შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 12
8-9 მარტს, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები მოთხოვნით “არა, რუსულ კანონს”. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა ჩალაშვილმა შეაგროვა ფოტოემოციები, პორტრეები და ერთ ამბად აქცია. ანა ჩალაშვილი: “ეს ის დროა, როდესაც პროტესტს გამოხატავს ყველა და განსაკუთრებით – სტუდენტები! ეს რამდენიმე დღე ჩვენი აქტიურობით გამოირჩეოდა. შარშანაც აქ ვიდექი, თბილისში, პარლამენტთან და მხარს ვუჭერდი უკრაინას ამ უსამართლო ომში. წელსაც აქ ვიყავი და გავაპროტესტე რუსული კანონი – ამჯერად, განსხვავებული ემოციებით, მოთხოვნებით, ფრაზებითა და პლაკატებით. წელს, პროტესტს ახალგაზრდების, როგორც ამბობენ Gen-Z-ს ხელი დაეტყო. ხალხში დავდიოდი, ვაკვირდებოდი და განსხვავებულ, ორიგინალურ, ფერად წარწერებს ვეძებდი. ვიპოვნე კიდეც. ეს ჩემი მეორე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო და მეორე ფოტორეპორტაჟი ასეთი სიტუაციიდან. უკვე მეორე წელია გაზაფხულს სიმბოლურად ცვლილებებით ვიწყებ”.
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “ისაუბრე ქართულად”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა ოთხი სტუდენტი: ავთანდილ ზარნაძე, ანანო სამხარაძე, გიორგი ჭოხონელიძე და ქეთი კვანტალიანი. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი კამპანიის კონცეფცია #ისაუბრექართულად – ჩვენი ჯგუფის პროექტია, რომელიც პროექტი ისახავს ახალგაზრდებში ბარბარიზმების, უცხოური ლექსიკისა და უბრალოდ არამართებული სიტყვების ჩანაცვლებას ქართული შესატყვისით. ყველაფერი ქართულად, გამართულად საუბრის საჭიროებიდან და სურვილიდან დაიწყო. ბევრი ტერმინია, რომლებიც ძალიან გვჭირდება ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებაში და მათ ქართულ შესატყვისებს არ/ვერ ვიყენებთ, ისინი ხშირად მოძიებულიც კი არაა. #ისაუბრეექართულად – კამპანია სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გადაგვეხედა ჩვენი საუბრისა და მიმოწერისთვის და დაგვეწყო ქართულად ლაპარაკი. ეს ეხება როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას – წერილებს, შეტყობინებებს, ისე ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხოსიტყვების ქართულით ჩანაცვლებას. იდეა ყველამ ერთად აიტაცა. ყველამ გავაქართულეთ ხელმოწერები, გადმოვიწერეთ ქართული შრიფტები ტელეფონებში… დავიწყეთ ჩვენი სარეკლამო მასალების გადახედვა და ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომლებიც ამ წამოწყების განხორციელებაში დაგვეხმარება. უკვე ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ვფიქრობთ, წარმატება წინაა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ამგვარ ლექსიკონებს დაემატოს ქართული სიტყვები, ითარგმნოს ტერმინები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სულ რაღაც 3 კვირაა, რაც პროექტი კურსელებსა და ლექტორებს გავაცანით და ნათლად ვხედავთ, როგორი მონდომებით ცდილობენ ჩვენი კოლეგები ქართული შესატყვისების გამოყენებას: დილას ვიწყებთ განახლებით (Update), შემდგომ უკუკავშირის დროა (Feedback) აი, სიტყვა Brainstorming-ს ჯერ შესატყვისი ვერ მოვუძებნეთ და ზუსტად აქ მივხვდით, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის დახმარება გვჭირდებოდა, რათა ერთობლივი ძალებით მოგვეძია უცხოური სიტყვების ჩამნაცვლებელი ქართული შესატყვისები. მისი პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის ქართული ენის ისტორიის თანამედროვე ფორმებით მოყოლას მოიცავს, თუმცა მხოლოდ საინტერესო თხრობა ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი. გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგი მოგვცა #წერექართულად კამპანიამ, ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ #ისაუბრექართულად მსგავს შედეგს მოგვცემს და შეცვლის არსებულ მდგომარეობას. ჩვენს საზოგადოებაში ბარბარიზმების, უცხო ლექსიკისა და დამახინჯებული სიტყვების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს და მივიჩნევთ, რომ ეს პრობლემაა. ხშირად ვხვდებით ტრადიციულ და ახალ მედიაში ისეთ ინტერვიუსა და პოსტებს, რომლებიც გაჟღენთილია ბევრი არამართებული სიტყვით. ეს არ არის იმ კონკრეტული ადამიანის დანაშაული. ეს ზოგადი პრობლემაა და წლების წინ დანერგილი ლექსიკის შემადგენელი ნაწილია. დაგვეწყო სრულად ქართულად საუბარი. ეს ეხება როგორც წერილების, შეტყობინებების გაგზავნას, ისე – ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხო სიტყვების ქართულით ჩანაცვლებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ქართული ასოებით არამართებული სიტყვის ჩაწერას და მისი მართებული შესატყვისით ჩანაცვლებას. ამ პლატფორმას ექნება ე.წ. თარგმნის ფუნქცია. მაგალითად, ერთ ველში შეგვყავს სიტყვა „დიგიტალიზაცია“ და მეორე ველი გიჩვენებს ამ სიტყვის მართებულ ვერსიას. სამიზნე აუდიტორია ჩვენი კამპანიის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 15-25 წლამდე ახალგაზრდებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად მიესადაგება ამ ასაკობრივ ჯგუფს. ეს მოიცავს სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს. ამ ასაკის წარმომადგენლებს უფრო მეტად ესაჭიროებათ ჩვენი აპლიკაციის გამოყენება, რადგან დატვირთულია მათი სასწავლო პროცესი და მეტად არიან მიმართულნი სწავლისა და სიახლის შემეცნებისკენ. ამ კატეგორიას იმიტომ ვირჩევთ, რომ ყველაზე მეტი საშიშროებაა, რომ არ დაებინძუროთ ლექსიკა ამდენი ჟარგონით, ბარბარიზმით, გამოიყენებენ სმარტფონებს, სოციალურ ქსელებს და ბევრ არამართებული სიტყვის წარმოთქმას ეჩვევიან. მეორეხარისხოვანი ასაკი ჩვენს შემთხვევაში არიან 45-55 წლამდე ადამიანები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ შორის მასწავლებლებს, ლექტორებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. სქესს არ ენიჭება მნიშვნელობა, რადგანაც ორივე სქესის წარმომადგენლისთვის არის საჭირო და ჩვენი კამპანია არ არის გენდერულ საკითხთან კავშირში. ის სრულად საგანმანათლებლოა და როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს ესაჭიროებათ მისი გამოყენება. საცხოვრებელი ადგილი, უპირველეს ყოვლისა, მარტივი იქნება თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მათთან შეხვედრა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რაიონის ახალგაზრდების დიდი რაოდენობა სახელმწიფო გრანტებს იღებს, შევიძლია ვთქვათ, რომ რეგიონებში ინტერესი სწავლის მიმართ უფრო მაღალია და, შესაბამისად, ჩვენი აპლიკაცია მათთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. საცხოვრებელ ადგილზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით მოვიცვათ თითქმის ყველა ადგილი, რათა ყველას მივაწვდინოთ ხმა და ეს აპლიკაცია გავხადოთ აქტიურად გამოსაყენებელი. ჩავატარეთ დაკვირვება, კერძოდ, ყველა თაობის სხვადასხვა წარმომადგენელს ვაკვირდებოდით, როგორ საუბრობდნენ ქართულად, რომელიც დაგვეხმარა მართებული სამიზნე აუდიტორიის არჩევაში, თუ სად დავინახეთ საფრთხეები. საფრთხე 15-25 წლამდე ახალგაზრდებში: დამსინა ვაბშე დამაფოლოვა დამსტალკა დავიქრაშე მესიჯბოქსები: #ისაუბრექართულად, #ქართულიენა, #ბარბარიზმი, #აირჩიექართული. სლოგანები – ნუ დაკარგავ ქართულ ენას, დაიცავი ქართული ენა… მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი საკომუნიკაციო არხები, რომლებსაც გამოვიყენებთ სამიზნე აუდიტორიამდე ჩვენი სათქმელის მიტანისთვის. ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 საათიანი გამოშვება – ,,NEWS’’. გამომდინარე იქიდან, რომ იწყება საღამოს, ხალხი სამსახურიდან ბრუნდება და უმეტესად ოჯახში არიან, შეუძლიათ უყურონ ეთერს. ამიტომ, საინფორმაციო გამოშვებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს მიზნებზე, საიტის კონცეფციაზე, რა გეგმები გვაქვს, რას ველით, საერთოდ რატომ წამოვიწყეთ, რა შედეგი გვინდა მივიღოთ. გავაშუქებთ საიტის მოდელს, შემდგომში ჩვენი სპონსორების ვინაობას, დავაანონსებთ აქტივობებს და მოვუწოდებთ საზოგადოებას ჩაერთოს ჩვენს კამპანიაში და დაგვეხმარონ იდეის განხორციელებაში. ტელევიზიაში გაშუქებული სიუჟეტი დაგვეხმარება სოციალურ მედიაში კარგი მასალით ვპოზიციონირდეთ. სიუჟეტში აღწერილი იქნება ჩვენი საიტის პრეზენტაცია.თავიდან მოცემული იქნება, კადრები სადაც ჩვენი სლოგანები, მესიჯბოქსები, საიტის ვიზუალი, და რა თქმა უნდა, ლოგო. ინტერვიუ იქნება ორგანიზატორთან, მოწვეულ სტუმრებთან (რომლებსაც მოვიწვევთ პრეზენტაციის დროს, ესენი იქნებიან პროფესორები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, სპონსორები) მათი პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების დადებითი გამოხმაურებისთვის. დავაანონსებთ, კამოანიის ფარგლებშ განსახორციელებელ აქტივობებს. ფეისბუქი ფეისბუქგვერდი ყველაზე აქტიური პლატფორმა იქნება, საქართველოში ძირითადად ფეისბუქით ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენი გვერდი დატვირთული იქნება ჩვენივე ლოგოთი, სურათებით, გაწერილი იქნება, თუ რა არის იდეა, მიზანი. ჩვენი მესიჯბოქსები, ვიდეო თუ ფოტომასალები. სახალისო გამოკითხვები ჩვენი იდეის გარშემო, რეკომენდაციები. ასევე, გვსურს, რომ გავავრცელოთ პოზიტიური ახალი ამბები. მაგალითად, რომელიმე პოლიტიკოსმა კონკრეტული სიტყვა გამოიყენა მართებულად, რაც აჩვენებს, რომ შეგვიძლია დავინახოთ შედეგი და მხოლოდ არამართებულ სიტყვებს არ ვამჩნევთ. რა თქმა უნდა, ტელევიზიაში გასული სიუჟეტები გადმოზიარდება და გარეკლამდება სხვა მასალებთან ერთად. ფეისბუქზე რეკლამირება განხორციელდება, იმ მნიშნელოვანი პოსტების და ვიდეოების, რაც გვინდა რომ საზოგადოებამ ნახოს. ღონისძებებს შევქმნით, სადაც ჩვენი აქტივობები დაიგეგმება. გავაკეთებთ გამოკითხვებს „იცით თუ არა რომ“? ტესტებს შევქმნით საგანმანათლებლო ხასიათის, რომელსაც რამდენიმე სავარაუდო პასუხი ექნება არასწორია და სწორია-ს პოსტერები დაიდება ყოველდღიურად და საზოგდოებას დავუსვამთ ამ კითხვებს, კომენტარში აქტივობისთვის. ინსტაგრამი ძირითადად ფოტოების და რილსიებისთვის განკუთვლინი პლატფორმა იქნება, რომელიც პირდაპირ გაზიარდება ფეისბუქზე. „სთორების“ მეშვეობით კი შევძლებთ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას, გამოკითხვების მეშვეობით და მარტივად შევასწორებთ იმ ხარვეზებს, რომლებიც აუცილებლად კამპანიის წარმართვის დროს გამოიკვეთება. ინსტაგრამის ამბებით (სთორი) გავაკეთებს კითხვა-პასუხის გამოკითხვებს, მივიღებთ რეკომენდაციებს, რას ისურვებდა საზოგადოება ჩვენგან, რა ხარვეზები გვაქვს გამოსასწორებელი, როგორი ღონისძიების დაგეგმა სურთ მათ, ამ პროცესში აუცილებლად იბადება ახალი იდეა, ჩვენს იდეასთან ასოცირებული, რომელიც კიდევ უფრო მეტად ჩართავს საზოგადოებას ჩვენი იდეის განხორციელების პროცესში. ტიკ-ტოკი დღესდღეობით ძალიან პოპულარული პლატფორმაა, სადაც უამრავი ახალგაზრდაა. აქ მუდმივად სახალისოო და შემეცნებით კონტენტს შევქმნით, არა მხოლოდ ჩვენი ჩართულობით, არამედ საზოგადოებას შეეძლება თვითონ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში, რაც უფრო საინტერესოს და მხიარულს გახდის ამ პროცესს. ტიკ-ტოკში გაკეთდება ვიდეოები, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები გააკეთებენ მოწოდებებს, რომ ვიმტყველოთ ქართულად, შეიქმნება სახალისო ვიდეოები იმასთან, დაკავშირებით, თუ როგორ არის დამკვიდრებული ჩვენში უცხო სიტყვები და პოპულარიზაციის მხრივ მოუწოდებენ ახალგაზრდები
მარტის დასაწყისში, თბილისში, პარლამენტთან გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები “არა, რუსულ კანონს!”. საპროტესტო ტალღაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ და მათ შორის “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტები. IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა 8-9 მარტს მომხდარი მოვლენები გააშუქეს და ვიდეო რეპორთაჟი მოამზადეს. https://www.youtube.com/watch?v=8sECZUvOS7Q
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის” ფარგლებში მოამზადეს ფოტორეპორტაჟი “გაზაფხული”. ლუკა ამბალია “წვიმიანი გაზაფხული” ლუკა ამბალია: “გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დგება “3 მარტი”. ამ დღეს, ქუჩებში ხშირად შენიშნავთ ადამიანებს, მოხუცებს, რომლებიც ყიდიან ყვავილებს. ზაირა ბებოც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ წვიმიან დღეს ეზოში დაკრეფილ და თავის აწყობილ ყვავილებს ყიდის”. ანა გლოველი: “გაზაფხული მოვიდა, ზოგთან დააგვიანა…” ეთა სულუხია “გაზაფხული” ეთა სულუხია: “სუსხიანი, ცივი ამინდების შემდეგ ისევ გამოანათა მზემ. ნაირფერი ყვავილები ქუჩაში მომნუსხველად უცქერენ გამვლელებს. ბებო თავის ჩვეულ პოზიციაზეა, გვირგვინებს წნავს და თავისებურად გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს”. მარიამ კიპაროიძე “გაზაფხული თბილისში” მარიამ კიპაროიძე: “დღეს, მარტის სადღესასწაულო დღეა, დედის დღე. მზიანი თვალები და გაზაფხულის ჭრელი ყვავილებით დატვირთული ხელები, დღის სიმშვენიერეზე მიგანიშნებთ. მხიარული ნაბიჯებით მოსეირნე გოგო-ბიჭები, თბილისის ავდრიან ამინდს ცვლიან”. ანა მაზიაშვილი “შემოპარული გაზაფხული” ანა მაზიაშვილი: “მარტის დასაწყისია და ჯერ კიდევ სიცივეა. რთულია შემორჩენილ ზამთრის სუსხს გაექცე. თითქოს კიდევ მედიდურობს. თითქოს ამდენი ხანი რომ გვყინავდა, რომ გვინაცრისფერებდა დღეებს, არ იყო საკმარისი. ზამთრის საბურველი ახურავს თბილისს. თუმცა გაზაფხულიც ნელ-ნელა შემოდის, შემოიპარება. წვიმით უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს. ჰაერში უკვე იგრძნობა მისი სასიამოვნო სურნელი. თითქოს ყველა ამის შეგრძნებაშია. არ გარბიან სახლებში. ქოლგებით ნელა მიყვებიან ქუჩებს. ფიქრობენ, იცინიან, ხმამაღლა საუბრობენ. წვიმს და აწვიმს ჩვენს ლამაზ თბილისს, რომელიც უცხოსთვის კიდევ უფრო დაფასებული და მშვენიერია. სწორედ ისინი არიან გამოფენილები. ტკბებიან ძველი თბილისის ქუჩებით, სახლებით. საქართველო ყველასთვისაა ვფიქრობ და მეღიმება. ჭრელი ქოლგები, ბედნიერი სახეები და სუნი, რომელიც გვატყობინებს როგორ ნელ-ნელა შემოიპარება გაზაფხული ჩვენთან…” ანა ლეჟავა “გაზაფხული” მარი მხეიძე “გაზაფხული” ანი ეგაძე “გაზაფხული ეზოში” გიორგი ერაძე “გაზაფხული ოთახში” გიორგი ერაძე: “გაზაფხულის წვიმიან დღეს, ახლად გამოღვიძებული ყვავილისათვის შეხევდაც კი საკმარისია დღის გასალამაზებლად”.
თბილისში ყოველდღიურად 500 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალური ტექნიკა, დისტრიბუციის და სხვა მანქანები ემატება. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ავტომობილს ყოველი მესამე მოქალაქე ანუ მოსახლეობის დაახლოებით 30% ფლობს. როგორც ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მოტორიზაციის კოეფიციენტი (მანქანის მოხმარება კვირაში ხუთ დღეზე მეტჯერ) ევროპაში 8%-ია, საქართველოში კი თითქმის 35%, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ავტომობილს გაცილებით ხშირად და ახლო მანძილზე მოიხმარენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს თბილისში ყოველდღიურად მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილზე სწრაფი და კომფორტული ჯერ არ გამხდარა. ავტობუსების და მიკროავტობუსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტობუსების გადაადგილების ერთიანი სქემის – საავტობუსო ზოლების მოწყობა თბილისში ჯერ არ დასრულებულა და დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ამას ემატება ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის – ქეთევან წამებულის და მელიქიშვილის გამზირების სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოქმნილი საცობების გამო ავტობუსების გადაადგილება არათუ დაჩქარებული, არამედ შენელებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში დგომის გამო, დაგეგმილი ბრუნების 30%-ს ვერ ახორციელებს. შესაბამისად, დღიურად 100 000-ით ნაკლები მგზავრი გადაჰყავს. სულ ავტობუსით დღეში დაახლოებით 500 000-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს. საცობის მიზეზი თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობებს იწვევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ქეთევან წამებულის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის გამოც ბოდიშს უხდის მოსახლეობას. პარალელურად, იგი ამბობს, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო 20 მარშრუტზე/კვანძზე ავტობუსების სიხშირე დაგეგმილზე 30%-ით ნაკლებად სრულდება, რაც იწვევს ლოდინის დროის ზრდასა და ტრანსპორტის გადავსებას. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო, საავტობუსე ზოლების მოწყობა. კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისი ახლა სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ ეტაპზეა და მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, თუმცა რეფორმის დასრულების შემდეგ დედაქალაქში მოძრაობა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ახლა თუ წინა წლებში. (წყარო: ნეტგაზეთი) საცობი მეტროში “მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. პრობლემაა მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით, იქაც მხოლოდ შესასვლელში. მეტროს შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“ – აცხადებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი. (წყარო: bpn.ge) ავტობუსების საკითხი თბილისის მერის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაში თანმიმდევრულია: „დაპირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლებისა და ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების“ შესახებ შესრულდა: „პირველი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და ეს მეამაყება… არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება, ასევე, მოცდის დროის შემცირება, რომ არ უწევდეთ ადამიანებს დიდი ხნით ლოდინი“. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ამ მიზანს, საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური მოწესრიგებით მიაღწევს. რატომ არ შემოდის 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისში? ამ ეტაპზე თბილისში მხოლოდ 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებიან. 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსიდან დედაქალაქში არცერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი 2021 წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს ახლა ჰყავს 860 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 672 ერთეული დადის ხაზზე და ემსახურება მოსახლოებას, მაშინ როცა წინა წლებში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა 430 იყო, ხოლო რეზერვში დაახლოებით 140 ერთეული იმყოფებოდა. ვტობუსების რაოდენობის მხრივ დედაქალაქს პრობლემა ნაკლებად აქვს. პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტურქტურა, რის გამოც ვერ ვერ ხერხდება ავტომობილების და ავტობუსების გარკვეული რაოდენობის გატარება. დერეფნები და მიკროავტობუსები „მთავარი პრობლემა სწორედ აქ არის: სწრაფი საავტობუსე ხაზების 10 დერეფანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ახალი სქემის ხერხემალი, მთავარი გამწევი ძალა, ფაქტობრივად, ტრამვაის ფუნქციის შემსრულებელი, დასრულებული არ არის“, – ამბობს ელენე ხუნდაძე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების ყოფილი უფროსი. 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი (იგივე TBT ხაზი) საქალაქო და საუბნო ხაზებთან ერთად, EBRD-ის თანადაფინანსებით კომპანია „სისტრას“ ჩატარებულმა ვრცელმა კვლევამ განსაზღვრა. გეგმის თანახმად, ამ დერეფნებზე უნდა დაეხაზათ „ბასლეინები“, სადაც ყოველ 12-15 წუთში დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიდნენ და ექნებოდათ შესაძლებლობა, მაქსიმუმ 150 ადამიანი გადაეყვანათ. დასკვნა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა საგზაო სივრცის ყველა სუბიექტისთვის თანაბარ გადანაწილებას ითვალისწინებს, რომლის საბოლოო მიზანი კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ავტომობილების შემცირება უნდა განაპირობოს. იმისათვის, რომ მოსახლეობამ დათმოს საკუთარი ავტომობილი და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს, არჩევანი უნდა გაკეთდეს მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობის სისტემის განვითარებაზე. ამამად კი საცობებს ბოლო არ უჩანს, მეტ მანქანას მეტი ავტოსადგომი სჭირდება. თბილისის მერია აცხადებენ, რომ საცობების მიზეზი დედაქალაქში ავტომობილების სიჭარბე და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებია და რეფორმის დასრულებამდე გარკვეული დისკომფორტის ატანა მოგვიწევს. თუმცა, ამ ეტაპზე არავინ ამბობს კონკრეტულად როდის დასრულდება ეს ინსფრაქსტრუქტურული პროექტები, მთ უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მერია ახალი პროექტების დაწყებასაც გეგმავს. თბილისის მერიის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება სწრაფი და კომპორტული. ამჟამად კი მოცემულობა სრულიად საპირისპიროა – იმ ქუჩებზეც კი, სადაც ე.წ. „ბასლაინების“ დახაზვა და ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც საცობში იჭედება, აღარაფერს ვამბობთ კერძო ავტომობილებზე. არავინ დავობს, რომ თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ჰქონდეს, თუმცა დედაქალაქში არსებული მუდმივი საცობები და გადაადგილების პრობლემა, მოსახლეობაში რეფორმისადმი არსებულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. მასალის ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი, თბილისის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით გრძელდება. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეწვია და ადგილზე დაათვალიერა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟინვალის წყალსაცავი ზამთარში. ჟინვალის წყალსაცავი თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე არაგვის შუა წელში, საიდანაც თბილისი და მცხეთა წყლით მარაგდება. მისი საერთო ფართობი 12,8 კილომეტრია. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” (GWP) თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება. ზამთარში, ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონე იკლებს და კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა მის ირგვლივ. გურამ აბაშიძის გადაღებულ ფოტოებში ასახულია ტერიტორიაზე არსებული სანიტარული მდგომარეობა. ჟინვალის წყალსაცავში წასვლამდე, IBSU-ს სტუდენტი გურამ აბაშიძე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, ინტერვიუ ჩაეწერა GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან ან იმ კომპეტენტურ პირთან, ვინც მის კითხვებს ამომწურავად უპასუხებდა. რამდენიმედღიანი დაჟინებული თხოვნის შემდეგ,მის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს ასევე წერილობით უპასუხეს. გურამის ერთ-ერთი კითხვა ჟინვალის წყალსაცავსაც შეეხებოდა. წერილობითი ინტერვიუ GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან. – თბილისის სასმელი წყლის აღება საიდან ხდება? – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება. – წყალმომარაგების სისტემაში ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია /მოდერნიზაცია რა ეტაპზეა? – კომაპნია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობის მაღალხარისხიანი სასმელი წყლით სტაბილურად უზრუნველყოფის მიზნით მუდმივად ზრუნავს წყალმომარაგების ობიექტებისა და ქსელის განახლება-განვითარებაზე. კომპანია ყოველწლიურად ატარებს დედაქალაქის მასშატბით მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს, როგორც ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე ასევე ქალაქის ყველა რაიონში. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ 80 სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა და თბილისის ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე 30 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ინფრასტრუქტურა განაახლა, მათ შორის ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები, მუხიანის აგარაკები, 26 მაისის, კრწანისისა და სხვა ქუჩები. კომპანია მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს დედაქალაქის ყველა რაიონში. – თბილისის წყალმომარაგების ქსელები მთლიანად განახლებულია თუ არის ადგილები სადაც ისევ ძველი ქსელებით ხდება სასმელი წყლის მიწოდება? – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” მოხმარებლების ონკანებამდე სასმელი წყლის განაწილებასა და მიწოდებას 6000კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელით უზრუნველყოფს. აღნიშნული ქსელი მუდმივ განახლებასა და განვითარებას საჭიროებს. ქსელების რეაბილიტაცია ყოველწლიურად ეტაპობრივად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროექტებს პრიორიტეტულად ვატარებთ წყალმომარაგების სისტემის ისეთ მონაკვეთებზე, სადაც მილები მოძველებული და ამორტიზებულია. წყალმომარაგების ქსელის მასშტაბურობიდან და სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე წყალმომარაგების ქსელი განახლების პროცესი ხანგრძლივია და ქსელი მიმდინარე ეტაპზე მთლიანად განახლებული არ არის. – როგორც ვიცით, სასმელი წყლის აღების ტერიტორიებზე მაგალითად ჟინვალის წყალსაცავი, არის საპიკნიკე ადგილები, რის შედეგადაც ხდება ასაღები წყლის დაბინძურება, ამ საკითხთან დაკავშირებით რა სახის ღონისძიებები ტარდება და თუ არის ნაპოვნი გამოსავალი წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან? – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს. ჟინვალის წყალსაცავზე მოწყობილია 102 მ სიმაღლის მიწის კაშხალი, რომელიც ქმნის 500 მლნ. მ 3 მოცულობის წყალსაცავს. აღნიშნული ტერიტორია მკაცრად დაცულია და ზედამხედველობას უწევს კომპანია. GWP-ს მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან ტუმბო აგრეგატების საშუალებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება №425-ის შესაბამისად წყალაღების წერტილებში ჩატარებული ნედლი წყლის მონიტორინგის შედეგები ყოველთვის სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმატივებს. – როგორც ვიცით თქვენმა კომპანიამ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (gwp) 2006 წელს მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის ISO-9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი, ხომ ვერ გვეტყვით თუ ხორციელდება და რა შუალედებით ამ სერტიფიკატის შენარჩუნებისათვის მონიტორინგი? – ISO-ს სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად სერთიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი რის საფუძველზეც ხდება სერთიფიკატის ვადის გაგრძელება მომდევნო აუდიტამდე. აუდიტის პერიოდის გასვლის შემდეგ იწყება ხელახალი სერტიფიცირება. ამჟამად კომპანია ემზადება ISO 9001-ის სერტიფიცირების განახლებისთვის. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორების ჩა – თუ შეიძლება აგვიხსენით ეტაპობრივად გზა რომელსაც სასმელი წყალი გადის აღებიდან ჩვენს ონკანამდე? – დედაქალაქის წყალმომარაგება 4 ძირითად საფეხურს გადის: მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მოსახლეობის უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სასმელი წყლით უზრუნველყოფა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან, ნატახტრის ბულაჩაურის და მისაქციელის წყალშემკრებებიდან მოიპოვებს და სათავე ნაგებობებზე ანაწილებს. სათავე ნაგებობეზე ნედლი წყალი სასმელ წყლად დამუშავების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. სასმელი წყლის ხარისხი ჯივიპის ლაბორატორებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება. ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყალი დედაქალაქის რეზერვუარში ნაწილდება და წყალმომარაგების ქსელის საშუალებით მოსახლეობის ონკანებამდე მიდის. – თუ გქონიათ შემთხვევა როდესაც სასმელი წყლის მასობრივი დაბინძურება მოხდა, (იგულისხმება ფორს მაჟორის დროს მომხდარი დახიანებების დროს წარმოქმნილი ქსელების დაზიანებები) და როგორი იყო თქვენი რეაგირება? – მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. – ავარიული დაზიანებებისა თუ მილების შეცვლის გამო ჩატარებული სამუშაობების პროცესში თუ არის საფრთხე, რომ დაბინძურდეს სასმელი წყალი? – კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო ან დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ აუცილებლად რეცხავს ქსელს, სასმელი წყლის ხარისხს ლაბორატორიულად ამოწმებს და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. – ცნობილია, რომ მომხმარებელთა ნაწილი სასმელ წყალს არ იყენებს სასმელად, რადგან ვერ ენდობა მის ხარისხს, ნდობის მოსაპოვებლად და ხარისხის დასამტკიცებლად თუ ხორციელდება რაიმე სახის რეაგირება თქვენი კომპანიის მიერ? – თბილისი ერთ-ერთია მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებს შორის, სადაც მოსახლეობა სასმელ წყალს პირდაპირ ონკანიდან სვამს. თქვენ მიერ დასახელებული საკითხი არცერთი ოფიციალური კვლევით არ დასტურდება და მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. პირიქით, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და კმაყოფილია თბილისში სასმელი წყლის ხარსიხით. – სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელმაც სინჯის აღების დროს მოითხოვა გარკვეული პროცედურები, მათ შორის ჩემთვის საყურადღებო აღმოჩნდა ონკანის 15 წუთით ბოლომდე გახსნა, დინება და სინჯის მხოლოდ მას შემდეგ აღება, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ საკითხთნ დაკავშირებით. – წყლის სინჯის აღება ხდება ტექნიკური რეგლამენტის „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების“ თანახმად, კვლევის მიზნისა და ობიექტის მიხედვით შემუშავებული პროგრამის შესაბამისად. (საქართველოს მთავრობის დადგენილება №26 2014 წლის 3 იანვარი) – სასმელი წყლის ხარისხი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მილები რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგების ქსელებზე, რამდენად უსაფრთხო და საიმედოა იმ მხვრივ, რომ გავლენა არ მოახდინოს წყლის ხარისხზე და საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას? – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემას მხოლოდ ევროპული ხარისხის თანამერდოვე ინფრასტურქტურით ანახლებს. კომპანიის მიერ გამოყენებული მილები სრულიად უსაფრთხოა და აბსოლუტურად შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებსა და რეგულაციებს. ასევე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში მოწმდება ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. სასმელი წყლის მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს ექვემდებარება.სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. – როგორც ცნობილია თბილისში არსებობს კორპუსები
თეიმურაზ ხუციშილი ასოცირებული პროფესორია მათემატიკის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკის მიმართულებით. თეიმურაზ ხუციშილს გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია ტურისტიკისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სფეროში. მისი თანაავტორობით დაიბეჭდა 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ბატონი თემური 2013-2016 წლებში იყო სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტისა (N 57/04) „თურქეთში მდებარე საქართველოს ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული ძეგლების კატალოგი“. ინტერვიუ ეხება ბატონი თემურ ხუციშვილის თაოსნობით ჩატარებულ კვლევებს საქართველოს ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში. – ბატონო თემურ, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, რომ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. – მე ვარ თეიმურაზ ხუციშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მათემატიკის დარგში და პარალელურად ვმუშაობ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების კვლევების მიმართულებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ გამოვცეთ 1000-ზე მეტი კულტურული ძეგლის ჩამონათვალი, სადაც დეტალურად იქნება თითოეული აღწერილი. – ბატონო თემურ, თავდაპირველად რატომ და როდის გადაწყვიტეთ ტაო- კლარჯეთში წასვლა და იყო თუ არა სიცოცხლისთვის სახიფათო იმ პერიოდში თქვენი იქ ვიზიტი? – მინდა გითხრათ, რომ 2003 წელს სახიფათო აღარ იყო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო და თურქეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანად ითვლებოდა. სახიფათო გახლდათ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. თუმცა, ძველი ინერციული დამოკიდებულება მაინც შემორჩენილი იყო და რამდენჯერმე მოგვიწია თურქეთის საპატრულო პოლიციის მხრიდან შეყოვნება ჩვენს მარშრუტზე. გვიმოწმებდნენ საბუთებს, გვეკითხებოდნენ, თუ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით შავი ოქროს მაძიებლები და ე.წ. შავი არქეოლოგები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად თხრიან მიწას და ეხებიან კულტურულ ძეგლებს, ოქროს ძიების ინტერესით. თუმცა, რომ იგებდნენ რეალურ მიზეზს, პირიქით, კარგად გვეპყრობოდნენ და ჩაიზეც გვეპატიჟებოდნენ. – რა შედეგები მოჰყვა თქვენს ვიზიტს ტაო-კლარჯეთში? – საკმაოდ კარგი შედეგები მოჰყვა. შოთა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა დაგვიფინანსა რამდენიმე პროექტი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. პირველი ექსპედიციის შემდეგ, კვლავ განვახორციელეთ 25-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია, უკვე ახალგაზრდების ჩართულობით. საუკუნე-ნახევრის კვლევის ისტორია აქვს ტაო-კლარჯეთს და ძირითადი ძეგლები ჯერ კიდევ ჩვენამდე იყო გამოკვლეული. პირველ რიგში, დავასახელებ ექვთიმე თაყაიშვილს, ნიკო მარს, უვაროვას, რომელთა დროსაც ეს ყველაფერი ხდებოდა. მთავარი შედეგი კი ის იყო, რომ აღმოჩნდა, კიდევ საკმაოდ ბევრი ძეგლი ყოფილა აღმოსაჩენი. ჩვენი ექსპედიციების შედეგად, დაახლოებით, 1000-მდე კულტურული მნიშვნელობის ძეგლი აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ. – თქვენი პირველი ექსპედიციის შემდეგ, დაინტერესდნენ თუ არა სხვა მკვლევრები ტაო-კლარჯეთში ვიზიტით და დაიგეგმა თუ არა სხვა ექსპედიციები ამ მიმართულები? – დიახ , რა თქმა უნდა. ჩვენ პარალელურადაც და ჩვენ შემდეგაც იყო რამდენიმე მკვლევარი, მათ შორის, გამოვყოფდი პროფესორ ბუბა კუდავას, ბატონ ჯაბა სამუშიას, დოქტორ გიორგი ბაგრატიონს , რომელთა ხელმძღვანელებითაც მიმდინარეობდა კვლევები. იყო ძალიან ბევრი ექსპედიცია, ბევრი კვლევა, ბევრი აღმოჩენა. მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოვირჩეოდით სპეციალური მეთოდიკით. ეს გულისხმობდა ნებისმიერი სოფლის, ხეობის თუ ადგილის ძალიან დეტალურად ჩხრეკას, კვლევას, ინფორმაციის მოგროვებას და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ შედეგამდე. – როგორ ფიქრობთ, მიგიძღვით თუ არა წვლილი ისტორიული საქართველოს ამ მხარის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში? – დიახ, თუ იმას ჩავთვლით, რომ ჩავატარეთ რამდენიმე პრეზენტაცია, ჩვენი ათზე მეტი ნამუშევრის; ასევე, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ რამდენიმე ათეული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ამ თემაზე. ყველაზე საყურადღებო იყო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონფერენცია, სადაც გაიმართა ჩვენი მოხსენებითი საღამო. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქულ, ქართულ, თუ სხვა ქვეყნების საძიებო სისტემებში რომ მოვძებნოთ ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკულად, ყველგან ჩვენს კვლევებს და ანგარიშებს გვიჩვენებს. ყველაზე სასიხარულოა, რომ ყველა ჩვენი ძეგლი მოხვედრილია თურქულ საინფორმაციო საიტებზე. – ბატონო თემურ, დაგეხმარათ თუ არა გიორგი მერჩულეს ნაწარმოები- „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ შატბერდის სამონასტრო კომპლექსის აღმოჩენაში? – პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ შატბერდი მე პირადად არ აღმომიჩენია, ის თავდაპირველად აღმოაჩინა მინე ქადიროღლუმ. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა, რადგან ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ძალიან მცირე ტირაჟით, გერმანულენოვან გამოცემა „გეორგიკაში“, რის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ქართველ მკვლევრებსაც კი არ ჰქონდათ. ამის შესახებ გავიგე ავსტრიელი მკვლევრისგან – პაულ კარტნერისგან, რომელმაც მითხრა, რომ მინე ქადიროღლუს უკვე ჰქონდა ეს ობიექტი მიკვლეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მერჩულის ნაწარმოების მიხედვით მიაკვლია სწორედ მინე ქადიროღლუმ ამ სამონასტრო კომპლექსს. თუმცა, ჩვენი დამსახურება ის არის, რომ საქართველოში შატბერდზე მანამდე მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სრულიად სხვა სამონასტრო კომპლექსს, ენი რაბათს უწოდებდნენ შატბერდს. – როგორც ჩემთვის ცნობილია, ისეთი საზოგადო პირები, როგორებიც არიან ნიკო მარი, გიორგი ყაზბეგი, დავით ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები, არაერთხელ ყოფილან იმავე საძიებო მარშუტზე. თქვენი აზრით, რატომ ვერ აღმოაჩინეს მათ ეს ათეულობით ძეგლი? – დიახ ეს პიროვნებები იყვნენ ჩვენი პირველი გზამკვლევები და იყო პირველი, ყოველთვის რთულია. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებდნენ არქიტექტურულად და ხელოვნებით გამორჩეულ ძეგლებზე. თუ ძეგლი მთლიანად დანგრეული იყო, ან თითო ოროლა კედელი იყო შემორჩენილი, იმას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ასევე არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი. მაგალითად, ჩვენ 25-ზე მეტი ექსპედიცია ჩავატარეთ. სხვა ჯგუფებმაც ათობით ექსპედიცია განახორციელეს. უხეშად რომ ვთქვათ, ჩატარდა დაახლოებით 50 ექსპედიცია, რომლებიც დაფინანსებული და კარგად ორგანიზებული იყო – ავტომობილებით და სპეციალური აღჭურვილობით. ეს ყოველივე გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე პირველი მკვლევრების მიერ ცხენებით, ნაომარ სიტუაციაში ჩატარებული კვლევები. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ყოველთვის პირველები იქნებიან ამ მარშუტზე. ამერიგო ვესპუჩიმ პირველმა აღმოაჩინა ამერიკა და ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდეთ ამერიკაში, ვერასოდეს აღმოვაჩენთ მას თავიდან. – როგორც ზემოთ აღნიშნეთ, პირველმა ექსპედიციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. რომ არა თქვენ, იქნებოდა თუ არა ეს ექსპედიცია იმავე შედეგის მომტანი? – დიახ, ჩემი მონაწილეობით ჩატარებული ექსპედიცია, რომელიც 2003 წელს ბატონ კახა შენგელიასთან, ვალერი სილაგავასთან და შალვა მაჭავარიანთან ერთად ჩავატარეთ, იყო საინტერესეო და ინიციატივა ჩემი იყო. ასევე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ბატონი კახა მაშინ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა და მან ამ სიახლეების გაცნობისა და აღმოჩენების შემდგომ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩნა ტაო-კლარჯეთის მიმართ და სწორედ ამ თემატიკით შეცვალა სადისერტაციო თემა. – ტაო კლარჯეთი, როგორც ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, როგორ გამოიყურება დღეს? ცხოვრობენ თუ არა ქართველები და არის თუ არა შენახული „საქართველო“ ამ კუთხეში? – ორი ხეობა არის, სადაც პრაქტიკულად ქართულენოვანი სოფლებია, ეს არის იმერხევი, შავშეთსა და კლარჯეთს შორის და ასევე სამხრეთი ტაო. მოსახლეობის საურთიერთო ენას წარმოადგენს ქართული, თუმცა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა და, ასევე, პირველმა მსოფლიო ომმა დიდი გავლენა იქონია. ომის დროს იქ მყოფი, მაღალმთიან ტერიტორიაზე დასახლებული, მწირი ქართველი მოსახლეობა ცენტრალურ თურქეთში გადასახლდა. – არიან თუ არა იქ ახალგაზრდები შემორჩენილი და საუბრობენ თუ არა ქართულად? დიახ, არიან შემორჩენილი მთიან რეგიონებში და საუბრობენ კიდეც ქართულად, თუმცა, მაინც დიდ ქალაქებში მიდიან, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე. – ბატონო თემურ, ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას როგორ უვლიან და აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? – დიახ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ძალიან მნიშნელოვანი კულტურული ძეგლი, მაგალითად, იშხანი და ოშკი, თურქებმა თავიანთი ძალებით აღადგინეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრანტები მოიპოვეს ამისთვის. შეისწავლეს ფრესკებიც, წარწერებიც
ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან მანანა შველიძესთან. – რთულია იყო მასწავლებელი? – ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს განახოს ის სიყვარული და სითბო რაც შენ მასში ჩადე 12 წლის განმავლობაში. – რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა? – ბავშვობიდან მინდოდა გამოვსულიყაბი ჯერ მსახიობი, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ყოველი შესვლა გაკვეთილზე ჩემთვის იყო პატარა სპექტაკლი. ჩემი გაკვეთილი ყოველთვის იყო განსხვავებული, რადგან ვცილობდი ყოველთვის რაღაც ახალი შემეტანა ან გამეკეთებინა, ვდგავდი პატარა სპექტაკლებს, ვლაპარაკობდი ემოციურად და ეს ყველაფერი ბავშვებს მოსწონდათ და მე ეს ყველაფერი მაბედნიერებდა და რაც მთავარია ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ მათთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. – იყენებთ თუ არა სხვადასხვა გზებს მოსწავლის წამახალისებლად და თუ იყენებთ რა გზებით ცდილობთ ამის გაკეთებას – მოსწავლეების წამახალისებლად ვიყენებდი სხვადასხვა გზებს. ვუკეთებდი მათ სხვადასხვა საჩუქრებს საუკეთესო ყოფაქცევისთვის, საუკეთესო საუბრისთვის, საუკეთესო გაკვეთილისთვის და ა.შ ამით ვცდილობდი გამეხალისებინა ისინი ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში ამიტომ მათ ვეობნებოდი სამოტივაციო სიტყვებს „შენ შეგიძლია“ „მე მჯერა შენი“ „შენ ყველაფერს შეძლებ“ და არაჩვეულებრივ შედეგს ვიღებდი. მანანა შველიძე: სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვი, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი როგორც მასწავლებლის აზრით რას ფიქრობთ, როდესაც მშობელთა კრებაზე ერთი ბავშვის შეფასება ხდება სხვა მშობლების თანდასწრებით მიგაჩნიათ თუ არა ეს ყველაფერი დაუშვებლად? – ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია. შეიძლება ილაპარაკო უშუალოდ კლასზე და საერთო თემებზე, თუმცა ერთი კონკრეტული ბავშვის შეფასება სხვების თანდასწარებით არ მიმაჩნია სწორად. მე შევესწარი ერთხელ სიტუაციას, როდესაც მშობლის გაღიმებული სახე უცებ ჩამქრალა, როდესაც სხვების თანდასწრებით საკუთარ შვილზე ცუდს ეუბნებოდნენ. შვილი მშობლისთვის უდიდესი საჩუქარია და უდიდესი ტკივილია ამიტომ ჩემი აზრით არასდროს არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ქმედებები მშობელთა კრებაზე. საჭიროა მიდგომა მშობელთან თუ როგორ უთხრა მისი შვილის უარყოფითი თვისებები რა თქმა უნდა ცალკე მშობელთა კრების გარეშე. – თქვენი აზრით ღირს თუ არა მასწავლებლად ყოფნა? – მასწავლებლად ყოფნა ღირს, რადგან ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომა მე არ მეგულება ისეთი პროფესია, რომელსაც ასეთი შრომა სჭირდება, როგორც მასწავლებელს. დასაფასებელია, როდესაც შენ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ მიაქვს შენგან მიღებული ცოდნა, სიყვარული, როდესაც შენ ხედავ რომ მასში ბევრი რაღაც ჩადე აი ამის გამო ღირს ცხოვრება, როდესაც დაინახავ შენ ხელწერას ამ ბავშვში. შესაბამისად ვფიქრობ რომ მასწავლებლობა ღირს. – რა სასწავლო სტრატეგიას იყენებთ ბავშვებისთვის სწავლის მისაღებად? – 33 წელია სკოლაში ვმუშაობა მასწავლებლად და ყველა სასწავლო სტრატეგია გამომიყენებია რაც შემოუთავეზებია სკოლას და ხანდახან ჩემი ინიციატივითაც ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ყველა სასწავლო სტრატეგია გარკვეული დოზით კარგია, თუმცა საჭიროა ამის სწრაფი ცვლა, რადგან მოსწავლეებს სულ ერთი სტრატეგიით სწავლა ბეზრდებათ. მე ყოველთვის ვაკეთებდი გადარბენას ანუ გონებრივ იერიშს ბავშვებში რაც ძალიან მოსწონდათ, რადგან მთელი კლასი ჩართული იყო ამაში, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ვცვლიდი და სხვა სტრატეგიას ვიყენებდი რაც ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის. სასწავლო სტრატეგიები კარგია თუ ცვლი სისტემატიურად და ჩართული ახალი ყველა ახალი სტრატეგიის გამოყენებასა და განხილვაში. – თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი რომ მოსწავლე ხშირად არ ამჟღავნებს ინტერესს კონკრეტული საგნის მიმართ და რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში მასწავლებელმა? – ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი ერთ-ერთი მიზეზი არის ოჯახი, რომელიც ბავშვს უწყვიტავს მომავალს და ეობნება ექიმი უნდა გამოხვიდეო ამ შემთხვევაში ბავშვი არ ისწავლის სხვა საგნებს ისეთი ინტერესით როგორც ბიოლოგიას ან ქიმიას. ამის მიზეზი მასწავლებელიც შეიძლება იყოს, რადგან ვერ ატარებდეს გაკვეთილს ისე, რომ ამით ბავშვი დააინტერესოს ან ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვი ჩამორჩა რაღაც საფეხურზე და ვეღარ ახერხებს გაგრძელებას რადგან შეიძლება გაუჭირდეს გამოტოვებული მასალის გარეშე.მე ვნანობ ყოველთვის იმას რომ ბავშვი დაბალი ქულით შემიფასებია, რადგან მე არ ვიცოდი რა პრობლემა შეიძლება ქონოდა მას და რის გამო ვერ შეძლო გარკვეული მასალის მომზადება. – თქვენი აზრით რას აძლევს სკოლა ბავშვს გარდა განათლებისა? – სკოლამ უნდა გაზარდოს ბავშვის, ყველა მისი კარგი თვისება უნდა წამოიღოს წინ, დააჯეროს საკუთარ თავში და მისცეს სწორი გზა. სკოლა ბავშვს ასევე ნაწილობრივ ასწავლის მეგობრობას, მშობლების სიყვარულს. ოჯახი პირველია ბავშვის ცხოვრებაში ხოლო სკოლა მეორე. სკოლა არის უდიდესი ძალა მისი როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. – თქვენი აზრით ონლაინ სწავლების პერიოდში მიიღო თუ არა ბავშვმა ის განათლება რასაც მიიღებდა საკლასო ოთახში სწავლის პერიოდში? – ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩემთვის იყო კატასტროფა რადგან ვერ ვხედავდი ბავშვებს და მიჭირდა გაკვეთილის ჩატარება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად დადებითიც იყო მაგალითად მე შემეძლოს უფრო ფართოდ მიმეწოდებინა მასალა ბავშვებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. უფრო კარგად ვმუშაობდით რუკებზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ბავშვზეა დამოკიდებული ყველაფერი, რადგან თუ მას სწავლა სურს ის ონლაინაც ისწავლის. მოტივაციას აქვს დიდი მნიშვნელობა გინდა ისწავლი და თუ არ გინდა ვერ ისწავლი. მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
წლებია გლდანის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს უჩივის და მისგან გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. ამ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, გლდანის ნაგავსაყრელზე სამშენებლო მასალები და ტოქსიკური ნარჩენები იწვის. მეორე ვერსიით არსებობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აგროვებს და წვავს საბურავებს, რომლის შედეგად მიღებულ ნარჩენს ჯართში აბარებს. საბურავების წვის პროცესში გამოყოფილი სუნი კი მთელს გლდანში ვრცელდება. გლდანის ნაგავსაყრელი კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზეა მთასავით ამობურცული, რომელიც ამჟამად შემოღობილია. ამ ნაგავსაყრელიდან გავრცელებული მძაფრი სუნი განსაკუთრებით შესამჩნევია სიცხის დროს, ზაფხულში. მიზეზი შესაძლოა სამშენებლო ან მეტალოპლასტმასის მასალები იყოს, რომლებსაც მაღალ ტემპერატურასა და უნალექობაში ცეცხლი მარტივად უჩნდება. დიდი ნაგვის გორების გამო რთულია, სახანძრო მანქანა ტერიტორიაზე შევიდეს. საბოლოოდ კი, თავისით უნდა ჩაქვრეს. სალომე ცეცხლაძე, მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად, დაახლოებით 4 წლის წინ გლდანში, მეხუთე მოკრორაიონში გადავიდა საცხოვრებლად. აქ დასახლებიდან მალევე ისინი ისე შეწუხდნენ უსიამოვნო სუნით, რომ ნაგავსაყრელი მოინახულეს, რომელიც მათი კორპუსიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს. სალომე და მისი მეუღლე, თაზო კუპრეიშვილი, რომელიც „ნეტგაზეთის“ რედაქტორია, საკითხით სიღრმისეულად დაინტერესდნენ. „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა მასალა აღნიშნულ პრობლემაზე, ახალგაზრდა წყვილმა დააორგანიზა აქცია და რამდენჯერმე მიმართეს გლდანის მაჟორიტარს – კონსტანტინე ზარნაძეს. სალომე ცეცხლაძე: „წინასაარჩევნო პერიოდში, კოტე დადიოდა და ამბობდა, რომ პრობლემა მოვაგვარეთ და ნაგავსაყრელი შემოვღობეთო. რა თქმა უნდა, მე არაფერს არ ვუკარგავ. გააკეთეს ძალიან ბევრი კარგი პარკი, სავაჭრო სივრცე, მაგრამ პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ეს არ იყო სისტემური მიდგომა. მაჟორიტარის თქმით უნდა შემოეღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებდა პრობლემას, თუმცა ეს კანონი ჯერ არ გვინახავს. ამ ეტაპზე არსებობს იდეა, რომ ვიჩივლოთ სასამართლოში. ადამიანის უფლებაა ცხოვრობდეს უსაფრთხო გარემოში და იქნებ სასამართლოს გზით მაინც მივიღოთ პასუხები, იმაზე თუ რას აპირებს სახელწმიფო. ახლა ვართ, მხოლოდ კვლევის ეტაპზე და ვაგროვებთ მასალას თუ ვის მივმართოთ სამომავლოდ“. მოსახლეობა პროტესტს, სოციალურ ქსელშიც აქტიურად გამოხატავს. საზოგადოებისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რამდენად მომწამლავია დაბინძურებული ჰაერი და რა არის რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი. სალომე ცეცხლაძე: „ჩვენი პრიორიტეტი საცხოვრებელი უბნის არჩევის დროს იყო მეტი საბავშვო სივრცე, სიმწვანე და სიმშვიდე. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით ადგილას სადაც ჰაერიც კი არ არის სუფთა. ამ ზაფხულს, აივნის კარი, ღამით ღია გვქონდა. გამთენიისას ძალიან მძაფრმა სუნმა გამაღვიძა, ვერც კი აღვწერ ისეთი საშინელი სუნი იყო. გვერდით 2 წლის შვილს ეძინა და მართლა არ ვიცოდი რა მექნა. რთულია, როცა 2 წლის ბავშვი გიწევს გვერდით და იცი, რომ ამას სუნთქავს. ამ დროს, რა უნდა ქნა?! ძალიან უსუსური ხარ. შეიძლება ბავშვს რაღაც აუკრძალო, აქ არ მიხვიდე, აქ არ ითამაშო, ეს არ გააკეთო და ა.შ მაგრამ არ ისუნთქოო, ხომ ვერ ეტყვი! მახსოვს, უცბად წამოვხტი, კარი დავკეტე და ვითომ თავის დაცვის მექანიზმი მქონდა, მაგრამ ეს ჰაერი ხომ უკვე შიგნით იყო დაგროვებული… რას უზამ ამ ჰაერს?! უბრალოდ, ვერ შეაჩერებ“. გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ იცის ყველამ – გარემოს დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ თუ რაიონულმა გამგეობამ. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უწყებებში რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ცნობილია, რომ გლდანის ნაგავსაყრელზე გასულ წლებში გამოვლინდა საბურავების დაწვის 7 ფაქტი. რაიონულმა გამგეობამ, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ, მიაგნო კომპანიას, რომელიც წვავდა არა მხოლოდ საბურავებს, არამედ სამედიცინო ნარჩენებსაც. გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ინფორმაციით, შ.პ.ს. „ეკომედს“ კლინიკებთან და საავადმყოფოებთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რათა არასაჭირო ანტიბიოტიკები თუ სხვა სამედიცინო ნარჩენები გაენადგურებინა, რომელთაც გარე წესით წვავდა. მისი თქმით, მუნიციპალურმა ინსპექცამ ეს კომპანია 25 000 ლარით დააჯარიმა და ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა. კონსტანტინე ზარნაძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ვიდეო ხაფანგები დამონტაჟდა, ხოლო კონკრეულ ადგილებში მიწა ისე ამოთხრესს, რომ უცხო მანქანებმა ნაგავსაყრელის გარკევულ ტერიტორიებამდე მისვლა ვერ შეძლონ.იგი სამომავლოდ გეგმავს, აიკრძალოს ე.წ „ვიაზანი“ მავთულის ჩაბარება, რომელიც გამომწვარი საბურავის შედეგად მიიღება. კონსტანტინე ზარნაძე: „გლდანის შემოვლით გზაზე არსებობდა ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც 10 წელზე მეტია დაილუქა. ტერიტორიაზე, მიწისქვეშ 5-6 მეტრზე არის ძველი ნარჩენები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში ალდებოდა. დღესაც კი გლდანის ნაგავსაყრელზე იმდენი ნაგავია ჩამარხული, რომ შიდა წვები დღემდე მიმდინარეობს. მეც რომ ვიყავი ლოკაციაზე მისული, ძალიან ცუდი სუნი იდგა. რესპირატორის გარეშე გაჩერება რთული იყო… დამეწყო ყელის და ცხვირის საშინელი წვა. ჩემი დიდი სურვილია, რომ ნაგავსაყრელი გადავიდეს გლდანიდან, თუმცა რომც გადავიდეს არსებული ნაგავი დარჩება, რისი მოვლა-პატრონობაც გახდება პრობლემა. აუცილებლად უნდა დაკონსერვდეს, მაგრამ თავისი ექსპლუატაციიდან გამომდინარე სწორად ვერ დააკონსერვებ“. სახელმწიფო უწყებები გლდანში არ ზომავენ ჰაერის დაბინძურების დონეს. თუ მოქალაქეს აქვს სურვილი, შესაძლებელია მიმართოს უწყებას, რომელიც შეამოწმებს ჰაერის ხარისხს. ირინე ქურასბედიანი: „წლებია, რაც ეს სუნია, გასულ ზაფხულს კი განსაკუთრებით შემაწუხა. აგვისტოში დილის 4-5 საათზე აუტანელი სუნი მაღვიძებდა-ხოლმე. იმდენად ბინძური იყო ჰაერი, სუნთქვაც კი მიჭირდა. ისედაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ჩემს მდგომარეობაში ასეთ გარემოში ცხოვრება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ვფიქრობდი, საცხოვრებლის შეცვლასაც კი. მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ ჰაერს. ვიმედოვნებ, რომ პრობლემაზე რეაგირება ახლა მაინც ექნებათ“. სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოსთვის, აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თავჯდომარე, მანანა ქოჩლაძე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რასაც გლდანში არებულ ნაგავსაყელზე მიმდინარე პროცესები იწვევს. მანანა ქოჩლაძე: „როგორც ვიცით გლდანის ნაგავსაყრელი არის დახურული, სადაც ხდება აალება და მეთანის გაზის გამოყოფა. ეს არის მძიმე პრობლემა, რადგან მეთანი არის მომწამლავი გაზი. შესაბამისად, როდესაც ზაფხულში თვითაალება ხდება, იქმნება არა მხოლოდ ცუდი სუნი და დისკომფორტი, არამედ ეს ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთეობაზე. რეალური რისკები ჯერ არავის არ შეუსწავლია, არადა მოსახლეობა მუდმივად ჩივის თავის ტკივილებსა და უჰაერობაზე. პრევენციისთვის საჭიროა, რომ დაიწყონ მეთანის გამოყოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. თბილისში, რამდენიმე ავტომატურად ჰაერის მზომი დგას. სამწუხაროდ, გლდანში არ არის მსგავსი არაფერი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა რადგან არ ვიცით გლდანში რა ჰაერის ხარისხია“. მასალის ავტორები: ანი აბუსერიძე, თიკა სიბოშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება. – მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა? – დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა. ამიტომ, რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო დიარჯის სისტემა, რითაც დააჯგუფა დიაგნოზები და, წინასწარი კვლევების საფუძველზე, ფასები ამ ჯგუფების მიხედვით დააწესა. – როგორია დიარჯი სისტემა საქართველოში? – რომ გითხრათ მოქნილია-მეთქი, არ იქნება მართალი. აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. – თუ შეგიძლიათ, გვითხრათ ეს დადებითი და უარყოფითი მხარეები – საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში აქამდე გარკვეული სახის მომსახურებებს სხვადასხვა კლინიკა სხვადასხვა ფასში აწვდიდა მომხმარებელს. შეიძლებოდა, ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა ქალაქში ან, თუნდაც, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ყოფილიყო. პაციენტი ზედმეტი თანხის გადახდისგან თავს ვერ იცავდა. ამას ემატება რიგი მომსახურებები, მაგალითად, ექიმის ჰონორარი, ან VIP პალატა – რომლის ფასსაც კლინიკა თვითონ ადგენდა და, შეიძლებოდა, პაციენტის ნების გარეშეც დაემატებინა მისთვის ეს ხარჯი. დიარჯის შემოსვლის შემდეგ, კლინიკები ვალდებულები არიან, პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა გადაახდევინონ, რასაც პროგრამა მიუთითებს. ზედმეტის გადახდა გამოირიცხა. ეს ამ სისტემის დადებითი მხარეა. თან, მთელ საქართველოში, ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასია. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, დიარჯის სისტემის შემოსვლამდე იყო რიგი დაავადებები და დიაგნოზები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებდა, თავისი დაწესებული ტარიფის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ასე აღარ არის. ყველა პაციენტს – რა დიაგნოზითაც არ უნდა მოხვდეს კლინიკაში – გარკვეული პროცენტული თანაგადახდა მაინც უწევს. გამოდის, რომ თუ პაციენტი სოციალურად დაუცველი ან ვეტერანი არაა, ყველა შემთხვევაში იხდის ფულს, 10, 20 ან 30 პროცენტს, ზოგ დიაგნოზზე კი თანაგადახდები 1000 ლარს სცდება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომელთა ჰოსპიტალიზაციის რისკი მაღალია და უფრო ხშირადაც ხვდებიან კლინიკაში, ძალიან უჭირთ ამხელა თანხის გადახდა. მით უმეტეს, იციან, რომ აქამდე არ იხდიდნენ. ცუდი, ასევე, არის ის, რომ კლინიკებმა წინასწარ არ იციან, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს პაციენტს, სანამ მისი გაწერის დღე არ დადგება და შემთხვევა პორტალზე არ დაიხურება. შემდეგ ეს პორტალი წერს გადასახდელ თანხას, რაც პაციენტებში დიდ აგრესიას იწვევს. – თქვენი აზრით, მზად იყო თუ არა ქვეყანა ამ გამოწვევისთვის? – ჩემი აზრით, ქვეყანა კი იყო მზად – მოსახლეობაც და კლინიკებიც სიახლეებს მარტივად მივიღებდით – მაგრამ თვითონ სისტემა არ იყო კარგად მომზადებული. ჩემი აზრით, წინასწარ კვლევები უნდა ჩაეტარებინათ; პროგრამის ჩაშვებამდე ბევრ რამეს უნდა დაკვირვებოდნენ; კონსულტაციები გაევლოთ კლინიკებთანაც, ექიმებთან და მოსახლეობასთანაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ახლა ყველა ერთად ვსწავლობთ და, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ ორივე მხარე, რის შედეგებსაც დრო გვაჩვენებს. – დიარჯი სისტემისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისია მსოფლიო გაიდლაინით გათვალისწინებული მკურნალობისთვის? – რიგ შემთხვევაში – კი და რიგ შემთხვევაში – არა. გარკვეული კუთხით, ეს კლინიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, რომელიმე კლინიკამ იმდენად მოინდომოს ტარიფში ჩატევა, რომ ხარისხი საგრძნობლად შეამციროს – რაც აუცილებლად აზარალებს პაციენტს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ყველაფერი გაუკეთო პაციენტს და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა არაფერში გეყოს. არის დიაგნოზები, რომლებშიც არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც სამკურნალოდ არის საჭირო; მაგრამ ბევრი მძიმე დიაგნოზია, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ. როცა პაციენტის მდგომარეობა რთულდება და ტარიფი საკმარისი აღარ არის. – რას ურჩევდით მოსახლეობას ამ სისტემასთან დაკავშირებით? – ვურჩევდი, რომ უფრო მეტად გაერკვიონ დაფინანსებებში, კლინიკაში შესვლისთანავე. პაციენტები, რომლებიც უკვე საპენსიო ასაკში ან შშმ პირები არიან (რომელთაც, ასე თუ ისე, დიდი თანხების გადახდა უწევთ), კარგი იქნება, კერძო დაზღვევითაც თუ ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში, კერძო დაზღვევა თავის თავზე აიღებს იმ დაფინანსებას, რაც პაციენტს თავისი ჯიბიდან უნდა გადაეხადა. მასალის ავტორი: ნინო ჯინჭარაძე IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი