შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

როგორ გამოიყურება ჟინვალის წყალსაცავი ზამთარში?

02/03/2023

გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი, თბილისის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით გრძელდება. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეწვია და ადგილზე დაათვალიერა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟინვალის წყალსაცავი ზამთარში.

ჟინვალის წყალსაცავი თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე არაგვის შუა წელში, საიდანაც თბილისი და მცხეთა წყლით მარაგდება. მისი საერთო ფართობი 12,8 კილომეტრია.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” (GWP) თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება.

ზამთარში, ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონე იკლებს და კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა მის  ირგვლივ. გურამ აბაშიძის გადაღებულ ფოტოებში ასახულია ტერიტორიაზე არსებული სანიტარული მდგომარეობა.

ჟინვალის წყალსაცავში წასვლამდე, IBSU-ს სტუდენტი გურამ აბაშიძე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, ინტერვიუ ჩაეწერა GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან ან იმ კომპეტენტურ პირთან, ვინც მის კითხვებს ამომწურავად უპასუხებდა. რამდენიმედღიანი დაჟინებული თხოვნის შემდეგ,მის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს ასევე წერილობით უპასუხეს. გურამის ერთ-ერთი კითხვა ჟინვალის წყალსაცავსაც შეეხებოდა.

წერილობითი ინტერვიუ GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან. 

– თბილისის სასმელი წყლის აღება საიდან ხდება?

– კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება.

– წყალმომარაგების სისტემაში ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია /მოდერნიზაცია რა ეტაპზეა?

–  კომაპნია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობის მაღალხარისხიანი სასმელი წყლით სტაბილურად უზრუნველყოფის მიზნით მუდმივად ზრუნავს წყალმომარაგების ობიექტებისა და ქსელის განახლება-განვითარებაზე. კომპანია ყოველწლიურად ატარებს დედაქალაქის მასშატბით მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს, როგორც ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე ასევე ქალაქის ყველა რაიონში. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ 80 სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა და თბილისის ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე 30 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ინფრასტრუქტურა განაახლა, მათ შორის ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები, მუხიანის აგარაკები, 26 მაისის,  კრწანისისა და სხვა ქუჩები. კომპანია მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს დედაქალაქის  ყველა რაიონში.

– თბილისის წყალმომარაგების ქსელები მთლიანად განახლებულია თუ არის ადგილები სადაც ისევ ძველი ქსელებით ხდება სასმელი წყლის მიწოდება?

– კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” მოხმარებლების ონკანებამდე სასმელი წყლის განაწილებასა და მიწოდებას 6000კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელით უზრუნველყოფს. აღნიშნული ქსელი მუდმივ განახლებასა და განვითარებას საჭიროებს. ქსელების რეაბილიტაცია ყოველწლიურად ეტაპობრივად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროექტებს პრიორიტეტულად ვატარებთ წყალმომარაგების სისტემის ისეთ მონაკვეთებზე, სადაც მილები მოძველებული და ამორტიზებულია.  წყალმომარაგების ქსელის მასშტაბურობიდან და სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე  წყალმომარაგების ქსელი განახლების პროცესი ხანგრძლივია და  ქსელი  მიმდინარე ეტაპზე მთლიანად განახლებული არ არის.

– როგორც ვიცით, სასმელი წყლის აღების ტერიტორიებზე მაგალითად ჟინვალის წყალსაცავი, არის საპიკნიკე ადგილები, რის შედეგადაც ხდება ასაღები წყლის დაბინძურება, ამ საკითხთან დაკავშირებით რა სახის ღონისძიებები ტარდება და თუ არის ნაპოვნი გამოსავალი წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან?

– “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს. ჟინვალის წყალსაცავზე მოწყობილია 102 მ სიმაღლის მიწის კაშხალი, რომელიც ქმნის 500 მლნ. მ 3 მოცულობის წყალსაცავს. აღნიშნული ტერიტორია მკაცრად დაცულია და ზედამხედველობას უწევს კომპანია. GWP-ს მიერ  წყალაღება ხდება   სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან ტუმბო აგრეგატების საშუალებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება №425-ის შესაბამისად წყალაღების წერტილებში ჩატარებული ნედლი წყლის მონიტორინგის შედეგები ყოველთვის სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმატივებს.

– როგორც ვიცით თქვენმა კომპანიამ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (gwp)  2006 წელს მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის ISO-9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი, ხომ ვერ გვეტყვით თუ ხორციელდება და რა შუალედებით ამ სერტიფიკატის შენარჩუნებისათვის მონიტორინგი?

– ISO-ს სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად სერთიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი რის საფუძველზეც ხდება სერთიფიკატის ვადის გაგრძელება მომდევნო აუდიტამდე. აუდიტის პერიოდის გასვლის შემდეგ იწყება ხელახალი სერტიფიცირება. ამჟამად კომპანია  ემზადება ISO 9001-ის სერტიფიცირების განახლებისთვის. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორების ჩა

– თუ შეიძლება აგვიხსენით ეტაპობრივად გზა რომელსაც სასმელი წყალი გადის აღებიდან ჩვენს ონკანამდე?

–  დედაქალაქის წყალმომარაგება 4 ძირითად საფეხურს გადის: მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება,  მოსახლეობის უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სასმელი წყლით უზრუნველყოფა. კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან, ნატახტრის ბულაჩაურის და მისაქციელის წყალშემკრებებიდან მოიპოვებს და სათავე ნაგებობებზე ანაწილებს. სათავე ნაგებობეზე ნედლი წყალი  სასმელ წყლად დამუშავების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. სასმელი წყლის ხარისხი ჯივიპის ლაბორატორებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება. ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყალი დედაქალაქის  რეზერვუარში ნაწილდება და  წყალმომარაგების  ქსელის საშუალებით მოსახლეობის ონკანებამდე მიდის.

– თუ გქონიათ შემთხვევა როდესაც სასმელი წყლის მასობრივი დაბინძურება მოხდა, (იგულისხმება ფორს მაჟორის დროს მომხდარი დახიანებების დროს წარმოქმნილი ქსელების დაზიანებები) და როგორი იყო თქვენი რეაგირება?

– მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.

– ავარიული დაზიანებებისა თუ მილების შეცვლის გამო ჩატარებული სამუშაობების პროცესში თუ არის საფრთხე, რომ დაბინძურდეს სასმელი წყალი

– კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო ან დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული  სამუშაოების შემდეგ აუცილებლად რეცხავს ქსელს, სასმელი წყლის ხარისხს ლაბორატორიულად ამოწმებს და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას.

– ცნობილია, რომ მომხმარებელთა ნაწილი სასმელ წყალს არ იყენებს სასმელად, რადგან ვერ ენდობა მის ხარისხს, ნდობის მოსაპოვებლად და ხარისხის დასამტკიცებლად თუ ხორციელდება რაიმე სახის რეაგირება თქვენი კომპანიის მიერ?

– თბილისი ერთ-ერთია მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებს შორის, სადაც მოსახლეობა სასმელ წყალს პირდაპირ ონკანიდან სვამს.  თქვენ მიერ დასახელებული  საკითხი არცერთი ოფიციალური კვლევით არ დასტურდება და მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. პირიქით, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და კმაყოფილია თბილისში სასმელი წყლის ხარსიხით.

– სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელმაც სინჯის აღების დროს მოითხოვა გარკვეული პროცედურები, მათ შორის ჩემთვის საყურადღებო აღმოჩნდა ონკანის 15 წუთით ბოლომდე გახსნა, დინება და სინჯის მხოლოდ მას შემდეგ აღება, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ საკითხთნ დაკავშირებით
– წყლის სინჯის აღება ხდება ტექნიკური რეგლამენტის „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების“  თანახმად, კვლევის მიზნისა და ობიექტის მიხედვით შემუშავებული პროგრამის შესაბამისად.  (საქართველოს მთავრობის დადგენილება №26 2014 წლის 3 იანვარი)

– სასმელი წყლის ხარისხი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მილები რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგების ქსელებზე, რამდენად უსაფრთხო და საიმედოა იმ მხვრივ, რომ გავლენა არ მოახდინოს წყლის ხარისხზე და საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას?

– ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემას  მხოლოდ ევროპული ხარისხის თანამერდოვე ინფრასტურქტურით ანახლებს. კომპანიის მიერ გამოყენებული მილები სრულიად უსაფრთხოა და აბსოლუტურად შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებსა და რეგულაციებს.  ასევე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში  მოწმდება ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში და მხოლოდ ლაბორატორიულად  შემოწმებული მაღალი ხარისხის  სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას.

სასმელი წყლის მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს  ექვემდებარება.სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

– როგორც ცნობილია თბილისში არსებობს კორპუსები სადაც ჯერ კიდე ძველი ლითონის მილებით მარაგდება წყალი, რა ტემპით მიმდინარეობს ამ პრობლემის დროულად მოგვარების საქმე?

– კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის   მიერ მუდმივად ხდება მის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია. ამასთან, კომპანია პასუხისმგებელია  მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის შეცვლა-განახლებაზე, რომელიც კერძო საკუთრებების წითელ ხაზებს გარეთ არის. Შიდა ეზოების, კორპუსებისა და საცხოვრებელი სახლების   წყალმომარაგების  ქსელების მოვლა-პატრონობა ჯივიპის კომპეტენციაში არ შედის.

მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე

IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი

 

ამავე თემაზე: 

როგორ ავიღოთ სასმელი წყალი ონკანიდან? – გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting