შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სიახლეები

Page: 6

შიაულიაი, ვილნიუსიდან 215 კილომეტრში მდებარეობს. მას “მზის ქალაქის” სახელით იცნობენ, რასაც 1236 წელს “მზის ომში” გამარჯვებას უკავშირებენ. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შიაულიაის “მზის ქალაქს” ეძახიან ისაა, რომ ამ ქალაქს მრავალფერვანი კულტურა აქვს.  ქალაქის კულტურული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია შიაულიაის ეროვნული დრამის თეატი, უნიკალური მუზეუმები. მათ შორის – ფოტოგრაფიის, რადიოსა და ტელევიზიის, ველოსიპედების და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კატებისაც კი. შიაულიაიის ერთ-ერთი სიმბოლო “მზის ბიჭუნას ქანდაკებაა, რომლის დანახვისას თბილისში, თავისუფლების მოედანზე განთავსებული წმინდა გიორგის მონუმენტი გამახსენდა. ეს ქალაქი ცნობილია ევროპის ერთ-ერთი უძველესი საცალფეხო ბულვარით, სადაც ტურისტებს შეუძლიათ იპოვონ როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, ასევე თანამედროვე ქუჩის ხელოვნების კომბინაცია. შიაულიაი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქია ჩრდილოეთ ლიეტუვაში.   მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ერაძე ზაფხულის შთაბეჭდილებებს ბუდაპეშტიდან გვიზიარებს. მისთვის ევროპა სილაღესთან, სიმშვიდესთან და სილამაზესთან ასოცირდება, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა.  ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობა მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ნეოგოტიკური სტილის ნაგებობა ფუფუნებითა და პომპეზურობით გამოირჩევა, რომლის ასაგებად 40 მილიონი აგური და 40 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ. პარლამენტის მშენებლობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1904 წელს დასრულდა და მისმა მთავარმა არქიტექტორმა დასრულებული სახით თავისი შექმნილი ქმნილება ვერც კი ნახა, რადგან დაბრმავდა. ბუდაპეშტში დაახლებით 1 მილიონ 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბუდაპეშტი – უნგრეთის დედაქალაქი, 1873 წელს პეშტის, ბუდასა და ობუდას გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბუდა სახლს, დასახლებას ნიშნავს, პეშტი კი – ღუმელს, კერიას. ბუდაპეშტში ჰავა ზომიერია, ზამთარი ხანმოკლე და თბილი, ზაფხული კი ცხელი. ქალაქში მოედინება მდინარე დუნაი. გიორგი ერაძე: “ამ ზაფხულმა დამარწმუნა რომ ოცნებები ნამდვილად ხდება და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა ყველა კარგი ბრძოლაა”. გიორგი ერაძემ, ბუდაპეშტში ყოფნისას, თავისი ოცნება აისრულა და გერმანული ჯგუფის “Rammstein”-ის კონცერტს დაესწრო.   მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

გამარჯობა, მადლობა ყველას, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ! Labas, Ačiū visiems, kurie skaito mano tinklaraštį! უკვე მეექვსე თვეა, რაც ლიეტუვაში ვარ, ქალაქ შიაულიაიში. ამ ბლოგში მოგიყვებით, ქართველებთან ერთად გატარებულ მნიშვნელოვან მომენტებზე.  ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში 12-მა ქართველმა მოსწავლემ 9 დღე გაატარა ჩემს მასპინძელ ორგანიზაციაში –  Šiaulių Didždvario gimnazija. დარწმუნებით ვიტყვი, რომ საკმაოდ ინტენსიური კვირის განმავლობაში მიიღეს როგორც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა, ასევე შეიძინეს უცხოელი მეგობრები და უამრავი სასიამოვნო მოგონება დააგროვეს ადგილობრივებთან ერთად. მათ ჩამოსვლამდე მზადება ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დავიწყეთ. პროგრამის ხელმძღვანელს ჩემგან ფოტო/ვიდეო გადაღება და მენტორობა სურდა. უნდა მომემზადებინა ენერჯაიზერები და გუნდური თამაშები. ჩემი დღე იწყებოდა დილის 10 საათზე (მათთვის 9-ზე), საღამოს 10 საათამდე. გაცვლითი პროგრამა დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან, ნულოვან ნარჩენებთან და გლობალურ დათბობასთან. მოვამზადეთ არაერთი აქტივობა, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ, როგორც ამავე, ისე სხვა ქალაქში. ნინი შაორშაძე: “ჩემი ცხოვრების ყველაზე ახალი, მნიშვნელოვანი და ემოციური დღეები ლიეტუვაში ყოფნას უკავშირდება. აქ, ყველაფერი ახალია, რადგან ბევრი რამ პირველად ხდება, მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია და ახლა ჩემი ცხოვრების ისტორიას ვწერ. ვაგროვებ ამბებს, ისტორიებს და ემოციებს”.  დღე 1 – გაიცანი ქალაქი  ვებ-გვერდიდან Šiauliai Tourism Information Center მოვიძიე, ჩამოვტვირთე და მოხალისეებს შევთავაზე აპლიკაცია, რომელიც გვიჩვენებს მარშრუტს ქალაქის დასათვალიერებლად. ვიფიქრე, პირველ დღეს, პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს არის იმ ქალაქის დათვალიერება, რომელშიც მომდევნო რამდენიმე დღის გატარება მოგიწევს. საკმაოდ მოსახერხებელი და ინფორმაციული აპლიკაციაა, ასე რომ, თუ შიულეიში მოგზაურობას გადაწყვეტთ და ინტერნეტთან კავშირი გექნებათ, საინფორმაციო ცენტრის ძებნა და რუკის პოვნა ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ. აქ ნახავთ როგორც აუდიო, ისე წერილობით ვერსიას ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის ისტორიის შესახებ. აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ თუ რა დროში შეგიძლიათ მოინახულოთ თქვენ მიერ მონიშნული ადგილები და არა მხოლოდ. გარდა ამისა, პირველ დღეს გვქონდა გაცნობითი თამაშები, ფილმის ჩვენება, გუნდური თამაშები, ლექცია-დებატები, რომელთაც მომდევნო დღეების აღწერისას აღარ გავიმეორებ და ავტომატურად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ დღე მხოლოდ ერთი აქტივობით არ შემოიფარგლებოდა. დღე 2 – შეხვედრა შიაულიაის რაიონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან. შეხვედრიდან გავიგეთ თუ როგორ ხდება ქალაქის კეთილმოწყობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ფაქტია, რომ ცდილობენ ახალგაზრდების პროექტების წახალისებასა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-გამწვანებას. მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური პროექტების წარდგენა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სოლიდურ თანხას სთავაზობენ. ფაქტი მეორე: წარმოიდგინეთ, რომ საღამოს საათებში ქუჩებში ლამპიონების ნათება მკვეთრია, შუაღამის 12 საათიდან კი მისი ერთი ნაწილი ითიშება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ბნელა, მაგრამ ენერგიის დაზოგვა ნათების შემცირებით ხდება. როგორც მერის მოადგილე ამბობს, ქალაქში მხოლოდ ეკო ლამპიონებს იყენებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოეფექტური ნათურები ამცირებენ ენერგიის მოხმარებას პრეფორმების ზუსტად გაცხელებისას. საინტერესოდ აღინიშნა შემდეგი ფაქტიც: როგორ და სად ნაწილდება ნარჩენები მათივე დანიშნულების მიხედვით. ფაქტი იმიტომ, რომ მომდევნო დღეს ჩვენივე თვალით ვნახეთ ყოველივე. დღე 3 – ლიეტუვის ერთ-ერთი ქალაქის, კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონულ ცენტრში კლაიპედა ლიეტუვის სიდიდით მესამე ქალაქია და ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ საპორტო ქალაქს საბრნე კავშირი აქვს შვედეთთან და გერანიასთან. აქ, დაახლოებით 162 000 ადამიანი ცხოვრობს. კლაიპედა – პატარა გერმანიაა ლიეტუვაში. პირველი, რასაც ქალაქის ნახვისას შენიშნავთ, მისი განსხვავებაა ლიეტუვის დანარჩენი ადგილებისგან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში კლაიპედა ჯერ – რუსეთს, პირველ მსოფლიო ომამდე კი გერმანიას ეკუთვნოდა. ძველი ქალაქი (The old town of Klaipeda) განსაკუთრებით ჰგავს გერმანიას. დილის 1-საათიანი ლექციის შემდეგ გავემგზავრეთ კლაიპედაში, სწორედ  იმ ადგილას, სადაც განცალკევებულია ნარჩენები და მზადდება მეორედ გადასამუშავებლად. ვხედავთ ოთხი სახის ურნას: შუშა, პლასტმასა, ქაღალდი და ყველა დანარჩენი – ცალ-ცალკე ურნაში, განსხვავებული ფერებით. მოგვიანებით ვნახეთ ადგილი, სადაც გადააქვთ ნარჩენები, რომელთა მეორედ გამოყენებაც შეუძლებელია. კლაიპედამ, გლდანის ნაგავსაყრელი გამახსენა, სადაც ნარჩენების გადახარისხება არ ხდება და ყველაფერი ერთად იწვის. თუ არ ვცდები, ჯერ არც არავის ჩაუტარებია კვლევა, კონკრეტულად რა მავნე ნივთიერებები გამოიყოფა ამ დროს, თუმცა ფაქტია, რომ უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, გლობალურ დათბობასაც უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ გლდანის ნაგავსაყრელი პირდაპირ ხევშია მოწყობილი და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ იქიდან გამონაჟონი წყლები გრუნტის წყლებს შეერევა. კლაიპედაში, ამ კონკრეტულ და კარგად შემოსაზღვრულ ტერიტორიას შევხედეთ მხოლოდ ავტობუსიდან, რადგან სპეციალური აღჭურვილობის უქონლობის გამო დათვალიერება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ადგილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, საკმაოდ შორს არის დასახლებული პუნქტიდან და რაც ყველაზე მთავარია, მის სიახლოვეს არ არის არც ტბა, არც ზღვა. ასე რომ, საფრთხე არ ექმნებათ ცხოველებს. ფოტო: კლაიპედას ნარჩენების მართვის რეგიონული ცენტრი დღის ბოლოს – სადილი და ბალტიის ზღვის სანაპიროს ხედით ტკბობა.   მასალის ავტორი: ნინი შაორშაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი    

IBSU-ს მედია ცენტრი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო მოგზაურობას იწყებს. რუბრიკაში “ზაფხული” IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაგიზიარებენ ფოტორეპორტაჟებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მარი მხეიძე კვიპროსზე პირველად იმყოფება და მოგვაწოდა ფოტოები ულამაზესი კლდეებით და ლაჟვარდოვანი ფერებით, პატარა, მყუდრო ქალაქ აია ნაპადან, სადაც წყალი საოცრად სუფთაა, სანაპირო უფასო და ხალხი ფრიად კომუნიკაბელური. მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო მარიამ მხეიძის ფოტო

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა თეკლა გვარამიამ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” უცხოელი სტუდენტები ჩაწერა და მათი აზრი მოისმინა იმისა შესახებ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ცხოვრებასა და სწავლაზე.        კარიშმა კრიშნა ფიჯის კუნძულებიდანაა და IBSU-ში ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. თეკლა გვარამიასთან მან ისაუბრა თუ რა მოსწონს საქართველოში ყველაზე მეტად.   კარიშმა კრიშნა: მე და საქართველო (აუდიო)  

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. IBSU-ს მედია ცენტრის მხარდაჭერით მარიამმა დაიწყო პოდკასტების სერიის მომზადება “მე და ევროპა”, რომლის საშუალებითაც დაწვრილებით მოგიყვებათ მისი თავგადასავლის შესახებ ევროპაში. მარიამი დარწმუნებულია, რომ განათლების და მოგზაურობის მოყვარულები, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მისი პოდკასტებიდან. მარიამ ქობალია – მე და ევროპა მასალის ავტორი: მარიამ ქობალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

მასალა მომზადებულია საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ ფარგლებში სოფელ სნოს მკვიდრი მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი ამავე სოფელში ღია ცის ქვეშ აღმოცენებული მუზეუმის ავტორი და დამფუძნებელია. მუზეუმის ქანდაკებები მდინარე არაგვის ნაპირებიდან ამოტანილი ლოდებისგან არის გამოკვეთილი. ლოდების წონა ათულობით ტონაა, ფირანიშვილი მათ საკუთარი ფინანასური რესურსებით ეზიდება და შემდეგ აქანდაკებს. იხილეთ ვიდეო მასალის ავტორი: ლუკა ამბალია  IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ცარიელი საკლასო ოთახი. მხოლოდ 1 მოსწავლე კლასში. სნოს სკოლის მოსწავლე ბარბარე ვარძუკიშვილი ერთადერთი მეექვსე კლასელია. მიუხედავად ამისა, ბარბარე აქტიურადაა ჩართული სასკოლო აქტივობებში და ცდილობს თავისი ნამუშევრებით სასწავლო პროცესი სხვა ბავშვებს გაუმარტივოს. იხილეთ, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული მასალა სნოს სკოლის ერთადერთი მეექვსეკლასელი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაზე, IBSU NEWS-ზე იმუშავეს საგნის „სატელევიზიო ახალი ამბები“ ფარგლებში. გამოშვებაში გაეცნობით მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ახალ ამბებს: რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე,  ლაზარე გრიგორიადისის საქმის მორიგ სასამართლო განხილვა,  რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები საქართველოს სანაპირო ზოლზე, უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელი დონორებისთვის სუროგაცია საქართველოში,  რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, რა საფრთხეების წინაშე არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები მათზე ძალადობის მუხლით გასამართლებული პირების გირაოთი გამოშვების შემთხვევაში. აქვე გაეცნობით სპორტის სიახლეებს: · როგორ მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში პირველად 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი და რა მოლოდინი აქვს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასისთვის ემზადება. გადაცემაზე მუშაობდნენ: ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, დავით მათიაშვილი, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანა მენთეშაშვილი, ანანო ბლიაძე, ნინო ყველაშვილი, ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, მელანო ჭეიშვილი, ლიკა ვაჭრიძე, მარიამ კიპაროიძე, ქეთი მიქელაძე, გიორგი ჭარელიშვილი, რუსკა ყოჩაშვილი, ნინი კესარელი, ანი გოგოძე, ლუკა ხაჩიძე, ლიკა ჟორდანიძე, ბექა წიკლაური, ნოდარ ბროლაშვილი, ანი შურღაია სატელევიზიო ახალი ამბების ფინალური გადაცემა  

რადიო IBSU კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტუალურ თემებს აშუქებენ. IBSU NEWS მსმენელებს სალომე კევლიშვილმა გააცნო. რუბრიკა ”სტუდენტობა” გიორგი ერაძემ წარადგინა საკითხზე – “მოლოდონები და რეალობა სტუდენტობაზე”. გადაცემის წამყვანი ანა მაზიაშვილი იყო.  ეთერის რეჟისორი კი მარი ლეთოდიანი იყო.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting