შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU-ში თვითმმართველობის არჩევნები 2023 ჩატარდა

06/04/2023

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.  2023 წლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. 

არჩევნები დღეს, 6 აპრილს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე უწყვეტ რეჟიმში, ონლაინ მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. იმისათვის რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვლილიყო კანდიდატს 866 ხმაზე მეტი უნდა მიეღო. ბოლო მონაცემებით, ქეთი ფანქველაშვილის სასარგებლოდ 882 ხმა დაფიქსირდა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ანა იმედაშვილი იქნება, ლაშა არაქელოვი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლას უხელმძღვანელებს, ლუკა რაქვიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მართვას ჩაიბარებს, ხოლო ვერიკო სირია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობას გაუძღვება.

იხილეთ თუ რას აცხადებდნენ კანდიდატები, დღეს, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე.

მასალის ავტორები: დავით მათიაშვილი და გვანცა გოგიაშვილი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting