
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მე-3 კლასის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დედის დღის აღსანიშნავად მისალოც ბარათებს ამზადებენ. ბარისახო, ხევსურეთი ავტორი : თამარ გეგენავა ფოტორეპორტაჟი ბარისახოდან
ავტორი : თამარ გეგენავა
ავტორი: თამარ გეგენავა
ავტორი : ანი იმედაძე
ავტორი : ნატალი ტუღუში
6 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში PR დეპარტამენტის ორგანიზებით ტელე და რადიო წამყვანმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „ურბანული აქტივიზმი“. ლექციის დასაწყისში მოწვეულმა სტუმარმა კარლ მარქსსა და მის იდეებზე ისაუბრა. „მარქსი იტყოდა რომ ქალაქი არის ჭარბი პროდუქციის გეოგრაფიული და სოციალური კონცენტრაციის ადგილი“. მან გამოყო ზოგადად ურბანიზაციის, კაპიტალიზმის პირობებში არსებული ორი სახე: ქალაქის გაფართოება და ქალაქის შუაგულის ე.წ „გამოშიგვნა“. სმიტმა ასევე ახსენა ჭარბწარმოება, რაც კავშირშია კაპიტაალიზმის განვითარებასა და ურბანიზაციასთან. კაპიტალიზმისთვის გაფართოების პროცესებს ხშირად თან სდევს ქალაქების გამოშიგვნა. მაგალითისთვის მოიყვანა პარიზი. სადაც მის გაფართოებასთან ერთად მიმდინარეობდა ქალაქის შუაგულის გამოშიგვნა. ამასთან, მან განმარტა კონცეფცია „უფლება ქალაქზე“. „ ეს არის იმის მტკიცება, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ქალაქზე. ქალაქის შექმნა ბევრს მეტყველებს ჩვენზე. უფლება ქალაქზე ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს ურბანიზაციულ პროცესებზე წვდომა და კონტროლი. რათა გარდაქმნა შენი საარსებო გარემო, შესაბამისად, შენი საკუთარი თავი და შენი სამყარო.”_ აღნიშნა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა. სალომე მუხიგულაშვილი
7 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უმნივერსიტეტში პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, არჩილ მარშანია უძღვებოდა. შეხვედრის პირველ ნაწილში, სტუმარმა ადამიანის სამ მთავარ სასიცოცხლო ორგანოზე ისაუბრა. ესენია: გული,ფილტვი და თავის ტვინი. ამასთან, ტრენინგის ნაწილი დაეთმო უშუალოდ პრაქტიკას, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. “მსგავსი პროექტები ხშირად უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ უნივერსიტეტში,არამედ მის გარეთაც,რადგან პირველადი დახმარების ცოდნა ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა,”_ აღნიშნა მედია კლუბთან საუბრისას ერთ-ერთმა ტრენინგის მონაწილემ. ლექცია ინტერაქტიული ხასიათის იყო და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოწვეული სტუმრისთვის თემის ირგვლივ მათთვის სასურველი კითხვა დაესვათ. გიორგი ჭარელიშვილი სოფი თოფურია