შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 8

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე.  ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში 12-მა ქართველმა მოსწავლემ 9 დღე გაატარა ჩემს მასპინძელ ორგანიზაციაში –  Šiaulių Didždvario gimnazija. დარწმუნებით ვიტყვი, რომ საკმაოდ ინტენსიური კვირის განმავლობაში მიიღეს როგორც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა, ასევე შეიძინეს უცხოელი მეგობრები და უამრავი სასიამოვნო მოგონება დააგროვეს ადგილობრივებთან ერთად. მათ ჩამოსვლამდე მზადება ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დავიწყეთ. პროგრამის ხელმძღვანელს ჩემგან ფოტო/ვიდეო გადაღება და მენტორობა სურდა. უნდა მომემზადებინა ენერჯაიზერები და გუნდური თამაშები. ჩემი დღე იწყებოდა დილის 10 საათზე (მათთვის 9-ზე), საღამოს 10 საათამდე. გაცვლითი პროგრამა დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან, ნულოვან ნარჩენებთან და გლობალურ დათბობასთან. მოვამზადეთ არაერთი აქტივობა, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ, როგორც ამავე, ისე სხვა ქალაქში. ნინი შაორშაძე: “ჩემი ცხოვრების ყველაზე ახალი, მნიშვნელოვანი და ემოციური დღეები ლიეტუვაში ყოფნას უკავშირდება. აქ, ყველაფერი ახალია, რადგან ბევრი რამ პირველად ხდება, მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია და ახლა ჩემი ცხოვრების ისტორიას ვწერ. ვაგროვებ ამბებს, ისტორიებს და ემოციებს”.  დღე 1 – გაიცანი ქალაქი  ვებ-გვერდიდან Šiauliai Tourism Information Center მოვიძიე, ჩამოვტვირთე და მოხალისეებს შევთავაზე აპლიკაცია, რომელიც გვიჩვენებს მარშრუტს ქალაქის დასათვალიერებლად. ვიფიქრე, პირველ დღეს, პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს არის იმ ქალაქის დათვალიერება, რომელშიც მომდევნო რამდენიმე დღის გატარება მოგიწევს. საკმაოდ მოსახერხებელი და ინფორმაციული აპლიკაციაა, ასე რომ, თუ შიულეიში მოგზაურობას გადაწყვეტთ და ინტერნეტთან კავშირი გექნებათ, საინფორმაციო ცენტრის ძებნა და რუკის პოვნა ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ. აქ ნახავთ როგორც აუდიო, ისე წერილობით ვერსიას ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის ისტორიის შესახებ. აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ თუ რა დროში შეგიძლიათ მოინახულოთ თქვენ მიერ მონიშნული ადგილები და არა მხოლოდ. გარდა ამისა, პირველ დღეს გვქონდა გაცნობითი თამაშები, ფილმის ჩვენება, გუნდური თამაშები, ლექცია-დებატები, რომელთაც მომდევნო დღეების აღწერისას აღარ გავიმეორებ და ავტომატურად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ დღე მხოლოდ ერთი აქტივობით არ შემოიფარგლებოდა. დღე 2 – შეხვედრა შიაულიაის რაიონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან. შეხვედრიდან გავიგეთ თუ როგორ ხდება ქალაქის კეთილმოწყობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ფაქტია, რომ ცდილობენ ახალგაზრდების პროექტების წახალისებასა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-გამწვანებას. მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური პროექტების წარდგენა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სოლიდურ თანხას სთავაზობენ. ფაქტი მეორე: წარმოიდგინეთ, რომ საღამოს საათებში ქუჩებში ლამპიონების ნათება მკვეთრია, შუაღამის 12 საათიდან კი მისი ერთი ნაწილი ითიშება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ბნელა, მაგრამ ენერგიის დაზოგვა ნათების შემცირებით ხდება. როგორც მერის მოადგილე ამბობს, ქალაქში მხოლოდ ეკო ლამპიონებს იყენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოეფექტური ნათურები ამცირებენ ენერგიის მოხმარებას პრეფორმების ზუსტად გაცხელებისას. საინტერესოდ აღინიშნა შემდეგი ფაქტიც: როგორ და სად ნაწილდება ნარჩენები მათივე დანიშნულების მიხედვით. ფაქტი იმიტომ, რომ მომდევნო დღეს ჩვენივე თვალით ვნახეთ ყოველივე. დღე 3 – ლიეტუვის ერთ-ერთი ქალაქის, კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონულ ცენტრში კლაიპედა ლიეტუვის სიდიდით მესამე ქალაქია და ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ საპორტო ქალაქს საბრნე კავშირი აქვს შვედეთთან და გერანიასთან. აქ, დაახლოებით 162 000 ადამიანი ცხოვრობს. კლაიპედა – პატარა გერმანიაა ლიეტუვაში. პირველი, რასაც ქალაქის ნახვისას შენიშნავთ, მისი განსხვავებაა ლიეტუვის დანარჩენი ადგილებისგან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში კლაიპედა ჯერ – რუსეთს, პირველ მსოფლიო ომამდე კი გერმანიას ეკუთვნოდა. ძველი ქალაქი (The old town of Klaipeda) განსაკუთრებით ჰგავს გერმანიას. დილის 1-საათიანი ლექციის შემდეგ გავემგზავრეთ კლაიპედაში, სწორედ  იმ ადგილას, სადაც განცალკევებულია ნარჩენები და მზადდება მეორედ გადასამუშავებლად. ვხედავთ ოთხი სახის ურნას: შუშა, პლასტმასა, ქაღალდი და ყველა დანარჩენი – ცალ-ცალკე ურნაში, განსხვავებული ფერებით. მოგვიანებით ვნახეთ ადგილი, სადაც გადააქვთ ნარჩენები, რომელთა მეორედ გამოყენებაც შეუძლებელია. კლაიპედამ, გლდანის ნაგავსაყრელი გამახსენა, სადაც ნარჩენების გადახარისხება არ ხდება და ყველაფერი ერთად იწვის. თუ არ ვცდები, ჯერ არც არავის ჩაუტარებია კვლევა, კონკრეტულად რა მავნე ნივთიერებები გამოიყოფა ამ დროს, თუმცა ფაქტია, რომ უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, გლობალურ დათბობასაც უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ გლდანის ნაგავსაყრელი პირდაპირ ხევშია მოწყობილი და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ იქიდან გამონაჟონი წყლები გრუნტის წყლებს შეერევა. კლაიპედაში, ამ კონკრეტულ და კარგად შემოსაზღვრულ ტერიტორიას შევხედეთ მხოლოდ ავტობუსიდან, რადგან სპეციალური აღჭურვილობის უქონლობის გამო დათვალიერება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ადგილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, საკმაოდ შორს არის დასახლებული პუნქტიდან და რაც ყველაზე მთავარია, მის სიახლოვეს არ არის არც ტბა, არც ზღვა. ასე რომ, საფრთხე არ ექმნებათ ცხოველებს. ფოტო: კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონული ცენტრი დღის ბოლოს – სადილი და ბალტიის ზღვის სანაპიროს ხედით ტკბობა.   მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი    

IBSU-ს მედია ცენტრი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო მოგზაურობას იწყებს. რუბრიკაში “ზაფხული” IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაგიზიარებენ ფოტორეპორტაჟებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მარი მხეიძე კვიპროსზე პირველად იმყოფება და მოგვაწოდა ფოტოები ულამაზესი კლდეებით და ლაჟვარდოვანი ფერებით, პატარა, მყუდრო ქალაქ აია ნაპადან, სადაც წყალი საოცრად სუფთაა, სანაპირო უფასო და ხალხი ფრიად კომუნიკაბელური. მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა თეკლა გვარამიამ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” უცხოელი სტუდენტები ჩაწერა და მათი აზრი მოისმინა იმისა შესახებ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ცხოვრებასა და სწავლაზე.        კარიშმა კრიშნა ფიჯის კუნძულებიდანაა და IBSU-ში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. თეკლა გვარამიასთან მან ისაუბრა თუ რა მოსწონს საქართველოში ყველაზე მეტად.   კარიშმა კრიშნა: მე და საქართველო (აუდიო)  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. IBSU-ს მედია ცენტრის მხარდაჭერით მარიამმა დაიწყო პოდკასტების სერიის მომზადება “მე და ევროპა”, რომლის საშუალებითაც დაწვრილებით მოგიყვებათ მისი თავგადასავლის შესახებ ევროპაში. მარიამი დარწმუნებულია, რომ განათლების და მოგზაურობის მოყვარულები, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მისი პოდკასტებიდან. მარიამ ქობალია – მე და ევროპა მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

მასალა მომზადებულია საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ ფარგლებში სოფელ სნოს მკვიდრი მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი ამავე სოფელში ღია ცის ქვეშ აღმოცენებული მუზეუმის ავტორი და დამფუძნებელია. მუზეუმის ქანდაკებები მდინარე არაგვის ნაპირებიდან ამოტანილი ლოდებისგან არის გამოკვეთილი. ლოდების წონა ათულობით ტონაა, ფირანიშვილი მათ საკუთარი ფინანასური რესურსებით ეზიდება და შემდეგ აქანდაკებს. იხილეთ ვიდეო მასალის ავტორი: ლუკა ამბალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ცარიელი საკლასო ოთახი. მხოლოდ 1 მოსწავლე კლასში. სნოს სკოლის მოსწავლე ბარბარე ვარძუკიშვილი ერთადერთი მეექვსე კლასელია. მიუხედავად ამისა, ბარბარე აქტიურადაა ჩართული სასკოლო აქტივობებში და ცდილობს თავისი ნამუშევრებით სასწავლო პროცესი სხვა ბავშვებს გაუმარტივოს. იხილეთ, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული მასალა სნოს სკოლის ერთადერთი მეექვსეკლასელი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაზე, IBSU NEWS-ზე იმუშავეს საგნის „სატელევიზიო ახალი ამბები“ ფარგლებში. გამოშვებაში გაეცნობით მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ახალ ამბებს: რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე,  ლაზარე გრიგორიადისის საქმის მორიგ სასამართლო განხილვა,  რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები საქართველოს სანაპირო ზოლზე, უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელი დონორებისთვის სუროგაცია საქართველოში,  რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, რა საფრთხეების წინაშე არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები მათზე ძალადობის მუხლით გასამართლებული პირების გირაოთი გამოშვების შემთხვევაში. აქვე გაეცნობით სპორტის სიახლეებს: · როგორ მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში პირველად 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი და რა მოლოდინი აქვს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასისთვის ემზადება. გადაცემაზე მუშაობდნენ: ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, დავით მათიაშვილი, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანა მენთეშაშვილი, ანანო ბლიაძე, ნინო ყველაშვილი, ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, მელანო ჭეიშვილი, ლიკა ვაჭრიძე, მარიამ კიპაროიძე, ქეთი მიქელაძე, გიორგი ჭარელიშვილი, რუსკა ყოჩაშვილი, ნინი კესარელი, ანი გოგოძე, ლუკა ხაჩიძე, ლიკა ჟორდანიძე, ბექა წიკლაური, ნოდარ ბროლაშვილი, ანი შურღაია სატელევიზიო ახალი ამბების ფინალური გადაცემა  

რადიო IBSU კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტუალურ თემებს აშუქებენ. IBSU NEWS მსმენელებს სალომე კევლიშვილმა გააცნო. რუბრიკა ”სტუდენტობა” გიორგი ერაძემ წარადგინა საკითხზე – “მოლოდონები და რეალობა სტუდენტობაზე”. გადაცემის წამყვანი ანა მაზიაშვილი იყო.  ეთერის რეჟისორი კი მარი ლეთოდიანი იყო.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ნინო ბაქრაძემ თავისი ჟურნალისტური ცხოვრების და მენეჯერული კარიერის შესახებ სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა. ნინო ბაქრაძემ ნათია შენგელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო რადიო გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”.

BSU NEWS პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს. 30 მაისს, საინფორმაციო გამოშვებაზე მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები თეკლა გვარამია და მარიამ ლეთოდიანი.  30 მაისის IBSU NEWS-ის მთავარი ამბები:  IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პროექტის – “სტაჟირების ხელშეწყობა” – ფარგლებში, გრანთ თორნთონ აკადემიასთან თანამშრომლობით ატარებს საჯარო ლექციას: “სტაჟირება – საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.” საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: სტაჟირების შესაძლებლობები და საკანონმდებლო რეგულაცია; სტაჟირების სპეციფიკა კერძო და საჯარო სექტორში; სტაჟირების ხანგრძლივობა; სტაჟირების ანაზღაურების სპეციფიკა, უფლებები და ვალდებულებები სტაჟირების პროცესში. საჯარო ლექციას წარუძღვება ნინო ჯოლია, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, ტრენერი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 3 ივნისს, არაოფიციალურ გარემოში IBSU summer party, საზაფხულო ღონისძიება გაიმართება. ბილეთის ფასი- 30 ლარია. ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ მიწეროთ თვითის პრეზიდენტს ან ვიცეს. IBSU-ს სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ინჟინერიის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი მეძმარიაშვილი და სტუდენტებიისაუბრებენ თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია, როგორც გამოწვევა." ამ პროექტის მიზანია, სტუდენტებს საშუალება მისცეს ისაუბრონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და განავითარონ ლიდერული უნარები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია "საჯარო ადმინისტრირების საკითხებზე"  კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა უმაღლესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს. IBSU-ს საზაფხულო ფესტივალისთვის თეატრის, დრამისა და მუსიკის კლუბი ეძებს მოხალისეებს, რომლებიც დაეხმარებიან და მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ორგანიზებაში, სპონსორებისა და ფინანსების გუნდში, დეკორაციებისა და მუსიკოსების გუნდში, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეატრის, დრამის… კლუბის ფეისბუქ გვერდს. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 9-16 ივნისის კვირეულში იგეგმება. 16 ივნისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას. IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომას დაესწრო, რომელსაც განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. 28 მაისს თვითმართველობის ორგანიზებით დაპირებული პიკნიკი  მოეწყო ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, 10 საათიდან IBSU-ში  სახალისო, გასართობი აქტივობები ჩატარდა, სტუდენტების თავშეყრა სრულად უზრუნველყოფილი იყო საკვებით. სხვა ფაკულტეტებისა და სკოლების პიკნიკები შემდეგ კვირებში ჩატარდება, ამიტომ თვალი ადევნეთ იბსუს პირველკურსელების დახურულ ფეისბუქ ჯგუფს, ვინაიდან რაოდენობა შეზღუდულია.  


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting