შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
სიახლეები
Page: 6
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაზე, IBSU NEWS-ზე იმუშავეს საგნის „სატელევიზიო ახალი ამბები“ ფარგლებში. გამოშვებაში გაეცნობით მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ახალ ამბებს: რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე, ლაზარე გრიგორიადისის საქმის მორიგ სასამართლო განხილვა, რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები საქართველოს სანაპირო ზოლზე, უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელი დონორებისთვის სუროგაცია საქართველოში, რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, რა საფრთხეების წინაშე არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები მათზე ძალადობის მუხლით გასამართლებული პირების გირაოთი გამოშვების შემთხვევაში. აქვე გაეცნობით სპორტის სიახლეებს: · როგორ მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში პირველად 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი და რა მოლოდინი აქვს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასისთვის ემზადება. გადაცემაზე მუშაობდნენ: ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, დავით მათიაშვილი, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანა მენთეშაშვილი, ანანო ბლიაძე, ნინო ყველაშვილი, ნათია შენგელია, ანა მაზიაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, მელანო ჭეიშვილი, ლიკა ვაჭრიძე, მარიამ კიპაროიძე, ქეთი მიქელაძე, გიორგი ჭარელიშვილი, რუსკა ყოჩაშვილი, ნინი კესარელი, ანი გოგოძე, ლუკა ხაჩიძე, ლიკა ჟორდანიძე, ბექა წიკლაური, ნოდარ ბროლაშვილი, ანი შურღაია სატელევიზიო ახალი ამბების ფინალური გადაცემა
რადიო IBSU კვლავ პირდაპირ ეთერშია და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები აქტუალურ თემებს აშუქებენ. IBSU NEWS მსმენელებს სალომე კევლიშვილმა გააცნო. რუბრიკა ”სტუდენტობა” გიორგი ერაძემ წარადგინა საკითხზე – “მოლოდონები და რეალობა სტუდენტობაზე”. გადაცემის წამყვანი ანა მაზიაშვილი იყო. ეთერის რეჟისორი კი მარი ლეთოდიანი იყო.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ნინო ბაქრაძემ თავისი ჟურნალისტური ცხოვრების და მენეჯერული კარიერის შესახებ სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა. ნინო ბაქრაძემ ნათია შენგელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო რადიო გადაცემაში “საუბრები ჟურნალისტიკაზე”.
BSU NEWS პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს. 30 მაისს, საინფორმაციო გამოშვებაზე მუშაობდნენ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები თეკლა გვარამია და მარიამ ლეთოდიანი. 30 მაისის IBSU NEWS-ის მთავარი ამბები: IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი პროექტის – “სტაჟირების ხელშეწყობა” – ფარგლებში, გრანთ თორნთონ აკადემიასთან თანამშრომლობით ატარებს საჯარო ლექციას: “სტაჟირება – საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.” საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: სტაჟირების შესაძლებლობები და საკანონმდებლო რეგულაცია; სტაჟირების სპეციფიკა კერძო და საჯარო სექტორში; სტაჟირების ხანგრძლივობა; სტაჟირების ანაზღაურების სპეციფიკა, უფლებები და ვალდებულებები სტაჟირების პროცესში. საჯარო ლექციას წარუძღვება ნინო ჯოლია, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, ტრენერი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 3 ივნისს, არაოფიციალურ გარემოში IBSU summer party, საზაფხულო ღონისძიება გაიმართება. ბილეთის ფასი- 30 ლარია. ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ მიწეროთ თვითის პრეზიდენტს ან ვიცეს. IBSU-ს სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ინჟინერიის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი მეძმარიაშვილი და სტუდენტებიისაუბრებენ თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია, როგორც გამოწვევა." ამ პროექტის მიზანია, სტუდენტებს საშუალება მისცეს ისაუბრონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და განავითარონ ლიდერული უნარები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია "საჯარო ადმინისტრირების საკითხებზე" კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა უმაღლესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს. IBSU-ს საზაფხულო ფესტივალისთვის თეატრის, დრამისა და მუსიკის კლუბი ეძებს მოხალისეებს, რომლებიც დაეხმარებიან და მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ორგანიზებაში, სპონსორებისა და ფინანსების გუნდში, დეკორაციებისა და მუსიკოსების გუნდში, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეატრის, დრამის… კლუბის ფეისბუქ გვერდს. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 9-16 ივნისის კვირეულში იგეგმება. 16 ივნისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას. IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომას დაესწრო, რომელსაც განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. 28 მაისს თვითმართველობის ორგანიზებით დაპირებული პიკნიკი მოეწყო ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, 10 საათიდან IBSU-ში სახალისო, გასართობი აქტივობები ჩატარდა, სტუდენტების თავშეყრა სრულად უზრუნველყოფილი იყო საკვებით. სხვა ფაკულტეტებისა და სკოლების პიკნიკები შემდეგ კვირებში ჩატარდება, ამიტომ თვალი ადევნეთ იბსუს პირველკურსელების დახურულ ფეისბუქ ჯგუფს, ვინაიდან რაოდენობა შეზღუდულია.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა რამდენიმე დასამახსოვრებელი ფოტო გადაიღო 2023 წლის 26 მაისის ზეიმზე. ანა მაზიაშვილის ფოტორეპორტაჟი ანა მაზიაშვილის ფოტორეპორტაჟი ანა მაზიაშვილის ფოტორეპორტაჟი მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის ლუკა ამბალიას ფოტოამბავი 26 მაისზე უკავშირდება და კერძოდ, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში გაფორმებულ თბილისს. ლუკა ამბალიას ფოტორეპორტაჟი ლუკა ამბალიას ფოტორეპორტაჟი ლუკა ამბალიას ფოტორეპორტაჟი მასალის ავტორი: ლუკა ამბალია IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. 26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. 26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. 26 მაისი თბილისში – IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელის გიორგი ერაძის ფოტოები. მასალის ავტორი: გიორგი ერაძე IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი 1”-ის ფარგლებში
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ამ მნიშვნელოვანი დღის გადაღება გადაწყვიტეს და თავიანთი ჟურნალისტუი უნარები გაიუმჯობესეს. IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დავით მათიაშვილი და მარი გულორდავა გადაღებაზე.
ცეკვა “ქართული” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის უნიკალურობა აღიარებულია “იუნესკოს” მიერ. თუ რატომ გახდა ცეკვა “ქართული” ძეგლის სტატუსის მატარებელი, ამის შესახებ მინი ფილმი გადაიღეს IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელებმა “მედია ცენტრის” დირექტორის ეკა ფირცხალავას ხელმძღვანელობით. ცეკვა “ქართული”- IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მასალაზე მუშაობდნენ: ლიკა ბახუტაშვილი, ანო ტვილდიანი, სალომე კაიშაური, მარიამ მერლანი და მართა ბეჭვაია. IBSU-ს “მედია ცენტრი” მადლობას უხდის ამავე უნივერსიტეტის ანსამბლის ხელმძღვანელს ზურაბ ფარჯანაძეს და მოცეკვავეებს ლიზი ბოჭორიშვილსა და ლუკა ოდესიანს ფილმში მონაწილეობისთვის
IBSU-ს “მედია ცენტრში” ახალი და მნიშვნელოვანი თემატიკის გადაცემების მომზადებაში არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ. 2023 წლის 25 მაისს, IBSU რადიოში მარიამ გარაყანიძის, ანა ქარელისა და გიორგი მძინარაშვილის დებიუტი შედგა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა დაიწყეს რადიო გადაცემათა ციკლი “კავკასია” და პირველ თემად კონფლიქტები აირჩიეს.