შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
დარიალის ხეობა ცოტა ხანში ნაგავსაყრელად იქცევა ავტორები: მაგდა ბლუაშვილი, ია კვარაცხელია „რაც გერგეთზე ასასვლელი გზა დააგეს, იმის მერე ყველაფერი შეიცვალა. დიდი ავტობუსები რომლებიც, ტურისტებზე მუშაობენ ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, თუმცა პატარა ტაქსებს კი ნამდვილად შეექმნათ პრობლემები და მუშაობაც შეუმცირდათ. პირადად მე, შეიძლება კვირა გავიდეს ისე, რომ ერთი მგზავრიც ვერ ავიყვანო, თუმცა ძირითად შემთხვევებში დღეში ორ რეისს ვაკეთებ,“ – გვიყვება ყაზბეგში მცხოვრები მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. მისი თქმით, თბილისიდან ყაზბეგში ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰყავთ ჩვეულებრივად შეუძლიათ გერგეთზე ასვლა. თუმცა განსხვავებულს ამტკიცებს ადგილობრივი მოსახლე 20 წლის თ.ს, რომელიც ამბობს, რომ მძღოლები რომლებსაც ხალხი გერგეთის ტაძრამდე აჰყავთ შეთანხმებულები არიან და ტურისტებს ატყუებენ, რომ იქ მანქანის შეშვება აკრძალულია და თავისი მანქანით ვერ ავლენ. „რადგან ტურისტებისთვის მთავარ კულტურულ ძეგლებამდე მიღწევის პრობლემა აღარაა, ადგილობრივ მოსახლეობას მთავარი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, რაც ხშირად იწვევს უთანხმოებას და გაუგებრობას, ვინაიდან ადგილობრივები ცდილობენ სხვადასხვა გზით შეინარჩუნონ მგზავრები,“ – ამბობს 20 წლის ადგილობრივი. ყაზბეგში ბევრ სხვადასხვა პრობლემას წააწყდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ „დარიალი ჰესია“. დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებდა მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას, მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე დარჩა. ეს ჰესი 2017 წლის 8 აპრილს გაიხსნა. მისი სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. „დარიალ ჰესის“ მშენებლობის შესახებ ხალხის აზრი ორად გაიყო. მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 123 მილიონი დაიხარჯა და რომ ეს ჰესი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თუმცა რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში გარემოს დამცველი დავით ჭიპაშვილი ამბობს: „ „დარიალი ჰესიც“ ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც – შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი პრობლემა გარემოს დაბინძურება გახლავთ. დარიალის საზღვართან მისულებს, ალბათ ბევრს შეგხვედრიათ დანაგვიანებული გარემო. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების არასწორმა მოპყრობამ, შენახვამ, შეგროვებამ და განთავსებამ, როდესაც შეგროვებული ნაგავი, უბრალოდ უკონტროლოდ იყრება მიწაზე, შეიძლება საკმაოდ დიდი რისკი შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. ამ ტერიტორიაზე ძირითადად ტურისტები გადაადგილდებიან და საზღვრამდე უშველებელი ავტომობილების რიგი ზოგჯერ დღეების განმავლობაში გრძელდება. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კვირაც კი დგას და ელოდება თავის რიგს რომ საზღვარი გადაკვეთოს. ადამიანები იძულებულნი ხდებიან ხეობა დააბინძურონ, ხეობაში ყრია საკვების ნარჩენები, პლასმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, ხეობა ერთ დიდი ნაგავსაყრელს დაემსგავსება ცოტა ხანში თუ შესაბამისი ყურადღება არ მიექცევა. „ადრე ხომ ჰესების მშენებლობის გამო იყო ხეობაში პრობლემა, ეხლა ამ უთავბოლო რიგების გამო წარმოქმნილმა ნაგავმა უნდა შექმნას გლობალური პრობლემები,“ – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც ხშირად სტუმრობს ყაზბეგსა და დარიალის ხეობას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ტურისტული თვალსაზრისით ყაზბეგი წინა წლებთან შედარებით აშკარად განვითარებულია. აშენდა ბევრი სასტუმრო. ასევე ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა პარაპლანით გადაუფრინონ ყაზბეგს და ზემოდან გადმოხედონ ყაზბეგის ულამაზესს ბუნებას. სტატია გამოქვეყნებულია “ეკოფაქტის” ბლოგზე.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა სალომე გიორგაძე „17 წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მიზეზი კი დედაჩემისა და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი იყო. მამა ხშირად სვამდა, შემდეგ სახლში მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა. უარეს შემთხვევაში ურტყამდა კიდეც. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს დრო გათხოვებასა და ბავშვის აღზრდაში კი არა, სწავლისთვის უნდა დამეთმო. ზოგადად, თავიდანვე არ გამოირჩეოდა ჩემი მეუღლე სითბოთი, თუმცა მეგონა ასეთი ცივი ადამიანი იყო და მისგან ზედმეტს არაფერს ვითხოვდი. ოჯახის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო ცივი გახდა, თითქმის არც იყო სახლში, ან სულ მუშაობდა, ან გარეთ მეგობრებთან ერთად სვამდა. ორსულობის პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი ორსულობაც ამ სტრესის ფონზე საკმაოდ გართულდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, როდესაც მაღაზიაში ჩავდიოდი, უკან ჩუმად მომყვებოდა. აღარც მეგობრებთან მქონდა ურთიერთობა და აღარც ნათესავებთან. ყოველთვის ცდილობდა არსად გავეშვი და ამისთვის ათას მიზეზს იგონებდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტე წასვლა და ვთხოვე ბავშვი დაეტოვებინა ხელი დამარტყა და საშინელი სიტყვებით მლანძღა: „შენ რა დედა ხარ, 5 თვის ბავშვს მამას, რომ უტოვებ და გასართობად მიდიხარო“. ამ დღის შემდეგ, ძალიან ხშირად მირტყავდა და მამცირებდა. მეუბნებოდა „არავინ გყავს ჩემს მეტი, მაინც არ გაქვს არასად წასასვლელი და როგორც მინდა ისე მოგექცევიო“. ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა, სულ ვცილობდი ბავშვისთვის გამეკეთებინა საჭმელი.ხშირად მშიერი ვიყავი. ის, კი როდესაც შინ ბრუნდებოდა ბავშვის საჭმელს ჭამდა ისე, რომ არც კითხულობდა ბავშვმა ჭამა თუ არა. „ძალიან მრცხვენოდა, რომ ქმარი მცემდა, რომ მისგან ვერც ჩემს თავს და ვერც ბავშვს ვერ ვიცავდი, ამიტომ არავის არაფერს ვუყვებოდი და ყველას ეგონა, რომ უბედნიერესი ცოლ-ქმარი ვიყავით. ერთ დღეს, როდესაც ბავშვს მაღალი სიცხე ქონდა, დაახლოებით 9 საათზე ვთხოვე აფთიაქში ჩასულიყო და წამალი ამოეტანა მხოლოდ 5 ლარი მქონდა და გავატანე. სახლში გამთენიისას დაბრუნდა ნასვამი, წამლის გარეშე. ამ დღის შემდეგ, გადავწყვიტე ჩვენი ურთიერთობისთვის საბოლოოდ წერტილი დამესვა. ახლა მე და ჩემი გოგონა ცალკე ვცხოვრობთ, მუშაობა დავიწყე და ვცდილობ მას არაფერი მოვაკლო,“ – ამბობს 22 წლის გოგო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია „სახელმწიფო თავშესაფარი“, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 6 თვის ვადით. თავშესაფარში განთავსებამდე თუ მსხვერპლი მიმართავს სამართალდამცავებს, მოძალადეს უფორმებენ შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებულობა. კიდევ ერთი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი გვიყვება – „ოჯახი საკმაოდ გაცნობიერებულ ასაკში და სიყვარულით შევქმენი. ვიყავი 24 წლის ვიყავი. ბავშვიც მალევე გვეყოლა და ძლიან ბედნიერად ვცხოვრობდით. ერთ დღეს, როდესაც საჭმელი გავაკეთე და ბავშვისთვის უნდა მეჭმია, შემთხვევით ბავშვმა ხელი კრა და იატაკზე დაასხა, რაზეც ჩემი მეუღლე წამოხტა და ცხოველურად დაუწყო ბავშვს ცემა. როდესაც ბავშვს წინ გადავუდექი მეც დამიწყო ცემა და მიყვიროდა „გაიწიე შენთან არ მაქვს საქმეო“. ტელეფონი ავიღე და ბავშვთან ერთად ოთახში ჩავიკეტე. დავურეკე ჩემს ძმას, ვთხოვე სასწრაფოდ მოსულიყო ჩვენთან. ჩემი ძმა ჩემმა მეუღლემ სახლში არ შემოუშვა და უთხრა „ესენი ჩემი ცოლ-შვილი არიან და რასაც მინდა იმას ვუზავო“. ჩემმა ძმამ პოლიცია გამოიძახა და ჩემ მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გაუფორმეს. იმ ღამეს შვილთა ერთად ჩემს ძმასთან დავრჩი. მეორე დღეს, ჩემმა მეუღლემ მოგვაკითხა ბოდიშები მოგვიხადა და დაგვპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. რამდენიმე დღე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხოფას მაყენებდა იმის გამო, რომ ჩემს ძმას ვთხოვე დახმარება და მან კი პოლიცია გამოიძახა. ვხედავდი, რომ ბავშვს სახლში მოსვლა აღარ უნდოდა, მუდმივად იმის შიში ჰქონდა, რომ მამას არ ეცემა. თუ კიდევ დავრჩებოდით ამ კაცთან ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჩამოუყალიბდებოდა. ერთ დღეს, როდესაც ისევ საცემად გამოიწია, გამოვიძახე პოლიცია და დააკავეს შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. ახლა ციხეშია და იქიდან გვემუქრება მე და ჩემს ოჯახს. თუმცა, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი და მისგან გავთავისუფლდი ზუსტად ვიცი ვეღარაფერს მიზამს. ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს მინდა ვურჩიო, რომ იყვნენ იმდენად ამაყები, რომ არ მისცენ უფლება ვინმემ მათ მიაყენოს ფიზიკური ან თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვიცი, პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა. „ბოლო პერიოდში მომხდარმა საზარელმა ამბებმა, და ამ ფაქტებზე საზოგადოების დამოკიდებულებამ შეიძლება ბევრი მსხვერპლის ცხოვრება ფატალური შედეგით დაასრულოს. „ქალს კაცის შემდეგ უნდა ქონდეს ხმა“, „ქალი, რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება“, – საქართველოში ასეთი მიდგომებია პრობლემა, როცა ქვეცნობიერი ამართლებს მოძალადეს და იწყებს მიზეზების ძიებას რატომ შეიძლება მოკლას კაცმა ქალი. ვიდრე ამ მენტალობისგან არ გათავისუფლდება საზოგადოება, მანამ მოვისმენთ და გავიგებთ მსგავსი სისასტიკით მოცულ ისტორიებს. რეალურად ვერ ვიტყვით რომელი უფრო ნაკლები სისასტიკეა მომხდარი ფაქტები თუ მცდელობა დანაშაული ყოველთვის ქალის ქმედებებში ვეძებოთ,“ – გვეუბნება სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის კურსის მეოთხე კურსის სტუდენტი ეკატერინე სოსელია. „ოჯახში ძალადობა ძალიან მნიშვენლოვანი საკითხია, რომელიც ძალიან „პოპულარული“’ გახდა საქართველოში. ამ ქყვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მსხვერპლებს არ უნდათ გაცხადება და პრობლემებზე საუბარი. თუმცა წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ პროგრესია, რომ შევადაროთ წლების მიხედვით ნახავთ, რომ წლევანდელმა წელმა საერთოდ გადააჭარბა წინა წლებს მომართიანობის თვალსაზრისით. პროგრესია ასევე შემაკავებელი ორდერის დარღვევის თვალსაზრისითაც, წელს მხოლოდ 9%-მა დაარღვია. ოჯახში ძალადობის ფორმებიდან ყველაზე ხშირი ძალადობა სტატისტიკის მიხედვით, არის ფსიქოლოგიური ძალადობა, მას მოყვება ფიზიკური ძალადობა და ყველაზე ბოლოს არის ეკონომიური ძალადობა. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმსთვის, რომ მსხვერპლმა თავი დაცულად იგრძნოს. ამისთვის გვაქვს სახელმწიფო თავშესაფრები, სადაც ძალიან ბევრი საჭირო დახმარების გაწევის საშუალება გვაქვს,“ – ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგამოძიებო ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა გალახვარიძე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციართა რაოდენობა 2010 წლიდან იზრდება. თავშესფრებია 17-17 ადგილიანი გორსა და ქუთაისში, 19 ადგილიანი თავშესაფარი თბილისში. ასევე ფუნქციონირებს სიღნაღის თავშესაფარიც. 2010 წელს თავშესაფრით სულ 42-მა ადამიანმა ისარგებლა; 2011 წელს – 89 ადამიანმა; 2012 წელს თავშესაფრით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა იყო – 88, 2013 წელს -100, 2014 წელს კი თავშესაფარით სულ 114-მა ადამიანმა ისარგებლა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს თავშესაფარში 3 თვით შუძლია დარჩენა, თუმცა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს ვადა გაიზარდოს. მხვერპლებს თავშესაფრებში შეუძლიათ მიიღონ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე იურიდული დახმარებაც. „ძირითადად კრიზუსულ ცენტრში ქრონიკული ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო ხშირად მოგვმართავენ, ვიდრე პირველადი შემთხვევა. წლების გასვლასთან ერთად, იცვლება ადამიანის განვითარების დონეც, შესაბამისად,
ტურისტებით სავსე ყაზბეგი ყოფითი და ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ გიორგი მაკარაშვილი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას გვახსენდება. გერგეტის სამება, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, გველეთის ჩანჩქერი, ყელიწადის ტბა ეს ის ტურისტული ადგილებია, რომლებიც ჩვენში ინტერესს იწვევენ. სწორედ, ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც დავგეგმეთ მოგზაურობა. 2-3 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით ტურისტულ ადგილებს, სადაც მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ერთად დაგვხვდა უამრავი პრობლემა, რომლებიც ადგილობრივთა ყოველდღიური ყოფის ნაწილია. მძიმე საცხოვრებელი პირობები, გაუმართავი ინფრასტუქტურა, მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების რისკი, პრობლემების სია დიდია, გადაჭრის ნაცვლად კი სიას ახალი ხელოვნურად შექმნილი პრობლემები ემატება, რომლებსაც თავად სახელმწიფო ქმნის თავისი წინდაუხედავი პოლიტიკითა და პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრით. ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომლებიც სოფლების დაცარიელების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მიზეზთა შორის უპირველესი საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად აქაც უმუშევრობაა, რის გამოც ადგილობრივთა უმეტესობა დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდა. არ არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველია. რატომ არ მიმართავენ ადგილობრივები მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემების აღმოსაფხვრელად? რამდენიმე ადგილობრივთნ გასაუბრების შემდეგ, ნათელი გახდა რომ ამის მიზეზი შიშია, სოციალური შემწეობის დაკარგვის შიში. სოციალურ დახმარებას კი მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს. (სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცით, სტეფანწმინდის რეგიონში 3700 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 991 პენსიონერია, 124 ადამიანი იღებს სოციალურ პაკეტს, 556 ადამიანი კი საარსებო შემწეობას) საზოგადოებას აქვს მთავრობის შიში, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღიად ისაუბრენებ პრობლემებზე, ამის გამო დაისჯებიან და დაკარგავენ დახმარებას. ერთადერთი რამ, რასაც დადებითად აფასებენ სახელმწიფო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონდე დასახლებებში მცხოვრები ადამიანები იღებენ დახმარებას. დახმარება შემოიფარგლება უფასო ბუნებრივი აირით, (300-დან 350 კბ/მ-მდე) რისი საშუალებითაც ახერხებენ ზამთარში გათბობას. სამომავლოდ იგეგმება 100 კვ. ელ. ენერგიის უფასო მიწოდება. “ეს დახმარებაც რომ არ იყოს, აქ გამჩერებელი არავინაა,” – გვეუბნებიან ადგილობრივები. ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყნის საზღვარს ამაგრებენ ცივ ზამთარს არ ეპუებიან და ადგულ-მამულს არ ტოვებენ. ერთ-ერთი გაჩერება დარიალის ხეობა იყო, სადაც გვირაბში მოქცეული თერგი და დარიალის ჰესი ვიხილეთ. ჰესი რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ხეობის ფლორასა და ფაუნაზე.რამდენჯერმე დევდორაკის ჩამოშლამ ხეობაში არა მარტო ჰესი გაანადგურა, არამდე ამას ადამიანების მსხვერპლიც მოჰყვა. დარიალის ხეობაში მივუყვებოდით უზარმაზარი მთებითა და ნაგვით გარსშემორტყმულ გზას. საქართველო-რუსეთის საზღვრამდე სამანქანო გზის მთლიანი მონაკვეთი სავსეა სხვადასხვა პროდუქტის ნარჩენით, რაც კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული მანქანების საცობებში მოყოლილი ადამიანები, დარიალის უმშვენიერეს გარემოს აბინძურებენ რაც არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივას უქადის. ავტორის ფოტოები სტატია გამოქვეყნებულია “ეკოფაქტის” ბლოგზე.

რადიო IBSU-ს სტუმრები არიან ქ.რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ნანა ყანჩაველი და მოსწავლეები.გადაცემა მიყავს ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტს მაგდა ბლუაშვილს. Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019
პირველკურსელების შთაბეჭდილებები პირველკურსელების შთაბეჭდილებები-წამყვანი ჟურნალისტიკის მიმართულების მე 4 კურსის სტუდენტი ანი ჭედია Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019
რადიო IBSU-ს სტუმარია თალთექის უნივერსიტეტის (ესტონეთი) პროფესორი ალარ კუსკი რადიო IBSU-ს სტუმარია თალთექის უნივერსიტეტის (ესტონეთი) პროფესორი ალარ კუსკი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2019
პირველკურსელი თამთა მჭედლიშვილის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019
პირველკურსელი მახო ზავრაშვილის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019
პირველკურსელი სალომე კაიშაურის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019
პირველკურსელი ანი აბუსერიძის სიუჟეტი Posted by IBSU Media Centre & Radio IBSU on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019