
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “ისაუბრე ქართულად”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა ოთხი სტუდენტი: ავთანდილ ზარნაძე, ანანო სამხარაძე, გიორგი ჭოხონელიძე და ქეთი კვანტალიანი. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი

კამპანიის კონცეფცია
#ისაუბრექართულად – ჩვენი ჯგუფის პროექტია, რომელიც პროექტი ისახავს ახალგაზრდებში ბარბარიზმების, უცხოური ლექსიკისა და უბრალოდ არამართებული სიტყვების ჩანაცვლებას ქართული შესატყვისით. ყველაფერი ქართულად, გამართულად საუბრის საჭიროებიდან და სურვილიდან დაიწყო. ბევრი ტერმინია, რომლებიც ძალიან გვჭირდება ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებაში და მათ ქართულ შესატყვისებს არ/ვერ ვიყენებთ, ისინი ხშირად მოძიებულიც კი არაა.
#ისაუბრეექართულად – კამპანია სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გადაგვეხედა ჩვენი საუბრისა და მიმოწერისთვის და დაგვეწყო ქართულად ლაპარაკი. ეს ეხება როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას – წერილებს, შეტყობინებებს, ისე ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხოსიტყვების ქართულით ჩანაცვლებას. იდეა ყველამ ერთად აიტაცა. ყველამ გავაქართულეთ ხელმოწერები, გადმოვიწერეთ ქართული შრიფტები ტელეფონებში… დავიწყეთ ჩვენი სარეკლამო მასალების გადახედვა და ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომლებიც ამ წამოწყების განხორციელებაში დაგვეხმარება. უკვე ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ვფიქრობთ, წარმატება წინაა.
ვმუშაობთ იმაზე, რომ ამგვარ ლექსიკონებს დაემატოს ქართული სიტყვები, ითარგმნოს ტერმინები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სულ რაღაც 3 კვირაა, რაც პროექტი კურსელებსა და ლექტორებს გავაცანით და ნათლად ვხედავთ, როგორი მონდომებით ცდილობენ ჩვენი კოლეგები ქართული შესატყვისების გამოყენებას: დილას ვიწყებთ განახლებით (Update), შემდგომ უკუკავშირის დროა (Feedback) აი, სიტყვა Brainstorming-ს ჯერ შესატყვისი ვერ მოვუძებნეთ და ზუსტად აქ მივხვდით, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის დახმარება გვჭირდებოდა, რათა ერთობლივი ძალებით მოგვეძია უცხოური სიტყვების ჩამნაცვლებელი ქართული შესატყვისები.
მისი პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის ქართული ენის ისტორიის თანამედროვე ფორმებით მოყოლას მოიცავს, თუმცა მხოლოდ საინტერესო თხრობა ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი. გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგი მოგვცა #წერექართულად კამპანიამ, ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ #ისაუბრექართულად მსგავს შედეგს მოგვცემს და შეცვლის არსებულ მდგომარეობას. ჩვენს საზოგადოებაში ბარბარიზმების, უცხო ლექსიკისა და დამახინჯებული სიტყვების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს და მივიჩნევთ, რომ ეს პრობლემაა. ხშირად ვხვდებით ტრადიციულ და ახალ მედიაში ისეთ ინტერვიუსა და პოსტებს, რომლებიც გაჟღენთილია ბევრი არამართებული სიტყვით. ეს არ არის იმ კონკრეტული ადამიანის დანაშაული. ეს ზოგადი პრობლემაა და წლების წინ დანერგილი ლექსიკის შემადგენელი ნაწილია. დაგვეწყო სრულად ქართულად საუბარი. ეს ეხება როგორც წერილების, შეტყობინებების გაგზავნას, ისე – ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხო სიტყვების ქართულით ჩანაცვლებას.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ქართული ასოებით არამართებული სიტყვის ჩაწერას და მისი მართებული შესატყვისით ჩანაცვლებას. ამ პლატფორმას ექნება ე.წ. თარგმნის ფუნქცია. მაგალითად, ერთ ველში შეგვყავს სიტყვა „დიგიტალიზაცია“ და მეორე ველი გიჩვენებს ამ სიტყვის მართებულ ვერსიას.
სამიზნე აუდიტორია
ჩვენი კამპანიის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 15-25 წლამდე ახალგაზრდებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად მიესადაგება ამ ასაკობრივ ჯგუფს. ეს მოიცავს სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს. ამ ასაკის წარმომადგენლებს უფრო მეტად ესაჭიროებათ ჩვენი აპლიკაციის გამოყენება, რადგან დატვირთულია მათი სასწავლო პროცესი და მეტად არიან მიმართულნი სწავლისა და სიახლის შემეცნებისკენ. ამ კატეგორიას იმიტომ ვირჩევთ, რომ ყველაზე მეტი საშიშროებაა, რომ არ დაებინძუროთ ლექსიკა ამდენი ჟარგონით, ბარბარიზმით, გამოიყენებენ სმარტფონებს, სოციალურ ქსელებს და ბევრ არამართებული სიტყვის წარმოთქმას ეჩვევიან.
მეორეხარისხოვანი ასაკი ჩვენს შემთხვევაში არიან 45-55 წლამდე ადამიანები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ შორის მასწავლებლებს, ლექტორებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. სქესს არ ენიჭება მნიშვნელობა, რადგანაც ორივე სქესის წარმომადგენლისთვის არის საჭირო და ჩვენი კამპანია არ არის გენდერულ საკითხთან კავშირში. ის სრულად საგანმანათლებლოა და როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს ესაჭიროებათ მისი
გამოყენება. საცხოვრებელი ადგილი, უპირველეს ყოვლისა, მარტივი იქნება თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მათთან შეხვედრა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რაიონის ახალგაზრდების დიდი რაოდენობა სახელმწიფო გრანტებს იღებს, შევიძლია ვთქვათ, რომ რეგიონებში ინტერესი სწავლის მიმართ უფრო მაღალია და, შესაბამისად, ჩვენი აპლიკაცია მათთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. საცხოვრებელ ადგილზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით მოვიცვათ თითქმის ყველა ადგილი, რათა ყველას მივაწვდინოთ ხმა და ეს
აპლიკაცია გავხადოთ აქტიურად გამოსაყენებელი. ჩავატარეთ დაკვირვება, კერძოდ, ყველა თაობის სხვადასხვა წარმომადგენელს ვაკვირდებოდით, როგორ საუბრობდნენ ქართულად, რომელიც დაგვეხმარა მართებული სამიზნე აუდიტორიის არჩევაში, თუ სად დავინახეთ საფრთხეები.
საფრთხე 15-25 წლამდე ახალგაზრდებში:
მესიჯბოქსები: #ისაუბრექართულად, #ქართულიენა, #ბარბარიზმი, #აირჩიექართული.
სლოგანები – ნუ დაკარგავ ქართულ ენას, დაიცავი ქართული ენა…
მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი საკომუნიკაციო არხები, რომლებსაც გამოვიყენებთ სამიზნე აუდიტორიამდე ჩვენი სათქმელის მიტანისთვის.
რა თქმა უნდა, ტელევიზიაში გასული სიუჟეტები გადმოზიარდება და გარეკლამდება სხვა მასალებთან ერთად. ფეისბუქზე რეკლამირება განხორციელდება, იმ მნიშნელოვანი პოსტების და ვიდეოების, რაც გვინდა რომ საზოგადოებამ ნახოს. ღონისძებებს შევქმნით, სადაც ჩვენი აქტივობები დაიგეგმება. გავაკეთებთ გამოკითხვებს „იცით თუ არა რომ“? ტესტებს შევქმნით საგანმანათლებლო ხასიათის, რომელსაც რამდენიმე სავარაუდო პასუხი ექნება არასწორია და სწორია-ს პოსტერები დაიდება ყოველდღიურად და საზოგდოებას დავუსვამთ ამ კითხვებს, კომენტარში აქტივობისთვის.
ინსტაგრამის ამბებით (სთორი) გავაკეთებს კითხვა-პასუხის გამოკითხვებს, მივიღებთ რეკომენდაციებს, რას ისურვებდა საზოგადოება ჩვენგან, რა ხარვეზები გვაქვს გამოსასწორებელი, როგორი ღონისძიების დაგეგმა სურთ მათ, ამ პროცესში აუცილებლად იბადება ახალი იდეა, ჩვენს იდეასთან ასოცირებული, რომელიც კიდევ უფრო მეტად ჩართავს საზოგადოებას ჩვენი იდეის განხორციელების პროცესში.
ტიკ-ტოკში გაკეთდება ვიდეოები, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები გააკეთებენ მოწოდებებს, რომ ვიმტყველოთ ქართულად, შეიქმნება სახალისო ვიდეოები იმასთან, დაკავშირებით, თუ როგორ არის დამკვიდრებული ჩვენში უცხო სიტყვები და პოპულარიზაციის მხრივ მოუწოდებენ ახალგაზრდები სხვა ადამიანებს, თუ როგორი მაგარია ისაუბრო ქართული სიტყვებით.
იქნება სწორია არასწორია ვიდეოებიც, ისევ მოსწავლეების ჩართულობით, რადგან ეს პლათფორმა იმდენად ვირუსული გავრცელებით არის გამორჩეული თან ბავშვებს უყვართ როცა მისი მსგავსი და მისივე ასაკის ბავშვი ესაუბრება მათ და აიგივებენ ერთმანეთთან, რომ ვფიქრობთ ეს პლათფორმა უნდა იყოს მხოლოდ მათთვის. ვიდეოს დადებისას აუცილებლად უნდა დაურთონ შემდეგი ჯეშთეგები, ჩვენი კამპანიის მესიჯბოქსები, #ისაუბრექართულად, #ქართულიენა, #ბარბარიზმი, #აირჩიექართული.

შედეგები – ჩვენი მოლოდინებია, რომ 15-25 წლამდე თაობის წარმომადგენლები მეტად დაფიქრდებიან ქართული ენის მნიშვნელობაზე, შენარჩუნებაზე. ისინი ძირითადად იყენებენ სოციალურ ქსელებს, რომლებიც ჩვენი საკომუნიკაციო საშუალებებია მათთან ინფორმაციის მისატანად. გვსურს გავავრცელოთ რეკლამები, ინფორმაცია ჩვენი საიტის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება, კონკრეტული სიტყვის მართებული ფორმის მოძებნაში. დაახლოებით 90% დაიწყებს ამ საიტის გამოყენებას, რაც ჩვენთვის დიდი მოტივაცია იქნება, რომ არ მოვდუნდეთ და ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული ენა და მუდმივად დავხვეწოთ საიტი და მომხმარებლების მოთხოვნებს მოვერგოთ. ძალებს არ დავიშურებთ და ამ პროექტის პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს – მას არც საზღვარი აქვს და არც ბოლო, თუ ჩვენ გამართულად ვისაუბრებთ ქართულად, წავიკითხავთ ქართულად, ვიფიქრებთ ბარბარიზმებისა და ტერმინების თარგმნა-ამოძირკვასა და ფონტების გაუმჯობესებაზე, მივიჩნევთ, რომ ძალიან სასარგებლო პროექტი დაგვიწყია – ყველაფერი შესაძლებელია – მთავარია მონდომება!
კითხვარი
https://docs.google.com/forms/d/14_D7Xjv_sBNb4qO9FZfqSE3rUxYX8tfoEvK0UUrdl4A/viewform?ts=63970373&edit_requested=true&fbclid=IwAR2tK9vsiNEX76rThvScVs5QIq_4swuaPJFCFFZcUlrbCMN4XDELS2KQK0M ჩავატარეთ პატარა გამოკითხვა, შევადგინეთ საკვლევ თემასთან შესაფერისი შეკითხვები, რათა ჩვენი კამპანიის საჭიროებები გაგვეგო და სამიზნე აუდიტორიის განწყობებსაც დავაკვირდით.