შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიუჟეტი
საიდან იწყება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება? მიზეზი – გართობა, დეპრესია, თუ დიდი ფულის შრომის გარეშე შოვნის სურვილია. ვიდეო სიუჟეტში საკუთარ უარყოფით გამოცდილებას გვიზიარებენ რესპონდენტები, გამოსავლები კი კი – დამოკიდებულების ექსპერტები. Psycho-trauma – the cause of addiction Where does gambling addiction start? The reason – entertainment, depression, or the desire to earn a lot of money without work. In the video story, respondents share their negative experiences, and addiction experts share the solutions.
#IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ვორქშოფი ჩაატარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ვორქშოფის ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ღონისძიება გაიმართა პროექტის – “ეპიდემიების მიმართ მზაობა და #კოვიდ19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში” – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის წითელი ჯვარი (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC). Public health experts conducted a workshop on the importance of vaccination for journalism undergraduate program students. The event was held within the framework of the project Preparedness for Epidemics and Response to #COVID19 in Armenia and Georgia.” The Austrian Development Agency (ADA), the Austrian Red Cross (AuRC), and the International Federation of Red Cross and Red Crescent (IFRC) support the project.
სოფელ გლდანში მდებარე დიდი თეთრი ტბის მდგომარეობა ბოლო დროს სულ უფრო გაუარესდა. არხების ჩაკეტვამ და მოუვლელობამ ტბას წყალმომარაგება შეუწყვიტა რამაც მისი სწრაფად დაშრობა, დაბინძურება და დაჭაობება გამოიწვია. რა მდგომარეობაშია ტბა? დაბინძურებული ტბიდან აღებულ წყლის სინჯების კვლევა გარემოს დაცვის სააგენტომ ზაფხულში ჩაატარა. ტბაში დასაშვებზე მეტია სხვადასხვა ნივთიერებები მაგალითად: ფოსფორი, გოგირდი, ქლორიდები. ზღვარს ბევრად აღემატება ტოტალური კოლიფორმებიც. ზღვარი 5000-ია ხოლო გლდანის ტბაში ეს რიცხვი 23-30 ათასს შორის მერყეობს. მათივე დასკვნით „კლიმატური პირობების ცვლილებამ და მკვებავი არხების ფუნქციონირების მოშლამ გამოიწვია ტბის დონის კლება.“ დაახლოებით ბოლო ათი წლის განმავლობაში ტბის ფართობი 8 ჰექტრით შემცირდა და წყლის დონემაც საშუალოდ 2 მეტრით დაიწია. გადარჩება თუ არა გლდანის დიდი თეთრი ტბა რა ხდება დღეს? მოსახლეობისა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით სახელმწიფომ 2023 წლის 31 ოქტომბერს გლდანის ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი წყლით შევსების შესაძლებლობის შესახებ კვლევის მომსახურების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც 25 000 ლარიანი შეთავაზებით შპს „გამა კონსალტინგმა“ გაიმარჯვა. მოპოვებული ტექნიკური დავალების მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ტბის დაშრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გლდანის დიდი (თეთრი) ტბის დეტალური კვლევა. კვლევა უნდა მოიცავდეს კამერალურ, საველე და ლაბორატორიულ კვლევებს. კვლევების შედეგების მიხედვით, უნდა შეფასდეს ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, განისაზღვროს მისი შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით საბოლოო შედეგი კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. ხოლო პირველი ეტაპის კვლევების ანგარიში ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. ნანა ალავიძე – მაცხოვრებელი – „აქ, სახლი 6 წლის წინ ტბის ხათრით ვიყიდე. ჰაერიც გაცილებით უკეთესი იყო, სივრცეც, წყალიც“. ტბის დაშრობა-დაბინძურებამ მის მიმდებარედ სუნის პრობლემაც შექმნა, რომელიც ზაფხულში გლდანის მე-7 და მე-8 მიკროებამდეც კი აღწევს.“ისეთ გაუსაძლისი სუნი იყო ღამე ფანჯრებს ვეღარ ვაღებდით. ბავშვები აივანზეც ვერ გამყავდა”. საშინელი სუნის გამო მოსახლეობის ნაწილი ადგილის დატოვებასა და სხვაგან გადასვლაზეც ფიქრობს. „მე მაგალითად შემდეგ ზაფხულს თუ იგივე მოხდება აქ არ გავჩერდები მეორე სახლიც მაქვს და წავალ იქ. თუ არ მიხედეს გავყიდი კიდევაც”. რითი იკვებება ტბა? ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა, თუმცა ნაჟური და მიწისქვეშა წყლების გარდა ადგილობრივების თქმით ხელოვნურადაც იკვებებოდა. ტბაში წყალი ოთხი დიდი არხიდან ჩადიოდა, რომელთაგან სამიც 2010 წელს დაწყებული თბილისის რკინიგზის პროექტის მშენებლობისას ჩაიჭრა, კალაპოტი შეეცვალა და ტბის მაგივრად ახლომდებარე ფერდობზე მიედინება, სადაც საცხოვრებელი სახლები დგას. დარჩენილი ერთი არხი კი დაბინძურებულია და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მედეა გოგსაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი – „როდესაც წვიმა მოდის იქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მთელი მდინარე მიედინება და შედის გვირაბში.“ ბუნებრივი ტბა თუ უბრალოდ ტბორე? საქართველოს წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით. – „წყლის ობიექტის მიწა შეიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში (გარდა ბუნებრივი ტბის ფსკერისა, მდინარის კალაპოტისა, ასევე წყალმომარაგების წყლის ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლისა)“ . თბილისში ერთ-ერთი დიდი ბუნებრივი ტბა და წყლის რესურსი უბრალო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად 1997 წელს მცხეთის რაიონის გამგეობის №201 გადაწყვეტილებით გადაკეთდა და იჯარით გაიცა. ამის შემდეგ უკვე 2006 წელს სოფელი გლდანის საკრებულომ მოიჯარის განმარტებაზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ დაახლოებით 70 წლის წინ ბუნებრივად შექმნილი ტბა „ხელოვნურად შექმნილი ტბორია და გაშენებულია სახნავ მიწაზე“ და აღნიშნულით მცხეთის რაიონის გამგეობამ მიმართა მცხეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურს. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ამის შემდეგ 2004 წელს ტბის მიწა იჯარით მოქალაქე გია აბუაშვილმა აიღო, გამოისყიდა და 2008 წელს ნატალია კვანტალიანს მიჰყიდა. ახლა ვისია გლდანის ტბა? ამჟამად ტბის საკუთრების საკითხი ცოტა ბუნდოვანია, რადგან ერთი კონკრეტული მფლობელი არ ჰყავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით ამჟამად ტბა ოთხ ნაწილადაა გაყოფილი. აქედან ორი ნაწილი ეკუთვნის ნათია ჩიჩუას(ნატალია კვანტალიანის შვილს) ერთი შპს“ჯანოს“, რომლის 100% მესაკუთრეც ირაკლი ჯანიაშვილია, ხოლო მეოთხე მცირე ნაპირის ნაწილი ჯერაც სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდება. საინტერესოა ისიც, რომ რეესტრში კერძო საკუთრებაში არსებული სამივე ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთადაა მითითებული და არცერთ მოპოვებულ სხვა დოკუმენტში ამჟამად, ტბა ტბის სტატუსით არ ფიგურირებს. ნატალია კვანტალიანი, მესაკუთრე, ბიზნესმენი – „გინდა ადგილმონაცვლეობა? კი ბატონო. შევცვალოთ დავუბრუნოთ ტბის ფსკერი ხალხს. სამართლებრივ ჭრილში გადაეცეს სახელმწიფოს. ჩვიდმეტი სხვადასხვა კერძო მოსახლისგან შევიძინე ტბის ფსკერი და მისი მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 35-37 ჰექტარი კეთილსინდისიერად საჯარო რეესტრის, ნოტარიული და იურიდიული კუთხით. ბუნებრივი რესურსები არ იყიდება და მე წყალი არ მიყიდია. იყვნენ ადამიანები, ვისაც საბუთი არ ჰქონდათ და ვერ ვიყიდე. იძახდნენ, თითქოს მეპატრონე ტბას აშრობდა იმის გამო, რომ კორპუსები აშენებულიყო. მივესალმები იმ გამოკვლევებს, რომელმაც მოსახლეობას და საზოგადოებას დაანახა თუ რა იწვევდა ტბის დაშრობას.“ მედეა გოგსაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი – „სამწუხაროდ ტენდერში მითითებული არ არის შრობის მიზეზების დადგენა. მაგრამ ეს ძალიან აუცილებელია“. საინიციატივო ჯგუფმა და ტბის მაცხოვრებლებმა 2023 წლის სექტემბერში სს „საქართველოს რკინიგზას“ განცხადებით მიმართეს, დაზიანებული არხებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღეს, რადგან „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მონიტორინგის დეპარტამენტის ჰიდროლოგიურ კვლევაში არაფერია ნახსენები სს „საქართვეკლოს რკინიგზის“ შესაძლო ბრალეულობის შესახებ. გლდანელი მოსახლეობა ასევე ითხოვს შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც განიხილავს ბუნებრივი ტბის, სასოფლო-სამეურნეო მიწად გადაკეთების საკითხს და მცხეთის რაიონის გამგეობის და გლდანის საკრებულოს უკანონო ქმედებას. უნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ნოემბერში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტბა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს. კახა კალაძე, ქ.თბილისის მერი – „დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება“. გლდანი თავისი შემოგარენით თბილისის ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებაა. ქალაქში ბევრი ბუნებრივი ტბა და ტბორეა, რომელიც სპეციალურად სარეკრეაციოდ შეიქმნა მაგალითად: ლისის ტბა, კუსტბა, თბილისის ზღვა. გლდანში მცხოვრებ ხალხს კი ასეთი ადგილის მოსააძებნად ქალაქის მეორე ბოლოში წასვლა უწევს. ნანა ალავიძე – მაცხოვრებელი – “აქვე თუ ხარ 5 წუთში მოხვალ და შუა მიკროებიდან 15 წუთიც არ დასჭირდება აქ ამოსვლას. ფეხით აქედან მეტრომდე ჩასასვლელად მაქსიმუმ 30 წუთი მჭირდება. გაჭირვების წლები, რომ იყო აქ დაჭერილი თევზით ხალხმა წლები გადაიტანაო ამბობდნენ. ვინც აქ ვცხოვრობთ ძაან გვინდა, რომ ეს ტბა იყოს“. მასალის ავტორი: ანა ჩალაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.
თბილისში, აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის. პროექტის მიხედვით, თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, ორი, 52- და 40 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. თბილისური ცათამბჯენები ექსპერტების თქმით, საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს, ხოლო ბუნებრივი რესურსების განადგურების მხრივ, დააზიანებს ეკოლოგიას. რეპორტაჟში ნახავთ, რა ეწირება აღნიშნული ცათამბჯენების აშენებას და რა საფრთხეები შეიქმნება ბუნებრივი რესურსების განადგურების მხრივ. მასალის ავტორები: ლუკა ამბალია, მარიამ ეგაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
ადამიანის პაპილომა ვირუსმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, სოციალური ქსელების გამოყენებით საზოგადოებას აცნობს საკითხებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, რეპროდუქციულ ორგანოებსა და პირის ღრუზე. ვირუსის ასობით სახეობა არსებობს. არის სახეობები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა, გამოიწვიოს კიბო, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. https://www.youtube.com/watch?v=7n9u-Brkfvk საშვილოსნოს ყელის კიბოს 99%-ს სწორედ პაპილომა ვირუსი იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 264 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება. მიუხედავად მისი საშიშროებისა და გავრცელების ფართო არეალისა, ის განეკუთვნება ისეთ ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს, რომლის გამომწვევი მიზეზიც ექიმებისთვის ცნობილია. მიუხედავად დიდი რისკებისა, სქესობრივი კავშირი არ არის ერთადერთი გზა, რითაც პაპილომა ვირუსით ინფიცირებაა შესაძლებელი. 24 წლის თათა გაჩეჩილაძემ 2 თვის წინ აღმოაჩინა, რომ პაპილომა ვირუსი აქვს. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით გადადიოდა და როდესაც გაიგო ამის შესახებ, გაკვირვებული დარჩა.“ორი თვის წინ კონდილომის მოსაყინად მივედი დერმატოლოგთან, რომელმაც გამიკეთა გენოტიპირება შარდით. თურმე პაპილომა ვირუსი მაქვს, რომელიც დედაჩემისგან, გენეტიკურად გამომყვა. მაღალი ონკოგენური შტამი არ მაქვს და არც ამის მკურნალობის მეთოდი არსებობს, თუმცა იმუნიტეტის მოსაძლიერებლად ბადებს ვიყენებ. სამჯერაც ავიცერი საწინააღმდეგო ვაქცინით”- ამბობს თათა. პაპილომა ვირუსის გადასვლა შესაძლებელია კანიდან კანზე მჭიდრო კონტაქტითაც.“პაპილომა ვირუსის სახეობები აღინიშნება ციფრებით და რიცხვებით, ხოლო 6 და 11 არის ის სახეობები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადავიდეს. ეს არ არის კიბოს გამომწვევი სახეობები, მაგრამ იწვევს კონდილომებს (მეჭეჭებს), რომლებიც არ წარმოადგენენ კიბოს და შესაძლოა, უბრალოდ მოყინვით ან სხვა გზებით მოვიშოროთ”- აღნიშნავს ეკა კვირკველია. 2023 წლის სექტემბრიდან პაპილომა ვირუსის ვაქცინა უფასოა 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალებისა და 10-დან 26 წლამდე მამაკაცებისთვის. 22 წლის ანანო ბლიაძემ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც იგი უფასო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდა. “ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია ვიცი, დაახლოებით თინეიჯერობის პერიოდიდან, იმიტომ რომ დავდიოდი სხვადასხვა ტრენინგებზე. სკოლაშიც მოდიოდნენ და ატარებდნენ ქალთა გაძლიერების ტრენინგებს და ხშირად ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. სულ მინდოდა აცრა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ იყო და შესაბამისად, ვერ ვიკეთებდი. როდესაც უკვე შემოვიდა და ხელმისაწვდომი გახდა, თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ 12-14 წლამდე თინეიჯერებისთვის და მერე უკვე 40 წელს ზევით, ჩემი ასაკობრივი კატეგორია არ შედიოდა. წინასწარ ვაქცინაზე ბევრი არაფერი მომიკვლევია, ვინაიდან დიდი ხნის მანძილზე ვიცოდი ვაქცინაზე, უკვე გაცნობიერებული მქონდა მისი საჭიროება” – ამბობს ანანო ბლიაძე. რაც შეეეხება ვაქცინის დოზირებას, როგორც ექიმ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია აღნიშნავს, 9-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ორი დოზით იცრებიან, ხოლო 15 წელს ზემოთ 3 დოზით, რადგან კვლევების მიხედვით ბავშვებს ისედაც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და 15 წლამდე 2 დოზით აცრის შედეგად, კიბოს რისკის შემცირების ისეთივე შედეგს ვიღებთ, რა შედეგსაც 3 დოზით უფრო დიდებში აცრით. ეკა კვირკველია: “2010 წლამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს. ბოლო პერიოდში კი მეტი ადამიანი იცრება, რაც გარკვეულწილად განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მე და სხვა ექიმები დაავადებაზე ხშირად ვსაუბრობთ. ვერავის დავავალდებულებთ, რომ სამედიცინო პროცედურა ჩაიტარონ – ეს არის ადამიანის არჩევანი. მაგრამ არის ამაში სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მე თუ ვარ გადაცემის და დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ, შესაბამისად, სხვა ადამიანებსაც ნაკლებად ვაინფიცირებ”. ეკა კვირკველიას რეკომენდაციით, გოგონები და ქალები რეპროდუქტოლოგთან აუცილებლეად უნდა მივიდნენ ყოველწლიურ ვიზიტზე და ვაქცინაციის გარდა, პრევენციის მიზნით, პაპ-ტესტი ჩაიტარონ. “პაპ-ტესტის გაკეთება რეკომენდირებულია 21 წლიდან, ხოლო 25 წლიდან, ჩვენი სკრინინგის პროგრამით, უფასოა. ტესტი აღმოაჩენს პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეულ უჯრედულ დაზიანებებს, რომელიც, შესაძლოა, იყოს კიბომდელი და კიბოდ გადაგვარდეს. ამიტომ პაპ-ტესტის მიერ აღმოჩენილი კიბო, მარტივად იკურნება”. გარდა პაპ-ტესტისა, ტარდება კოლპოსკოპია და ბიოფსია. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები – დამოკიდებულია დაზინების სიმძიმესა და მასშტაბურობაზე. “თუ დაზიანება დაბალია, 25 წლამდე ხდება მოცდითი კონტროლი, რადგან, შესაძლოა, თავისით დაუბრუნდეს ჯანსაღ მდგომარეობას. ამას 25 წლის ზემოთაც აკეთებენ, თუმცა უფრო მძიმე დაზიანებებზე შესაბამისი მკურნალობა ტარდება. არსებობს ამოკვეთის, მოყინვის, ლაზერული მოკვეთის საშუალებები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სარგებლები და რისკები, ამიტომ ინდივიდუალურად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება”. მსოფლიოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა არსებობს, აქედან 2 ყველაზე ხშირად გამოყენებადია – “GARDASIL 9” და “GARDASIL 4”, ციფრი კი ვალენტობაზე მიუთითებს. რეპროდუქტოლოგის თქმით, ვაქცინაცია გვიცავს მომავალში პაპილომა ვირუსთან შეხებისგან, თუმცა არ კურნავს ორგანიზმში უკვე არსებულ დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ 9 ვალენტიანი ვაქცინა საქართველოში ფასიანია და 900 ლარი ღირს, 4 ვალენტიანი კი უფასოა, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია გვირჩევს, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა მეტი უსაფრთხოებისთვის გაიკეთოთ. “4 ვალენტიანი ვაქცინა დაახლოებით 98% კიბოს გამომწვევი პაპილომა ვირუსის სახეობებისგან გვიცავს, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რახან 4 ვალენტიანია – ცუდია. რა თქმა უნდა, 9 ვალენტიანი უფრო ოპტიმალურია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია. ამიტომ სანამ გვაქვს უფასოდ და სანამ ვაკეთებთ ამას ჩვენი ჯანდაცვით, სასურველია, რომ ვისარგებლოთ მისი გამოყენებით” – აღნიშნავს ექიმი-რეპროდუტოლოგი. მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურალისტიკის სანაკალავრო პროგრამის სტუდენტი. მასალა მომზადდა საგან “ახალი მედიის” ფარგლებში.
საქართველოში, მალე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყება. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, ცვლილებები მიზნად ისახავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას, რომელიც ორ საკითხს გულისხმობს – სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას და ალტერნატიული შრომით სამსახურს. სამხედროი სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. ასევე, ცვლილებები ეხებათ მათაც, ვინც განათლების მისაღებად უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ არ მიემგზავრება და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს. ახალი კოდექსის თანახმად სტუდენტებს შეეძლებათ მხოლოდ მათი სურვილის თანახმად, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე გაიარონ სამხედრო სამსახური და ჩაეთვლებათ მოხდილად თუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზაფხულში 1 თვით იმსახურებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შეეშლებათ. მათ სწავლის დასრულების შემთხვევაში მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ან ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. რაც შეეხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 15 კალენდალური დღის ვადაში გაასაჩივროს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გასაჩივრება არ წყვეტს მის მოქმედებას. 2023 წლის მონაცემებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს, მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე მყოფმა 37 030-მა პირმა აარიდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, რომელთა შორის 221 მართლმადიდებელი იყო, 155 მუსლიმი, 330 იეჰოვას მოწმე, 36 324 – „გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლებიდან”. კოდექსში ცვლილებების თანახმად, სასულიერო პირებს ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეეძლებათ. სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ 12 თვიანი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცვლილება არ შეეხებათ მართმადიდებელ ეკლესიაში მსახურ სასულიერო პირებს. პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” 2017 წლის გაზაფხულზე რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. პარტია “ გირჩი” წლებია, სავალდებულო სამხედრო სამსახურს აკრიტიკებს, პარტიის ლიდერები ყოველთვის ამბობენ , რომ ზოგადად სამსახურის და მათ შორის სამხედრო საქმის დავალდებულება ადამიანებისთვის არ შეიძლება. ვახტანგ მეგრელიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე “ბიბლიური თავისუფლების” ერთ-ერთი მღვდელთმსახური ამბობს, რომ ის უკვე წლებია ე.წ. მამაოს მოწმობით თავს არიდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელთმსახური და ის დრო რაც ჯარში უნდა გაეტარებინა საკუთარ პროფესიას დაუთმო. “ჯარში ბევრი ფუნდამეტური პროლემაა და არაინფორმირებულ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ თუ რა პრობლემები დგას სამხედრო სამსახურში. ამჟამად, კონსესუსი არ გვაქვს იმის შესახებ თუ როგორ შეიარაღებულ ჯარს ვაშენებთ და რა ფუნქია-ვალდებულებები აქვთ. თავდაცვა ისეთი სფეროა როცა რამეს განსაზღვრავ, წლების შემდეგ უნდა გამოიღოს შედეგი, თუმცა ამდენი კანონისა და მინისტრის ცვლილებით საბოლოო ნორმალურ შედეგს ვერ ვდებთ რადგან თავდაყირა დგება კოდექსები” – ამბობს სამოქალაქო-სამხედრო-ურთიერთობების ცენტრის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე. მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ნოვრუზ ბაირამი იგივე გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტი მედინა მამედოვი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ამ ფერადი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ნოვრუზ ბაირამი
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა იმუშავეს “სატელევიზიო ჟურნალზე”. გადაცემის თემა – Gen Z, იგივე თაობა Z, ანუ ადამიანები 18-დან 29 წლის ჩათვლით, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მარტის აქციების მიმდინარეობისას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აქციის შედეგებში. გადაცემაში გაეცნობით: Gen Z-ის ინტერესებსა და ღირებულებებს. გაიგებთ, თუ რა იყო მათი მთავარი მესიჯები აქციაზე, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ნახავთ ინტერვიუს ფსიქოლოგ, იზა კობიაშვილთან, რომელიც გვიზიარებს Gen Z-თან მუშაობის გამოცდილებას. გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ლუკა ამბალია, ანა ძაბახიძე, ირინე ჯაფარიძე, ანანო ქრისტესიაშვილი.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაინტერესდნენ საპროტესტო აქციაზე “არა, რუსულ კანონს!” მომხდარი ერთი ფაქტით, რომლის ამსახველი რამდენიმეწამიანი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. რადიო “თავისუფლების” მასალაში ჩანს ასეთი მომენტი – ახალგაზრდა ქალი მიდის ერთ რიგად ჩამწკრივებულ სპეცრაზმელებთან, ეხება ერთ-ერთ “ფარს” და მომენტალურად სპეცრაზმის რიგიდან მას ასხამენ სპრეის. მასალაში აღწერილია რა მოიკვლიეს სტუდენტებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით. 7 მარტი, საღამო. ერთ მხარეს აღჭურვილი სპეცრაზმი, მეორე მხარეს – თამამი, ამბიციური და თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის წარმომადგენელი. საქართველოს პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც ძირითადად სტუდენტები და ე.წ. Gen-Z თაობა წარმოადგენს. სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო იძაბება, რაც პარლამენტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით იღებს. პარლამენტთან ჩნდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციაზე შეკრებილების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებენ. ვრცელდება ასობით ფოტო თუ ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირება. რადიო “თავისუფლების” ვიდეო მასალა აქციიდან “არა რუსულ კანონს!” როდესაც რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებული ვიდეო გავხსენი, პირველივე შთაბეჭდილება ნეგატიური იყო. ვხედავ, როგორ ასხამს წიწაკის სპრეის სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი გოგონას, რომელიც მასთან ახლოს მიდის და შეხებას ან რაღაც მოქმედებით თავისი პროტესტის გამოხატვას ცდილობს. საკმაოდ აგრესიული სურათია. სულ რაღაც 3 წამი გრძელდება, თუმცა ჩემს გონებაში საკმაოდ ღრმად იბეჭდება. ამ ვიდეოთი კიდევ უფრო მას შემდეგ დავინტერესდი, რაც საგნის “მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის ფარგლებში” ლექტორმა დაგვავალა მისი სიღრმისეულად განხილვა – რამდენად კანონიერი იყო როგორც გოგონას, ისე სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომლის საქციელი. მართლაც დავიწყე თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება. აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად ტელეკომპანია “ფორმულას” ინსტაგრამის გვერდზე ვნახე. დავინტერესდი ხალხის მოსაზრებითაც. რა თქმა უნდა უმრავლესობა სპეცრაზმელს აკრიტიკებდა და ემოციურ დონეზე აფასებდა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე საპირისპირო კომენტარიც. ვიდეო საკმაოდ უხარისხო იყო და ეს კიდევ უფრო ართულებდა რეალობის დანახვას. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რადიო თავისუფლებას ჩასმული ჰქონდა საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟში სწორედ ეს ვიდეო, სადაც გამოსახულება ბევრად უკეთესი ხარისხის იყო. აქ უკვე გავარჩიე, როგორ მიდის ახალგაზრდა ქალი სიგარეტით ხელში სპეცრაზმელისკენ, მანამდე კვამლს უშვებს პირიდან და შემდეგ სიგარეტს აწვავს სპეცრაზმელს ფარზე, ისე რომ ნაპერწკლებსაც კი ვხედავთ. თუმცა, აქციის მონაწილე ბოლომდე ვერ ასრულებს თავის მიზანს, რადგან სახეში წიწაკის სპრეი ესხმება. აღნიშნული ვიდეოს რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად ჯდებოდა აქციის მონაწილის ქმედებები კანონის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით საჭირო იყო ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების მოსმენა. მე, ვესაუბრე იურისტ თაკო გობეჯიშვილს, რომელმაც კანონის ენით ამიხსნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. იურისთვის თქმით ,,სამართალდამცავების პარლამენტის შენობასთან მობილიზების მთავარი მიზანი და იდეა, როგორც პირთა უსაფრთხოების დაცვა, ისე საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ემსახურებოდა თუ არა სამართალდამცავების ქმედება აღნიშულ მიზანს და იყო თუ არა მათ მიერ პროპორციული ძალა გამოყენებული?! ამ შემთხვევაში გამოყენებული ძალის პროპორციუობის საკითხი ეჭვქვეშ დგას. ცალსახაა, რომ წიწაკის სპრეის გმოყენება მშვიდობიანი აქტივისტის მიმართ, რომელიც თუნდაც ფარზე ცდილობდეს სიგარეტის ჩაქრობას, არის არაპროპორციული და შეუსაბამო ძალის გამოყენება”. თაკო გობეჯიშვილი, იურისტი: “წიწაკის სპრეის გმოყენება თავისი იდეით საჭიროა მაშინ, როდესაც აშკარა და შეუჩერებელ შეტევაზე გადადის საზოგადოების ნაწილი, ხოლო მაშინ როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების წინ შეუიარაღებელი გოგონაა, რომელიც ისეთი საფრთხის მატარებელი არ არის, რომ მის მიმართ წიწაკის სპრეი იყოს გამოყენებული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და სხვა არაფერი.“ ჩემს გარდა იმავე მასალაზე იურისტს ესაუბრა თანაკურსელი სოფო ლოლაძე, ვისთან საუბრისასაც ელენე ქიმშარიამ აღნიშნა შემდეგი: “იმ საღამოს შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ თუ აქციაზე შეკრებილები არ დაემორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევდნენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს. ამ განცხადების მიუხედავად, იმ კონკეტულ სიტუაციაში მშვიდობიანი აქტივისტის მიმართ მსგავსი ზეწოლა დაუშვებელი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპეცრაზმელის ხელით შეხება და მასთან ახლოს მისვლა ასევე დაუშვებელია გარკვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება ახალგაზრდას,რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა და მათთან ახლოს მივიდა, ვფიქრობ, რომ ეს პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო. ერთი შეხედვით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში რთულია გაიგო,რომელი მხარე იყო დამნაშავე,მაგრამ თუ დავუკვირდებით – სპეცრაზმელმა, რომელმაც წიწაკის სპრეი გამოიყენა და რომელსაც ამის არანაირი ბრძანება არ ჰქონია ზემდგომისგან, პროტესტის ამ ფორმით გამომხატველი ახალგაზრდის მიმართ მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა”. იმავე მასალაზე მუშაობისას, ჩემი თანაკურსელი, ლუკა ამბალიაც ესუბრა იურისტს, რომელმაც განმარტა: “მოგეხსენებათ, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით სპეციალური საშუალების სახე და ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწიებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება N 26, მუხლი 5, სპეციალური საშუალებების გამოყენება -ის მიხედვით, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი. შედეგად, იმწუთიერი საფრთხიდან გამომდინარე, რასაც ვერ ვხედავთ ვიდეოში, მაგალითად თავდასხმას, ძალადობას, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სპეცრაზმელის დამოკიდებულება აქციის მონაწილისადმი არაპროპორციულად დ არაადეკვატურად ჩანს.“ ასევე, ჩემი თანაკურსელი ეთა სულუხია ესაუბრა სხვა ადვოკატს, რომელმაც კანონის ენით კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა რეალური სურათი: “აზრის გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებად მოიაზრება და მინიჭებულია თვით კონსტიტუციის მიერ. კერძოდ, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გოგონას ქმედება მისი პროტესტის გამომხატველი ჟესტი იყო. მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა სპეცრაზმელისთვის ხელის შეხებით. შესაბამისად, შეიზღუდა მისი აზრის გამოხატვის და პროტესტის გზის არჩევის თავისუფლება.“ ჩემი კიდევ ერთი თანაკურსელი გიორგი ერაძეც ესაუბრა კიდევ ერთ იურისტს, რომელმაც განაცხადა: ,,როდესაც ასეთ საკითხს აფასებ, სხვა დეტალებთან ერთად უნდა განვიხილოთ, ამ გოგონას ქმედება როგორი იყო აღქმის თვალსაზრისით სპეცრაზმელისთვის. ასეთ დროს რთულია შეაფასო სწორი და არასწორი მხარე განსკუთრებით მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი გადასულია მზადყოფნაზე და მასთან მოქალაქე მიდის.“ ამ კონკრეტული ფაქტის გაანალიზებისას, სტუდენტებმა აღმოვაჩინეთ, რომ იურისტების თუ ადვოკატების უმეტესობა, რომლებიც გვთანხმდებობდნენ კვალიფიციური კომენტარის გაკეთებაზე, საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირებას ერიდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კონკრეტული კანონების მითითებით აფასებდნენ ჩვენს მიერ დასახელებულ ფაქტს. თავად მომხდარ ფაქტს რომ დავუბრუნდეთ, სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც აღჭურვილია და სრულიად მზადყოფნაშია ნებისმიერი ვითარებისთვის, სიტუაციის გამძაფრებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის დამოუკიდებლადაც წყვეტს რა ვითარებაში როგორ იმოქმედოს, ასეთ დროს მისი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ არაპროპორციული იყო. კონკრეტულ სპეცრაზმელს, კანონის მიხედვით, შეეძლო სხვა გამაფრთხილებელი ან მსუბუქი ,,დამსჯელობითი“ ფორმისთვის მიემართა, თუმცა სასტიკი, პირდაპირ სახეში დიდი რაოდენობით სპრეის მისხმა აირჩია. ეს პირველ რიგში არაჰუმანური და მეორე მხრივ მის მთავარ დანიშნულებას, იდეასა თუ მიზანს აცდენილი გადაწყვეტილებაა, რაც მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას გულისხმობს. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი თანაავტორები: ლუკა ამბალია, ეთერ სულუხია, სოფო ლოლაძე, გიორეგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “არ დარეკო უმიზეზოდ”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა შვიდი სტუდენტი: ლიკა გოცაძე, სოფო კედელაშვილი, ანანო რუხაძე, ნინო ჯიჭარაძე, ანა მოსაშვილი, გურამ აბაშიძე და კოკა კობალაძე. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი 2021 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, 112-ში შესული 5 მილიონამდე ზარიდან 34% არამიზნობრივია. ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი და ჩვენი, ყველას ვალია გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც უშუალოდ ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული. ამიტომ, იმისათვის რომ მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რამდენს შეიძლება ნიშნავდეს მათი არამიზნობრივი ზარი სხვისთვის, დავიწყეთ სოციალური კამპანია #არდარეკოუმიზეზოდ. არა ერთი კვლევა, ექსპერიმენტი ან მაგალითი გვიჩვენებს, რომ 112-ში ხშირად ისეთ საკითხებზე რეკავენ, რაც საერთოდ არ შედის მათ კომპეტენციაში, ამ დროს შეიძლება სხვას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდეს და საბედისწერო აღმოჩნდეს თითოეული არამიზნობრივად დაკავებული წამი. აღნიშნული კამპანიის პირველი ეტაპი შეიძლება ატარებდეს საინფორმაციო ხასიათს, იმის შესახებ, რომ 112-ზე უნდა დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს, მაშინ როცა ესაჭიროებათ პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. არამიზნობრივი ზარის განხორციელებით, 112-თან დაკავშირების საშუალებას არ ვაძლევთ მათ, ვისაც რეალურად ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება და თითოეული წამი გადამწყვეტი შეიძლება იყოს მისი სიცოცხლისთვის. თუმცა, ერთჯერადად მიწოდებული თეორიული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საჭიროა კამპანიის ფარგლებში სისტემატიური აქტიურობა რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი და ერთგვარად ავამაღლოთ თვითშეგნება იმაზე, რომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ სხვის სიცოცხლეს. ყველას კარგად გვახსოვს 112-თან დაკავშირებული წინამორბედი კამპანია, #გაატარესასწრაფო, რომელმაც შთამბეჭდავი ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში და შედეგებმაც გაამართლა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კამპანიის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში სრულიად რეალურია პოზიტიური შედეგების მოლოდინი. ჩვენი ძირითადი მიზანია მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლება, რომ არ უნდა დარეკონ არამიზნობრივად 112-ში და იფიქრონ სხვის სიცოცხლეზე. ამისთვის, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა კამპანიის ორ ნაწილად გაყოფა: საორგანიზაციო ფაზა, სადაც ჩვენი გუნდი შეიმუშავებს საჭირო და მარტივად აღსაქმელ გზავნილებს; ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბარათების, პოსტერების, ე.წ. სტიკერების, ასევე, ემოციურად დატვირთული ვიდეოკლიპების გადაღება და გავრცელება. რაც მთავარია, კამპანიის გაწერილ ვადებში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს საზოგადოებისთვის საჭირო გზავნილების მიწოდება. ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ კამპანიის იდეა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამიტომ სწორად გაწერილი გზავნილებით შევძლებთ მის პოპულარიზებას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. სამიზნე აუდიტორია მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არის ფართო და მისი ინტერესის ქვეშ შეიძლება იყოს ყველა ასაკის ადამიანი, ჩვენი პირველადი სამიზნე აუდიტორია განსაზღვრულია 40-55 წლის ასაკის ხალხისთვის, რადგან როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამ ასაკის ადამიანები ყველაზე ხშირად ახორციელებენ არამიზნობრივ ზარებს. როგორც ცნობილია, 35-40 წლიდან იწყება ე.წ. შუა ხნის კრიზისი, რაც იწვევს შფოთვებს, ნერვული სისტემის არასტაბილურობას, ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურას და ა.შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის ხშირი ამ ასაკის ადამიანების მხრიდან არამიზნობრივი ზარების განხორციელება. ამიტომ, კამპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია არის სწორედ 40-55 წლის ასაკის ადამიანები და ჩვენი მიზანია პირველ რიგში აღნიშნული სეგმენტის აუდიტორიისთვის კამპანიის ძირითადი გზავნილების მაქსიმალურად მიწოდება, ყველა გზით. თუმცა, კამპანია, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სხვა ასაკობრივი ჯგუფების ინფორმირებას და მეორე კატეგორიის სამიზნე აუდიტორიაში მოვიაზრებთ 14-18 წლის ასაკის მოზარდებს, რომლებსაც აქტიურად, შეუზღუდავად აქვთ წვდომა სმარტფონებთან, არიან გარდატეხის ასაკში და ხშირად გართობის მიზნით, არასერიოზული მიზეზებით რეკავენ 112-ში. კამპანიის მიზანია პოზიტიური, მათთვის მიმზიდველი ე.წ. „ტრენდული ჰეშთეგებით“ მათი დაინტერესება კამპანიის იდეით და გარკვეული პოზიტიური გავლენის მოხდენა მათზე. ამ კატეგორიის მოზარდები ძირითადად სკოლაში სწავლობენ, ახალი კანონიდან გამომდინარე შეიძლება დასაქმებულები იყვნენ და წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ისეთი ასაკის არიან, როდესაც გართობის მიზნით შეიძლება ბევრი არასასურველი ქმედება განახორციელონ, მათ შორის ყოფილა გასართობად ზარების განხორციელება 112-ში. მესამე კატეგორიის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი – 65-75 წლის ასაკის მოხუცები, რომლებიც, საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფია, მარტივად უშინდებიან ორგანიზმში ასაკის მატებასთან თანმხლებ ნებისმიერ მარტივ ცვლილებას და შესაძლოა, უმნიშვნელო მიზეზიც კი ჩათვალონ საგანგაშოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება მათთვის გასაგები და მარტივი ენით. გარდა ამისა, აღნიშნული ასაკის აუდიტორია ნაკლებად არის დასაქმებული, სხედან სახლში და მათთვის ყოველგვარი ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს პანიკის დაწყების საფუძველი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი ჯგუფის ინფორმირებაც. კამპანიის იდეა ყველასთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა მისი ქვეყნის მასშტაბით გაშლა, თუმცა ვფიქრობთ, ძირითადი ყურადღება დაეთმობა დედაქალაქს და დიდ ქალაქებს, რადგან ბოლოს ჩატარებული 2020 წლის კვლევებით აღმოჩნდა, რომ უმეტესწილად თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან შემოსული ზარები იყო არამიზნობრივი. კვლევის ანალიზი ჩვენი გამოკითხვის მიზანია, შეისწავლოს საზოგადოების დამოკიდებულება 112-ში არამიზნობრივად განხორციელებული ზარებისადმი. კვლევის შედეგები ასეთია: გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 73 ადამიანმა. აქედან, უმეტესობა, 37% არის 36-45 წლის ასაკის ადამიანები, 23.3% კი – 46-55 წლის, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კამპანიის სამიზნე აუდიტორია წარმოადგენს 40-55 წლის ასაკის ხალხს. კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ 112-ის მომსახურებით, 42.5% პასუხია – ხშირად, ეს პასუხი საფუძვლიანი მიზეზია ვიფიქროთ, რომ კამპანია იქნება აქტუალური, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობას ხშირად უწევს 112-ის მომსახურებით სარგებლობა და საჭიროა მათი ინფორმირება ამ საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემების შესახებ. მესამე კითხვაზე, დაურეკავთ თუ არა 112-ში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, 56.2% გვპასუხობს, რომ დიახ, დაურეკავთ. ეს არის მყარი არგუმენტი და მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე მიგვითითებს. საზოგადოებას სჭირდება საფუძვლიანი ინფორმაციის მიწოდება 112-ის არამიზნობრივი სარგებლობის შესახებ. კვლევის შემდეგი ორი კითხვა, თვლიან თუ არა საჭიროდ 112-ში დარეკვას 37° ტემპერატურის დროს და დარეკავდით თუ არა 112-ში ინფორმაციის მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული მისამართი ან გსურთ, გაარკვიოთ რომელიმე ორგანიზაციის საკონტაქტო ნომერი, გამოკითხულთა უმრავლესობა, 45.2% და 42.5% გვპასუხობს, რომ არ იცის. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იკვეთება აუცილებლობა, საზოგადოებას გავაცნოთ ერთგვარი მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი 112-ში დარეკვა. კვლევის შემდეგი კითხვა ეხება ზარის საფასურს, (იმ შემთხვევაში, თუ 112-ში ზარი ფასიანი იქნება, იგივე ინტენსივობით დარეკავდით?) გამოკითხულთა უმრავლესობამ, 52.1%-მა არ იცის დარეკავდა თუ არა იგივე ინტენსივობით 112-ში თუ ზარი ფასიანი იქნებოდა. ეს შედეგი შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ ბერკეტად, რომ ზარი თუ გახდება ფასიანი, შეიძლება ადამიანი უფრო მეტად დაფიქრდეს, ნამდვილად აუცილებელია, თუ არა 112-ში დარეკვა ამა თუ იმ საკითხზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია ერთგვარი ბერკეტი, არამიზნობრივი ზარების შესამცირებლად, რაც გულისხმობს ფულად ჯარიმას და ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა როგორც ჩვენი კვლევიდან ვიგებთ, ამის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 60%-ს არ აქვს. ვფიქრობთ, კამპანიის ფარგლებში საჭიროა ამ მიმართულებითაც მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება. დასკვნა: კვლევის შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია 112-ის მომსახურების მიზნობრიობის შესახებ. ამიტომ, ვთვლით, ჩვენი კამპანია იქნება სწორედ ის ბერკეტი, რაც საშუალებას მოგვცემს ადამიანების ინფორმირებით პოზიტიური გზავნილებით ავამაღლოთ ცნობიერება ამ საკითხის ირგვლივ და შევამციროთ არამიზნობრივი ზარები, რაც აუცილებლად გადაარცენს ბევრ სიცოცხლეს. საკომუნიკაციო გეგმა ჩვენი კამპანიის მთავარი მესიჯი, მისი შინაარსიდან გამომდინარე იქნება: #არდარეკოუმიზეზოდ. სლოგანები: „გადაარჩინე სხვისი სიცოცხლე“ „ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლეზე“ კამპანიის ჩასატარებლად გვაქვს რამდენიმე საკომუნიკაციო არხი, რომელიც გათვლილია შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის სამიზნე აუდიტორიაზე: 40 – 55 წლის ასაკობრივი კატეგორია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევების მიხედვით (საქსტატი) საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ აღნიშნული