შეცვლის გამო ჩატარებული სამუშაობების პროცესში თუ არის საფრთხე, რომ დაბინძურდეს სასმელი წყალი?  – კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო ან დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული  სამუშაოების შემდეგ აუცილებლად რეცხავს ქსელს, სასმელი წყლის ხარისხს ლაბორატორიულად ამოწმებს და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. – ცნობილია, რომ მომხმარებელთა ნაწილი სასმელ წყალს არ იყენებს სასმელად, რადგან ვერ ენდობა მის ხარისხს, ნდობის მოსაპოვებლად და ხარისხის დასამტკიცებლად თუ ხორციელდება რაიმე სახის რეაგირება თქვენი კომპანიის მიერ? – თბილისი ერთ-ერთია მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებს შორის, სადაც მოსახლეობა სასმელ წყალს პირდაპირ ონკანიდან სვამს.  თქვენ მიერ დასახელებული  საკითხი არცერთი ოფიციალური კვლევით არ დასტურდება და მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. პირიქით, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და კმაყოფილია თბილისში სასმელი წყლის ხარსიხით. – სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელმაც სინჯის აღების დროს მოითხოვა გარკვეული პროცედურები, მათ შორის ჩემთვის საყურადღებო აღმოჩნდა ონკანის 15 წუთით ბოლომდე გახსნა, დინება და სინჯის მხოლოდ მას შემდეგ აღება, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ საკითხთნ დაკავშირებით.  – წყლის სინჯის აღება ხდება ტექნიკური რეგლამენტის „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების“  თანახმად, კვლევის მიზნისა და ობიექტის მიხედვით შემუშავებული პროგრამის შესაბამისად.  (საქართველოს მთავრობის დადგენილება №26 2014 წლის 3 იანვარი) – სასმელი წყლის ხარისხი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მილები რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგების ქსელებზე, რამდენად უსაფრთხო და საიმედოა იმ მხვრივ, რომ გავლენა არ მოახდინოს წყლის ხარისხზე და საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას? – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემას  მხოლოდ ევროპული ხარისხის თანამერდოვე ინფრასტურქტურით ანახლებს. კომპანიის მიერ გამოყენებული მილები სრულიად უსაფრთხოა და აბსოლუტურად შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებსა და რეგულაციებს.  ასევე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში  მოწმდება ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში და მხოლოდ ლაბორატორიულად  შემოწმებული მაღალი ხარისხის  სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. სასმელი წყლის მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს  ექვემდებარება.სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. – როგორც ცნობილია თბილისში არსებობს კორპუსები

თეიმურაზ ხუციშილი ასოცირებული პროფესორია მათემატიკის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკის მიმართულებით. თეიმურაზ ხუციშილს გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია ტურისტიკისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სფეროში. მისი თანაავტორობით დაიბეჭდა 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ბატონი თემური 2013-2016 წლებში  იყო  სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტისა (N 57/04) „თურქეთში მდებარე საქართველოს ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული ძეგლების კატალოგი“. ინტერვიუ ეხება ბატონი თემურ ხუციშვილის თაოსნობით ჩატარებულ კვლევებს საქართველოს ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში. –  ბატონო თემურ, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. – მე ვარ  თეიმურაზ  ხუციშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მათემატიკის დარგში და პარალელურად ვმუშაობ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების კვლევების მიმართულებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ გამოვცეთ 1000-ზე მეტი კულტურული ძეგლის ჩამონათვალი, სადაც დეტალურად იქნება თითოეული აღწერილი. –   ბატონო თემურ,  თავდაპირველად რატომ და როდის  გადაწყვიტეთ ტაო- კლარჯეთში წასვლა და იყო თუ არა სიცოცხლისთვის სახიფათო იმ პერიოდში თქვენი იქ ვიზიტი? –  მინდა გითხრათ, რომ 2003 წელს  სახიფათო აღარ იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო და თურქეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანად ითვლებოდა. სახიფათო გახლდათ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. თუმცა, ძველი ინერციული დამოკიდებულება მაინც შემორჩენილი იყო და რამდენჯერმე მოგვიწია თურქეთის საპატრულო პოლიციის მხრიდან შეყოვნება ჩვენს მარშრუტზე.  გვიმოწმებდნენ საბუთებს, გვეკითხებოდნენ, თუ  ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით შავი ოქროს მაძიებლები და ე.წ. შავი არქეოლოგები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად თხრიან მიწას და ეხებიან კულტურულ ძეგლებს, ოქროს ძიების ინტერესით. თუმცა, რომ იგებდნენ რეალურ მიზეზს, პირიქით, კარგად გვეპყრობოდნენ და  ჩაიზეც გვეპატიჟებოდნენ. –  რა შედეგები მოჰყვა თქვენს ვიზიტს ტაო-კლარჯეთში? –  საკმაოდ კარგი შედეგები მოჰყვა. შოთა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა დაგვიფინანსა რამდენიმე პროექტი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. პირველი ექსპედიციის შემდეგ, კვლავ განვახორციელეთ 25-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია,  უკვე  ახალგაზრდების ჩართულობით. საუკუნე-ნახევრის კვლევის ისტორია აქვს ტაო-კლარჯეთს და  ძირითადი ძეგლები  ჯერ კიდევ ჩვენამდე იყო გამოკვლეული. პირველ რიგში, დავასახელებ ექვთიმე თაყაიშვილს, ნიკო მარს, უვაროვას, რომელთა დროსაც ეს ყველაფერი ხდებოდა. მთავარი შედეგი კი ის იყო, რომ აღმოჩნდა, კიდევ საკმაოდ ბევრი ძეგლი  ყოფილა აღმოსაჩენი. ჩვენი ექსპედიციების შედეგად, დაახლოებით, 1000-მდე კულტურული მნიშვნელობის ძეგლი აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ. – თქვენი პირველი ექსპედიციის შემდეგ, დაინტერესდნენ თუ არა სხვა მკვლევრები ტაო-კლარჯეთში ვიზიტით და დაიგეგმა თუ არა  სხვა ექსპედიციები ამ მიმართულები? –  დიახ , რა თქმა უნდა. ჩვენ პარალელურადაც და ჩვენ შემდეგაც იყო რამდენიმე მკვლევარი, მათ შორის, გამოვყოფდი პროფესორ ბუბა კუდავას, ბატონ ჯაბა სამუშიას, დოქტორ გიორგი ბაგრატიონს , რომელთა ხელმძღვანელებითაც  მიმდინარეობდა კვლევები. იყო ძალიან ბევრი ექსპედიცია, ბევრი კვლევა, ბევრი აღმოჩენა. მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოვირჩეოდით სპეციალური მეთოდიკით. ეს გულისხმობდა ნებისმიერი სოფლის, ხეობის თუ ადგილის ძალიან დეტალურად ჩხრეკას, კვლევას, ინფორმაციის მოგროვებას და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ შედეგამდე. – როგორ ფიქრობთ, მიგიძღვით თუ არა წვლილი ისტორიული საქართველოს ამ მხარის შესახებ  ცნობადობის ამაღლებაში? –   დიახ, თუ იმას ჩავთვლით, რომ ჩავატარეთ რამდენიმე პრეზენტაცია, ჩვენი ათზე მეტი ნამუშევრის; ასევე, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ რამდენიმე ათეული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ამ თემაზე. ყველაზე საყურადღებო იყო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონფერენცია, სადაც გაიმართა ჩვენი მოხსენებითი საღამო. ასევე, თუ   გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქულ, ქართულ, თუ სხვა ქვეყნების საძიებო სისტემებში რომ მოვძებნოთ ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკულად, ყველგან ჩვენს კვლევებს და ანგარიშებს გვიჩვენებს. ყველაზე სასიხარულოა, რომ ყველა ჩვენი ძეგლი მოხვედრილია თურქულ საინფორმაციო საიტებზე. – ბატონო თემურ, დაგეხმარათ თუ არა გიორგი მერჩულეს ნაწარმოები- „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“  შატბერდის სამონასტრო კომპლექსის აღმოჩენაში? –  პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ შატბერდი მე პირადად არ აღმომიჩენია, ის თავდაპირველად აღმოაჩინა მინე ქადიროღლუმ. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა, რადგან ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ძალიან მცირე ტირაჟით, გერმანულენოვან გამოცემა „გეორგიკაში“, რის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ქართველ მკვლევრებსაც კი არ ჰქონდათ. ამის შესახებ გავიგე  ავსტრიელი მკვლევრისგან – პაულ კარტნერისგან, რომელმაც მითხრა, რომ მინე ქადიროღლუს უკვე ჰქონდა ეს ობიექტი მიკვლეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მერჩულის ნაწარმოების მიხედვით მიაკვლია სწორედ მინე ქადიროღლუმ ამ სამონასტრო კომპლექსს. თუმცა, ჩვენი დამსახურება ის არის, რომ საქართველოში  შატბერდზე მანამდე მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სრულიად სხვა სამონასტრო კომპლექსს, ენი რაბათს უწოდებდნენ შატბერდს. –  როგორც ჩემთვის ცნობილია, ისეთი  საზოგადო პირები, როგორებიც არიან ნიკო მარი, გიორგი ყაზბეგი, დავით ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები, არაერთხელ ყოფილან იმავე საძიებო მარშუტზე. თქვენი აზრით, რატომ ვერ აღმოაჩინეს მათ ეს ათეულობით ძეგლი? –    დიახ ეს პიროვნებები იყვნენ ჩვენი პირველი გზამკვლევები და იყო პირველი, ყოველთვის რთულია. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებდნენ არქიტექტურულად და ხელოვნებით გამორჩეულ ძეგლებზე. თუ ძეგლი მთლიანად დანგრეული იყო, ან თითო ოროლა კედელი იყო შემორჩენილი, იმას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ასევე არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი. მაგალითად, ჩვენ 25-ზე მეტი ექსპედიცია ჩავატარეთ. სხვა ჯგუფებმაც ათობით ექსპედიცია განახორციელეს. უხეშად რომ ვთქვათ, ჩატარდა დაახლოებით 50 ექსპედიცია, რომლებიც  დაფინანსებული და კარგად ორგანიზებული იყო – ავტომობილებით და სპეციალური აღჭურვილობით. ეს ყოველივე  გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე პირველი მკვლევრების მიერ ცხენებით, ნაომარ სიტუაციაში ჩატარებული კვლევები. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ყოველთვის პირველები იქნებიან ამ მარშუტზე. ამერიგო ვესპუჩიმ პირველმა აღმოაჩინა ამერიკა და ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა  ჩავიდეთ ამერიკაში, ვერასოდეს აღმოვაჩენთ მას თავიდან. –    როგორც ზემოთ აღნიშნეთ,  პირველმა ექსპედიციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. რომ არა თქვენ, იქნებოდა თუ არა ეს  ექსპედიცია იმავე შედეგის მომტანი? –   დიახ, ჩემი მონაწილეობით ჩატარებული ექსპედიცია, რომელიც 2003 წელს   ბატონ კახა შენგელიასთან, ვალერი სილაგავასთან და შალვა მაჭავარიანთან ერთად ჩავატარეთ,  იყო საინტერესეო და  ინიციატივა ჩემი იყო. ასევე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ბატონი კახა მაშინ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა და მან ამ სიახლეების გაცნობისა და აღმოჩენების შემდგომ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩნა ტაო-კლარჯეთის მიმართ და სწორედ ამ თემატიკით შეცვალა სადისერტაციო თემა. –   ტაო კლარჯეთი, როგორც ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, როგორ გამოიყურება დღეს? ცხოვრობენ თუ არა ქართველები და არის თუ არა შენახული „საქართველო“ ამ  კუთხეში? –  ორი ხეობა არის, სადაც პრაქტიკულად ქართულენოვანი სოფლებია, ეს არის იმერხევი, შავშეთსა და კლარჯეთს შორის  და ასევე სამხრეთი ტაო. მოსახლეობის საურთიერთო ენას წარმოადგენს ქართული, თუმცა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა  და, ასევე, პირველმა მსოფლიო ომმა დიდი გავლენა იქონია. ომის დროს იქ მყოფი, მაღალმთიან ტერიტორიაზე დასახლებული, მწირი ქართველი მოსახლეობა ცენტრალურ თურქეთში გადასახლდა. – არიან თუ არა იქ ახალგაზრდები შემორჩენილი და საუბრობენ თუ არა ქართულად? დიახ, არიან შემორჩენილი მთიან რეგიონებში და საუბრობენ კიდეც ქართულად, თუმცა, მაინც დიდ ქალაქებში მიდიან, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე. –  ბატონო თემურ, ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას როგორ უვლიან და აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? –   დიახ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ძალიან მნიშნელოვანი კულტურული ძეგლი, მაგალითად, იშხანი და ოშკი, თურქებმა თავიანთი ძალებით აღადგინეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრანტები მოიპოვეს ამისთვის. შეისწავლეს ფრესკებიც, წარწერებიც

ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან  მანანა შველიძესთან.  – რთულია იყო მასწავლებელი? – ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს განახოს ის სიყვარული და სითბო რაც შენ მასში ჩადე 12 წლის განმავლობაში. – რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა? – ბავშვობიდან მინდოდა გამოვსულიყაბი ჯერ მსახიობი, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ყოველი შესვლა გაკვეთილზე ჩემთვის იყო პატარა სპექტაკლი. ჩემი გაკვეთილი ყოველთვის იყო განსხვავებული, რადგან ვცილობდი ყოველთვის რაღაც ახალი შემეტანა ან გამეკეთებინა, ვდგავდი პატარა სპექტაკლებს, ვლაპარაკობდი ემოციურად და ეს ყველაფერი ბავშვებს მოსწონდათ და მე ეს ყველაფერი მაბედნიერებდა და რაც მთავარია ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ მათთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. – იყენებთ თუ არა სხვადასხვა გზებს მოსწავლის წამახალისებლად და თუ იყენებთ რა გზებით ცდილობთ ამის გაკეთებას – მოსწავლეების წამახალისებლად ვიყენებდი სხვადასხვა გზებს. ვუკეთებდი მათ სხვადასხვა საჩუქრებს საუკეთესო ყოფაქცევისთვის, საუკეთესო საუბრისთვის, საუკეთესო გაკვეთილისთვის და ა.შ ამით ვცდილობდი გამეხალისებინა ისინი ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში ამიტომ მათ ვეობნებოდი სამოტივაციო სიტყვებს „შენ შეგიძლია“ „მე მჯერა შენი“ „შენ ყველაფერს შეძლებ“ და არაჩვეულებრივ შედეგს ვიღებდი. მანანა შველიძე: სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვი, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი როგორც მასწავლებლის აზრით რას ფიქრობთ, როდესაც მშობელთა კრებაზე ერთი ბავშვის შეფასება ხდება სხვა მშობლების თანდასწრებით მიგაჩნიათ თუ არა ეს ყველაფერი დაუშვებლად? – ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია. შეიძლება ილაპარაკო უშუალოდ კლასზე და საერთო თემებზე, თუმცა ერთი კონკრეტული ბავშვის შეფასება სხვების თანდასწარებით არ მიმაჩნია სწორად. მე შევესწარი ერთხელ სიტუაციას, როდესაც მშობლის გაღიმებული სახე უცებ ჩამქრალა, როდესაც სხვების თანდასწრებით საკუთარ შვილზე ცუდს ეუბნებოდნენ. შვილი მშობლისთვის უდიდესი საჩუქარია და უდიდესი ტკივილია ამიტომ ჩემი აზრით არასდროს არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ქმედებები მშობელთა კრებაზე. საჭიროა მიდგომა მშობელთან თუ როგორ უთხრა მისი შვილის უარყოფითი თვისებები რა თქმა უნდა ცალკე მშობელთა კრების გარეშე. – თქვენი აზრით ღირს თუ არა მასწავლებლად ყოფნა? – მასწავლებლად ყოფნა ღირს, რადგან ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომა მე არ მეგულება ისეთი პროფესია, რომელსაც ასეთი შრომა სჭირდება, როგორც მასწავლებელს. დასაფასებელია, როდესაც შენ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ მიაქვს შენგან მიღებული ცოდნა, სიყვარული, როდესაც შენ ხედავ რომ მასში ბევრი რაღაც ჩადე აი ამის გამო ღირს ცხოვრება, როდესაც დაინახავ შენ ხელწერას ამ ბავშვში. შესაბამისად ვფიქრობ რომ მასწავლებლობა ღირს. – რა სასწავლო სტრატეგიას იყენებთ ბავშვებისთვის სწავლის მისაღებად? – 33 წელია სკოლაში ვმუშაობა მასწავლებლად და ყველა სასწავლო სტრატეგია გამომიყენებია რაც შემოუთავეზებია სკოლას და ხანდახან ჩემი ინიციატივითაც ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ყველა სასწავლო სტრატეგია გარკვეული დოზით კარგია, თუმცა საჭიროა ამის სწრაფი ცვლა, რადგან მოსწავლეებს სულ ერთი სტრატეგიით სწავლა ბეზრდებათ. მე ყოველთვის ვაკეთებდი გადარბენას ანუ გონებრივ იერიშს ბავშვებში რაც ძალიან მოსწონდათ, რადგან მთელი კლასი ჩართული იყო ამაში, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ვცვლიდი და სხვა სტრატეგიას ვიყენებდი რაც ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის. სასწავლო სტრატეგიები კარგია თუ ცვლი სისტემატიურად და ჩართული ახალი ყველა ახალი სტრატეგიის გამოყენებასა და განხილვაში. – თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი რომ მოსწავლე ხშირად არ ამჟღავნებს ინტერესს კონკრეტული საგნის მიმართ და რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში მასწავლებელმა? – ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი არის ოჯახი, რომელიც ბავშვს უწყვიტავს მომავალს და ეობნება ექიმი უნდა გამოხვიდეო ამ შემთხვევაში ბავშვი არ ისწავლის სხვა საგნებს ისეთი ინტერესით როგორც ბიოლოგიას ან ქიმიას. ამის მიზეზი მასწავლებელიც შეიძლება იყოს, რადგან ვერ ატარებდეს გაკვეთილს ისე, რომ ამით ბავშვი დააინტერესოს ან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვი ჩამორჩა რაღაც საფეხურზე და ვეღარ ახერხებს გაგრძელებას რადგან შეიძლება გაუჭირდეს გამოტოვებული მასალის გარეშე.მე ვნანობ ყოველთვის იმას რომ ბავშვი დაბალი ქულით შემიფასებია, რადგან მე არ ვიცოდი რა პრობლემა შეიძლება ქონოდა მას და რის გამო ვერ შეძლო გარკვეული მასალის მომზადება. – თქვენი აზრით რას აძლევს სკოლა ბავშვს გარდა განათლებისა? – სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვის, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი აზრით ონლაინ სწავლების პერიოდში მიიღო თუ არა ბავშვმა ის განათლება რასაც მიიღებდა საკლასო ოთახში სწავლის პერიოდში? – ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩემთვის იყო კატასტროფა რადგან ვერ ვხედავდი ბავშვებს და მიჭირდა გაკვეთილის ჩატარება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად დადებითიც იყო მაგალითად მე შემეძლოს უფრო ფართოდ მიმეწოდებინა მასალა ბავშვებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. უფრო კარგად ვმუშაობდით რუკებზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი, რადგან თუ მას სწავლა სურს ის ონლაინაც ისწავლის. მოტივაციას აქვს დიდი მნიშვნელობა გინდა ისწავლი და თუ არ გინდა ვერ ისწავლი.   მასალის ავტორი: გიორგი ერაძე  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

წლებია გლდანის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს უჩივის და მისგან გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. ამ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, გლდანის ნაგავსაყრელზე სამშენებლო მასალები და ტოქსიკური ნარჩენები იწვის. მეორე ვერსიით არსებობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აგროვებს და წვავს საბურავებს, რომლის შედეგად მიღებულ ნარჩენს ჯართში აბარებს. საბურავების წვის პროცესში გამოყოფილი სუნი კი მთელს გლდანში ვრცელდება. გლდანის ნაგავსაყრელი კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზეა მთასავით ამობურცული, რომელიც ამჟამად შემოღობილია. ამ ნაგავსაყრელიდან გავრცელებული მძაფრი სუნი განსაკუთრებით შესამჩნევია სიცხის დროს, ზაფხულში. მიზეზი შესაძლოა სამშენებლო ან მეტალოპლასტმასის მასალები იყოს, რომლებსაც მაღალ ტემპერატურასა და უნალექობაში ცეცხლი მარტივად უჩნდება. დიდი ნაგვის გორების გამო რთულია, სახანძრო მანქანა ტერიტორიაზე შევიდეს. საბოლოოდ კი, თავისით უნდა ჩაქვრეს. სალომე ცეცხლაძე, მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად, დაახლოებით 4 წლის წინ გლდანში, მეხუთე მოკრორაიონში გადავიდა საცხოვრებლად. აქ დასახლებიდან მალევე ისინი ისე შეწუხდნენ უსიამოვნო სუნით, რომ ნაგავსაყრელი მოინახულეს, რომელიც მათი კორპუსიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს. სალომე და მისი მეუღლე, თაზო კუპრეიშვილი, რომელიც „ნეტგაზეთის“ რედაქტორია, საკითხით სიღრმისეულად დაინტერესდნენ. „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა მასალა აღნიშნულ პრობლემაზე, ახალგაზრდა წყვილმა დააორგანიზა აქცია და რამდენჯერმე მიმართეს გლდანის მაჟორიტარს – კონსტანტინე ზარნაძეს. სალომე ცეცხლაძე: „წინასაარჩევნო პერიოდში, კოტე დადიოდა და ამბობდა, რომ პრობლემა მოვაგვარეთ და ნაგავსაყრელი შემოვღობეთო. რა თქმა უნდა, მე არაფერს არ ვუკარგავ. გააკეთეს ძალიან ბევრი კარგი პარკი, სავაჭრო სივრცე, მაგრამ პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ეს არ იყო სისტემური მიდგომა. მაჟორიტარის თქმით უნდა შემოეღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებდა პრობლემას, თუმცა ეს კანონი ჯერ არ გვინახავს. ამ ეტაპზე არსებობს იდეა, რომ ვიჩივლოთ სასამართლოში. ადამიანის უფლებაა ცხოვრობდეს უსაფრთხო გარემოში და იქნებ სასამართლოს გზით მაინც მივიღოთ პასუხები, იმაზე თუ რას აპირებს სახელწმიფო. ახლა ვართ, მხოლოდ კვლევის ეტაპზე და ვაგროვებთ მასალას თუ ვის მივმართოთ სამომავლოდ“. მოსახლეობა პროტესტს, სოციალურ ქსელშიც აქტიურად გამოხატავს. საზოგადოებისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რამდენად მომწამლავია დაბინძურებული ჰაერი და რა არის რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი. სალომე ცეცხლაძე: „ჩვენი პრიორიტეტი საცხოვრებელი უბნის არჩევის დროს იყო მეტი საბავშვო სივრცე, სიმწვანე და სიმშვიდე. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით ადგილას სადაც ჰაერიც კი არ არის სუფთა. ამ ზაფხულს, აივნის კარი, ღამით ღია გვქონდა. გამთენიისას ძალიან მძაფრმა სუნმა გამაღვიძა, ვერც კი აღვწერ ისეთი საშინელი სუნი იყო. გვერდით 2 წლის შვილს ეძინა და მართლა არ ვიცოდი რა მექნა. რთულია, როცა 2 წლის ბავშვი გიწევს გვერდით და იცი, რომ ამას სუნთქავს. ამ დროს, რა უნდა ქნა?! ძალიან უსუსური ხარ. შეიძლება ბავშვს რაღაც აუკრძალო, აქ არ მიხვიდე, აქ არ ითამაშო, ეს არ გააკეთო და ა.შ მაგრამ არ ისუნთქოო, ხომ ვერ ეტყვი! მახსოვს, უცბად წამოვხტი, კარი დავკეტე და ვითომ თავის დაცვის მექანიზმი მქონდა, მაგრამ ეს ჰაერი ხომ უკვე შიგნით იყო დაგროვებული… რას უზამ ამ ჰაერს?! უბრალოდ, ვერ შეაჩერებ“. გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ იცის ყველამ – გარემოს დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ თუ რაიონულმა გამგეობამ. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უწყებებში რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ცნობილია, რომ გლდანის ნაგავსაყრელზე გასულ წლებში გამოვლინდა საბურავების დაწვის 7 ფაქტი. რაიონულმა გამგეობამ, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ, მიაგნო კომპანიას, რომელიც წვავდა არა მხოლოდ საბურავებს, არამედ სამედიცინო ნარჩენებსაც. გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ინფორმაციით, შ.პ.ს. „ეკომედს“ კლინიკებთან და საავადმყოფოებთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რათა  არასაჭირო ანტიბიოტიკები თუ სხვა სამედიცინო ნარჩენები გაენადგურებინა, რომელთაც გარე წესით წვავდა. მისი თქმით, მუნიციპალურმა ინსპექცამ ეს კომპანია 25 000 ლარით დააჯარიმა და ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა. კონსტანტინე ზარნაძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ვიდეო ხაფანგები დამონტაჟდა, ხოლო კონკრეულ ადგილებში მიწა ისე ამოთხრესს, რომ უცხო მანქანებმა ნაგავსაყრელის გარკევულ ტერიტორიებამდე მისვლა ვერ შეძლონ.იგი  სამომავლოდ  გეგმავს, აიკრძალოს ე.წ „ვიაზანი“ მავთულის  ჩაბარება, რომელიც გამომწვარი საბურავის შედეგად მიიღება. კონსტანტინე ზარნაძე: „გლდანის შემოვლით გზაზე არსებობდა ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც 10 წელზე მეტია დაილუქა. ტერიტორიაზე, მიწისქვეშ 5-6 მეტრზე არის ძველი ნარჩენები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში ალდებოდა. დღესაც კი გლდანის ნაგავსაყრელზე იმდენი ნაგავია ჩამარხული, რომ შიდა წვები დღემდე მიმდინარეობს. მეც რომ ვიყავი ლოკაციაზე მისული, ძალიან ცუდი სუნი იდგა. რესპირატორის გარეშე გაჩერება რთული იყო… დამეწყო ყელის და ცხვირის საშინელი წვა.  ჩემი დიდი სურვილია, რომ ნაგავსაყრელი გადავიდეს გლდანიდან, თუმცა რომც გადავიდეს არსებული ნაგავი დარჩება, რისი      მოვლა-პატრონობაც გახდება პრობლემა.  აუცილებლად უნდა დაკონსერვდეს, მაგრამ თავისი ექსპლუატაციიდან გამომდინარე სწორად ვერ დააკონსერვებ“.  სახელმწიფო უწყებები გლდანში არ ზომავენ ჰაერის დაბინძურების დონეს. თუ მოქალაქეს აქვს სურვილი, შესაძლებელია მიმართოს უწყებას, რომელიც შეამოწმებს ჰაერის ხარისხს. ირინე ქურასბედიანი: „წლებია, რაც ეს სუნია, გასულ ზაფხულს კი განსაკუთრებით შემაწუხა. აგვისტოში დილის 4-5 საათზე აუტანელი სუნი მაღვიძებდა-ხოლმე. იმდენად ბინძური იყო ჰაერი, სუნთქვაც კი მიჭირდა. ისედაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ჩემს მდგომარეობაში ასეთ გარემოში ცხოვრება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ვფიქრობდი, საცხოვრებლის შეცვლასაც კი. მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ ჰაერს.  ვიმედოვნებ, რომ პრობლემაზე რეაგირება ახლა მაინც ექნებათ“.  სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოსთვის, აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თავჯდომარე, მანანა ქოჩლაძე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რასაც გლდანში არებულ ნაგავსაყელზე მიმდინარე პროცესები იწვევს. მანანა ქოჩლაძე: „როგორც ვიცით გლდანის ნაგავსაყრელი არის დახურული, სადაც ხდება აალება და მეთანის გაზის გამოყოფა. ეს არის მძიმე პრობლემა, რადგან მეთანი არის მომწამლავი გაზი. შესაბამისად, როდესაც ზაფხულში თვითაალება ხდება, იქმნება არა მხოლოდ ცუდი სუნი და დისკომფორტი, არამედ ეს ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთეობაზე. რეალური რისკები ჯერ არავის არ შეუსწავლია, არადა მოსახლეობა მუდმივად ჩივის თავის ტკივილებსა და უჰაერობაზე. პრევენციისთვის საჭიროა, რომ დაიწყონ მეთანის გამოყოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. თბილისში, რამდენიმე ავტომატურად ჰაერის მზომი დგას. სამწუხაროდ, გლდანში არ არის მსგავსი არაფერი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა რადგან არ ვიცით გლდანში რა ჰაერის ხარისხია“.   მასალის ავტორები: ანი აბუსერიძე, თიკა სიბოშვილი  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები     

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება. – მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა? – დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა. ამიტომ, რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო დიარჯის სისტემა, რითაც დააჯგუფა დიაგნოზები და, წინასწარი კვლევების საფუძველზე, ფასები ამ ჯგუფების მიხედვით დააწესა. – როგორია დიარჯი სისტემა საქართველოში? – რომ გითხრათ მოქნილია-მეთქი, არ იქნება მართალი. აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. – თუ შეგიძლიათ, გვითხრათ ეს დადებითი და უარყოფითი მხარეები – საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში აქამდე გარკვეული სახის მომსახურებებს სხვადასხვა კლინიკა სხვადასხვა ფასში აწვდიდა მომხმარებელს. შეიძლებოდა, ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა ქალაქში ან, თუნდაც, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ყოფილიყო. პაციენტი ზედმეტი თანხის გადახდისგან თავს ვერ იცავდა. ამას ემატება რიგი მომსახურებები, მაგალითად, ექიმის ჰონორარი, ან VIP პალატა – რომლის ფასსაც კლინიკა თვითონ ადგენდა და, შეიძლებოდა, პაციენტის ნების გარეშეც დაემატებინა მისთვის ეს ხარჯი. დიარჯის შემოსვლის შემდეგ, კლინიკები ვალდებულები არიან, პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა გადაახდევინონ, რასაც პროგრამა მიუთითებს. ზედმეტის გადახდა გამოირიცხა. ეს ამ სისტემის დადებითი მხარეა. თან, მთელ საქართველოში, ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასია. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, დიარჯის სისტემის შემოსვლამდე იყო რიგი დაავადებები და დიაგნოზები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებდა, თავისი დაწესებული ტარიფის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ასე აღარ არის. ყველა პაციენტს – რა დიაგნოზითაც არ უნდა მოხვდეს კლინიკაში – გარკვეული პროცენტული თანაგადახდა მაინც უწევს. გამოდის, რომ თუ პაციენტი სოციალურად დაუცველი ან ვეტერანი არაა, ყველა შემთხვევაში იხდის ფულს, 10, 20 ან 30 პროცენტს, ზოგ დიაგნოზზე კი თანაგადახდები 1000 ლარს სცდება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომელთა ჰოსპიტალიზაციის რისკი მაღალია და უფრო ხშირადაც ხვდებიან კლინიკაში, ძალიან უჭირთ ამხელა თანხის გადახდა. მით უმეტეს, იციან, რომ აქამდე არ იხდიდნენ. ცუდი, ასევე, არის ის, რომ კლინიკებმა წინასწარ არ იციან, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს პაციენტს, სანამ მისი გაწერის დღე არ დადგება და შემთხვევა პორტალზე არ დაიხურება. შემდეგ ეს პორტალი წერს გადასახდელ თანხას, რაც პაციენტებში დიდ აგრესიას იწვევს. – თქვენი აზრით, მზად იყო თუ არა ქვეყანა ამ გამოწვევისთვის? – ჩემი აზრით, ქვეყანა კი იყო მზად – მოსახლეობაც და კლინიკებიც სიახლეებს მარტივად მივიღებდით – მაგრამ თვითონ სისტემა არ იყო კარგად მომზადებული. ჩემი აზრით, წინასწარ კვლევები უნდა ჩაეტარებინათ; პროგრამის ჩაშვებამდე ბევრ რამეს უნდა დაკვირვებოდნენ; კონსულტაციები გაევლოთ კლინიკებთანაც, ექიმებთან და მოსახლეობასთანაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ახლა ყველა ერთად ვსწავლობთ და, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ ორივე მხარე, რის შედეგებსაც დრო გვაჩვენებს. – დიარჯი სისტემისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისია მსოფლიო გაიდლაინით გათვალისწინებული მკურნალობისთვის? – რიგ შემთხვევაში – კი და რიგ შემთხვევაში – არა. გარკვეული კუთხით, ეს კლინიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, რომელიმე კლინიკამ იმდენად მოინდომოს ტარიფში ჩატევა, რომ ხარისხი საგრძნობლად შეამციროს – რაც აუცილებლად აზარალებს პაციენტს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ყველაფერი გაუკეთო პაციენტს და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა არაფერში გეყოს. არის დიაგნოზები, რომლებშიც არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც სამკურნალოდ არის საჭირო; მაგრამ ბევრი მძიმე დიაგნოზია, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ. როცა პაციენტის მდგომარეობა რთულდება და ტარიფი საკმარისი აღარ არის. – რას ურჩევდით მოსახლეობას ამ სისტემასთან დაკავშირებით? – ვურჩევდი, რომ უფრო მეტად გაერკვიონ დაფინანსებებში, კლინიკაში შესვლისთანავე. პაციენტები, რომლებიც უკვე საპენსიო ასაკში ან შშმ პირები არიან (რომელთაც, ასე თუ ისე, დიდი თანხების გადახდა უწევთ), კარგი იქნება, კერძო დაზღვევითაც თუ ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში, კერძო დაზღვევა თავის თავზე აიღებს იმ დაფინანსებას, რაც პაციენტს თავისი ჯიბიდან უნდა გადაეხადა.   მასალის ავტორი: ნინო ჯინჭარაძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი

სწავლა თუ მუშაობა? – საქართველოში ამ დილემის წინაშე უამრავი სტუდენტი დგას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სტუდენტებზე მორგებული სამსახურები, ადეკვატური ანაზღაურებით, სადაც ისინი მუშაობის პარალელურად, სრულფასოვანი განათლების მიღებასაც შეძლებენ. გაძვირებული ბინებისა და პროდუქტებზე მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, სტუდენტების უმრავლესობას, სწავლის პარალელურად, მუშაობა უწევს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტებზე მორგებული სამსახურები და როგორ უთავსებენ სასწავლო გრაფიკს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, საქართველოში სწავლისა და სამსახურის შეთავსება თითქმის შეუძლებელია, რასაც, საბოლოოდ, ლექცია-სემინარების გაცდენამდე და არასახარბიელო აკადემიურ მოსწრებამდე მივყავართ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, 20-24 წლის (სტუდენტური ასაკის) ადამიანთა უმუშევრობის დონე 41%-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (38.3%) მაღალია. სტუდენტებისთვის ნაკლებად მოიძებნება ანაზღაურებადი სამსახური, სადაც ისინი პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ. დიდი კომპანიები, მაღალი ანაზღაურებით, არ იღებენ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს. ის ერთეული კომპანიები კი, რომლებიც თანხმდებიან ამგვარ ხელშეკრულებას, კარგი ხელფასებით არ გამოირჩევიან. ამიტომ, მათ უმეტესობას დასაქმება მომსახურების სფეროში უწევს, რაც, ძირითადად, კაფე-ბარებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ობიექტებს, სავაჭრო ქსელებსა და ონლაინკაზინოებს მოიცავს. ეს კი იმდენად დიდ ძალისხმევას საჭიროებს, რომ ხშირად სტუდენტებს სწავლისთვის ენერგია აღარ რჩებათ. სწორედ ამ მიზეზით, მაგისტრატურის სტუდენტმა ქეთევან მოსიავამ სწავლის პერიოდში მუშაობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ქეთევან მოსიავა: „როცა სტუდენტი ხარ და ეძებ სამსახურს, ცდილობ ისეთი სამსახური იპოვო, რომელთანაც მარტივად შეათავსებ სწავლასა და ლექციებზე სიარულს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სამსახურის მერე, დავალებების შესასრულებლად ენერგია დაგრჩეს. ძირითადად, ბაზარზე სამუშაოები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან მოთხოვნადია, მომსახურების სფეროშია. რაც დაბალანაზღაურებადია და იქ გაწეული შრომის სანაცვლოდ, ვერ იღებ შესაბამის ანაზღაურებას. ბოლოს იღებ გადაწყვეტილებას, რომ სწავლის პერიოდში უარი თქვა სამსახურზე და ცოტა ხანს გაიჭირვო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა”.  ბოლო კვლევა, რომელიც სტუდენტების დასაქმების საკითხს ეხება, 2019 წელს ჩატარდა, კოვიდ-პანდემიამდე. მას შემდეგ ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლით არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები მუშახელის ნაკლებობაზე აქტიურად საუბრობენ. პროფესიული კავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ამ სფეროს შესწავლისთვის, 2019 წელს, სუპერმარკეტების ქსელში  კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნულ სექტორში, დასაქმებულთა უმრავლესობა (93%) ახალგაზრდა იყო (18-30 წელი) და მათი დიდი ნაწილი – სტუდენტი. ქსელებში დასაქმებულებს ყოველკვირეულად 50-60 საათი უწევდათ მუშაობა. ამ სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა კი, დაახლოებით, 360 ლარი იყო. ნუცა გორდაძე მეორე კურსიდან ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში კონსულტანტად მუშაობდა, თუმცა სამსახურის სწავლასთან შეთავსება ვერ მოახერხა და ამის გამო, აკადემიური სემესტრის აღება გადაწყვიტა. ნუცა გორდაძე: „კვირაში, დაახლოებით, 48 საათს ვმუშაობდი, რის გამოც, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას. პრობლემა იყო ყოველდღიურად თანამშრომლის რამდენიმე საათით გათავისუფლება და უნივერსიტეტში მხოლოდ გამოცდების დროს მივდიოდი. ეს სამსახური იმ დროს ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წარმოადგენდა და მასზე უარს ვერ ვიტყოდი, ამის გამო, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჩემთვის გარდაუვალი იყო“. მაგდა ჯიქია იმ სტუდენტთა რიცხს განეკუთვნება, რომელთათვისაც ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ერთ-ერთ კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობს, რის გამოც ლექცია-სემინარებზე დასწრებას თითქმის ვერ ახერხებს. მაგდა ჯიქია: „სწავლისა და მუშაობის შეთავსება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. საკმაოდ რთულია, იყო წარმატებული სტუდენტი, როდესაც კვირაში 5 დღის განმავლობაში 8 და ხანდახან 12 საათს მუშაობ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ნახევარგანაკვეთური სამსახური, რომელიც გაძლევს იმ პირობებსა და ანაზღაურებას, რაც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის გვჭირდება, ამიტომ, მე არჩევანის გაკეთება წარჩინებულ სტუდენტობასა და ფინანსურ კეთილდღეობას შორის მომიწია. ყველა საგნის ჩაბარება საკმაოდ დაბალ ქულაზე მიწევს, რადგან ხშირად ლექცია-სემინარებს ვერ ვესწრები. კარგად თუ ცუდად მაინც ვახერხებ კუთვნილი კრედიტების მიღებას, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ლექტორისთვის გაუგებარი იყო ჩემი მდგომარეობა და ძალიან ცუდი გარემო შეუქმნია ჩემთვის, იმიტომ რომ მის ლექცია-სემინარებს ვაცდენდი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებებს მაინც ვასრულებდი.“ შედარებით მაღალი ანაზღაურება და მოქნილი გრაფიკია „ევოლუშენ გეიმინგში“ (ონლაინკაზინო), რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია საქართველოში. იქ დაახლოებით 6000-მდე ადამიანი მუშაობს და მათი ძირითადი ნაწილი, სტუდენტები არიან. თუმცა თამაშის წამყვანად მუშაობა დიდ სტრესსთან არის დაკავშირებული, რასაც ყველა ვერ უმკლავდება. ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია მაგისტრატურის სტუდენტი ქეთი პავლიაშვილი, რომელიც კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მისი თქმით, ძალიან უნდა თავისი პროფესიით დასაქმება და გამოცდილების დაგროვება, თუმცა რაკი ასეთი სამსახური ვერ იპოვა, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის „ევოლუშენში“ დაიწყო მუშაობა. IPM-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების ძირითად მიზეზად შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება (73.8%) სახელდება, 43.5%-ს კი მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის მიზნით უწევს. საინტერესოა, როგორ ეხმარება უნივერსიტეტი სტუდენტებს შრომის ბაზარზე პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და დასაქმებაში. ამის გასარკვევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი გრიგოლაშვილს დავუკავშირდი: გიორგი გრიგოლაშვილი: ”როდესაც პროგრამა გადის აკრედიტაციას, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია და ინფორმაციის შეჯერება არამხოლოდ დამსაქმებლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან. ისინი იღებენ კვლევაში მონაწილეობას, რისი შედეგების მიხედვითაც დგება თითოეული პროგრამის სილაბუსი. ჩვენი მხრიდან, სტუდენტებს ყოველთვის ეგზავნებათ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავისი პროფესიით იყვნენ დასაქმებულები და არა ისეთით, რომელიც აკადემიურ კვალიფიკაციას არ ითხოვს“. სტუდენტები, უმეტესწილად, კვირაში 48 სააათზე მეტ დროს უთმობენ  სამუშაოს, რაც პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე და შემდგომში უკვე ქვეყანაში კვალიფიციური კადრების არარსებობაზე. მიუხედავად ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებისა, რეალობა ერთია, სტუდენტების უმრავლესობა დილემის წინაშე დგას – კარგად ისწავლოს და არ ჰქონდეს სამსახური, სადაც შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას საკუთარი პროფესიით შეძლებს, თუ იმუშაოს მომსახურების სფეროში და სწავლას სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმოს. რადგან დღევანდელი მონაცემებით, ორივეს ერთად შეთავსება, თითქმის, წარმოუდგენელია.   მასალის ავტორი: სოფო კედელაშვილი IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი  

მუხრან ფუტკარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში. მან, 2010 წელს დაასრულა საშუალო სკოლა, 2014 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2016 წელს სდასუში დაამთავრა მაგისტრატურა იმავე განხრით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. არ იმყოფება ქორწინებაში.   – რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ სამართალდამცავის პოზიციაზე? – 2017 წლიდან ვმუშაობ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მაქვს 5 წლის გამოცდილება. – როგორ გრძნობაა, როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავ? – ეს პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე სიამაყეა როდესაც მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ეს სისტემატიურად ხდება, ანუ ერთჯერადი ხასიათი არა აქვს. – როგორია გამომძიებლის ერთი დღე მოკლედ რომ აგვიხსნათ? – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლიციის თანამშრომლის ყოველი დღე არის განსხვავებული, რადგანაც ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებებთან გვიწევს ურთიერთობა, ეს იქნება დამნაშავე თუ დაზარალებული, ყველასთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითხოვს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. – მოგვიყევით საინტერესო ამბავი რაც სამუშაოს პროცესში გადაგხდენიათ? – მოკლედ, შეტყობინება შემოვიდა , რომ მოქალაქე ველოსიპედით მდინარეში ჩავარდა, თანამშრომელთან ერთად გავედით შემთხვევის ადგილზე, ისეთი ვითარება დაგვხდა, რომ მოქალაქე იხრჩობოდა, გამოძახებული იყო სამაშველო დეპარტამენტი, მაგრამ აშკარად ჩანდა თუ სამაშველოს დაველოდებოდით, მოქალაქე დაიხრჩობოდა, ჩემმა თანამშრომელმა ზ,რ თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად ჩავიდა მდინარეში და მოქალაქე გადაარჩინა დახრჩობას. – გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებაში იცვლება ან ყალიბდება თუ არა გარკვეული სტრატეგიები? – დროის გასვლასთან და გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად იხვეწება კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები, შესაბამისად ყალიბდება გარკვეული სტრატეგიები სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებაში რაც ძალიან ეფექტურია. – საქსტატის მონაცემებით სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობას თუ დავაკვირდებით 2016 წლიდან 2021 წლამდე საგრძნობლად მომატებულია კრიმინალი, თქვენი აზრით რის შედეგი შეიძლება იყოს ეს? – ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გასცეს ანალიტიკურმა სამსახურმა რომელიც ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებს, შესაბამისად კვალიფიციურ პასუხს ეს სამსახური გაგცემთ. ჩვენს მუშაობის რეჟიმს რაც შეეხება დიდი ცვლილება მე არ მიგრძვნია. – ასევე საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტი დანაშაული 2019 წელს არის დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? – ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და შესაბამისად პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. – თქვენ როგორც სამართალდამცავი პირი თქვენი გადმოსახედიდან წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ არა კრიმინალთან ბრძოლა? – დროის გასვლასთან ერთად იზრდება დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება შესაბამისად კიდევ უფრო ეფექტური ხდება პოლიციის მიერ გატარებული ღონისიებები კრიმინალთან ბრძოლაში. – კანონის ცვლილების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას შეცვლიდით კანონმდებლობაში, კრიმინალის შემცირების მიზნით? – კრიმინალთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობა, სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რიგ შემთხვევებში თუ გავამკაცრებთ, მოქალაქეს ეს უფრო დაეხმარება მისი ქმედების სათანადო შეფასებაში და შემდგომში მივიღებთ უფრო კანონმორჩილ მოქალაქეებს. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოსაფხვრელად თუ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ სამართალდამრღვევის დაჯარიმებით  და საერთოდ ავუკრალავთ ავტომობილის მართვას, ამას ექნება პრევენციული ხასიათი და საბოლოო ჯამში კარგი შედეგიც მოყვება. საუბარია ალკოჰოლური და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მიმართ.   – თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები? – ბევრი დადებითის თქმა შეიძლება აქედან შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ხარ და იცავ შენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელ გეწიფება თანამოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა რაც საამაყოა უარყოფითი ის არის რომ როცა ასრულებ სამსახუროებრივ მოვალეობას, ოჯახის წევრები აცნობიერებენ საფრთხეს, შეგვიძლია გავიხსენოთ საგარეჯოს შემთხვევა ,სადაც ერთერთი პოლიციის თანამშრომელი გმირულად შეეწირა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, მსგავსი მაგალითები რა თქმა უნდა ბევრია. – თქვენ რომ ყოფილიყავით სამინისტროს ხელმძღვანელი თუ შეცვლიდით რამეს? – ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისად არსებული დინამიკა მოწონებას იმსახურებს და არაფერს არ შევცვლიდი. – საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისას დიდ რისკზე მიდიხართ ხოლმე, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ ამისთვის – ყველა პოლიციელი გადის სათანადო მომზადების კურსს, სადაც ცხადია მოისაზრება ფსიქოლოგიური მომზადება, შესაბამისად ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, შეიძლება ვთქვათ რომ სამართალდამცავი პირები და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვართ ყოველგვარ სიტუაციაში უზრუნველვყოთ, როგორც ჩვენი ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება. – რა სახის გადამზადებები გაქვთ ხოლმე თქვენს თანამშრომლებს და რა პერიოდულობით იმისათვის რომ ყოველთვის მზად იყოთ მოვალეობების შესასრულებლად? – პოლიციის აკადემიაში, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ხდება პოლიციის თანამშრომლების გადამზადება თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად, რაც გვაძლევს იმის რესურსს და გვეხმარება იმაში რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი.   მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი

გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან  დაეწყო.   – კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარე არ გვინახავს? – კოდორის ხეობა იყო ულამაზესი, ირგვლივ უზარმაზარი ხეებით შემორტყმული ადგილი. ყინულივით ცივი მდინარე კოდორი მოედინებოდა, ყველას ეზოში ყვავილები ყვაოდა. ჩემი ეზოც გამოირჩეოდა მოკლედ გაკრეჭილი ბალახით, ყველა კუთხეში  ყვავილებით, გარშემო უზარმაზარი ბაღებით, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. ყველას ჰყავდა საქონელი და ფრინველი, არავის არ უჭირდა. ყიდვა არც გვჭირდებოდა, ყველას ყველაფერი გვქონდა. მე 6 შვილი მყავს და როცა თბილისში წავიდნენ, ექვსივეს ვუგზავნიდი ნობათს – ყველს , ხორცს და ა.შ. ხალხიც საუკეთესო ცხოვრობდა, დიდებული და ერთმანეთის მოსიყვარულე. შრომა და ჯაფა არავის არ ეზარებოდა. რაც მთავარია, მოთმინება ჰქონდათ, რათა ჰქონოდათ ყველაფერი რაც  ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ. ყველას ჩვენი ნაშრომი გვქონდა ოჯახებში. – როგორც ახსენეთ, 6 შვილი გყავთ. როგორ ანაწილებდით დროს შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს შორის? – ბავშვები ისე გავზარდე, რომ არც ერთ წამს არ ვაცდენდი უშრომელად. დღისით  მეც და ჩემი მეუღლეც  მიწასთან ვმუშაობდით, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, საქონელს ვუვლიდი, ყველს და სხვა  რძის პროდუქტს ვამზადებდი და ღამე გვიან ვიწყებდი ბავშვების ტანისამოსის მოწესრიგებას. შეიძლებოდა, დამთენებოდა, თუმცა, შვილებს მოუწესრიგებლად არასდროს არ გავუშვებდი სკოლაში. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გვერდში დამიდგნენ და მეხმარებოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა განაწილებული. დროს ფუჭად არ ვკარგავდი და ამიტომ არც არასდროს გვიჭირდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საკვები და ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდებოდა.. – იძულებით გადაადგილების შემდეგ როგორ მოახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია? – კოდორის ხეობის დატოვება ძალიან გაგვიძნელდა. რაც ნამუშევარი გვქონდა, ყველაფერი ასე უბრალოდ დავტოვეთ. სახლი, შინაური ცხოველები, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, ამდენი წლის ნაგროვები, დავტოვეთ და ორი ჩანთა ტანსაცმლით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მე კიდევ ძლიერად ვიყავი, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა.  მახსოვს, არაფერი არ იყო ხელმოსაჭიდი, ყველა უკან ვიხედებოდით და ცრემლები გვახრჩობდა. რა უნდა გვექნა, მეტი გზა არ იყო. აქ ჩამოსულს ის მამხნევებდა და გულს ის მიკეთებდა, რომ შვილები ახლოს მყავდნენ, სითბოს არ მაკლებდნენ. ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს. მხნედ ვარ და ვცდილობ, ისეთი გზები გამოვნახო, რაც ცოტათი მაინც დამაახლოებს სვანეთთან. არ ვივიწყებ ტრადიციებს, რასაც სვანეთში ვასრულებდი. ჩემი მეუღლე ჩამოსვლიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, ის სვანური წეს-ჩვეულება, რაც  გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სრულდება, მუდმივი იყოს და ჩემი მეუღლის სულისთვის საცხონებელი. გულიკო ქალდანი: მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ. – სვანური კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია. მინდა, გკითხოთ, რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ – – ტრადიციები მრავალფეროვანი გვაქვს. ყველაზე მეტად გვიყვარს  „ლიფაანალი“  – ასე ჰქვია სვანურად. ვითომ, სულები შემოდიან სახლში, სამარხო სუფრას ვუწყობთ 18 იანვარს, რადგან მარხვაა. რაც კი ოჯახში პროდუქტი გვაქვს, ყველაფრით ვაკეთებთ საკურთხის სუფრას. მეორე დღეს ხსნილდება და არასამარხვო საჭმელსაც ვამატებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზოგჯერ 1 კვირა, ზოგჯერ 3-4 დღე. 18 რიცხვის მომდევნო ორშაბათს კი სულებს სახლიდან ვაცილებთ და ამ დღესაც ვამზადებთ საკურთხს. რაც რამე გვაქვს, ყველაფერს ვუმზადებთ და ვუშვებთ სახლიდან. ვიცით განსხვავებული ლოცვები სვანურ ენაზე, ვიცით საკლავის შეწირვა, „სეფისკვერის დაცხობა“და ა.შ – როგორც ვიცი სვანეთში, დიდ ყურადღებას ანიჭებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ლოცვას და განსხვავებული წეს-ჩვეულებები გაქვთ. როგორ ხდება ეს თქვენს ოჯახში? – როცა ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, დაკრძალვის მერე, მე-9 დღეს „პირის გახსნას“ ვეძახით და საკლავს ვკლავთ, მთელ სოფელს ვეპატიჟებით. იმის შემდეგ, ყოველ შაბათს, 40 დღის განმავლობაში სუფრას ვამზადებთ და სასაფლაოზე მიგვაქვს. ვაკურთხებინებთ და ვლოცულობთ სულის საცხონებლად. 40 დღის შემდეგ კი ყოველთვის საკურთხს ვუკეთებთ და ეს ერთგვარად ჩემს ოჯახში ყოველთვის ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები იკრიბებიან. ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემთან მოდის და ერთად ვაკეთებთ საკურთხს. ვფიქრობ, ერთმანეთის ნახვით ჩვენი გარდაცვლილიც ხარობს და ჭირის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების მაგალითიც არის ეს წესი. – რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იძულებით გადაადგილებული პირია? მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ.   ინტერვიუს ავტორი: ანანო სამხარაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი      

მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის. – კაბუ, რომ არა მსახიობი და რეპერი, ვინ იქნებოდი დღეს? – აზრზზე არ ვარ, ალბათ, ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი. – ბევრმა არ იცის – ბავშვობაში ჭიდაობაზე დადიოდი. რამ შეგიშალა ხელი, სპორტს გაჰყოლოდი? – ჩემს წონაში ვერავინ ნახეს ჩემხელა. 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ვჭიდაობდი მესამე კლასელი ბავშვი და მჩაგრავდნენ. თან, არც მოსწონდათ უფროს სპორტსმენებს, როცა ხედავდნენ, რომ პატარა მძიმე ბავშვს ეჭიდავებოდნენ. ბოლოს, ვიღაც ბავშვმა ჭიდაობის დროს შემაგინა, ჰოდა, მე და ჩემმა კლასელმა მთელი დარბაზი ვცემეთ.  მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს. მწვრთნელმა უთხრა, ნახეთ, რას დაამსგავსა ბავშვები, ამას გავაგდებთო. რას გამაგდებთ, ამათთან როგორ ვიჭიდავებ-მეთქი – ეს იყო ჩემი რეაქცია, რის გამოც მამა ჩამეხუტა და მაკოცა. შემდეგ ცხენოსნობაზე ვიარე. – მაშინ, როდესაც  ტელევიზიაში გამოჩენა ბევრის ოცნება იყო, შენ პოპულარობის ზენიტში იყავი. შეინარჩუნე, რასაც მაშინ მიაღწიე? – მაშინ მივაღწიე იმას, რომ ადამიანებმა გამიცნეს. შემდეგ ხალხს შევუყვარდი და ამან ძალიან გამახარა. ბოლოს მაგას უფრო მივაწექი, ვიდრე იმას, რომ მე კაბუ ვარ. ადამიანს რომ უყვახარ, ყველაზე დიდი ჰონორარი ეგ არის. ჰონორარი არ გაწყენს, მაგრამ მთავარი ხალხის სიყვარულია. ხანდახან, როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ჩემს მეორე მე-ს ვეკითხები, რა გაგიკეთებია-მეთქი, მეორე მე მეუბნება, რა არ გაგიკეთებია, ნახე, რამდენ ხალხს უყვარხარო (იცინის). მახარებს ეს ამბავი, ესაა ჩემი მთავარი მიღწევა და ის, რაც შევინარჩუნე. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ხალხის ტაში კარგია, მაგრამ პატარა ბიჭი არ ვარო… შენს შემთხვევაში, სად დამთავრდა ენთუზიაზმი? – როცა მივხვდი რომ ტაში აღარ მიმიყვანდა სახლში, მანდ მქონდა დიდი პროტესტი იმის გამო, რომ მსახიობს ფული არ აქვს. – კაბუ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდი, სადაც დედის დაბადების დღეს გაიპარე. რამ გადაგაწყვეტინა? – უბნელებმა ვთქვით, წავიდეთო და ასე წავედით ომში. მხედრიონს მივყვებოდით, დაგვაგვიანდა. იმ რეისს უნდა გავყოლოდით, რომელი თვითმფრინავიც ააფეთქეს, უბრალოდ დაგვაგვიანდა.  გავიგე, რომ იპოდრომზე იყო დისლოკაციის ადგილი. არ უყომანიათ ბევრი, იარაღი მომცეს, რომლის გამოყენება წესიერად არც კი ვიცოდი და მეორეკურსელი წავედი ომში. მეცვა ჯინსები, „ინსპექტორები“, ბენდენა და „ქამელეონი“ მეკეთა. მაგრად მახსოვს, შავი მაიკა და თხელი კურტკა მეცვა. ეზოში ვმოძრაობდი, ვიღაც ტიპი მოვიდა, სად იღებენ იარაღსო. ვკითხე სად ხარ ნაომარი-მეთქი და სანამ  ჩამოთვალა, მე გავიპარე (იცინის). ეს მებრძოლი აღმოჩნდა ჯონი, რომელმაც მთელი ბატალიონი გადაარჩინა. მაგარი ბიჭი იყო. როცა ჩაიცვა, დამბურძგლა. ბიჭებთან დავახლოვდი გზაში, ჯონიმ ვიღაცებზე მითხრა, მაგათ ნუ ენდობიო. კინდღში როცა შევედით და პირველი ყუმბარა გვესროლეს, მანდ მივხვდი, მართალი იყო ჯონი. ნახევარი გაიპარა. – მეუღლესთან – ანუკასთან დღემდე ცივილური ურთიერთობა გაქვს. რა არის ამის საიდუმლო? – ბავშვების თემაა, ალბათ. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ანუკა რაც წავიდა, იმის მერე კონფლიქტი არ გვქონია. თვითონაც კარგი გოგოა. იცის, რა შეიძლება და რა არა. ბავშვობაში რაც ვერ გამოვიჩინეთ, ახლა გამოვიჩინეთ და დავალაგეთ ურთიერთობა. – პოპულარობის დროს გაგიტაცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი? – გოგოებმა რომ გამიტაცეს, მაგას გულისხმობ? მაშინ 20 წლის ვიყავი, პირველი ალბომიც არ მქონდა გამოშვებული. მეგობარი გოგონა მყავდა და მასთან ერთად ვიყავი კლუბში. როცა სიმღერას მოვრჩი, გოგოები შემოვიდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი დეიდაშვილის ქორწილში მომეწონა და მითხრა, გარეთ წითელი ტაქსი გელოდებაო. გამოვედი და გოგოებმა მომიტაცეს.   ვუთხარი, რას აკეთებთ, გოგოსთან ერთად ვარ და ისიც წამოვა-მეთქი. წრე დავარტყით და ლალიჩკაც ჩაგვიხტა. წავედით და ისეთი გარყვნილობები ვნახე… ძაან გამთანგეს და ბოლოს გვერდზე ვიჯექი. არ მავიწყდება ის დღე. მაგრად გამისწორა. – საფრანგეთს შევეხოთ. ციხეში გატარებულმა დრომ თუ მოახდინა შენს ცხოვრებაში გარდატეხა? – რომ გითხრა, რაღაც შესამჩნევად შეცვალა-მეთქი, არა. ერთადერთი ის შეცვალა, რომ ენა ვისწავლე. ვვარჯიშობდი, კუნთები გამიჩნდა და იქაური სისტემა გავიცანი. ერთი მხრივ, რომ შევადაროთ რუსული და ფრანგული სისტემა, ეს ადვილია, თითქოს, მაგრამ ვიღაცებს ნანახი ჰქონდათ რუსული სისტემა და მაინც უჭირდათ. რადგან თუ ხარ ბოსი და პირამიდის თავში გაქვს ადგილი, უფრო პრივილეგირებული ხარ. იქ არიან ქართველები, რომლებიც 10 წელი სხედან სამარტოო საკანში. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ შვილებს ღირსეულ მამობას ვერ უწევ. ახლა, როცა აქ ხარ და უფრო მეტი დრო გაქვს, იმავე აზრზზე ხარ? – მაშინ მდგომარეობა მქონდა ისეთი, ფიზიკურად არ მინდოდა, დავენახე. ახლა კი არის მამა დალაგებული სახით, მაგრამ თვითონ არიან სხვა ასაკში. როცა ვეუბნები, მამიკო, აბა, რამე მომიყევი-მეთქი, მეუბნებიან, რა მოგიყვეო. მაინც ვერ მოვახერხე ის, რომ დამეძმაკაცებინა, მაინც აქვთ რაღაც ბარიერი და ვერ მივხვდი, საიდან მივიდე მათთან. ვხედავ, ბავშვიც კედელს ეხეთქება, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ვერ მივუდექი. მოვა მაგის დროც. უბრალოდ, მეშინია, ძალიან გვიანი არ იყოს. – ლევან წულაძესთან თავს დამნაშავედ თვლი? – თვითონ არ თვლის, ალბათ, რომ დამნაშავე ვარ. ერთადერთი, მხოლოდ იმაში მთვლის დამნაშავედ, რომ ჩემს თავს დავუშავე. წყინდა, რომ არასწორად ვექცეოდი ჩემს თავს. ლევანი არის ჩემი მასწავლებელიც და ყველაფერი. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. მე რომ დავიხვეწე, როგორც მსახიობი, ჭოლას და „სარდაფის“ დამსახურებაა. დიდი დრო გავატარე თეატრში. უფრო მსახიობად ვთვლი თავს, ვიდრე რეპერად. არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე გავხდი რეპერი. პოპკულტურა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ყვები, რა ხდება რეპში. ახლა მგონი ცოტაა პოეტი რეპერი, უფრო სხვანაირად განვითარდა რეპი. აბსოლუტურად განსხვავებულია. მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა. ახლა ფულზე, მანქანებზე და ქალებზე რეპავენ. – როგორი უნდა იყოს  ჭეშმარიტი მსახიობი? – უზრუნველყოფილი. მსახიობი როცა ამბობს: „ფული არ მაინტერესებს“, არის ჭეშმარიტი მონა. მსახიობი სახლში რომ მიდის და ჩაი არ აქვს, იმას ტაში არ აინტერესებს. თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ჭოლამ მაგარი რაღაც იცოდა, ვინც სამსახურში დადიხართ, ნუ დადიხართო, გვეუბნებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა და შემდეგ მივხვდი. მსახიობი საკუთარ საქმეს ისე არ უნდა უყურებდეს, რომ, თითქოს, სამსახურში მიდის. უფრო მეტსაც გეტყვი, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. როცა ყველა ქუჩის ბიჭი და მსახიობია, საქართველო არ გაბრწყინდება. – საფრანგეთში შეხვედრისას მითხარი, რომ შემოქმედებითი ჩავარდნა გქონდა. ახლა როგორ ხარ? – მგონია, რომ ღმერთთან ნაკლები კონტაქტი მაქვს და ეგ არის ყველაფრის საწყისი. ჩემი სათქმელი არ ამომიწურავს. კი მაგრამ, უნდა ამ ხალხს შენი პრობლემები? რაზე ვიმღერო? გადავწყვიტე, სიბნელეზე ვიმღერო. რაღაც უნდა ვთქვა და ვიტყვი. ერთი დაწყება მინდა და დავანახებ, რომ ვყარვართ, ცუდ დღეში ვართ და პროსტა ვიკიდებთ. გეგონება, ჩვენ არ ვართ აქ; გვგგონია, მხოლოდ რუსია ჩვენი მტერი. ვამბობთ, აფხაზეთი დავიბრუნოთო და პლეხანოვი გვაქვს დასაბრუნებელი. გოგოები გვყავს დასაბრუნებელი, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. შაჰ-აბასმა ხმლით რაც ვერ გაგვიკეთა, მაგის ნათესავმა გაგვიკეთა ფულით და ფალოსით. – ლექს-სენი თუ ბერა? – ბერა. ბერას ნაფიქრი აქვს, ხარისხი აქვს და – ადე ზეზე, გამო მზეზე დამახიე აგერ – ეს საერთოდ ვინ არის, ვერ გავიგე. – სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ? – ალბომი

ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, ყოველ დღე სანამ სკოლაში წავიდოდი, მთელ ვაჟა-ფშაველას გაივლიდა, რომ ჩემთვის ცხელი კრემიანი “პონჩიკები” მოეტანა, რადგან იცოდა, რომ დილით ჩაისთან ერთად ასეთი საუზმის მირთმევა მიყვარდა. არაფერს იზარებდა, რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მომიტანდა, თუმცა ახლა, როცა ერთი ფეხი დაკარგა, იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. მუდმივად გამოთქვამს გულისტკივილს იმის გამო, რომ ოჯახს ვერ ემსახურება, თავის ძველ მეგობრებთან თავად ვერ მიდის სტუმრად. ვცდილობ ვანუგეშო ხოლმე, როლები გავცვალეთ – ახლა მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც  ყოველ დილით ცხელი საუზმე შეაქვს მასთან. ვცდილობ ისე გავანებივრო, როგორც თავად მანებივრებდა წლების წინ. ეს ბაბუაჩემის ფოტოებია, ყველა ფოტოში ჩანს სევდა, რომელიც მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ყველაფერი აქვს, რაც ამ ასაკის ადამიანებს სჭირდება, მაგრამ არავინ ვიცით მის გულში რა ხდება. სულ ფანჯარაში იყურება, ენატრება გარე სამყარო, საკუთარი ფეხით გარეთ დამოუკიდებლად სიარული, ქუჩაშუ ყურებით კი ცდილობს ეს სურვილი ცოტათი მაინც დაიკმაყოფილოს. საწოლის გვერდზე პატარა ბლოკნოტები უდევს, სადაც დღე და ღამე რაღაცებს წერს. რამდენჯერაც ვკითხე, სულ იმას მეუბნება, რომ როცა დრო მოვა, მერე გავიგებ ბლოკნოტებში რა წერია. მრავალი ბლოკნოტი შეავსო, უკვე აღარც ვითვლით, ძალიან მაინტერესებს შიგნით რა წერია, მაგრამ  წაკითხვის უფლება არვის გვაქვს. ვფიქრობ, წერისას გადმოაქვს მთელი ის მწუხარება და გულის ტკივილი, რასაც ხმამაღლა არ ლაპარაკობს. თუკი მკითხავთ, ყველაზე მეტად რა გამახარებს, გეტყოდით, რომ ბაბუაჩემის კარგად ყოფნა, ნეტავ, შესაძლებელი იყოს მისთვის ძველი ცხოვრების დაბრუნება. ბაბუაჩემი ზოგჯერ საკუთარ მშობლებზე უკეთ მიგებდა და მიგებს. ეს ის კაცია, რომელიც მთელი ბავშვობა პარკებსა და სკვერებში მასეირნებდა, სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, ცდილობდა ჩემს სახეზე ღიმილი ყოველთვის ყოფილიყო. ჩემს გამხიარულებას ახლაც ცდილობს, მაგრამ რაღაც მთავარი მაინც შეიცვალა, ადრე მის თვალებში სევდას ვერ ან არ ვხედავდი, ახლა კი როცა ვუყურებ, მისი ნაღვლიანი თვალები ყოველთვის გულს მტკენს და მეც მასევდიანებს. ეს ბაბუაჩემია, სიცოცხლით სავსე, კეთილი, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც სევდიანი.   ფოტორეპორტაჟის ავტორი: ანა ლეჟავა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting