შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. დარიალის ხეობა სწორედ ის ადგილია, სადაც საზღვარი ივლება საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ სასაზღვრო გამშვებ პუნტზე მუშაობა ძალიან რთული კლიმატური პირობების გამო, ზამთარში ძნელია. ამ განსაკუთრებულ […]

ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ  განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთაც ყველა ეპოქაში საზოგადოება სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა. მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, ამ ადამიანებს იარლიყს აკრავდნენ და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ დილეგებში აცხოვრებდნენ სიცოცხლის ბოლომდე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა, ისინი მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროება […]

ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ […]

გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული. როცა ამ ადგილს ესტუმრები თავი სამოთხეში გგონია, ყველაფერი უჩვეულოდ ლამაზია. ბუმბერაზ მთებში […]

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. კვირა დღე, 10:00  საათი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ცოტა შეფერხების შემდეგ, […]

ავტორი: თაკო მახმუდოვი

ავტორი: გვანცა გახოკიძე

ავტორი : სალომე მელაია


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting