ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტებმა ელექტრონული ჟურნალი გამოსცეს
“მისანი” – ჟურნალის ეს სათაური მკითხველთა გულში ჩახედვის, მათი ინტერესების ამოცნობისა და დაკმაყოფილების სურვილით იქნა შთაგონებული.
“მისანის” შემქმნელებმა – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა – ყურადღება მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს.
ანონსში მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას.
- რატომ იცლება მთა, როგორია უკაცრიელ სოფლებში ჩასვლა? ამის შესახებ გვიყვება ანა არჯევანიძე მასალაში “დაცლილი მთები და ჩუმი სოფლები” (გვ:8).
- როგორია ახალბედა მსახიობის პერსპექტივები საქართველოში? ქეთი ნოზაძე ნიკა ხრიკულს, დამწყებ მსახიობს გაესაუბრა და სამსახიობო პროფესიით რეალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევებით დაინტერესდა (გვ:9).
- რატომ არის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა სასრგებლო? გვანცა ლაცაბიძემ ამ განმარტებით სტატიაში საინტერესო და სანდო წყაროები განიხილა (გვ:37).
მცირე ბიზნესის წამოწყება, სტუდენტური ცხოვრების ფსიქოლოგიური სირთულეები, ცხოვრების დაბალი დონე და სიღარიბე, ჰაერის დაბინძურება, განათლების რეფორმის ბუნდოვანი საკითხები, არაერთი საინტერესო წიგნის რეცენზია და სპორტის თემები გაშლილია ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკაში, ბოლოში კი გაზიარებულია მუსიკალური კომპოზიციების ნაკრების QR კოდით. ეს ნაკრები “მისანის” გუნდმა ზამთარში მოსასმენ “ფლეილისთად” შეკრა და სფოთიფაი-ზე განათავსა.