შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 10
,,თითო ადამიანი თითო წიგნია’’… გიორგი სოსიაშვილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი, რამდენიმე პროზაული კრებულისა და არაერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორია, რომელმაც გასულ წელს, კრებულისათვის ,,ოთხი მოთხრობა“ პრემია ,,საბა“ მიიღო, ნომინაციაში – 2021 წლის საუკეთესო პროზაული კრებული. გარდა ამისა, 2019 წლიდან იგი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია. ამ ინტერვიუში წარმოდგენილია მისი, როგორც მწერლის პორტერეტი და ასევე საუბარია რექტორობასთან […]
„რევოლუციის გარეშე ვერ განვითარდები“- მურო გაგოშიძე სწორედ სუხიშვილების მესამე თაობის, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, „რევოლუციური თაობის“ სოლისტი და ქორეოგრაფია. ბავშობიდან ამ დიდი ოჯახის წევრია. მუროს იცნობენ, როგორც მოცკევავეს, მაგრამ საინტერესოა ვინ არის მურო გაგოშიძე ცეკვის მიღმა. მოგესალმები, მოდი დავიწყოთ თავიდან და მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ: წარმოშობით რაჭველი ვარ, აფხაზეთში ვიზრდებოდი სადღაც […]
მარიამ კიპაროიძე: “მე და ევროპა: ევროპული ღირებულებები – ის, რაც გვჭირდება.” “- რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში? – ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, […]
ევროპის დღე – მრავალფეროვნების, სიყვარულის, ემოციებისა და კულტურათა გაცვლა-გამოცვლის, გაზიარების და რაც მთავარია ერთიანობის დღე. არ არსებობს ერთი სიტყვა, რომლითაც ამ დღის გამოხატვა ან აღწერა შესაძლებელი იქნებოდა. შესვლისთანავე იგრძნობა აკუსტიკა და პოზიტიური მუხტი. ბერძნული ცეკვის ანსამბლი თავიანთი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავს ტრადიციულ ცეკვას. ძალიან საინტერესო სანახაობაა. აგრძელებ გზას, მიყვები ხალხის ნაკადს და ხვდები, რომ […]
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი ერაძემ “ევროპის დღე” MDF-ს ტრენინგზე გაატარა, რადგან მისთვის ევროპა დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. გიორგი ერაძე: “მე, როდესაც ვეცნობი რაიმე ინფორმაციას და მისი სიმართლე ეჭვს იწვევს, ვცდილობ მის გადამოწმებას სხვადასხვა გზებით.ვამოწმებ მის წყაროებს, ფოტოებს, ინფორმაციას სხვადასხვა ვებგვერდზე და ვცდილობ დავადგინო სიმართლე. ასევე, ინფორმაციის გადამოწმების დროს ვცდილობ დავეკონტაქტო სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, […]
საქართველო ყოველთვის გამოირჩევა თავისი ისტორიით, კულტურითა თუ ტრადიციებით. მოსახლეობაც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ფეხი აუწყოს ტრადიციებს და არ დაკარგოს ის, რაც საუკუნეების წინ დაარსდა. დღეს, 14 მაისია, აღდგომის მეხუთე კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეჯოს რაიონის სამი სოფელი, მანავი, თოხლიაური და გიორგიწმინდა ხალხურ დღესასწაულს, კალობნობას აღნიშნავს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ დღესასწაულს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელშიც აღნიშნავენ, თუმცა […]
– დოდონა, მომიყევი შენს შესახებ – ვინ არის დოდონა ნამორაძე? – დოდონა არის 22 წლის. ვსწავლობ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მარკეტინგის ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსზე. დავამთავრე ინგლისური სკოლა „ნინო“, დამამთავრებელი კლასები ვისწავლე საქართველოში, ხოლო მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ფილიპინებზე ვსწავლობდი. – ფილიპინებიდან საქართველოში ჩამოსულს გაგიჭირდა თუ არა ადაპტაცია? როგორ ცხოვრობდი ფილიპინებზე? – თერთმეტი წლის გავხდი […]
ნინი შაორშაძის ბლოგის “მე და ევროპას” მესამე ეპიზოდი – ევროპაში გვინდა! ევროპაზე საუბრისას, ასოციაციურად, პირველი, თუმცა არა – ერთადერთი, რაც მახსენდება, არის ერთიანობისა და ცივილიზაციის განცდა, განათლების ცენტრი, რადგან სწორედ მაღალმა ინტელექტმა და ბევრმა ნათელმა გონებამ ჩაუყარა საფუძველი მის განვითარებასა და ისეთად ჩამოყალიბებას, როგორადაც დაახლოებით 3 თვეა ვხედავ. რატომ გახდა ევროპა ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ საუბრობს […]
ნიკო ნერგაძე – განათლებით სოციოლოგი, ხოლო პროფესიით ჟურნალისტი, ბლოგერი და პოდკასტერია. რადიოში მუშაობის დაწყებამდე ქართული Playboy-ის რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა კი, რადიო “თავისუფლებაში” „ნიკოს პოდკასტის“ წამყვანია. ასევე, ლექციებს კითხულობს ჯიპასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. – მოგესალმებით, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მაინტერესებს, თქვენთვის რომელ ფერებთან ასოცირდება ბავშვობა? – […]
IBSU-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომლის პრეზიდენტი ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროგრამის მეორეკურსელი ქეთი ფანქველაშვილი გახდა. ახლადარჩეულ პრეზიდენტთან პირველი ინტერვიუ უნივერსიტეტის მედია ცენტრის რადიოში, IBSU NEWS-ის წამყვანმა ლიზა პაპასქუამ ჩაწერა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან. – გამარჯობა ქეთი, მოკლედ რომ გვიამბო რატომ წარადგინე შენი კანდიდატურა თვითმმართველობის არჩევვნებზე? – მოგესალმებით! მე ვარ ქეთი […]