შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
თბილისური ცათამბჯენები
15/02/2024
თბილისში, აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის. პროექტის მიხედვით, თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, ორი, 52- და 40 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.
ექსპერტების თქმით, საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს, ხოლო ბუნებრივი რესურსების განადგურების მხრივ, დააზიანებს ეკოლოგიას. რეპორტაჟში ნახავთ, რა ეწირება აღნიშნული ცათამბჯენების აშენებას და რა საფრთხეები შეიქმნება ბუნებრივი რესურსების განადგურების მხრივ.
მასალის ავტორები: ლუკა ამბალია, მარიამ ეგაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები