შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

IBSU რადიომ, “მედია ცენტრის” მხარდაჭერით, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეს, სტუდიაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელები: ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, მარიამ ქობალია და ანა ჩალაშვილი. გადაცემაში თავიანთ სამომავლო პროექტზე ისაუბრეს ამავე პროგრამის მეორეკურსელებმა გვანცა რომანაძემ და ანა სეფერთელაძემ. გვანცა გოგიაშვილი ანა მაზიაშვილი ნათია შენგელია ანა ჩალაშვილი

IBSU-ს “მედია ცენტრში” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სატელევიზიო წარმოების პრაქტიკულ უნარებს სწავლობენ. დღეს, პირველკურსელებმა წამყვანის ამპლუა მოირგეს. მეორე, მესამე და მეოთხეკურსელები კი ოპერატორებისა და პროდიუსერების როლში იყვნენ. ერთობლივი მუშაობა ყველასთვის საინტერესო და სახალისო გამოდგა. სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი სატელევიზიო წამყვანის პოზიციაზე სტუდენტების კასტინგი

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელები ყოველდღიურობაზე კონცენტრირდნენ და “ქუჩის ფოტოგრაფიის” წესების დაცვით იმუშავეს. ამ მიდგომით, სტუდენტები სხვადასხვა უნარებს ანვითარებენ, იქნება ეს ფოკუსი, კადრის კომპოზიცია, დისტანცია, ბალანსი, დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა თუ კომუნიკაცია. ფოტოს ავტორი: სოფო ლოლაძე ფოტოს ავტორი: ანკა ლეჟავა ფოტოს ავტორი: ანა მაზიაშვილი ფოტოს ავტორი: ლუკა შველიძე ფოტოს ავტორი: თიკა ჭუმბურიძე ფოტოს ავტორი: მარიამ ეგაძე ფოტოს ავტორი: ლუკა ამბალია ფოტოს ავტორი: გიორგი ერაძე ფოტოს ავტორი: მარიამ კიპაროიძე

კავკასიძეების ციხე და ეკლესია რომ წყალმა დაფარა, კიდევ ერთხელ ამიწრიალდა ფიქრი, რომ მოსასწრებია… ყველაფერი მოსასწრებია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. აქამდე, გონებაში უამრავჯერ გავლილი გზა, ახლა რეალობად იქცა და ტაო-კლარჯეთისკენ გადაიკლაკნა. თურქი მესაზღვრეები, 90-მდე ქართველი ახალგაზრდის დანახვისას, ზუსტად ხვდებიან სად მივდივართ და რატომ… ლოდინის დრო უსასრულოდ გაიწელა თითქოს, მერე ისევ გზა და დაღლილობა… გიდის ხმა გვაფხიზლებს: “პირველი გაჩერება – ხანძთა”. ტყეში პატარა ბილიკი ადის, ანჯარა წყარო კი ჩვენს დასარწყულებლად მოედინება თითქოს… ავედით და პირველი, რასაც ვხედავ – ცაა, რომლის ქვეშეთშიც დანგრეული ტაძარიც კი მშვენიერია… გარშემო ფერდობებზე ამაყად ფრიალებენ თურქული დროშები, უხმო მოწმეები იმისა, ახლა ვისად  ქცეულა, ბაგრატოვანთა ისტორიისა და საქართველოს სულიერების კერა… მაგრამ, ვიღაცას ჩვენამდე და ჩვენზე ურჩად ჯიუტს, ჩვენივ სამშობლოსავით პატარა და მაინც ლამაზი- ქართული დროშა დაუტოვებია ტაძრის სარკმელზე.  მეორე დღე არტანუჯის დალაშქვრით იწყება… ამ მწვერვალებს ცამდე კიბე მიუდგამს და ციხის ნანგრევებამდე მისვლა გადაულახავ დაბრკოლებად მეჩვენება. თუმცა ერთმანეთის დახმარებით და ხელის ჩაკიდებით, ყველანი მაღლიდან გადმოვცქერით სილამაზეს, სადაც ასფალტდაგებული გზაც კი ბუნებრივად ერწყმის გარემოს.  დოლისყანამ არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ბროწეულითა და კარალიოკითაც გვიმასპინძლა სიცოცხლის გასაგრძელებლად გზა რომ იპოვა და ტკბილი ნაყოფი აქვს გამოწვდილი ფრესკებწაშლილი კედლებიდან… შემდეგ, ხავსიან კედლიდან ოშკის ანგელოზი გვეგებება… აქაურობა ყველაზე მეტ სევდას იტევს… შემურული კედლები, ბალახმოდებული შიდა სივრცე, გულამოცლილ ადამიანს მაგონებს თითქოს…  ხახული ყველაზე მოვლილი დაგვხვდა, მეჩეთად ფუნქციონირების გამო… ადგილობრივი მოლა კეთილ ნებას ავლენს, ტაძარს გვიღებს და დათვალიერების საშუალებას გვაძლევს. ჩვენც, მათ ადათს ვემორჩილებით, ფეხზე ვიხდით და ისე შევდივართ… აქ, პირველად მომდის ცრემლები…  ოთხთავის ნახვისას, ერთხელ სითამამენაპოვნ ცრემლებს აღარ ერიდებათ – არც ჩემი თავშეკავებულობის და არც გარშემომყოფების… ისეთი ფერებია, ვანდალურმა წარწერებმა თუ წლების ნადენმა წვიმამაც რომ ვერ გააქრო ბოლომდე…  იშხანი რესტავრაციის გამო დაკეტილი, თუმც ყველაზე იმედიანად დაგვხვდა…. არანაირი ნანგრევები… დგას და თვალს გჭრის ვერდაძველებული სილამაზით… ბოლო გაჩერება ბანაა… გიდმა, შოკისმომგვრელ ბოლო ლუკმად რომ მოიტოვა უდავოდ. ფერად ბორცვებში გადაშლილი უდაბნო და მის გულში ამოწვერილი ბანა… უცნაური განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი შენი ნაწილია და იქ ჩატოვებული ფესვი, საუკუნეებს აქეთ, გულში გაქვს ამოწვერილი… მოვდივარ და ვფიქრობ, როდის დავბრუნდე ისევ…     ბლოგის ავტორი: ნათია შენგელია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, პირველი საერთაშორისო კონკურსი და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მიგრანტი ქალების თემაზე შექმნილ მასალას უკავშირდება. ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილები და პრობლემები, საქართველოში მწვავედ დგას. საზღვარგარეთ 3-4 წლით წასული ქალები იქ საბოლოოდ 10-15 წელი რჩებიან და ბევრი მიზეზის გამო, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.       ანო ტვლიდიანი: “ჩვენი ქვეყანა გენდერულად ძალიან მგრძნობიარეა, განსაკუთრებით რეგიონებში, საიდანაც თითქმის ყოველთვიურად ვრცელდება ინფორმაცია ფემიციდის, ნაადრევი ქორწინების, უთანასწორობის თუ ჩაგვრის შესახებ. ეს თემები ძირითადად მაშინ ხდება საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როცა ყველაფერი ტრაგედიით სრულდება.  ამის შეცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კი ცნობიერების ამაღლებაა. საჭიროა საუბარი, მსჯელობა, ანალიზი და მოქმედება. ქალებმა საკუთარი თავის და სხვა ქალების გაძლიერება  უნდა ვისწავლოთ”.   არის ხოლმე რაღაცები, რაც შენს ცხოვრებაში სწორ დროს და სწორ ადგილას ჩნდება. საერთაშორისო სემინარზე წასვლის შანსი IBSU-ს ლექტორის და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ოლიკო ცისკარიშვილისგან მივიღე. სწორედ მან შემომთავაზა კონფერენციაში მონაწილეობა. სექტემბრის დასაწყისში, ბათუმში, ქალ რეპორტიორთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, „გენდერული სამართლიანობის ჟურნალისტიკა კონფლიქტის დროს“, სამი არაჩვეულებრივი დღე გავატარე. პირველ რიგში, შეგვიქმნეს მეგობრული, სანდო და კომფორტული გარემო, რაც უმნიშვნელოვანელია მსგავსი შეხვედრებისთვის. ქართველ და უცხოელ ორგანიზატორებთან ერთად, კონფერენციაში 60 ჟურნალისტი მონაწილეობდა. დავესწარით სემინარებს, შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები და მონაწილეობა მივიღეთ აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ხელშეწყობა, ყალბი ამბები, მანიპულირება და პროპაგანდა. გაყინული კონფლიქტები, ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და სხვა. ასევე ძალიან საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებები, როდესაც რამდენიმე გუნდად დავიყავით და მოვამზადეთ პრეზენტაციები ქალთა უფლებებზე, მათ როლზე და გაძლიერების გზებზე.   ეს დასკვნითი კონფერენცია იყო. იქამდე მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ამ ინიციატივის მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალთა უფლებების გაძლიერებით. პუბლიკაციების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა 9 ოქტომბერს, 9 გამარჯვებული, 3 საპრიზო კატეგორიაში. კონკურსში სულ 130 კანდიდატი მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის თითო წარმომადგენელი ესწრებოდა. მომავალში, თითოეული მათგანი საკუთარ სათქმელს იტყვის, აღმოაჩენს გმირებს, გააცნობს მათ ფართო აუსიტორიას და იბრძოლებს იმისთვის, რომ სემინარებზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა საკუთარი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოს. მათ შორის ვიქნები მეც, ვინც ამ შეხვედრების შემდეგ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებისთვის საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა მიიღო, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ფოტოგრაფიის მოყვარულისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.   ანო ტვილდიანის მიერ კონკურსისთვის მომზადებული მასალა: უდედოდ დარჩენილი საქართველო ანუ ემიგრანტი ქალების ამბავი   ბლოგის ავტორი: ანო ტვლიდიანი  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული   

ანო ტვლიდიანი “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  ცეკვა “ქართული”- IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე “1+4” პროგრამა – საშეღავათო პოლიტიკა? როგორ შეცვალა ლენტო ბალიაშვილის ცხოვრება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ინტერვიუ ნანა აბულაძესთან – ცოტა რამ დებიუტანტი მწერლის შესახებ 

მარიამ მერლანი

ლიკა ბახუტაშვილი

თიკა სიბოშვილი

ანი აბუსერიძე


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting