შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტებმა ელექტრონული ჟურნალი გამოსცეს “მისანი” – ჟურნალის ეს სათაური მკითხველთა გულში ჩახედვის, მათი ინტერესების ამოცნობისა და დაკმაყოფილების სურვილით იქნა შთაგონებული. “მისანის” შემქმნელებმა – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა – ყურადღება მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს. ანონსში მხოლოდ რამდენიმე თემას აღგიწერთ: რატომ იცლება მთა, როგორია უკაცრიელ სოფლებში ჩასვლა? ამის შესახებ გვიყვება ანა არჯევანიძე მასალაში “დაცლილი მთები და ჩუმი სოფლები” (გვ:8). როგორია ახალბედა მსახიობის პერსპექტივები საქართველოში? ქეთი ნოზაძე ნიკა ხრიკულს, დამწყებ მსახიობს გაესაუბრა და სამსახიობო პროფესიით რეალიზებასთან  დაკავშირებული გამოწვევებით დაინტერესდა (გვ:9). რატომ არის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა სასრგებლო? გვანცა ლაცაბიძემ ამ განმარტებით სტატიაში  საინტერესო და სანდო წყაროები განიხილა (გვ:37). მცირე ბიზნესის წამოწყება, სტუდენტური ცხოვრების ფსიქოლოგიური სირთულეები, ცხოვრების დაბალი დონე და სიღარიბე, ჰაერის დაბინძურება, განათლების რეფორმის ბუნდოვანი საკითხები, არაერთი საინტერესო წიგნის რეცენზია და სპორტის თემები გაშლილია ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკაში, ბოლოში კი გაზიარებულია მუსიკალური კომპოზიციების ნაკრების   QR კოდით.  ეს ნაკრები  “მისანის” გუნდმა ზამთარში მოსასმენ “ფლეილისთად” შეკრა და სფოთიფაი-ზე განათავსა.

სტერეოტიპები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება, რადგან ისინი ზღუდავს თავისუფლებას და აფერხებს ადამიანის სრულფასოვან განვითარებას. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, იყოს საკუთარი თავი – იფიქროს, იგრძნოს და იმოქმედოს თავისუფლად, შიშისა და ზეწოლის გარეშე. Even today, stereotypes remain one of the biggest problems, as they limit freedom and prevent people from fully developing.Every person has the right to be themselves – to think, feel, and act freely, without fear or pressure.

ხშირად რეალურ ცხოვრებში არ არის ყველაფერი ისეთი ფერადი და მარტივად მისაწვდომი, როგორც ეს სოციალურ მედიაში ჩანს. Real life isn’t always as colorful or easily accessible as it appears on social media.

უამრავი ძაღლი დღეს პატრონის გარეშეა დარჩენილი. თუ აიყვან, ბოლომდე  უპატრონე. თუ აყვანა არ შეგიძლია, დაუტოვე წყალი ზაფხულში, გაუკეთე დროებითი თავშესაფარი სიცივეში, შეატყობინე შესაბამის სამსახურს ავადმყოფი ან დაშავებული ძაღლის შესახებ. ავტორები: თამარ როსტიაშვილი, მარიამ ბერიშვილი

– როგორ ხარ? – ცუდად ასეთი პასუხი ხშირად ნორმის დარღვევად, უხეშობადაც კი ითვლება. საზოგადოებაში დამკვიდრებული მუდმივი „კარგად ყოფნის“ მოლოდინი ხშირად აიძულებს ადამიანს დამალოს საკუთარი ემოციები და შექმნას სტაბილურობის ილუზია. თუმცა, ეს არასწორი სტერეოტიპია, საზოგადოებაში უნდა იყოს მიმღებლობა ნეგატიური ემოციური მდგომარეობის მიმართ. ავტორები: ელენე სავანელი, გვანცა რომანაძე საგანი – რეკლამა და მედია  

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა კონტენტმა სოციალური სივრცე მნიშვნელოვნად მოიცვა. რეალური და გენერირებული ინფორმაციის ერთმანეთში არევა ქმნის საფრთხეს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საზოგადოების აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მაყურებელმა კრიტიკულად შეაფასოს ნანახი და წაკითხული ინფორმაცია. ავტორები: ნესტან არაბული და თამარ ჯალაღონია საგანი – რეკლამა და მედია  

ერთ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ემიგრაციაში იმყოფება. ემიგრაცია ხშირად არ არის მოქალაქის თავისუფალი არჩევანი, ეს სოციალური სიდუხჭირის გამო იძულებით მიღებული გადაწყვეტილებაა. სოციალური რეკლამის ავტორები ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტები ნანა შიოშვილი, ანი ყარაულაშვილი საგანი – რეკლამა და მედია  


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting