შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

დავით მათიაშვილის მოგზაურობა სალონიკში (ფოტორეპორტაჟი)

28/07/2023

ბათუმში დასვენების შემდეგ საზაფხულო მოგზაურობას ევროპაში, კერძოდ , საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქ სალონიკში ვაგრძელებ. თვითმფრინავის დაშვების მომენტიდან ყველაფერს დეტალურად ვაკვირდები და ვათვალიერებ – ადამიანებს, აქიტექტურას, ღირსშესანიშნაობებს, ქუჩებს, სამზარეულოს…

ემოციები ფოტოებში გადამაქვს. მომწონს სალონიკური ცხოვრების რიტმი –  რუტინული, სამსახურის შემდეგ ოჯახებთან ერთად ზღვის სანაპიროებზე მოწყობილი ბარბექიუები, ერთმანეთის პატივისცემა და სტუმართმოყვარე დამოკიდებულებაში გამოხატული. მომწონს და გიზიარებთ. 

თეთრი კოშკი სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. დღეს აქ ბიზანტიის მუზეუმია განთავსებული. თავდაპირველად კოშკი თურქების მიერ აშენდა, როგორც თავდაცვითი ნაგებობა. 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ კი საბერძნეთის მფლობელობაში გადავიდა და ქალაქის სიმბოლო გახდა.

სალონიკელები თვლიან, რომ თუ ქალაქიდან ტურისტი ისე წავა, რომ ეს თაღი არ ნახა, ესე იგი, საბერძნეთის მთელი სიდიადე ვერ შეუგრძვნია.

საუკუნეების წინ, სწორედ ამ თაღის ქვემოთ გადიოდა გზა, ეგნატია, რომელიც რომში მიდიოდა.

შეიძლება ითქვას, რომ გიორგიოს ზოგოლოპულოსის ქოლგები ანტიკური სალონიკის იმ იშვიათობას წარმოადგენს, როდესაც თანამედროვე არტმა ტურისტების ძალიან დიდი ნაკადის მიზიდვა შეძლო. ეგეოსის ზღვის ნაპირზე, ცაში აზიდული ქოლგები, ნებისმიერ ტურისტს მონუსხულს დატოვებს.

ალონიკი განიხილება არა მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის კულტურულ და გასართობ დედაქალაქად, არამედ მთლიანად ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქის მთავარი თეატრებია: ეროვნული თეატრი, სამეფო თეატრი, მონი-ლაზარისტონი, დედამიწის თეატრი და ტყის თეატრი, ყველა მთგანი იმყოფება ჩრდილოეთ საბერძნეთის ეროვნული თეატრის დაქვემდებარებაში, რომელიც დაარსდა 1961 წელს.

ქალაქში დაახლოებით 150 ქანდაკება ან ბიუსტია. ყველაზე ცნობილია ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი, რომელიც აღმართეს 1973 წელს და შექმნილია მოქანდაკე ევანგელოს მუსტაკასის მიერ.

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

ქვიშიანი სანაპირო ძირითადად საღამოს საათებში ივსება ხალხით, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგაც რჩებიან და ოჯახურ გარემოში ატარებენ მშვიდ საღამოს.

სალონიკი, საბერძნეთი

ზღვა მშვიდია სარკესავით ჩანს ყველაფერი რაც უფრო სასიამოვნოს ხდის ლაჟვარდის ფერ სანაპიროზე ყოფნას.

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი,საბერძნეთი

საეკლესიო დღესასწაული, სალონიკის ერთ-ერთ სოფელში, სადაც გაიმართა კულტულური ხასიათის ღონისძიება რასაც თან ერთვოდა ეროვნული ტკბილეულისა და მწვადის მომზადება გაყიდვა საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება სოფლის განვითარებას.

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

სალონიკი, საბერძნეთი

მასალის ავტორი: დავით მათიაშვილი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting