შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU NEWS – 30 მაისის საინფორმაციო გამოშვება

23/06/2023

BSU NEWS პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს. 30 მაისს, საინფორმაციო გამოშვებაზე მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები თეკლა გვარამია და მარიამ ლეთოდიანი. 

30 მაისის IBSU NEWS-ის მთავარი ამბები: 

  • IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პროექტის – “სტაჟირების
    ხელშეწყობა” – ფარგლებში, გრანთ თორნთონ აკადემიასთან თანამშრომლობით ატარებს საჯარო ლექციას: “სტაჟირება – საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.” საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: სტაჟირების შესაძლებლობები და საკანონმდებლო რეგულაცია; სტაჟირების სპეციფიკა კერძო და საჯარო სექტორში; სტაჟირების ხანგრძლივობა;
    სტაჟირების ანაზღაურების სპეციფიკა, უფლებები და ვალდებულებები სტაჟირების პროცესში. საჯარო ლექციას წარუძღვება ნინო ჯოლია, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, ტრენერი.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 3 ივნისს,
    არაოფიციალურ გარემოში IBSU summer party, საზაფხულო ღონისძიება გაიმართება. ბილეთის ფასი- 30 ლარია. ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ მიწეროთ თვითის პრეზიდენტს ან ვიცეს.
  • IBSU-ს სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ინჟინერიის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი მეძმარიაშვილი და სტუდენტებიისაუბრებენ თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია, როგორც გამოწვევა." ამ პროექტის მიზანია, სტუდენტებს საშუალება მისცეს ისაუბრონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და განავითარონ ლიდერული უნარები.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია "საჯარო ადმინისტრირების საკითხებზე"  კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა უმაღლესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს.
  • IBSU-ს საზაფხულო ფესტივალისთვის თეატრის, დრამისა და მუსიკის კლუბი ეძებს მოხალისეებს, რომლებიც დაეხმარებიან და მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ორგანიზებაში, სპონსორებისა და ფინანსების გუნდში, დეკორაციებისა და მუსიკოსების გუნდში, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეატრის, დრამის… კლუბის ფეისბუქ გვერდს. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 9-16 ივნისის კვირეულში იგეგმება.
  • 16 ივნისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.
  • IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომას დაესწრო, რომელსაც განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
  • 28 მაისს თვითმართველობის ორგანიზებით დაპირებული პიკნიკი  მოეწყო ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, 10 საათიდან IBSU-ში  სახალისო, გასართობი აქტივობები ჩატარდა, სტუდენტების თავშეყრა სრულად უზრუნველყოფილი იყო საკვებით. სხვა ფაკულტეტებისა და სკოლების პიკნიკები შემდეგ კვირებში ჩატარდება, ამიტომ თვალი ადევნეთ იბსუს პირველკურსელების დახურულ ფეისბუქ ჯგუფს, ვინაიდან რაოდენობა შეზღუდულია.

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting