IBSU-ს მედია ცენტრში ვიდეო წარმოების შესახებ ტრენინგებიც ციკლი დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი სატელევიზიო მონტაჟია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები დაინტერესდნენ.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლუკა ამბალიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარე ამავე პროგრამის პირველკურსელებს თეკლა გვარამიას, სალომე კევლიშვილს, მარიამ ლეთოდიანს, ელენე სავანელსა და თამარ როსტიაშვილს.