შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ქეთი ფაქველაშვილი: მინდა სტუდენტობა IBSU-ში უფრო მრავალფეროვანი იყოს
19/04/2023
IBSU-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომლის პრეზიდენტი ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირველი ინტერვიუ უნივერსიტეტის მედია ცენტრის რადიოში, IBSU NEWS-ის წამყვანმა ლიზა პაპასქუამ ჩაწერა.
გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.
– გამარჯობა ქეთი, მოკლედ რომ გვიამბო რატომ წარადგინე შენი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევვნებზე?
– მოგესალმებით! მე ვარ ქეთი ფანქველაშვილი, ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტი.
ერთი წლის წინ, ბევრი სტუდენტის მსგავსად, მეც სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი თვითში (თვითმმართველობაში). თუმცა, თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორი არჩევანი გავაკეთე მას შემდეგ რაც თვითმმართველოში ბევრი დეპარტამენტი გამოვიარე, როგორც ჰედის, ვიცე-ჰედის ან რიგითი წევრის ამპულაში.
სიმართლე გითხრათ ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჩემი გუნდის და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. მე, მივხვდი რომ ჩემი გუნდი მენდო და პოტენციალი დაინახეს ჩემში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე – რატომაც არა და ვცადე. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავდგი ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი.
– მე მაინტერესებს, რა არის შენთვის ცნობილი იმ პრობლემების შესახებ რაც IBSU-ს სტუდენტებს აქვთ.
– თამამად ვიტყვი, რომ IBSU-ს შიდა სამზარეულო ჩემზე კარგად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. პრობლემას ვერ დავარქმევ, თუმცა პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია IBSU-ს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობაზე და მათ კავშირზე. სწორედ ამიტომ, მინდა უფრო ადვილი გახდეს ამ ორი სფეროს ერთმანეთთან ურთიერთობა.
პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა სტუდენტების ორი ნაწილი: ერთი ნაწილი, რომელიც სრულიად ჩაიკეტა საკუთარ თავში და მეორე ნაწილი, რომლებიც სრულიად მოწყურებულები არიან სტუდენტურ ცხოვრებას და უფრო მეტი და მეტი უნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რექტორის ბატონი საფეთის ძალიან დიდი მოთხოვნაა რომ უფრო კარგად გაიცნოს სტუდენტები, უშუალოდ გაიცნოს. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ემსახურებოდეს ამას, რომ მათი ურთიერთობა უფრო უშუალო გახდეს და ადმინისტრაცია არ იყოს რაღაც ორგანო რომლებთანაც სტუდენტებს შეხება აქ ექნებათ.
– ალბათ, ყველა სტუდენტს აინტერესებს თუ რის შეცვლას და გაკეთებას აპირებ, თუნდაც ისეთის რაც თვითმმართველობის წინა პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
ალბათ, ყველა პრეზიდენტის მიზანი ეს არის რომ სტუდენტების ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და სწორედ ამას ვპირდები მეც ჩემს გუნდთან ერთად IBSU-ს სტუდენტებს, რომ ადმინისტრაციისა და სტუდენტების მინდა გახდეს კიდევ უფრო ღრმა.
– ვინ არიან შენი გუნდის წევრები და რა გახდა მათი შერჩევის მიზეზი?
პირველ რიგში მოგიყვებით მათ შესახებ. ალბათ, არასწორი იქნება საუბარი არ დავიწყო ჩემი მარჯვენა-მარცხენა ხელით და საერთოდ ყველაფრით, ჩემი ვიცე-პრეზიდენტით ანა იმედაშვილით. ჩემი გუნდის წევრები არიან კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დელეგატი ლუკა რაქვიაშვილი; ბიზნესის სკოლის დელეგატი ზურაბ ჯებაშვილი; განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დელეგატი ლაშა არაქელოვი და ბოლოს – სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატი ვერიკო სირია.
თვითმმართველობის არჩევნებამდე, როცა დელეგატების არჩევაზე მიდგა საქმე, დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ეს იყო. ვეცადე, მეპოვა ადამიანები, რომლებშიც გაერთიანებული იყო მაღალი GPA და ადამიანური და მეგობრული თვისებები. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც პირველი მომივიდა გონებაში და საბედნიეროდ, ახლა ჩემი გუნდის წევრები არიან.
– ქეთი, მადლობა ინტერვიუსთვის
ფოტო: IBSU NEWS-0ს წამყვანები თეკლა გვარამია, სალომე კევლიშვილი და ლიზა პაპასქუა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ქეთი ფაქველაშვილთან ერთად.
მასალის ავტორი: ლიზა პაპასქუა
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ამავე თემაზე: