შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

იცქისი ერთი შეხედვითაც მიტოვებულ სოფელს ჰგავს. გზას რომ აუყვები, პირველ რიგში დუმილი გხვდება. არა ის დუმილი, რომელიც მშვიდია, არამედ ის, რომელიც რაღაც ცუდის შემდეგ ჩამოწვა. სახლებს რომ დააკვირდები, მიხვდები, რომ აქ დრო უბრალოდ არ გაჩერებულა – ცალსახაა, რაღაც მოხდა. ზოგ სახლს მხოლოდ კედლები შემორჩა, სახურავის გარეშე, ფანჯრების ნაცვლად ცარიელი ჩარჩოებით. ზოგი გარედან თითქმის მთელია – ფასადი დგას, მაგრამ იატაკი შელახულია, კედლებშიც ღრმა ბზარები გადის, შპალერი ჩამოხეულია, ოთახები საცხოვრებლად უვარგისია. არის სახლები, რომლებიც თითქოს გადარჩა, მაგრამ მათში აღარავინ ცხოვრობს. ავტორები: დიანა ქონიაძე, ნინო მიქავა, ირინე ჯაფარიძე

ძველი იპოდრომი თბილისის იმ იშვიათ სივრცეებს ეკუთვნის, სადაც ქალაქის ისტორიას არა შენობები, არამედ მისი ამპითეატრალური რელიეფი და ხალხის შემონახული ჟრიამული გვიყვება. ათწლეულების განმავლობაში ეს ადგილი საბურთალოს რაიონში სპორტული შეჯიბრებების, შეკრებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო, რომელმაც დროის ცვლილებასთან ერთად სხვადასხვა ფუნქცია შეითავსა, თუმცა ქალაქის მეხსიერებაში საკუთარი ადგილი შეინარჩუნა. ავტორები: ლეთოდიანი მარი, გვარამია თეკლა, კევლიშვილი სალომე

უამრავი ძაღლი დღეს პატრონის გარეშეა დარჩენილი. თუ აიყვან, ბოლომდე  უპატრონე. თუ აყვანა არ შეგიძლია, დაუტოვე წყალი ზაფხულში, გაუკეთე დროებითი თავშესაფარი სიცივეში, შეატყობინე შესაბამის სამსახურს ავადმყოფი ან დაშავებული ძაღლის შესახებ. ავტორები: თამარ როსტიაშვილი, მარიამ ბერიშვილი

– როგორ ხარ? – ცუდად ასეთი პასუხი ხშირად ნორმის დარღვევად, უხეშობადაც კი ითვლება. საზოგადოებაში დამკვიდრებული მუდმივი „კარგად ყოფნის“ მოლოდინი ხშირად აიძულებს ადამიანს დამალოს საკუთარი ემოციები და შექმნას სტაბილურობის ილუზია. თუმცა, ეს არასწორი სტერეოტიპია, საზოგადოებაში უნდა იყოს მიმღებლობა ნეგატიური ემოციური მდგომარეობის მიმართ. ავტორები: ელენე სავანელი, გვანცა რომანაძე საგანი – რეკლამა და მედია  

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა კონტენტმა სოციალური სივრცე მნიშვნელოვნად მოიცვა. რეალური და გენერირებული ინფორმაციის ერთმანეთში არევა ქმნის საფრთხეს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საზოგადოების აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მაყურებელმა კრიტიკულად შეაფასოს ნანახი და წაკითხული ინფორმაცია. ავტორები: ნესტან არაბული და თამარ ჯალაღონია საგანი – რეკლამა და მედია  

ერთ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ემიგრაციაში იმყოფება. ემიგრაცია ხშირად არ არის მოქალაქის თავისუფალი არჩევანი, ეს სოციალური სიდუხჭირის გამო იძულებით მიღებული გადაწყვეტილებაა. სოციალური რეკლამის ავტორები ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტები ნანა შიოშვილი, ანი ყარაულაშვილი საგანი – რეკლამა და მედია  

 საქართველოს ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ემიგრაციაში იმყოფება. ემიგრაცია ხშირად არ არის მოქალაქის თავისუფალი არჩევანი, ეს სოციალური სიდუხჭირის გამო იძულებით მიღებული გადაწყვეტილებაა. სოციალური რეკლამის ავტორები ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტები ნანა შიოშვილი, ანი ყარაულაშვილი საგანი – რეკლამა და მედია https://www.youtube.com/watch?v=1Dvx014Ck4k&list=PLZVRHuSDZ-Go7poM7WfMRqMkagCEf59-S&index=1

ჟურნალი FACT2 , 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში მოამზადა ჟურნალისტიკის მესამე კურსის ჯგუფმა იხილეთ ბმული: ჟურნალი FACT2

მესამე კურსელების მიერ მმზადებული ჟურნალი “360 გრადუსი”. იხილეთ ბმული: ჟურნალი 360 გრადუსი

იხილეთ საიტი – https://avelum.ibsu.edu.ge/perspective360/


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting