შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

პროფილი

თამთა ბაქრაძე თოჯინების თეატრის მსახიობია. სამსახიობო კარიერას თამთა აკადემიურ კარიერასაც უთავსებს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს “საორატორო ხელოვნებას” ასწავლის. ჟურნალისტიკის საბაკაალვრო პროგრამის სტუდენტებმა თამთა ბაქრაძის ერთი სამუშაო დღე გადაიღეს. Tamta Bakradze is an actress in the puppet theater. Tamta combines her acting career with her academic career and teaches “oratory art” to International Black Sea University students. Students of the undergraduate journalism program filmed one of Tamta Bakradze’s working days. ავტორები : ელენე სავანელი , თამარ როსტიაშვილი. By  Elene Savaneli , Tamar Rostiashvili.  

ლიკა თაგვაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ლიკა კერამიკულ ნაკეთობებს რაჭაში აღმოჩენილი ისტორიული ნივთების ინსპირაციით ქმნის. Lika Tagvadze is currently enrolled in the Master’s Program in Ceramics at the Tbilisi Academy of Arts. She designs ceramic pieces that draw inspiration from historical artifacts discovered in the Racha region. ავტორი: დიანა ქონიაძე By Diana Koniadze  

პატარა ნიკოლოზ ლაპიაშვილი გულმოდგინედ შრომობს, რომ მომავალში ძლიერი ფეხბურთელი გახდეს. ამ საქმეში მას უფროსი და ელენე ეხმარება – და-ძმის სვლა მიზნისაკენ გულგრილს არავის ტოვებს. Little Nikoloz Lapiashvili diligently strives to become a strong football player in the future. His older sister Elena helps him in this work—the siblings’ steps toward the goal leave no one indifferent.   ავტორი: ნინო მიქავა By Nino Mikava  

ძმებ გინტურებს თბილისში სამხატვრო სტუდია აქვთ და მოზარდებს სახვით ხელოვნებაში ამეცადინებენ. ვიდეოს გმირია ერთ-ერთი ძმა, ბესო გინტური, რომელიც პედაგოგობის პარალელურად თავადაც აქტიურად ქმნის ხელოვნების ნიმუშებს და წარადგენს მათ როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ გამოფენებზე.   The Ginturi brothers operate an art studio in Tbilisi dedicated to instructing teenagers in the fine arts. The central figure of the video is Beso Ginturi, one of the brothers, who not only serves as an educator but also engages in the active creation of artworks, showcasing them at both solo and group exhibitions.   ავტორი: მარიამ ჩალაური By Mariam Chalauri  

დიანა ქონიაძე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პრგორამის მე-3 კურსის სტუდენტია. მისი ჰობი -ხელსაქმეა, რომლისთვისაც დროს ყოველთვის პოულობს ხოლმე. დიანას მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს სხვების ცხოვრებაშიც შეაქვთ სიხარული. Diana Koniadze is a third-year student enrolled in the Bachelor’s Program in Journalism at the International Black Sea University. She consistently makes time for needlework, and her artistic creations bring happiness to those around her. ავტორი: გიორგი არბოლიშვილი By Giorgi Arbolishvili

გიორგი (გივი) ტატულაშვილის მშობლიური სახლი, გორში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მოჭიქული კერამიკის ოსტატი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ცოდნას მომავალ თაობებს უსასყიდლოდ უზიარებს. გარდა იმისა რომ თიხისგან დამზადებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, როგორც ოსტატი ამბობს, შექმნის პროცესიც არანაკლებად ჯანსაღი და სასარგებლოა. „კარგი იქნება, თუ თიხასთან მუშაობის, როგორც არტ-თერაპიის პოპულარიზაცია მოხდება“ – ამბობს გივი ტატულაშვილი. ასწლოვანი ისტორიის მქონე სახელოსნო, ტატულაშვილების სახლის ნულ სართულზე, 2019 წლის მიწურულს, გორის მერიის ხელშეწყობითა და ევროკავშირის კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით მუზეუმად იქცა და დღეს, უკვე ტურისტული ობიექტების ნუსხაშია შეტანილი. 2021 წლის ივლისში კი სახელოსნო-მუზეუმი  ტურიზმის  განყოფილების  გაციფრულების  ექსპედიციამ ,,გუგლის“  რუკაზე  განათავსა. გივი ტატულაშვილის სახლში, მე-19 საუკუნის თიხის გამოსაწვავ უნიკალურ ღუმელს ნახავთ, რომლის ანალოგი საქართველოში არაა.  კერამიკოსის ნამუშევრები მრავალფეროვანია, ის ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს, თეფშებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელთა ღირებულება 15-დან 300 ლარამდე მერყეობს. მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მარანზე, ღვინის ორსართულიან სასმისზე, მუშაობის პროცესია, როგორც ქართულ კულტურასთან და ღვინის ტრადიციასთან  გაიგივებულ  სუვენირზე. მარანის ყველა ჭურჭელს, რომლისგანაც ის შედგება,  ერთი საერთო ხვრელთა სისტემა   გააჩნია და სმის დროს  ერთიანად იცლება. ამჟამად, გივი ტატულაშვილი თიხას თანამედროვე დანადგარის გამოყენებით ამუშავებს. წარსულში კი მამასთან და ძმასთან ერთად თიხას ფეხით ზელდა. ტატულაშვილების ოჯახში თიხაზე მუშაობის ტრადიცია გივის პაპისგან – ნესტორისგან მოდის და მამიდან შვილზე გადადიოდა. გივის მამა და ძმა პროფესიით კერამიკოსები იყვნენ. მართალია, ბავშვობიდან მასაც იზიდავდა საოჯახო ხელობა, თუმცა პროფესიით მშენებელი ინჟინერი, იქამდე არ დაკავდა  მეთუნეობით, ვიდრე სამსახური არ დაკარგა და მამისა და ძმის დასახმარებლად თავისუფალი დრო არ გამოუჩნდა. თეთრ ჭიქურზე მწვანე საღებავით შესრულებული ორნამენტები – ქართლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მოხატვის ტექნიკა, მისი ოჯახის ხელწერად იქცა. როგორც გივი ამბობს, ამავე ტექნიკის გამოყენება არც კახეთისთვისაა უცხო, თუმცა იმერეთში ნივთებს თიხისგან მოჭიქვის გარეშე აკეთებენ. ალავერდის ფრესკის ანალოგი – „ქართული ჭიდაობა“ ყვითელ ჭიქურზე მომწვანო ფერის ორნამენტებით გაფორმებული ზოომორფული სასმისები. გივის მამის, ისააკ ტატულაშვილის ნამუშევრების კუთხე სამუზეუმო ექსპონატებს შორის არამხოლოდ ოჯახის სამი თაობის ნამუშევრებს, არამედ გივი ტატულაშვილის შეგირდების ნამუშევრებსაც იხილავთ. მათ შორის, როგორც ადგილობრივი ბავშვებისა და მოზარდების, რომლებიც თიხასთან მუშაობის ხელოვნებას ყოველ შაბათ-კვირას, დღეში საათ-ნახევარს უთმობენ, ასევე „Georgia Today”ს ჟურნალისტის, საქართველოზე შეყვარებული, ქეით დეივისის ქართული კულტურული თემატიკით მოხატული თიხის ჭურჭელსაც. ქეითმა თიხის ჭურჭელი თვითნასწავლი მხატვრისთვის საკმაოდ რთულად შესასრულებელი ქართული ტრადიციული კომპოზიციებითა და ფრესკებით მოხატა, თუმცა როგორც მისი მასწავლებელი – გივი ამბობს, თავი შესანიშნავად გაართვა. ტატულაშვილების კერამიკა ჯერ კიდევ გასული  საუკუნიდან განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს, სახელოსნო არც ახლა ღალატობს ამ ტრადიციას, იმ განსხვავებით, რომ გლობალიზაციის პროცესში მისი სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან ჩამოდიან, ეს სივრცე ასევე ეთმობა კულტურულ ღონისძიებებსა და ხელოვანთა შეხვედრებს. მასალის ავტორი: გვანცა გოგიშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ლუკა ამბალიას ინტერვიუს გმირია ნინო თათარაშვილი. ამ ვიდეოში თქვენ გაიცნობთ ხელოვანს, ვისთვისაც თავისუფლება შემოქმედებაში ყოფნაა, შექმნა მასისგან გამორჩეული პერსონაჟები – “ტიპჩიკები” და აქვს დიდი ოცნება. ნინო თათარაშვილის პორტრეტი 

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. IBSU-ს მედია ცენტრის მხარდაჭერით დავით მათიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რეპორტაჟების, სტუდიური გადაცემების, რადიო პროგრამის, ვებისთვის საინტერესო ინტერვიუს და ა.შ. მომზადებაში.    IBSU-ში თვითმმართველობის არჩევნები 2023 ჩატარდა      გადაცემა დაბრუნება გადაცემა 2022 წლის შეჯამება კახა გალდავა: „მასწავლებელს დღეს უწევს შეითავსოს მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, მეგობრის და ამავე დროს ჯანსაღი კრიტიკოსის ფუნქცია რადიო გადაცემა „საუბრები ჟურნალისტიკაზე“


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting