შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
რეპორტაჟი
მასალა მომზადებულია საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ ფარგლებში სოფელ სნოს მკვიდრი მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი ამავე სოფელში ღია ცის ქვეშ აღმოცენებული მუზეუმის ავტორი და დამფუძნებელია. მუზეუმის ქანდაკებები მდინარე არაგვის ნაპირებიდან ამოტანილი ლოდებისგან არის გამოკვეთილი. ლოდების წონა ათულობით ტონაა, ფირანიშვილი მათ საკუთარი ფინანასური რესურსებით ეზიდება და შემდეგ აქანდაკებს. იხილეთ ვიდეო მასალის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ცარიელი საკლასო ოთახი. მხოლოდ 1 მოსწავლე კლასში. სნოს სკოლის მოსწავლე ბარბარე ვარძუკიშვილი ერთადერთი მეექვსე კლასელია. მიუხედავად ამისა, ბარბარე აქტიურადაა ჩართული სასკოლო აქტივობებში და ცდილობს თავისი ნამუშევრებით სასწავლო პროცესი სხვა ბავშვებს გაუმარტივოს. იხილეთ, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული მასალა სნოს სკოლის ერთადერთი მეექვსეკლასელი
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ეზოში დილის 10 საათიდან დასაქმების სტუდენტური ფორუმი იმართება. ეზო სავსეა სტუდენტებით, სხვადასხვა კომპანიის თუ ორგანიზაციას წარმომადგენლებს გამოფენილი აქვთ თავიანთი ბანერები და აქტიურად ესაუბრებიან სტუდენტებს. მაია სამქანაშვილი, IBSU-ს კარიერული დაგეგმვის სამსახურის უფროსი: “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად იმართება სტუდენტებისთვის, რომელშიც მონაწილეობენ როგორ კერძო ისე საჯარო სტრუქტურის მიმართულების კომპანიები და ორგანიზაციები. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დასწრება. არ აქვს მნიშვნელობა პირველკურსელი იქნება თუ მეოთხე, რადგან აქ არის შემოთავაზებები, როგორც სპეციალობის, ასევე არასპეციალობის ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე. დასაქმების ფორუმზე არსებული კომპანიები სტუდენტებს აცნობენ არსებულ ბაზარზე დასაქმების/სტაჟირების პერსპექტივებს. ასე, რომ ეს შეხვედრა მორგებულია როგორც სტუდენტებზე, ასევე კურსდამთავრებულებზეც. ყველას წარმატებას ვუსურვებ”. ანა ასათიანი: „მე ვარ ანა ასათიანი, Lemons Group-ის მარკეტინგის მენეჯერი. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა უძრავი ქონების მრჩეველის პოზიციის და სატელეფონო გაყიდვების აგენტის ვაკანსიები. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია და მუდმივად გვაქვს ვაკანსიბი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, დავასაქმოთ სტუდენტები და ახალგაზრდები. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკევთი. დღეს, ძალიან აქტიურად იყვნენ სტუდენტებიც ჩართულები , 30-ზე მეტი CV მაქვს შეგროვებული, გადავხედავ და შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე დავიბარებ.“ დამსაქმებლებთან ერთად სტუდენტების განწყობით ვინტერესდები, როგორ მოერგო მათ მოთხოვნილებებს შეთავაზებები. ალექსი კინწურაშვილი: “მე ვარ ალექსი კინწურაშვილი, საერთაშორისო ურეთიერთობების ქართული სექტორის პირველკურსელი. Lemons Group -ის სოციალური ქსელი დავათვალიერე და მიხვდი, რომ ამ კომპანიას შეეძლო ჩემთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინა რომლებიც კარიერულ განვითარებაში დამეხმარებოდა. ჩემთვის საინტერესოა ისეთი პირობები, როცა სწავლის და სამსახურის შეთავაზება შეიძლება”. 12 საათისთვის, IBSU-ს ეზოში სტუდენტების რაოდენობა მატულობს. ხმაურია „გორგიას“ სტენდთანაც. სტუდენტები რიგში დგანან გასაუბრების მოლოდინში. შესაძლოა, კარგ შემთხვევაში სამსახურიც დაიწყონ. “გორგიას” წარმომადგენელს ვესაუბრებით. სოფო კობაიძე: „მე ვარ სოფო კობაიძე. დღეს, სტუდენტების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე აქტიური გვაქვს სტაჟირება შესყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში, შესაბამისად ამ პოზიციებზე განვიხილავთ სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს მათზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გრაფიკი და იმედი გვაქვს სტუდენტებს შევარჩევთ აღნიშნული პოზიციისთვის”. IBSU-ს ეზოში ვხედავთ ICI PARIS წარმომადგენლებს და ვესაუბრები მათ დახლთან მისულ სტუდენტს. “მე ვარ მარიტა ჩიტაშვილი, ინგლისური ფილოლოგიის პირველკურსელი. ამ კომპანიამ მიმიზიდა, რადგან ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და კმაყოფილია როგორც გარემოთი, ასევე სხვა პირობებით. მე, როგორც სტუდენტს, ჯიბის ფული მჭირდება. ინგლისურის ფილოლოგიის განხრით რთულია ჯერ-ჯერობით სამსახურის შოვნა. ამიტომ, ვფიქრობ, აქ მუშაობა დამეხმარება და გამოცდილებაც დამიგროვდება. გრაფიკიც საკმაოდ მოქნილი შემომთავაზეს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ლექციები სხვაფასხვა დროს მემთხვევა.“ დღის სამი საათისთვის დასაქმების სტუდენტური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. ეზოში ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუდენტია, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წარმატებით გაიარეს გასაუბრება. IBSU-ში დასაქმების ფორუმი შემდეგ წელს გაიმართება. მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
გაზაფხული დგება, ზამთრის თრთვილს ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ცვლის მორცხვი, ჯერ კიდევ სითეთრეში ჩაფლული ია, შემდეგ კი მწვანე ბალახიც წამოიშლება. ეს უამრავი ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ხო, რა მოხდა, გაზაფხული მოვიდა. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მაგრამ რატომ? განა რა არის იმაზე უკეთესი, თუ ყოველ გაზაფხულს სიცოცხლის საწყისად, ბნელი, ცივი დღეების გამახალისებლად მივიჩნევთ. ეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობა, ახალი დღის და ახალი სიცოხლის დასაწყისი, რომელიც აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დღის შესწავლა განვიზრახეთ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა. ჩვენი მიზანი პრაქტიკუმის საგნის ფარგლებში იუნესკოს არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და შემდგომ საზოგადოებისთვის გაზიარებაა, ნოვრუზ ბაირამი კი ერთ-ერთი პირველია , რომლითაც დავიწყეთ. უფრო ახლოდან რომ გვენახა თუ როგორ აღინიშნება ეს დღესასწაული, 21 მარტს, ნოვრუზის დასრულების დღეს, გვიმასპინძლა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტმა მედინა ოზლამი მამედოვამ და საშუალება მოგვცა შეგვესწავლა ეს დღე, ტრადიციები რაც მას ახლავს და რაც მთავარია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ : ვიდეოს გადაღების ტექნიკა, დეტალებზე აქცენტირება, რესპოდენტთან მუშაობა, კომუნიკაცია, ფოტოს გადაღება, კონცენტრირება… პროცესში კიდევ უფრო გავაცნობიერე რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. სურათი ასეთია: ქალბატონი ეკა მითითებებს გვაძლევს. ერთ კადრს სხვადასხვა მხრიდან ვიღებთ. სახლი საკმაოდ საინტერესოა. რესპოდენტის თქმით, ძალიან ძველია და არც შეიძლება მისი რეკონსტრუქცია. კედლებს ვათვალიერებ და ყურანის ენას ვცნობ, ნაცნობი ასოები იკვეთება და გონებაში ვფიქრობ, რომ ალბათ ყურანიდან რომელიმე ამონარიდი წერია. მე ფოტოებს ვიღებ და ვცდილობ კარგი მომენტები დავიჭირო. ეთა მედინას მეგობრის როლს ასრულებს, ვცდილობთ აღვბეჭდოთ მომენტი, როგორ აღნიშნავს მედინა ამ დღესასწაულს თავის მეგობრებთან ერთად. ნოვრუზ ბაირამში, ვხედავ, რომ გაერთიანებულია ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციები. როგორებიცაა: კვერცხების შეღებვა, ერთმანეთზე მირტყმა – ეს ხომ ჩვენთვის აღდგომაა, ასევე როგორიცაა კარებზე დაკაკუნება და ტკბილეულის ჩაყრა ქუდში – ეს კი ბერიკაობაა. პარალელს ვავლებ გონებაში და ვხვდები, რომ არც ისეთი უცხო არაა ეს ტრადიცია ჩვენთვის. კითხვაც კი მიჩნდება რატომ მხოლოდ მუსულმანები?. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტრადიციას რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რა გვიდგას წინ, რომ ვიზეიმით? – ალბათ არც არაფერი. პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ლუკა კამერასთან მუშაობს, გადაღების სირთულეებს ეჭიდება, ქალბატონი ეკას რჩევებს ითვალისწინებს, გიორგი ლუკას ეხმარება, ყველანი ჩართულები ვართ. მედინა გვაჩვენებს ხახვის ფოთლებით როგორ ღებავენ კვერცხებს. მკითხაობის მსგავსი ღონისძიებებიც აქვთ. ჭიქაში ძაფზე ჩამოკიდებულ ბეჭედს დებენ და ითვლიან სანამ არ გაჩერდება. როცა გაჩერდება გავიგებთ რამდენი წლისას გათხოვდება. ჩვენც მოვსინჯეთ, ანკამ და მარიამმა ბედი სცადეს და ძალიან სახალისო იყო. ბოლოს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა და დაგვეგემოვნებინა ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული კერძიც. საკმაოდ სინტერესო, შემეცნებითი და მრავლის მომცველი დღე გამოვიდა. ამ ერთ დღეში გამოვიმუშავე ის უნარჩვევები, რომლებიც ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ამავე თემაზე: ნოვრუზ ბაირამი – IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
საქართველო ყოველთვის გამოირჩევა თავისი ისტორიით, კულტურითა თუ ტრადიციებით. მოსახლეობაც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ფეხი აუწყოს ტრადიციებს და არ დაკარგოს ის, რაც საუკუნეების წინ დაარსდა. დღეს, 14 მაისია, აღდგომის მეხუთე კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეჯოს რაიონის სამი სოფელი, მანავი, თოხლიაური და გიორგიწმინდა ხალხურ დღესასწაულს, კალობნობას აღნიშნავს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ დღესასწაულს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელშიც აღნიშნავენ, თუმცა დღეს საგარეჯოს რაიონში ვიმყოფებით და ერთად დავათვალიეროთ, თუ რა ტრადიციებია და რა ღონისძიებებია გამართული „კალობნობასთან“ დაკავშირებით და სხვ. „კალობნობა“ და როგორც უფროსი თაობა უწოდებს, კალოუბნობა, აღდგომის მეხუთე კვირას აღინიშნება საგარეჯოს რაიონ სოფელ თოხლიაურისა და მანავის გასაყარზე მდებარე წმ. გიორგის და ღვთისმშობლის ეკლესიების ტერიტორიაზე. როგორც თოხლიაურის ერთ-ერთი მცხოვრები გივი ჭიკაძე გვიყვება: „ ეს დღე ჩემი მამა- პაპადან მოდის, იქეთ მაგიდას რომ ხედავთ ჩემი ოჯახი სულ მანდ ქეიფობდა, ცხვარი იკვლებოდა და აღვნიშნავდით. ისე, როგორც მე ვიცი მუსლიმების შემოსევების დროს, მე- 11 საუკუნეში, როცა შაჰ-აბასი საქართველოში შემოვიდა, კახელებმა თავიანთი ცოლ-შვილი მთაში გახიზნეს, მაგრამ ალბათ, როგორც ახლა გვყავს მოღალატეები, მაშინაც ასე იყო და თათრებმა მოაგნეს. ამ ვაკე ადგილას კალო ილეწებოდა, მათაც დააყენეს ბავშვები მწკრივად და მშობლების თვალწინ, როგორც კალო ილეწებოდა, ისე გალეწეს ბავშვებიც. მერე აქაურებმა დაღუპულების საპატივსაცემოდ ორი ეკლესია ააგეს. ერთი ღვთისმშობლის, რომელიც თოხლიაურის ტერიტორიას ეკუთვნის, ხოლო მეორე, წმ.გიორგის, – მანავს. ამიტომ ძირითადად ეს ორი სოფელი აღვნიშნავთ, მაგრამ აი გიორგიწმინდელები კი ამ დღესასწაულს თავიანთი მორთული ცხენებით ალამაზებდნენ. რა ვიცი, ეს არის სულ, მერე აქედან გამომდინარე დაარქვეს ამ დღეს კალობნობა.“ საინტერესოა ამ დღის ისტორია, თუმცა, ვფიქრობ უფრო მეტად საინტერესოა აღნიშვნის პროცესი. კალობნობას მოსულ ადამიანებს, რაც არუნდა გასაკვირი იყოს მუდამ დახვდებათ წვიმა და ტალახიანი ასავლელი მთაზე, გადმოცემის მიხედვით კალობნობა წვიმის გარეშე არ ჩაივლის. გარდა ამისა, აქ შეხვდებით სხვადასხვანაირად მორთულ-მოკაზმული ცხენების დოღს, რომლებიც სოფელ გიორგიწმინდაში იკრიბებიან და ჯგუფად, ჭენებ-ჭენებით მიდიან დღესასწაულის აღსანიშნად. მანქანებით გადატვირთული პატარა მოედანი მთის ძირას, აღმართზე მდგარი ბებოები სანთლებით ხელში, უამრავი სათამაშოებით გაძეძგილი დახლი, რომლებიც ბავშვების მოლოდინშია და, რა თქმა უნდა, ბამბის ნაყინი – ესაა სურათი, რომელიც აქ მოსულებს გადაეშლებათ თვალწინ. ანზორ დიღმელაშვილი ერთ-ერთი სტუმარი ამ დღისა და ამავდროულად, მკლავჭიდელი, გვიყვება: „ შარშან და წინა წლებშიც უფრო მრავალფეროვანი იყო დღევანდელი დღე, ბავშვები ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მახსოვს მკლავჭიდის შეჯიბრიც გაიმართა,სადაც მეც მივიღე მონაწილეობა, პირველი ადგილი ავიღე, როგორც მახსოვს რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, სანამ ფინალამდე არ მივედით, თანაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში. წელს, არ ვიცი რატომ, არც ჭიდაობაა,არც მკლავჭიდი ალბათ, უამინდობის გამო. მე დოღსაც ვერ მოვუსწარი და ცოტა გულდაწყვეტილი ვარ“ ხალხის მატებასთან ერთად შეინიშნება ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალიც, ძირითადად, ცხვრის. წესის თანახმად შემწირველმა ტაძარს სამჯერ უნდა შემოატაროს ცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შესწიროს. რუმინელი სტუმარი გოგონა, რომ3ლიც წელს პირველად იყო „კალობნობის“ დღესასწაულზე ამბობს: „მე მომწონს დღევანდელი დღე, ძალიან ლამაზია აქაურობა. გული მწყდება, რომ ბევრი არაფერი ვიცი ამ დღესთან დაკავშირებით. რაც ვიცი ისაა, რომ ცხენები ეჯიბრებიან ერთმანეთს და ახლა შევნიშნე, რომ კლავენ ცხვრებს, რაც ძალიან არ მომწონს.“ „კალობნობის“ დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში ელის აქ მოსულ სტუმრებს და სტუმრებიც დიდი აღფრთოვანებით ელიან ამ დღეს. სოფელ დიდი ჩაილურის ერთ-ერთი მცხოვრებიც გვეუბნება, რომ მას თითქმის არცერთი წელი აქვს ჩაგდებული და ახარებს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს მატულობს ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ წელს უამინდობის გამო, არც ჭიდაობა იყო და არც მკლავჭიდი, ფიქრობს, რომ ის მუხტი მაინც არ დაკარგულა. დღის დასასრულთან ერთად, სტუმრების რაოდენობამაც იკლო, რადგან საღამო ხანს მაცხოვრებლები სახლებში ინაცვლებენ და სუფრასთან იწყებენ დღის აღნიშვნას. იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო მეტი აქტივობებით დატვირთული დაგვხვდება „კალობნობა“. მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი რეპორტაჟი მომზადდა სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.
თბილისში ყოველდღიურად 500 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალური ტექნიკა, დისტრიბუციის და სხვა მანქანები ემატება. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ავტომობილს ყოველი მესამე მოქალაქე ანუ მოსახლეობის დაახლოებით 30% ფლობს. როგორც ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მოტორიზაციის კოეფიციენტი (მანქანის მოხმარება კვირაში ხუთ დღეზე მეტჯერ) ევროპაში 8%-ია, საქართველოში კი თითქმის 35%, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ავტომობილს გაცილებით ხშირად და ახლო მანძილზე მოიხმარენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს თბილისში ყოველდღიურად მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილზე სწრაფი და კომფორტული ჯერ არ გამხდარა. ავტობუსების და მიკროავტობუსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტობუსების გადაადგილების ერთიანი სქემის – საავტობუსო ზოლების მოწყობა თბილისში ჯერ არ დასრულებულა და დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ამას ემატება ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის – ქეთევან წამებულის და მელიქიშვილის გამზირების სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოქმნილი საცობების გამო ავტობუსების გადაადგილება არათუ დაჩქარებული, არამედ შენელებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში დგომის გამო, დაგეგმილი ბრუნების 30%-ს ვერ ახორციელებს. შესაბამისად, დღიურად 100 000-ით ნაკლები მგზავრი გადაჰყავს. სულ ავტობუსით დღეში დაახლოებით 500 000-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს. საცობის მიზეზი თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობებს იწვევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ქეთევან წამებულის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის გამოც ბოდიშს უხდის მოსახლეობას. პარალელურად, იგი ამბობს, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო 20 მარშრუტზე/კვანძზე ავტობუსების სიხშირე დაგეგმილზე 30%-ით ნაკლებად სრულდება, რაც იწვევს ლოდინის დროის ზრდასა და ტრანსპორტის გადავსებას. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო, საავტობუსე ზოლების მოწყობა. კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისი ახლა სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ ეტაპზეა და მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, თუმცა რეფორმის დასრულების შემდეგ დედაქალაქში მოძრაობა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ახლა თუ წინა წლებში. (წყარო: ნეტგაზეთი) საცობი მეტროში “მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. პრობლემაა მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით, იქაც მხოლოდ შესასვლელში. მეტროს შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“ – აცხადებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი. (წყარო: bpn.ge) ავტობუსების საკითხი თბილისის მერის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაში თანმიმდევრულია: „დაპირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლებისა და ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების“ შესახებ შესრულდა: „პირველი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და ეს მეამაყება… არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება, ასევე, მოცდის დროის შემცირება, რომ არ უწევდეთ ადამიანებს დიდი ხნით ლოდინი“. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ამ მიზანს, საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური მოწესრიგებით მიაღწევს. რატომ არ შემოდის 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისში? ამ ეტაპზე თბილისში მხოლოდ 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებიან. 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსიდან დედაქალაქში არცერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი 2021 წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს ახლა ჰყავს 860 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 672 ერთეული დადის ხაზზე და ემსახურება მოსახლოებას, მაშინ როცა წინა წლებში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა 430 იყო, ხოლო რეზერვში დაახლოებით 140 ერთეული იმყოფებოდა. ვტობუსების რაოდენობის მხრივ დედაქალაქს პრობლემა ნაკლებად აქვს. პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტურქტურა, რის გამოც ვერ ვერ ხერხდება ავტომობილების და ავტობუსების გარკვეული რაოდენობის გატარება. დერეფნები და მიკროავტობუსები „მთავარი პრობლემა სწორედ აქ არის: სწრაფი საავტობუსე ხაზების 10 დერეფანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ახალი სქემის ხერხემალი, მთავარი გამწევი ძალა, ფაქტობრივად, ტრამვაის ფუნქციის შემსრულებელი, დასრულებული არ არის“, – ამბობს ელენე ხუნდაძე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების ყოფილი უფროსი. 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი (იგივე TBT ხაზი) საქალაქო და საუბნო ხაზებთან ერთად, EBRD-ის თანადაფინანსებით კომპანია „სისტრას“ ჩატარებულმა ვრცელმა კვლევამ განსაზღვრა. გეგმის თანახმად, ამ დერეფნებზე უნდა დაეხაზათ „ბასლეინები“, სადაც ყოველ 12-15 წუთში დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიდნენ და ექნებოდათ შესაძლებლობა, მაქსიმუმ 150 ადამიანი გადაეყვანათ. დასკვნა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა საგზაო სივრცის ყველა სუბიექტისთვის თანაბარ გადანაწილებას ითვალისწინებს, რომლის საბოლოო მიზანი კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ავტომობილების შემცირება უნდა განაპირობოს. იმისათვის, რომ მოსახლეობამ დათმოს საკუთარი ავტომობილი და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს, არჩევანი უნდა გაკეთდეს მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობის სისტემის განვითარებაზე. ამამად კი საცობებს ბოლო არ უჩანს, მეტ მანქანას მეტი ავტოსადგომი სჭირდება. თბილისის მერია აცხადებენ, რომ საცობების მიზეზი დედაქალაქში ავტომობილების სიჭარბე და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებია და რეფორმის დასრულებამდე გარკვეული დისკომფორტის ატანა მოგვიწევს. თუმცა, ამ ეტაპზე არავინ ამბობს კონკრეტულად როდის დასრულდება ეს ინსფრაქსტრუქტურული პროექტები, მთ უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მერია ახალი პროექტების დაწყებასაც გეგმავს. თბილისის მერიის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება სწრაფი და კომპორტული. ამჟამად კი მოცემულობა სრულიად საპირისპიროა – იმ ქუჩებზეც კი, სადაც ე.წ. „ბასლაინების“ დახაზვა და ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც საცობში იჭედება, აღარაფერს ვამბობთ კერძო ავტომობილებზე. არავინ დავობს, რომ თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ჰქონდეს, თუმცა დედაქალაქში არსებული მუდმივი საცობები და გადაადგილების პრობლემა, მოსახლეობაში რეფორმისადმი არსებულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. მასალის ავტორი: ავთანდილ ზარნაძე IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი
გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი, თბილისის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით გრძელდება. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეწვია და ადგილზე დაათვალიერა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟინვალის წყალსაცავი ზამთარში. ჟინვალის წყალსაცავი თბილისიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე არაგვის შუა წელში, საიდანაც თბილისი და მცხეთა წყლით მარაგდება. მისი საერთო ფართობი 12,8 კილომეტრია. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” (GWP) თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება. ზამთარში, ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონე იკლებს და კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა მის ირგვლივ. გურამ აბაშიძის გადაღებულ ფოტოებში ასახულია ტერიტორიაზე არსებული სანიტარული მდგომარეობა. ჟინვალის წყალსაცავში წასვლამდე, IBSU-ს სტუდენტი გურამ აბაშიძე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, ინტერვიუ ჩაეწერა GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან ან იმ კომპეტენტურ პირთან, ვინც მის კითხვებს ამომწურავად უპასუხებდა. რამდენიმედღიანი დაჟინებული თხოვნის შემდეგ,მის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს ასევე წერილობით უპასუხეს. გურამის ერთ-ერთი კითხვა ჟინვალის წყალსაცავსაც შეეხებოდა. წერილობითი ინტერვიუ GWP-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი ბაბუხადიასთან. – თბილისის სასმელი წყლის აღება საიდან ხდება? – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორი ტიპის წყალაღებას იყენებს – მიწისქვეშა და ზედაპირულს. მიწისქვეშა წყლები მოიპოვება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება – ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის წყალსაცავიდან ხდება. – წყალმომარაგების სისტემაში ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია /მოდერნიზაცია რა ეტაპზეა? – კომაპნია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობის მაღალხარისხიანი სასმელი წყლით სტაბილურად უზრუნველყოფის მიზნით მუდმივად ზრუნავს წყალმომარაგების ობიექტებისა და ქსელის განახლება-განვითარებაზე. კომპანია ყოველწლიურად ატარებს დედაქალაქის მასშატბით მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს, როგორც ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე ასევე ქალაქის ყველა რაიონში. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ 80 სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა და თბილისის ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე 30 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ინფრასტრუქტურა განაახლა, მათ შორის ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები, მუხიანის აგარაკები, 26 მაისის, კრწანისისა და სხვა ქუჩები. კომპანია მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს დედაქალაქის ყველა რაიონში. – თბილისის წყალმომარაგების ქსელები მთლიანად განახლებულია თუ არის ადგილები სადაც ისევ ძველი ქსელებით ხდება სასმელი წყლის მიწოდება? – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი” მოხმარებლების ონკანებამდე სასმელი წყლის განაწილებასა და მიწოდებას 6000კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელით უზრუნველყოფს. აღნიშნული ქსელი მუდმივ განახლებასა და განვითარებას საჭიროებს. ქსელების რეაბილიტაცია ყოველწლიურად ეტაპობრივად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროექტებს პრიორიტეტულად ვატარებთ წყალმომარაგების სისტემის ისეთ მონაკვეთებზე, სადაც მილები მოძველებული და ამორტიზებულია. წყალმომარაგების ქსელის მასშტაბურობიდან და სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე წყალმომარაგების ქსელი განახლების პროცესი ხანგრძლივია და ქსელი მიმდინარე ეტაპზე მთლიანად განახლებული არ არის. – როგორც ვიცით, სასმელი წყლის აღების ტერიტორიებზე მაგალითად ჟინვალის წყალსაცავი, არის საპიკნიკე ადგილები, რის შედეგადაც ხდება ასაღები წყლის დაბინძურება, ამ საკითხთან დაკავშირებით რა სახის ღონისძიებები ტარდება და თუ არის ნაპოვნი გამოსავალი წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან? – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს. ჟინვალის წყალსაცავზე მოწყობილია 102 მ სიმაღლის მიწის კაშხალი, რომელიც ქმნის 500 მლნ. მ 3 მოცულობის წყალსაცავს. აღნიშნული ტერიტორია მკაცრად დაცულია და ზედამხედველობას უწევს კომპანია. GWP-ს მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან ტუმბო აგრეგატების საშუალებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება №425-ის შესაბამისად წყალაღების წერტილებში ჩატარებული ნედლი წყლის მონიტორინგის შედეგები ყოველთვის სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმატივებს. – როგორც ვიცით თქვენმა კომპანიამ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (gwp) 2006 წელს მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის ISO-9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი, ხომ ვერ გვეტყვით თუ ხორციელდება და რა შუალედებით ამ სერტიფიკატის შენარჩუნებისათვის მონიტორინგი? – ISO-ს სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად სერთიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი რის საფუძველზეც ხდება სერთიფიკატის ვადის გაგრძელება მომდევნო აუდიტამდე. აუდიტის პერიოდის გასვლის შემდეგ იწყება ხელახალი სერტიფიცირება. ამჟამად კომპანია ემზადება ISO 9001-ის სერტიფიცირების განახლებისთვის. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორების ჩა – თუ შეიძლება აგვიხსენით ეტაპობრივად გზა რომელსაც სასმელი წყალი გადის აღებიდან ჩვენს ონკანამდე? – დედაქალაქის წყალმომარაგება 4 ძირითად საფეხურს გადის: მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მოსახლეობის უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში სასმელი წყლით უზრუნველყოფა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან, ნატახტრის ბულაჩაურის და მისაქციელის წყალშემკრებებიდან მოიპოვებს და სათავე ნაგებობებზე ანაწილებს. სათავე ნაგებობეზე ნედლი წყალი სასმელ წყლად დამუშავების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის. სასმელი წყლის ხარისხი ჯივიპის ლაბორატორებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოწმდება. ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყალი დედაქალაქის რეზერვუარში ნაწილდება და წყალმომარაგების ქსელის საშუალებით მოსახლეობის ონკანებამდე მიდის. – თუ გქონიათ შემთხვევა როდესაც სასმელი წყლის მასობრივი დაბინძურება მოხდა, (იგულისხმება ფორს მაჟორის დროს მომხდარი დახიანებების დროს წარმოქმნილი ქსელების დაზიანებები) და როგორი იყო თქვენი რეაგირება? – მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. – ავარიული დაზიანებებისა თუ მილების შეცვლის გამო ჩატარებული სამუშაობების პროცესში თუ არის საფრთხე, რომ დაბინძურდეს სასმელი წყალი? – კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო ან დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ აუცილებლად რეცხავს ქსელს, სასმელი წყლის ხარისხს ლაბორატორიულად ამოწმებს და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. – ცნობილია, რომ მომხმარებელთა ნაწილი სასმელ წყალს არ იყენებს სასმელად, რადგან ვერ ენდობა მის ხარისხს, ნდობის მოსაპოვებლად და ხარისხის დასამტკიცებლად თუ ხორციელდება რაიმე სახის რეაგირება თქვენი კომპანიის მიერ? – თბილისი ერთ-ერთია მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებს შორის, სადაც მოსახლეობა სასმელ წყალს პირდაპირ ონკანიდან სვამს. თქვენ მიერ დასახელებული საკითხი არცერთი ოფიციალური კვლევით არ დასტურდება და მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. პირიქით, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და კმაყოფილია თბილისში სასმელი წყლის ხარსიხით. – სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელმაც სინჯის აღების დროს მოითხოვა გარკვეული პროცედურები, მათ შორის ჩემთვის საყურადღებო აღმოჩნდა ონკანის 15 წუთით ბოლომდე გახსნა, დინება და სინჯის მხოლოდ მას შემდეგ აღება, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ საკითხთნ დაკავშირებით. – წყლის სინჯის აღება ხდება ტექნიკური რეგლამენტის „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების“ თანახმად, კვლევის მიზნისა და ობიექტის მიხედვით შემუშავებული პროგრამის შესაბამისად. (საქართველოს მთავრობის დადგენილება №26 2014 წლის 3 იანვარი) – სასმელი წყლის ხარისხი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მილები რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგების ქსელებზე, რამდენად უსაფრთხო და საიმედოა იმ მხვრივ, რომ გავლენა არ მოახდინოს წყლის ხარისხზე და საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას? – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემას მხოლოდ ევროპული ხარისხის თანამერდოვე ინფრასტურქტურით ანახლებს. კომპანიის მიერ გამოყენებული მილები სრულიად უსაფრთხოა და აბსოლუტურად შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებსა და რეგულაციებს. ასევე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში მოწმდება ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება მოსახლეობას. სასმელი წყლის მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს ექვემდებარება.სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. – როგორც ცნობილია თბილისში არსებობს კორპუსები
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა მაზიაშვილი მონაწილეობდა “მედიის განვითარების ფონდის პროექტში” და ისწავლა როგორ აღმოაჩინოს ყალბი ამბები სოციალურ ქსელებში. მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევა შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ძროხებს უკეთებენ mRNA ვაქცინას, რაც შემდგომ რძის პროდუქტებში ხვდება და ადამიანზე ვირუსის სახით გადადის. ცნობისათვის, mRNA ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელსაც 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყენებენ. კოვიდ პანდემიის დროს, ვაქცინაციის პროცესს ჰყავდა როგორც ბევრი მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე და შესაბამისად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ზღვა ინფორმაცია მათი სასიკეთო თუ საზიანო ზეგავლენის შესახებ. ანა მაზიაშვილის ჟურნალისტური ქეისი შეეხება 2022 წლის 11 ოქტომბერს Facebook-ის ერთი მომხმარებლის გვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალას, რომელიც ყალბი ინფორმაციის შემცველი იყო. პოსტის მიხედვით, ავტორი ამტკიცებდა, რომ “ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ასე შემდეგ” და თან დართული ჰქონდა ფოტო, სადაც უცნობი ექიმი ძროხებს სინჯავდა. როგორც ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, ეს ფოტო აღებული იყო ერთ-ერთი ფოტო-რესურსების ვებგვერდიდან shutterstock, რომლის ნამდვილი ავტორიც იყო მითითებული. ფოტო, თავისი შინაარსით არანაირ კავშირში იყო კოვიდ-ვაქცინაციის პროცესთან და რეალურად ვეტერინარი რანჩოზე ცხოველებს სინჯავს. როგორ აღმოაჩინა ანა მაზიაშვილმა ეს ინფორმაციის სიყალბე ნაჩვენებია მის ვიდეო მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა მედია ცენტრის YouTube არხზე. მედია ცენტრის YouTube- ზე ანა მაზიაშვილის მასალის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექორის” ვებგვერდზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ზაპოროჟიედან და მარიუპოლიდან ომის დაწყებამდე ჩამოსული უკრაინელები. ისინი, ცნობილი მიზეზების გამო, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. თუმცა, მათ იპოვეს ძალა, რომ ქართველი ხალხისთვის წარმოდგენა შეეთავაზებინათ და თავიანთი განცდები გაეზიარებინათ. “არაერთი შემოქმედებითი აქცია გამართულა, მაგრამ დღეს, რასაც ვესწრები, განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს სხვაგვარი მხარდაჭერაა. მინდოდა, აქ მოსვლით, ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამომეხატა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩვენთვისაც იბრძვიან”, – აღნიშნა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა. დამსწრეებმა მოისმინეს მუსიკალური ნომრები ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უკრაინელი ბავშვების შესრულებით, გაიყიდა სუვენირები, სამახსოვრო ნივთები უკრაინის დროშის ფერებში. ორგანიზატორების თქმით, ნივთები საქველმოქმედო საღამოს შემდეგ კვლავაც გაიყიდება და შეგროვებული თანხა გაიგზავნება უკრაინაში, მედიკამენტების შეძენის მიზნით. ავტორი: ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
18 მარტს გადამუშავების გლობალური დღე აღინიშნება. ამ მიმართულებით საქართველოში რამდენიმე სიახლეა. მოდით, ვნახოთ თუ რა გზით შეიძლება გავხადოთ სამყარო ოდნავ უკეთესი. ,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე! თუ ვერ დასწერე, რა უშავს, ნურც რას იდარდებ, მეტადრე, ხის დარგვა ხომ შეგიძლია, შენც ადექი და ხე დარგე“ – მორის ფოცხიშვილი მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. CENN რეგიონული განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვაზე სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის გზით. Green, Green and Green (მწვანე, მწვანე და მწვანე) ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო–ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება. ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ–ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“. ,,ჩემს სიცოცხლეში ჩემი სახელობის პარკია“– ამბობს ჯოჰანის დამხმარე მაია, რომელმაც შ.პ.ს მარანში თავის ხელით გააშენა ალვის ხეების ექსპერიმენტალური ტყე. ამ საქმის კეთებით მეტ სიმწვანეს და ჟანგბადს უწინასწარმეტყველებს გარემოს. საშუალოდ 40 ადამიანია დასაქმებული, აქედან 7 ქალია. ჯესპერ იონგანსონი ჯონ ნიკრემის კოლეგა და მეგობარია. სამ მიზეზს გვისახელებს, თუ რატომ მაინცდამაინც საქართველო: ერთი– ეს არის კარგი გეოლოგიური მდებარეობა, მეორე– წყლის რესურსების სიმდიდრე, ხოლო მესამე–ნაყოფიერი ნიადაგი და საზღვარი შავ ზღვასთან. კითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი ასე პასუხობს ,,main goal is to make a better world (მთავარი მიზანი უკეთესი სამყაროს შექმნაა). შეიძლება ითქვას, რომ CENN-ის ორგანიზაცია ნამდვილად ანებივრებს აჭარის რეგიონს. ამის საუკეთესო მაგალითია პროექტები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ეს არის ენერგოეფექტური მასალების და მზის ენერგიის გამოყენება, როგორც ცხელი წყლის, ისე ელექტროენერგიის მისაღებად. ,,ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში არის 29 საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს 66 კორპუსი სხვადასხვა ტერიტორიაზე და ყველა შენობაში სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროექტი განხორციელდა.“– ამბობს აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა რამდენიმე სკოლა აჭარის რეგიონში და გავსაუბრებოდით როგორც პედაგოგებს, ისე აღსაზრდელებს. 14 წლის სალომე გორაძეს სურს აღმოიფხვრას ეკოლოგიური პრობლემები და დაიმსხვრეს მითი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი მოჭრილი ხე გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს. როგორც სალომე გვეუბნება, ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, თუ კიდევ რამდენი ადამიანი ფიქრობს მათ მსგავსად. სალომეს ეთანხმებიან მისი თანაკლასელები, რომელთა უმრავლესობა ეკო–კლუბის წევრია. აჭარის განვითარების სამინისტროს პიარი თეა ვადაჭკორია მათ მომავალ ,,დესპანებს“ უწოდებს, რომლებიც გაუზიარებენ ოჯახის წევრებს და ახლობლებს რამდენად სასარგებლოა ალტერნატიული ენერგიის გამოყენება. ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და გამომცემლობა ,,ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელი ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მისი თაობისთვის მზის ენერგიები, მზის ბატარეები იყო ფანტასტიკის სფერო. ახალგაზრდა თაობამ კი წვლილი უნდა შეიტანოს ცნობიერების ამაღლებაში. მედიატურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,CENN“-ის წარმომადგენელმა და გარემოსდამცველმა ირაკლი მიქელაძემ ,,მედიატური ხორციელდება ,,CENN“-ის მიერ პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის თანამშრომლობის განვითარება.“ მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც დღემდე განვლეს. პროექტის ფარგლებში 66 სკოლა აღიჭურვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 კოლექტორი, 109 ცალი ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ სკოლებს, ამან შეამცირა შეშის მოხმარება. ასევე ბატონი ირაკლის ინფორმაციით, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად იგეგმება ,,ნიკო კეცხოველის“ სასკოლო კონკურსები. CENN-ის გარემოს დაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილი ამბობს ,,მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ის რესურსები და ის ენერგიის წყაროები რომელსაც ვიღებთ დროთა განმავლობაში ამოწურვადია და მსოფლიო დგას ამჟამად ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ნელ–ნელა უნდა მოხდეს გადაწყობა ამ განახლებად ენერგიის მიმართულებით, ამაში კი გვეხმარება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში.“ ფაქტი ერთია, ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს. ადამიანების ცნობიერების ამაღლება კი ამის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. და ბოლოს, ,,GREEN, GREEN AND GREEN.” ავტორი: ლანა ლობჯანიძე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი
-
გვერდი