შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 12

თეიმურაზ ხუციშილი ასოცირებული პროფესორია მათემატიკის დარგში, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკის მიმართულებით. თეიმურაზ ხუციშილს გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო და მონოგრაფია ტურისტიკისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სფეროში. მისი თანაავტორობით დაიბეჭდა 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ბატონი თემური 2013-2016 წლებში  იყო  სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტისა (N 57/04) „თურქეთში მდებარე საქართველოს ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის […]

ინტერვიუ თბილისის N30-ე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელთან  მანანა შველიძესთან.  – რთულია იყო მასწავლებელი? – ძალიან რთულია იყო მასწავლებელი, რადგან თითოეულ მოსწავლესთან უნდა შეძლო კონტაქტის დამყარება და ყველაზე მთავარი არის ის რომ წლების გასვლის შემდეგ შენი მოსწავლის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგრცხვეს, როდესაც ქუჩაში შეხვდები გზის მეორე მხარეს არ უნდა გადავიდეს, არამედ უნდა მოვიდეს და ჩაგეხუტოს […]

წლებია გლდანის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს უჩივის და მისგან გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. ამ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, გლდანის ნაგავსაყრელზე სამშენებლო მასალები და ტოქსიკური ნარჩენები იწვის. მეორე ვერსიით არსებობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აგროვებს და წვავს საბურავებს, რომლის შედეგად მიღებულ ნარჩენს ჯართში აბარებს. საბურავების წვის პროცესში გამოყოფილი სუნი კი მთელს გლდანში ვრცელდება. […]

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება. – მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა? – დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის […]

სწავლა თუ მუშაობა? – საქართველოში ამ დილემის წინაშე უამრავი სტუდენტი დგას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სტუდენტებზე მორგებული სამსახურები, ადეკვატური ანაზღაურებით, სადაც ისინი მუშაობის პარალელურად, სრულფასოვანი განათლების მიღებასაც შეძლებენ. გაძვირებული ბინებისა და პროდუქტებზე მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, სტუდენტების უმრავლესობას, სწავლის პარალელურად, მუშაობა უწევს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტებზე […]

მუხრან ფუტკარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში. მან, 2010 წელს დაასრულა საშუალო სკოლა, 2014 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2016 წელს სდასუში დაამთავრა მაგისტრატურა იმავე განხრით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. არ იმყოფება ქორწინებაში.   – რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ […]

გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან  დაეწყო.   – კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც […]

მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის. – კაბუ, რომ […]

ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, ყოველ დღე სანამ სკოლაში წავიდოდი, მთელ ვაჟა-ფშაველას გაივლიდა, რომ ჩემთვის ცხელი კრემიანი “პონჩიკები” მოეტანა, რადგან იცოდა, რომ დილით ჩაისთან ერთად ასეთი საუზმის მირთმევა მიყვარდა. არაფერს იზარებდა, რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მომიტანდა, თუმცა ახლა, როცა ერთი ფეხი დაკარგა, იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. მუდმივად გამოთქვამს გულისტკივილს იმის გამო, რომ ოჯახს ვერ ემსახურება, […]

– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი. – მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ […]


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting